სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამის საფლავზე ასულა ძმაკაცებთან ერთად, საფლავის ქვას ჩახუტებია და უთქვამს, - მამი, მეც მალე მოვალ შენთან, შენსავით გმირიო" - სამშობლოსთვის თავდადებული გზირიშვილები
"მამის საფლავზე ასულა ძმაკაცებთან ერთად, საფლავის ქვას ჩახუტებია და უთქვამს, - მამი, მეც მალე მოვალ შენთან, შენსავით გმირიო" - სამშობლოსთვის თავდადებული გზირიშვილები

20 წლის კაპ­რა­ლი ვახ­ტანგ გზი­რიშ­ვი­ლი 8 აგ­ვის­ტოს, რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის და­ბომბვის შე­დე­გად, ცხინ­ვა­ლის შე­სას­ვლელ­თან, სო­ფელ ტბეთ­თან მა­შინ და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სამ­შვი­დო­ბო­ზე გა­მოჰ­ყავ­და. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I ხა­რის­ხის ორ­დე­ნით. ვახ­ტან­გი ერ­თა­დერ­თი არ არის ოჯა­ხი­დან, ვინც სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბას და უსაფრ­თხო­ე­ბას შე­ე­წი­რა. აფხა­ზე­თის ომის გმი­რია მისი მამა, ბად­რი გზი­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ფელ ტა­მიშ­თან შე­ტა­კე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. მამა-შვი­ლის გმი­რო­ბის, თავ­და­დე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ გმი­რი შვი­ლის დედა და გმი­რი მე­უღ­ლის ქვრი­ვი მა­რი­ნა გზი­რიშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- რუ­სე­თის მი­წა­ზე და­ბა­დე­ბულ ჩემს შვილს რუ­სებ­მა სამ­შობ­ლოს მი­წა­ზე მო­უ­ღეს ბოლო. ვახო სმო­ლენ­სკის ოლ­ქში, ქა­ლაქ იარ­ცე­ვო­ში და­ი­ბა­და. მე და მა­მა­მი­სი იქ ვმუ­შა­ობ­დით - ბად­რი დურ­გლად, მე - მლე­სა­ვად და მღე­ბა­ვად. ვახო რომ შეგ­ვე­ძი­ნა, ჩვენ უკვე გვყავ­და უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნა­თია, ვახ­ტან­გის უფ­რო­სი ძმა - ამი­რა­ნი კი, ერთი წლის ასაკ­ში, ჯერ კი­დევ რუ­სეთ­ში წას­ვლამ­დე, ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გამო დაგ­ვე­ღუ­პა - კო­ღოს ნაკ­ბე­ნი გა­ურ­თულ­და და არას­წო­რად უმ­კურ­ნა­ლეს...

შვი­ლის გა­ჩე­ნა აღარ მინ­დო­და, მაგ­რამ ბად­რიმ მთხო­ვა, გული მიგ­რძნობს, ესეც ბიჭი იქ­ნე­ბა და გა­ა­ჩი­ნეო. გა­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ გან­გე­ბამ არც ის შე­მარ­ჩი­ნა...

- პირ­ველ რიგ­ში, თქვე­ნი მე­უღ­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- ჩვენ ორი­ვე რუს­თა­ვი­დან ვართ, კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სკო­ლის მერ­ხი­დან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. მე-11 კლას­ში ვი­ყა­ვით, რომ გა­ვი­პა­რეთ და ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით. იმის მერე ჩვე­ნი შრო­მი­თა და გარ­ჯით გაგ­ვქონ­და თავი. ბად­რი მო­ჭი­და­ვე იყო, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც ჰქონ­და, მაგ­რამ გვი­ჭირ­და, ორი­ვე ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვით... 1985 წელ­ში, კომ­კავ­ში­რუ­ლი საგ­ზუ­რით წა­ვე­დით იარ­ცე­ვო­ში. ახა­ლი ქა­ლა­ქი შენ­დე­ბო­და, სულ ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან უამ­რა­ვი და­მი­ა­ნი იყო ჩა­მო­სუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ მე და ბად­რი. სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში დავ­ბი­ნავ­დით, ნა­თი­აც იქ მი­ვიყ­ვა­ნეთ სკო­ლა­ში. ვახო რომ შეგ­ვე­ძი­ნა, ბი­ნაც ზუს­ტად მა­შინ მოგ­ვცეს. თით­ქოს ტკი­ვი­ლი წარ­სულ­ში დარ­ჩა, შვი­ლებ­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ მერე იყო 9 აპ­რი­ლი... ამის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, მა­შინ, რო­დე­საც მშობ­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ამა­ნა­თი გავ­ხსე­ნი, ჩურ­ჩხე­ლე­ბი ამო­ვი­ღე და ის გა­ზე­თი ვნა­ხე, რა­შიც იყო გახ­ვე­უ­ლი ჩურ­ჩხე­ლა. წა­ვი­კი­თხე... იმ­დე­ნი ვი­ტი­რე... მე და ბად­რიმ იმ დღეს­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

იარ­ცე­ვო­დან ბინა გლ­დან­ში გად­მოვ­ცვა­ლეთ. ორი წელი ბედ­ნი­ე­რად გა­ვა­ტა­რეთ, მერე აფხა­ზე­თის ომი და­ი­წყო. ბად­რის კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან მო­ა­კი­თხეს და წა­იყ­ვა­ნეს. ნა­თია სკო­ლა­ში გა­ვუშ­ვი, 4 წლის ვა­ხოს კი ხელი მოვ­კი­დე და მეც ბად­რის გავ­ყე­ვი. ბავ­შვს რომ შეს­ცივ­და და მო­შივ­და, შინ დავ­ბრუნ­დი, და­ვა­პუ­რე, გა­ვათ­ბე და ისევ კო­მი­სა­რი­ატ­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ ბად­რი უკვე წაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ... მა­შინ არც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი იყო, არც ინ­ტერ­ნე­ტი და შუ­ქიც იშ­ვი­ა­თად მო­დი­ო­და. მე­უღ­ლის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს ვი­გებ­დი. ერთხე­ლაც, გვი­ან ღა­მით კა­რებ­ზე კა­კუ­ნის ხმა მო­მეს­მა, შე­მე­შინ­და, მაგ­რამ მერე ხმაც მო­მეს­მა, ბად­რი ვარო. ისე­თი ტა­ლა­ხი­ა­ნი იყო... ფორ­მა გა­ვუ­რე­ცხე, შე­შის ღუ­მელ­თან გა­ვუშ­რე. მი­თხრა, - გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლე­ბი ჩა­მო­ვას­ვე­ნეთ და დი­ლით ისევ უნდა წა­ვი­დეო. ვთხო­ვე, აღარ წა­სუ­ლი­ყო, შენ საკ­მა­რი­სად იომე, ახლა სხვებ­მაც აი­ღონ ხელ­ში ია­რა­ღი-მეთ­ქი, - რას მე­უბ­ნე­ბი მა­რი­ნა, 17, 18 წლის ბი­ჭე­ბი ომო­ბენ, ია­რა­ღის ტა­რე­ბაც რომ არ იცი­ან წე­სი­ე­რად, მე სახ­ლში რა გა­მა­ჩე­რებ­სო. ვე­ღა­რა­ფე­რი ვე­ღარ ვუ­თხა­რი... დილა რომ გა­თენ­და, მი­თხრა, ჯერ რუს­თა­ველ­ზე გა­ვი­სე­ირ­ნებ და მერე წა­ვა­ლო, მეც გავ­ყე­ვი, მერე წა­ვი­და და წა­ვი­და...

იმის მერე მხო­ლოდ ერთხელ, ისიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვნა­ხე. ისე მოხ­და, რომ შუქი მო­ვი­და, მე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სა­დილს ვა­კე­თებ­დი, ბავ­შვე­ბი ყვი­რი­ლით შე­მო­ვარ­დნენ, - ტე­ლე­ვი­ზორ­ში მა­მი­კო­აო. ვი­ფიქ­რე, რომ მო­ეჩ­ვე­ნათ, მაგ­რამ მა­ინც გავ­ვარ­დი. იმ მო­მენტს მი­ვუს­წა­რი, რომ ამ­ბობ­და, ცოლ-შვილს მინ­და მო­კი­თხვა გა­დავ­ცეო. იქი­დან მომ­მარ­თა, - მა­რი­ნა, შენი იმე­დი მაქვს, ძლი­ე­რი გოგო ხარ და თუ ცო­ცხა­ლი ვერ დავ­ბრუნ­დე­ბი, ვახ­ტან­გი ვაჟ­კა­ცად გა­მი­ზარ­დეო... თხოვ­ნა შე­ვუს­რუ­ლე, ვახ­ტან­გი ვაჟ­კა­ცად გავ­ზარ­დე...

29 წლის ასა­კა­ში დავ­ქვრივ­დი, ნა­თია 13 წლის დამ­რჩა, ვახო 4 - ის. კე­რა­მი­კის ცეხ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, პარ­ლა­მენ­ტშიც ვმუ­შა­ობ­დი დამ­ლა­გებ­ლად... ძა­ლი­ან დიდი წვა­ლე­ბით გავ­ზარ­დე ჩემი ვაჟ­კა­ცი შვი­ლი...

- ვახო რო­გო­რი ბავ­ში იყო, რა უყ­ვარ­და, რა აინ­ტე­რე­სებ­და?

- ვა­ხოს გაზ­რდა­ში დე­და­ჩე­მი მეხ­მა­რე­ბო­და, თა­ვი­დან თბი­ლის­ში შე­ვიყ­ვა­ნე სკო­ლა­ში, მაგ­რამ მერე რუს­თავ­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნე და 7 წლის ასა­კი­დან, მეტ­წი­ლად დედა მიზ­რდი­და. მე სულ კა­ცი­ვით გა­რეთ ვი­ყა­ვი, სულ იმის ფიქ­რში ვა­თენ-ვა­ღა­მებ­დი, რომ ჩემი შვი­ლე­ბის­თვის ლუკ­მა-პური მე­შო­ვა და ჩემს ვა­ხოს სხვი­სი ჯი­ბის­კენ თვა­ლი არ გაქ­ცე­ო­და. 15 წლის იყო, როცა მკი­თხა, - მა­მა­ჩე­მი რო­გო­რი კაცი იყოო? მეც ხში­რად ვუყ­ვე­ბო­დი გმი­რი მა­მის ამ­ბებს... უთ­ქმე­ლი, ჭკვი­ა­ნი და კე­თი­ლი ბიჭი იყო. ჯერ კი­დევ სულ პა­ტა­რა იყო, შემ­თხვე­ვით წინ­და გა­მერ­ღვა და ტი­რი­ლი და­ვი­წყე. ვა­ხომ შე­მო­მის­წრო და ენა­მო­ჩლე­ქით მკი­თხა, - რა გა­ტი­რებ­სო. ვუ­თხა­რი, არ იდარ­დო, დედი, წინ­და და­მე­ხა, მაგ­რამ ამოვ­კემ­სამ-მეთ­ქი. ხე­ლე­ბი გა­შა­ლა, აი, დიდი რომ გა­ვიზ­რდე­ბი, ამ­დენ წინ­დას გი­ყი­დიო. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. პირ­ვე­ლი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე სულ მქონ­და და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბის და­კარ­გვის შიში და ვა­ხოს გამო ხში­რად დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში. დამ­რი­გე­ბე­ლი მე­ტყო­და ხოლ­მე, ვა­ხოს ამ­დე­ნი დევ­ნა რად უნდა, უჭ­კვი­ა­ნე­სი ბავ­შვი­აო. ბევ­რი რამ აკ­ლდა, მაგ­რამ უწიგ­ნოდ არა­სო­დეს და­მი­ტო­ვე­ბია. ის­ტო­რია და ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარ­და. პა­ტა­რა რომ სულ ომო­ბა­ნას თა­მა­შობ­და. სა­თა­მა­შო­ე­ბის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, ქვა­ბებ­სა და ტა­ფებს გად­მო­ა­ლა­გებ­და ხოლ­მე, ქვა­ბებს ტან­კე­ბად მო­ი­აზ­რებ­და...

სკო­ლა რომ და­ამ­თავ­რა, მის გვერ­დით არ ვი­ყა­ვი, 2005 წელს სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ, შემ­დეგ თურ­ქეთ­ში გა­და­ვე­დი. ბან­კე­ტი რომ ჰქონ­დათ, ფული გა­მო­ვუგ­ზავ­ნე კოს­ტი­უ­მის­თვის, არ იყი­და, თა­ვის დას მის­ცა, - თქვენ გი­ჭირთ, არ მინ­და, ბან­კეტ­ზე ისეც წა­ვა­ლო. ვამ­ზა­დებ­დი, ომში კი არა, ჯარ­შიც არ მინ­დო­და მისი გაშ­ვე­ბა. კო­მი­სა­რი­ა­ტი­დან უწყე­ბა რომ მო­უ­ვი­და, დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი, მა­გის­მა მა­მამ შვი­ლე­ბის კი არა, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ვა­ლიც მო­ი­ხა­და, ვა­ხოს ჯარ­ში არ გა­ვუშ­ვებ, უნდა ის­წავ­ლოს-მეთ­ქი. გა­მე­პა­რა, სამი თვის შემ­დეგ გა­მიმ­ხი­ლა, - დედა, მო­მი­ლო­ცე, ჯა­რის­კა­ცი გყა­ვა­რო. ეს რომ მი­თხრა, გე­გო­ნე­ბა, გულ­ში ხან­ჯა­ლი ჩამ­ცეს... მე ვტი­რო­დი, ის კი ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხურ­ში ვარო. ბო­ლოს ასე მი­თხრა, ნახე, დრო მოვა და შენ ჩე­მით ია­მა­ყე­ბო. მისი ეს სი­ტყვე­ბი დღემ­დე ჩა­მეს­მის... იმის მერე სულ შიშ­სა და ფო­რი­აქ­ში ვი­ყა­ვი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, სა­ცო­ლე თუ ჰყავ­და?

- კი, ომის და­წყე­ბამ­დე ერთი თვით ადრე მი­თხრა, - შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­სო.. ერა­ყის­თვის გვამ­ზა­დე­ბენ, სა­ნამ წა­ვალ, შენ უნდა ჩა­მო­გიყ­ვა­ნო, გეყო ამ­დე­ნი წვა­ლე­ბა, ახლა მე უნდა გარ­ჩი­ნოო. ვთხო­ვე, ერთი წე­ლიც მო­ი­ცა­დე, ბი­ნას და მან­ქა­ნას გი­ყი­დი, დიდი ქორ­წი­ლი მინ­და გა­და­გი­ხა­დო-მეთ­ქი. და­მი­ჯე­რა

- ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ?

- 5 აგ­ვის­ტოს ვე­ლა­პა­რა­კე. მთხო­ვა, - ნა­თი­ას უთხა­რი, ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ში მი­გიყ­ვა­ნოს, "სკა­ი­პით“ მინ­და გე­ლა­პა­რა­კო, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბიო. მა­შინ მი­თხრა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხა­რო. ეგ იყო და ეგ. მეტი ხმა აღარ გა­მი­გია. მე­სი­ჯე­ბიც რომ მწერ­და, ბო­ლოს აწერ­და: დე, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხა­რო. ამ მე­სი­ჯებს სულ ვი­ნა­ხავ­დი, არ ვიცი, რა­ტომ… არა­ფე­რი დამ­რჩა ჩემი შვი­ლის­გან, სუ­რა­თე­ბი­სა და ტან­საც­მლის გარ­და, მე ჩემი და­ვაჟ­კა­ცე­ბუ­ლი შვი­ლი, სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში, ცო­ცხა­ლი არ მი­ნა­ხავს.

ვა­ხოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა მი­ამ­ბეს, მა­მა­მი­სის საფ­ლავ­ზე ასუ­ლა ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად, საფ­ლა­ვის ქვას ჩა­ხუ­ტე­ბია და უთ­ქვამს, - მამი, მეც მალე მო­ვალ შენ­თან, შენ­სა­ვით გმი­რიო. მის­მა მე­თა­ურ­მა გი­ორ­გიმ კი ასე­თი რამ მი­ამ­ბო: ყვე­ლა ახალ­წვე­ულს ვე­კი­თხე­ბო­დი ჯარ­ში მოს­ვლის მი­ზეზს, ბი­ჭე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ტი­ვი ჰქონ­და, მაგ­რამ ვა­ხოს პა­სუ­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა, ასე მი­თხრა, მა­მა­ჩე­მის და­წყე­ბუ­ლი საქ­მე უნდა და­ვამ­თავ­როო. თავ­გან­წირ­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და ჩემი შვი­ლი, აბა, სხვა რა უნდა ვი­ფიქ­რო? გი­ორ­გიმ ბო­ლოს გულ­და­წყვე­ტილ­მა მი­თხრა, - ეჰ, მა­რი­ნა დე­ი­და, რა იცო­და ვა­ხომ, აფხა­ზე­თი კი არა, ბო­ლოს ცხინ­ვა­ლიც და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი რომ გაგ­ვიხ­დე­ბო­დაო და ცრემ­ლი ჩა­მო­უ­გორ­და თვალ­ზე.

- ომის და­წყე­ბის შე­სა­ხებ რო­დის გა­ი­გეთ?

- თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი. ომის და­წყე­ბა გა­ვი­გე თუ არა, მა­შინ­ვე გა­მოვ­ვარ­დი ბი­ლე­თის ასა­ღე­ბად, მაგ­რამ 9 აგ­ვის­ტომ­დე ბი­ლე­თი ვერ ვი­შო­ვე. გა­გი­ჟე­ბას ვი­ყა­ვი, ვა­ხოს ის­ტე­რი­უ­ლად ვუ­რე­კავ­დი, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი უკვე გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. 8 აგ­ვის­ტოს რომ თენ­დე­ბო­და, მე­სი­ჯი აქვს მი­წე­რი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის: - ხომ იცი, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, რაც არ უნდა მოხ­დეს, ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი, ძა­ლი­ან გთხოვ, დე­და­ჩემს და ჩემს დას არ გა­ა­გე­ბი­ნო, ფრონ­ტის ხაზ­ზე რომ ვარ, თო­რემ დე­და­ჩე­მი შე­იძ­ლე­ბა პირ­და­პირ ომში ჩა­მო­ვარ­დე­სო.

3 თვის გარ­დაც­ვლი­ლი იყო ვახო, რომ ასე­თი სიზ­მა­რი ვნა­ხე: სა­დღაც მინ­დორ­ში ვი­ჯე­ქი და გუ­ლა­მოსკვნი­ლი ვტი­რო­დი, უცებ ღრუბ­ლე­ბი­დან ხმა ჩა­მეს­მა, დედა, ამ­დენს რა­ტომ ტი­რიო. მე ძებ­ნა და­ვუ­წყე ღრუბ­ლებ­ში, ის ვერა, მაგ­რამ მისი ხმა ისევ გა­ვი­გე, დედი ვერ და­მი­ნა­ხავ, მაგ­რამ იცო­დე, ჩემს ხმას ხში­რად გა­ი­გებ და არ შე­გე­შინ­დე­სო. შევ­ჩივ­ლე, ასე ეუ­ლად რომ დამ­ტო­ვე, ჩემი თავი ვის ჩა­ა­ბა­რე-მეთ­ქი... - არ მოვმკვდარ­ვარ, შენს გვერ­დით ვარო. - თუ არ მომ­კვდარ­ხარ, და­მე­ნა­ხე - მეთ­ქი, ვყვი­რო­დი და გავ­რბო­დი. - ნუ მომ­დევ, თხოვ­ნა მაქვს შენ­თან და ის უნდა შე­მის­რუ­ლო­ვო. ტაძ­რის აგე­ბა მთხო­ვა ჩემ­მა შვილ­მა. შევ­ჩივ­ლე, შვი­ლო, შენ არ იცი ჩვე­ნი სი­ღა­რი­ბის ამ­ბა­ვი, მე რო­მე­ლი ტაძ­რის ამ­შე­ნე­ბე­ლი ვარ-მეთ­ქი. - ნუ გე­ში­ნია, დედი, შენ და­ი­წყე, მე მო­გეხ­მა­რე­ბიო. ჩემ­მა ტი­რილ­მა და ყვი­რილ­მა გა­მაღ­ვი­ძა, მა­შინ­ვე ავ­დე­ქი, ტაქ­სი გა­მო­ვი­ძა­ხე და სა­საფ­ლა­ო­ზე წა­ვე­დი, იქ და­მა­თენ­და. ნო­ემ­ბრის თვე იყო, წვიმ­და...

იქი­დან ნა­თი­ას­თან და­ვა­პი­რე წას­ვლა, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ავე­დი, მაგ­რამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე ცოტა ადრე ჩა­მო­ვე­დი და ერთ ცა­რი­ელ ად­გილს მი­ვა­დე­ქი. ერთხანს ვი­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. შვილ­თან რომ მი­ვაღ­წიე, გა­ლუმ­პუ­ლი და გა­ყი­ნუ­ლი ვი­ყა­ვი. სიზ­მრის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მით­ქვამს, გავ­შრი და მოვ­წეს­რიგ­დი თუ არა, ნა­თი­ას იმ ად­გი­ლის შე­სა­ხებ ვკი­თხე, ვი­სია - მეთ­ქი. ჩემს გო­გო­ნას შე­ე­შინ­და, დე­და­ჩე­მი დარ­დის­გან ხომ არ შე­ი­შა­ლა, რა მი­წებ­ზე ლა­პა­რა­კობ­სო. ორ­შა­ბათს ვე­ლო­დე­ბო­დი, პატ­რი­არ­ქთან უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩემი სიზ­მა­რი მე­ამ­ბო. ისე შე­ვე­დი სა­პატ­რი­არ­ქო­ში, რომ დაც­ვა­მაც კი არ შე­მა­ჩე­რა. არა­და, მა­შინ არც შო­რე­ნას არ ვიც­ნობ­დი და არც რო­მე­ლი­მე მე­უ­ფეს. მე­ო­რე სარ­თულ­ზე შო­რე­ნა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­ნა­ზო­ნი დამ­ხვდა. ეს გაპ­რან­ჭუ­ლი ქალი რომ და­ვი­ნა­ხე, ერთი კი ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ ამას აქ რა უნდა-მეთ­ქი და ვუ­თხა­რი ვინც ვი­ყა­ვი. მამა მი­ქა­ელ-ბოტ­კო­ველ­თან მი­მიყ­ვა­ნა. ვუ­საყ­ვე­დუ­რე, ეს არის პატ­რი­არ­ქი-მეთ­ქი?! ხუთ წუთ­ში მის უწ­მინ­დე­სო­ბას­თან ვი­ყა­ვი. ჩემი ამ­ბა­ვი ვუ­ამ­ბე, ერ­თად ვი­ტი­რეთ... ბო­ლოს მი­თხრა, ახლა მა­ინც ხომ ირ­წმუ­ნე, რომ შენი ვახ­ტან­გი არ მომ­კვდა­რა, ტაძ­რის აშე­ნე­ბა და­ი­წყე და ღვთის მად­ლით აა­შე­ნე­ბო. გა­მო­ვე­დი და ვფიქ­რობ­დი, რო­გორ რა უნდა და­მე­წყო. ყვე­ლაფ­რის გზა მიჩ­ვე­ნა უფალ­მა. იქი­დან პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში მი­ვე­დი, იქ ერთი კარ­გი ბიჭი დამ­ხვდა და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნა, ფონ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მირ­ჩია... ერთ თვე­ში ფონ­დიც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე და ან­გა­რი­შიც გავ­ხსე­ნი. ღვთის მად­ლით, დღეს, ვარ­კე­თილ­ში, ზუს­ტად იმ ად­გილ­ზე, სა­დაც სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­დან ჩა­მო­ვე­დი და დავ­დე­ქი, წმინ­და მე­ფის ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი დგას, რო­მე­ლიც 2008 წელს და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის სუ­ლე­ბის სა­ო­ხად არის აშე­ნე­ბუ­ლი. იმ ქუ­ჩას კი ვახ­ტანგ და ბად­რი გზი­რიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლი ჰქვია. ტაძ­რის ეზო­ში დავ­დგი ქვის მე­მო­რი­ა­ლი, რო­მელ­ზეც ოქ­როს ასო­ე­ბით არის ამოტვირ­ფუ­ლი ორა­სი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის სა­ხე­ლი. ტა­ძა­რი 2016 წელს იკურ­თხა. პატ­რი­არ­ქმა კი ასე­თი რამ მი­თხრა, - შენი გმი­რი ქმარ-შვი­ლი აქ გად­მო­ას­ვე­ნე, ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან გას­ვლის შემ­დეგ შენც აქ და­იკ­რძა­ლე­ბიო. 2017 წელს, უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვით ჩემი გმი­რი ქმარ-შვი­ლიც გად­მო­ვას­ვე­ნე და ჩემი პა­ტა­რა შვი­ლი - ამი­რა­ნიც.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ჯიმა
0

Დიდება და მარადიული ხსოვნა გმირებს! 

 

ქეთი
0

მადლობა, რომ ასეთი ადამიანები გაგვაცანით - სტატიის ავტორს. ნათელი მათ სულებს. ოთარაანთ ქვრივი გამახსენდა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მამის საფლავზე ასულა ძმაკაცებთან ერთად, საფლავის ქვას ჩახუტებია და უთქვამს, - მამი, მეც მალე მოვალ შენთან, შენსავით გმირიო" - სამშობლოსთვის თავდადებული გზირიშვილები

"მამის საფლავზე ასულა ძმაკაცებთან ერთად, საფლავის ქვას ჩახუტებია და უთქვამს, - მამი, მეც მალე მოვალ შენთან, შენსავით გმირიო" - სამშობლოსთვის თავდადებული გზირიშვილები

20 წლის კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი 8 აგვისტოს, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, ცხინვალის შესასვლელთან, სოფელ ტბეთთან მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი სამხედროები სამშვიდობოზე გამოჰყავდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ვახტანგი ერთადერთი არ არის ოჯახიდან, ვინც სამშობლოს ერთიანობას და უსაფრთხოებას შეეწირა. აფხაზეთის ომის გმირია მისი მამა, ბადრი გზირიშვილი, რომელიც სოფელ ტამიშთან შეტაკებისას დაიღუპა. მამა-შვილის გმირობის, თავდადებისა და სიყვარულის შესახებ გმირი შვილის დედა და გმირი მეუღლის ქვრივი მარინა გზირიშვილი გვიამბობს:

- რუსეთის მიწაზე დაბადებულ ჩემს შვილს რუსებმა სამშობლოს მიწაზე მოუღეს ბოლო. ვახო სმოლენსკის ოლქში, ქალაქ იარცევოში დაიბადა. მე და მამამისი იქ ვმუშაობდით - ბადრი დურგლად, მე - მლესავად და მღებავად. ვახო რომ შეგვეძინა, ჩვენ უკვე გვყავდა უფროსი ქალიშვილი - ნათია, ვახტანგის უფროსი ძმა - ამირანი კი, ერთი წლის ასაკში, ჯერ კიდევ რუსეთში წასვლამდე, ექიმების დაუდევრობის გამო დაგვეღუპა - კოღოს ნაკბენი გაურთულდა და არასწორად უმკურნალეს...

შვილის გაჩენა აღარ მინდოდა, მაგრამ ბადრიმ მთხოვა, გული მიგრძნობს, ესეც ბიჭი იქნება და გააჩინეო. გავაჩინე, მაგრამ განგებამ არც ის შემარჩინა...

- პირველ რიგში, თქვენი მეუღლის შესახებ გვიამბეთ...

- ჩვენ ორივე რუსთავიდან ვართ, კლასელები ვიყავით, სკოლის მერხიდან გვიყვარდა ერთმანეთი. მე-11 კლასში ვიყავით, რომ გავიპარეთ და ოჯახი შევქმენით. იმის მერე ჩვენი შრომითა და გარჯით გაგვქონდა თავი. ბადრი მოჭიდავე იყო, საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც ჰქონდა, მაგრამ გვიჭირდა, ორივე ღარიბი ოჯახიდან ვიყავით... 1985 წელში, კომკავშირული საგზურით წავედით იარცევოში. ახალი ქალაქი შენდებოდა, სულ ახალგაზრდები ვიყავით, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავი დამიანი იყო ჩამოსული, საქართველოდან მხოლოდ მე და ბადრი. საერთო საცხოვრებელში დავბინავდით, ნათიაც იქ მივიყვანეთ სკოლაში. ვახო რომ შეგვეძინა, ბინაც ზუსტად მაშინ მოგვცეს. თითქოს ტკივილი წარსულში დარჩა, შვილებთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ მერე იყო 9 აპრილი... ამის შესახებ შემთხვევით გავიგე, მაშინ, როდესაც მშობლების გამოგზავნილი ამანათი გავხსენი, ჩურჩხელები ამოვიღე და ის გაზეთი ვნახე, რაშიც იყო გახვეული ჩურჩხელა. წავიკითხე... იმდენი ვიტირე... მე და ბადრიმ იმ დღესვე გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება.

იარცევოდან ბინა გლდანში გადმოვცვალეთ. ორი წელი ბედნიერად გავატარეთ, მერე აფხაზეთის ომი დაიწყო. ბადრის კომისარიატიდან მოაკითხეს და წაიყვანეს. ნათია სკოლაში გავუშვი, 4 წლის ვახოს კი ხელი მოვკიდე და მეც ბადრის გავყევი. ბავშვს რომ შესცივდა და მოშივდა, შინ დავბრუნდი, დავაპურე, გავათბე და ისევ კომისარიატში წავედი, მაგრამ ბადრი უკვე წაყვანილი ჰყავდათ... მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო, არც ინტერნეტი და შუქიც იშვიათად მოდიოდა. მეუღლის შესახებ ვერაფერს ვიგებდი. ერთხელაც, გვიან ღამით კარებზე კაკუნის ხმა მომესმა, შემეშინდა, მაგრამ მერე ხმაც მომესმა, ბადრი ვარო. ისეთი ტალახიანი იყო... ფორმა გავურეცხე, შეშის ღუმელთან გავუშრე. მითხრა, - გარდაცვლილი მებრძოლები ჩამოვასვენეთ და დილით ისევ უნდა წავიდეო. ვთხოვე, აღარ წასულიყო, შენ საკმარისად იომე, ახლა სხვებმაც აიღონ ხელში იარაღი-მეთქი, - რას მეუბნები მარინა, 17, 18 წლის ბიჭები ომობენ, იარაღის ტარებაც რომ არ იციან წესიერად, მე სახლში რა გამაჩერებსო. ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი... დილა რომ გათენდა, მითხრა, ჯერ რუსთაველზე გავისეირნებ და მერე წავალო, მეც გავყევი, მერე წავიდა და წავიდა...

იმის მერე მხოლოდ ერთხელ, ისიც ტელევიზორში ვნახე. ისე მოხდა, რომ შუქი მოვიდა, მე სამზარეულოში სადილს ვაკეთებდი, ბავშვები ყვირილით შემოვარდნენ, - ტელევიზორში მამიკოაო. ვიფიქრე, რომ მოეჩვენათ, მაგრამ მაინც გავვარდი. იმ მომენტს მივუსწარი, რომ ამბობდა, ცოლ-შვილს მინდა მოკითხვა გადავცეო. იქიდან მომმართა, - მარინა, შენი იმედი მაქვს, ძლიერი გოგო ხარ და თუ ცოცხალი ვერ დავბრუნდები, ვახტანგი ვაჟკაცად გამიზარდეო... თხოვნა შევუსრულე, ვახტანგი ვაჟკაცად გავზარდე...

29 წლის ასაკაში დავქვრივდი, ნათია 13 წლის დამრჩა, ვახო 4 - ის. კერამიკის ცეხში დავიწყე მუშაობა, პარლამენტშიც ვმუშაობდი დამლაგებლად... ძალიან დიდი წვალებით გავზარდე ჩემი ვაჟკაცი შვილი...

- ვახო როგორი ბავში იყო, რა უყვარდა, რა აინტერესებდა?

- ვახოს გაზრდაში დედაჩემი მეხმარებოდა, თავიდან თბილისში შევიყვანე სკოლაში, მაგრამ მერე რუსთავში გადმოვიყვანე და 7 წლის ასაკიდან, მეტწილად დედა მიზრდიდა. მე სულ კაცივით გარეთ ვიყავი, სულ იმის ფიქრში ვათენ-ვაღამებდი, რომ ჩემი შვილებისთვის ლუკმა-პური მეშოვა და ჩემს ვახოს სხვისი ჯიბისკენ თვალი არ გაქცეოდა. 15 წლის იყო, როცა მკითხა, - მამაჩემი როგორი კაცი იყოო? მეც ხშირად ვუყვებოდი გმირი მამის ამბებს... უთქმელი, ჭკვიანი და კეთილი ბიჭი იყო. ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, შემთხვევით წინდა გამერღვა და ტირილი დავიწყე. ვახომ შემომისწრო და ენამოჩლექით მკითხა, - რა გატირებსო. ვუთხარი, არ იდარდო, დედი, წინდა დამეხა, მაგრამ ამოვკემსამ-მეთქი. ხელები გაშალა, აი, დიდი რომ გავიზრდები, ამდენ წინდას გიყიდიო. სკოლაში ძალიან უყვარდათ. პირველი შვილის გარდაცვალების მერე სულ მქონდა დანარჩენი შვილების დაკარგვის შიში და ვახოს გამო ხშირად დავდიოდი სკოლაში. დამრიგებელი მეტყოდა ხოლმე, ვახოს ამდენი დევნა რად უნდა, უჭკვიანესი ბავშვიაო. ბევრი რამ აკლდა, მაგრამ უწიგნოდ არასოდეს დამიტოვებია. ისტორია და ლიტერატურა უყვარდა. პატარა რომ სულ ომობანას თამაშობდა. სათამაშოების ყიდვის საშუალება არ მქონდა, ქვაბებსა და ტაფებს გადმოალაგებდა ხოლმე, ქვაბებს ტანკებად მოიაზრებდა...

სკოლა რომ დაამთავრა, მის გვერდით არ ვიყავი, 2005 წელს საბერძნეთში წავედი სამუშაოდ, შემდეგ თურქეთში გადავედი. ბანკეტი რომ ჰქონდათ, ფული გამოვუგზავნე კოსტიუმისთვის, არ იყიდა, თავის დას მისცა, - თქვენ გიჭირთ, არ მინდა, ბანკეტზე ისეც წავალო. ვამზადებდი, ომში კი არა, ჯარშიც არ მინდოდა მისი გაშვება. კომისარიატიდან უწყება რომ მოუვიდა, დედაჩემს ვუთხარი, მაგისმა მამამ შვილების კი არა, შვილიშვილების ვალიც მოიხადა, ვახოს ჯარში არ გავუშვებ, უნდა ისწავლოს-მეთქი. გამეპარა, სამი თვის შემდეგ გამიმხილა, - დედა, მომილოცე, ჯარისკაცი გყავარო. ეს რომ მითხრა, გეგონება, გულში ხანჯალი ჩამცეს... მე ვტიროდი, ის კი ისეთი გახარებული იყო, სამშობლოს სამსახურში ვარო. ბოლოს ასე მითხრა, ნახე, დრო მოვა და შენ ჩემით იამაყებო. მისი ეს სიტყვები დღემდე ჩამესმის... იმის მერე სულ შიშსა და ფორიაქში ვიყავი.

- შეყვარებული, საცოლე თუ ჰყავდა?

- კი, ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მითხრა, - შეყვარებული მყავსო.. ერაყისთვის გვამზადებენ, სანამ წავალ, შენ უნდა ჩამოგიყვანო, გეყო ამდენი წვალება, ახლა მე უნდა გარჩინოო. ვთხოვე, ერთი წელიც მოიცადე, ბინას და მანქანას გიყიდი, დიდი ქორწილი მინდა გადაგიხადო-მეთქი. დამიჯერა

- ბოლოს როდის ესაუბრეთ?

- 5 აგვისტოს ველაპარაკე. მთხოვა, - ნათიას უთხარი, ინტერნეტკაფეში მიგიყვანოს, "სკაიპით“ მინდა გელაპარაკო, ძალიან მენატრებიო. მაშინ მითხრა, ძალიან მიყვარხარო. ეგ იყო და ეგ. მეტი ხმა აღარ გამიგია. მესიჯებიც რომ მწერდა, ბოლოს აწერდა: დე, ძალიან მენატრები, ძალიან მიყვარხარო. ამ მესიჯებს სულ ვინახავდი, არ ვიცი, რატომ… არაფერი დამრჩა ჩემი შვილისგან, სურათებისა და ტანსაცმლის გარდა, მე ჩემი დავაჟკაცებული შვილი, სამხედრო ფორმაში, ცოცხალი არ მინახავს.

ვახოს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისმა თანამებრძოლებმა მიამბეს, მამამისის საფლავზე ასულა ძმაკაცებთან ერთად, საფლავის ქვას ჩახუტებია და უთქვამს, - მამი, მეც მალე მოვალ შენთან, შენსავით გმირიო. მისმა მეთაურმა გიორგიმ კი ასეთი რამ მიამბო: ყველა ახალწვეულს ვეკითხებოდი ჯარში მოსვლის მიზეზს, ბიჭების უმრავლესობას პატრიოტული მოტივი ჰქონდა, მაგრამ ვახოს პასუხი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, ასე მითხრა, მამაჩემის დაწყებული საქმე უნდა დავამთავროო. თავგანწირვისთვის ემზადებოდა ჩემი შვილი, აბა, სხვა რა უნდა ვიფიქრო? გიორგიმ ბოლოს გულდაწყვეტილმა მითხრა, - ეჰ, მარინა დეიდა, რა იცოდა ვახომ, აფხაზეთი კი არა, ბოლოს ცხინვალიც დასაბრუნებელი რომ გაგვიხდებოდაო და ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე.

- ომის დაწყების შესახებ როდის გაიგეთ?

- თურქეთში ვიყავი. ომის დაწყება გავიგე თუ არა, მაშინვე გამოვვარდი ბილეთის ასაღებად, მაგრამ 9 აგვისტომდე ბილეთი ვერ ვიშოვე. გაგიჟებას ვიყავი, ვახოს ისტერიულად ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. 8 აგვისტოს რომ თენდებოდა, მესიჯი აქვს მიწერილი შეყვარებულისთვის: - ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მეყვარები, ძალიან გთხოვ, დედაჩემს და ჩემს დას არ გააგებინო, ფრონტის ხაზზე რომ ვარ, თორემ დედაჩემი შეიძლება პირდაპირ ომში ჩამოვარდესო.

3 თვის გარდაცვლილი იყო ვახო, რომ ასეთი სიზმარი ვნახე: სადღაც მინდორში ვიჯექი და გულამოსკვნილი ვტიროდი, უცებ ღრუბლებიდან ხმა ჩამესმა, დედა, ამდენს რატომ ტირიო. მე ძებნა დავუწყე ღრუბლებში, ის ვერა, მაგრამ მისი ხმა ისევ გავიგე, დედი ვერ დამინახავ, მაგრამ იცოდე, ჩემს ხმას ხშირად გაიგებ და არ შეგეშინდესო. შევჩივლე, ასე ეულად რომ დამტოვე, ჩემი თავი ვის ჩააბარე-მეთქი... - არ მოვმკვდარვარ, შენს გვერდით ვარო. - თუ არ მომკვდარხარ, დამენახე - მეთქი, ვყვიროდი და გავრბოდი. - ნუ მომდევ, თხოვნა მაქვს შენთან და ის უნდა შემისრულოვო. ტაძრის აგება მთხოვა ჩემმა შვილმა. შევჩივლე, შვილო, შენ არ იცი ჩვენი სიღარიბის ამბავი, მე რომელი ტაძრის ამშენებელი ვარ-მეთქი. - ნუ გეშინია, დედი, შენ დაიწყე, მე მოგეხმარებიო. ჩემმა ტირილმა და ყვირილმა გამაღვიძა, მაშინვე ავდექი, ტაქსი გამოვიძახე და სასაფლაოზე წავედი, იქ დამათენდა. ნოემბრის თვე იყო, წვიმდა...

იქიდან ნათიასთან დავაპირე წასვლა, სამარშრუტო ტაქსიში ავედი, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ცოტა ადრე ჩამოვედი და ერთ ცარიელ ადგილს მივადექი. ერთხანს ვიდექი და წამოვედი. შვილთან რომ მივაღწიე, გალუმპული და გაყინული ვიყავი. სიზმრის შესახებ არაფერი მითქვამს, გავშრი და მოვწესრიგდი თუ არა, ნათიას იმ ადგილის შესახებ ვკითხე, ვისია - მეთქი. ჩემს გოგონას შეეშინდა, დედაჩემი დარდისგან ხომ არ შეიშალა, რა მიწებზე ლაპარაკობსო. ორშაბათს ველოდებოდი, პატრიარქთან უნდა მივსულიყავი და ჩემი სიზმარი მეამბო. ისე შევედი საპატრიარქოში, რომ დაცვამაც კი არ შემაჩერა. არადა, მაშინ არც შორენას არ ვიცნობდი და არც რომელიმე მეუფეს. მეორე სართულზე შორენა და კიდევ რამდენიმე მონაზონი დამხვდა. ეს გაპრანჭული ქალი რომ დავინახე, ერთი კი ვიფიქრე, ნეტავ ამას აქ რა უნდა-მეთქი და ვუთხარი ვინც ვიყავი. მამა მიქაელ-ბოტკოველთან მიმიყვანა. ვუსაყვედურე, ეს არის პატრიარქი-მეთქი?! ხუთ წუთში მის უწმინდესობასთან ვიყავი. ჩემი ამბავი ვუამბე, ერთად ვიტირეთ... ბოლოს მითხრა, ახლა მაინც ხომ ირწმუნე, რომ შენი ვახტანგი არ მომკვდარა, ტაძრის აშენება დაიწყე და ღვთის მადლით ააშენებო. გამოვედი და ვფიქრობდი, როგორ რა უნდა დამეწყო. ყველაფრის გზა მიჩვენა უფალმა. იქიდან პირდაპირ საქართველოს ბანკში მივედი, იქ ერთი კარგი ბიჭი დამხვდა და დამაკვალიანა, ფონდის ჩამოყალიბება მირჩია... ერთ თვეში ფონდიც ჩამოვაყალიბე და ანგარიშიც გავხსენი. ღვთის მადლით, დღეს, ვარკეთილში, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვედი და დავდექი, წმინდა მეფის ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარი დგას, რომელიც 2008 წელს დაღუპული გმირების სულების საოხად არის აშენებული. იმ ქუჩას კი ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელი ჰქვია. ტაძრის ეზოში დავდგი ქვის მემორიალი, რომელზეც ოქროს ასოებით არის ამოტვირფული ორასივე გარდაცვლილი ჯარისკაცის სახელი. ტაძარი 2016 წელს იკურთხა. პატრიარქმა კი ასეთი რამ მითხრა, - შენი გმირი ქმარ-შვილი აქ გადმოასვენე, ამ წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ შენც აქ დაიკრძალებიო. 2017 წელს, უწმინდესის კურთხევით ჩემი გმირი ქმარ-შვილიც გადმოვასვენე და ჩემი პატარა შვილი - ამირანიც.