სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Feel the PAWer of love - Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი "თეგეტა ჰოლდინგი" იყო
Feel the PAWer of love - Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი "თეგეტა ჰოლდინგი" იყო

Feel the PAWer of love in Zugdidi - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Animal Project ზუგ­დი­დის სკე­იტ-პარკში ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სა­ხა­ლი­სო, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა კომ­პა­ნი­ო­ნი ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ. სტუმ­რებ­მა მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის, სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის, ასე­ვე ყიდ­ვის ნაც­ვლად ცხო­ვე­ლე­ბის ქუ­ჩი­დან ან თავ­შე­საფ­რი­დან აყ­ვა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ იყო.

ნა­თია ჩი­ქო­ვა­ნი, Animal Project-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­ხით ძა­ლი­ან მწვა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგა­ვართ, მისი მოგ­ვა­რე­ბა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით უნდა მოხ­დეს. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­იც­ვან ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს ამ პრობ­ლე­მა­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა მოს­თხო­ვონ. ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბი ქუ­ჩებ­ში არ უნდა ცხოვ­რობ­დნენ, ამი­სათ­ვის კი ჩვე­ნი ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.“

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დამ­ზად­და და სა­ბავ­შვო კუ­თხე­ში გან­თავ­სდა მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ფე­ნის მცი­რე­წლო­ვან­მა სტუმ­რებ­მა ფე­რა­დი სა­ღე­ბა­ვე­ბი­თა და პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რე­ბით მო­ხა­ტეს. ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლე­ბი მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ზუგ­დიდ­ში და­იდ­გა.

ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „თე­გე­ტას­თვის ზრუნ­ვა მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და მი­ხა­რია, რომ Animal Project-თან ერ­თად მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ მხარ­ში და­ვუდ­გეთ იმ ხალ­ხს, ვინც კარ­გად იცი­ან ცხო­ვე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. ვფიქ­რობ, რომ ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად შე­უ­წყობს ხელს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ. უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ „თე­გე­ტას“ ჩარ­თუ­ლო­ბით, თბი­ლი­სის შემ­დეგ, ცხო­ვე­ლე­ბის­თვის სახ­ლე­ბი უკვე ზუგ­დიდ­შიც გან­თავ­სდა.“

Feel the PAWer of love in Zugdidi რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბას მო­ი­ცავ­და: „მე­ტი­სე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნას,“ ქუ­ჩი­დან აყ­ვა­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ფოტო-გა­მო­ფე­ნას, ბრო­შუ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, სა­ბავ­შვო და გას­ტრო­ნო­მი­ულ კუ­თხე­ებს, ლეკ­ვე­ბის კუ­თხეს, სა­ი­და­ნაც სამი მი­უ­სა­ფა­რი ლეკ­ვი გა­ჩუქ­და. მო­ე­წყო ზუგ­დი­დის რე­გი­ო­ნის მე­წარ­მე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ნივ­თე­ბის ბაზ­რო­ბა, რომ­ლის­გან შე­მო­სუ­ლი თან­ხაც მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნას მოხ­მარ­დე­ბა.

ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა რე­გი­ონ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც Animal Project ევ­რო­კავ­ში­რი­სა და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის (UNDP) მხარ­და­ჭე­რით ახორ­ცი­ე­ლებს.

NS

ავტორი:

Feel the PAWer of love - Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი "თეგეტა ჰოლდინგი" იყო

Feel the PAWer of love - Animal Project-ის ღონისძიების მხარდამჭერი "თეგეტა ჰოლდინგი" იყო

Feel the PAWer of love in Zugdidi - ორგანიზაციამ Animal Project ზუგდიდის სკეიტ-პარკში ამ სახელწოდებით სახალისო, ინტერაქციული და ინფორმაციული აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართა. ორგანიზატორებმა მიზნად დაისახეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კომპანიონი ცხოველების შესახებ. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების სოციალური პრობლემების გადაჭრის გზების, სტერილიზაცია/კასტრაციის, ასევე ყიდვის ნაცვლად ცხოველების ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.

ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის დამფუძნებელი: „საქართველოში მიუსაფარი ცხოველების სახით ძალიან მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე ვდგავართ, მისი მოგვარება კი საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხდეს. მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, დაიცვან ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესები და რეგულაციები და სახელმწიფოს ამ პრობლემაზე მუშაობის დაწყება მოსთხოვონ. ზუგდიდში გამართული ღონისძიება სწორედ საზოგადოების გაძლიერებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში არ უნდა ცხოვრობდნენ, ამისათვის კი ჩვენი ყველას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

„თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობით, ღონისძიებისთვის დამზადდა და საბავშვო კუთხეში განთავსდა მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლები, რომლებიც გამოფენის მცირეწლოვანმა სტუმრებმა ფერადი საღებავებითა და პულივიზატორებით მოხატეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ სახლები მიუსაფარი ცხოველებისთვის ზუგდიდში დაიდგა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და მიხარია, რომ Animal Project-თან ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მხარში დავუდგეთ იმ ხალხს, ვინც კარგად იციან ცხოველების საჭიროებები. ვფიქრობ, რომ ზუგდიდში გამართული ღონისძიება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას მიუსაფარი ცხოველების შესახებ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „თეგეტას“ ჩართულობით, თბილისის შემდეგ, ცხოველებისთვის სახლები უკვე ზუგდიდშიც განთავსდა.“

Feel the PAWer of love in Zugdidi რამდენიმე აქტივობას მოიცავდა: „მეტისების არაჩვეულებრივ გამოფენას,“ ქუჩიდან აყვანილი ცხოველების ფოტო-გამოფენას, ბროშურების გავრცელებას, საბავშვო და გასტრონომიულ კუთხეებს, ლეკვების კუთხეს, საიდანაც სამი მიუსაფარი ლეკვი გაჩუქდა. მოეწყო ზუგდიდის რეგიონის მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთების ბაზრობა, რომლისგან შემოსული თანხაც მიუსაფარი ცხოველების გადარჩენას მოხმარდება.

ზუგდიდში გამართული ღონისძიება რეგიონში ცნობიერების ამაღლებაზე ფოკუსირებული პროექტის ნაწილია, რომელსაც Animal Project ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს.

NS