პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვანცა, სალომე და ნინო ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ, ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ..." - მეგობრები შოვში მეწყრის შემდეგ დაკარგულ სამ გოგონას ეძებენ
"გვანცა, სალომე  და ნინო  ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ, ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ..." - მეგობრები შოვში მეწყრის შემდეგ დაკარგულ სამ გოგონას ეძებენ

3 აგ­ვის­ტოს, შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, მაშ­ვე­ლე­ბი 30-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, ვინც შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­ვე­ნებ­და და ამ დრომ­დე ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია.

და­კარ­გუ­ლებს შო­რის არი­ან მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი, გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რი და ნინო კენ­ჭა­ძე. ისი­ნი ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კალ­ცის წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით გა­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, სტი­ქი­ის შემ­დეგ კი მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­გობ­რე­ბის და­კარ­გვის ბაია გე­გე­ში­ძე რა­ჭის ჯგუფ­ში ავ­რცე­ლებს.

"გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რი და ნინო კენ­ჭა­ძე, ამ წა­მამ­დე არ ჩა­ნან. ერ­თად იყ­ვნენ. გო­გო­ნე­ბის ბოლო სამ­ყო­ფე­ლი იყო კალ­ცის წყა­ლი, რო­გორც გვი­თხრა გვან­ცამ, გუ­შინ, სე­ირ­ნობ­დნენ, დღის 4 ის 20 წუთ­ზე. იმის შემ­დეგ არა­ფე­რი გაგ­ვი­გია.

წყა­რო­ე­ბი­დან, რო­გორც ვი­ცით, კალ­ცის წყლის ქვე­მოთ არ­სე­ბუ­ლი ორი ხიდი აღარ არის და მე­წყერ­მა წა­ლე­კა. ვინ­მე თუ რა­ი­მეს გა­ი­გებთ ან ნა­ხავთ ამ ტე­რი­ტო­რი­ას, გთხოვთ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოთ. ტე­ლე­ფონ­ზე კავ­ში­რი ამ წუ­თამ­დე არის, მაგ­რამ არ გვპა­სუ­ხობს გვან­ცა და ვცდი­ლობთ აიქ­ლა­უ­დით მო­ძებ­ნას.

არის ასე­ვე ვა­რა­უ­დი, რომ მან­ქა­ნა და­ტო­ვეს და გა­და­იყ­ვა­ნეს, ან ტყეს შე­ა­ფა­რეს თავი. “

ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც გო­გო­ნე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ

შუ­ა­დღეს ბა­ი­ამ კი­დევ ერთი პოს­ტი და­წე­რა მე­გობ­რებ­ზე, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ გო­გო­ნე­ბის კვალ­ზე ამ დრომ­დე სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი არ გა­სუ­ლა..

"ბევ­რი კი­თხუ­ლობს მდგო­მა­რე­ო­ბას. გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი და გო­გო­ნე­ბი ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, კი­დევ ეძებს სა­მაშ­ვე­ლო. არც მან­ქა­ნა იძებ­ნე­ბა.

აიქ­ლა­უ­დით (ჯი­პი­ე­სით) ფიქ­სირ­დე­ბი­ან უწე­რა­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი 50/50-ზეა, უამ­რა­ვი ვა­რა­უ­დია, ზუს­ტი პა­სუ­ხის გა­ცე­მა კი­თხვებ­ზე კი შე­სა­ბა­მი­სად შე­უძ­ლე­ბე­ლი.

მოკ­ლედ და ერთი შე­ხედ­ვით, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რო­მელ­საც თან წვი­მაც და­ე­მა­ტა კვლავ. ვე­ლო­დე­ბით სა­მაშ­ვე­ლოს, რა­ი­მე სი­ახ­ლეს, რა­ი­მე პა­სუხს. ეძე­ბენ და­მა­ტე­ბით 30-35მდე ადა­მი­ანს. მად­ლო­ბა გვერ­დში დგო­მის­თვის“

Ambebi.ge ბაია გე­გე­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ამ დრომ­დე გო­გო­ნე­ბი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს არ უპო­ვია.

პაპა
2

სამივე კარგია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გვანცა, სალომე და ნინო ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ, ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ..." - მეგობრები შოვში მეწყრის შემდეგ დაკარგულ სამ გოგონას ეძებენ

"გვანცა, სალომე  და ნინო  ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ, ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ..." - მეგობრები შოვში მეწყრის შემდეგ დაკარგულ სამ გოგონას ეძებენ

3 აგვისტოს, შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც შოვის ტერიტორიაზე ისვენებდა და ამ დრომდე ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია.

დაკარგულებს შორის არიან მეგობარი გოგონები, გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე. ისინი ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გაადგილდებოდნენ, სტიქიის შემდეგ კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ინფორმაციას მეგობრების დაკარგვის ბაია გეგეშიძე რაჭის ჯგუფში ავრცელებს.

"გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ. გოგონების ბოლო სამყოფელი იყო კალცის წყალი, როგორც გვითხრა გვანცამ, გუშინ, სეირნობდნენ, დღის 4 ის 20 წუთზე. იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია.

წყაროებიდან, როგორც ვიცით, კალცის წყლის ქვემოთ არსებული ორი ხიდი აღარ არის და მეწყერმა წალეკა. ვინმე თუ რაიმეს გაიგებთ ან ნახავთ ამ ტერიტორიას, გთხოვთ შეგვატყობინოთ. ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ არ გვპასუხობს გვანცა და ვცდილობთ აიქლაუდით მოძებნას.

არის ასევე ვარაუდი, რომ მანქანა დატოვეს და გადაიყვანეს, ან ტყეს შეაფარეს თავი. “

ავტომობილი, რომლითაც გოგონები გადაადგილდებოდნენ

შუადღეს ბაიამ კიდევ ერთი პოსტი დაწერა მეგობრებზე, საიდანაც ირკვევა, რომ გოგონების კვალზე ამ დრომდე სამაშველო სამსახური არ გასულა..

"ბევრი კითხულობს მდგომარეობას. გვანცა ბუბაშვილი და გოგონები ჯერ არ გამოჩენილან, კიდევ ეძებს სამაშველო. არც მანქანა იძებნება.

აიქლაუდით (ჯიპიესით) ფიქსირდებიან უწერაში, მაგრამ ყველაფერი 50/50-ზეა, უამრავი ვარაუდია, ზუსტი პასუხის გაცემა კითხვებზე კი შესაბამისად შეუძლებელი.

მოკლედ და ერთი შეხედვით, რთული სიტუაციაა, რომელსაც თან წვიმაც დაემატა კვლავ. ველოდებით სამაშველოს, რაიმე სიახლეს, რაიმე პასუხს. ეძებენ დამატებით 30-35მდე ადამიანს. მადლობა გვერდში დგომისთვის“

Ambebi.ge ბაია გეგეშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ამ დრომდე გოგონები სამაშველო სამსახურს არ უპოვია.