პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის მორიგი სამიზნე - ოდესა: "რუსეთის მთავარი მიზანია, სტრატეგიულად განდევნოს უკრაინა სურსათის გლობალური ბაზრიდან“
პუტინის მორიგი სამიზნე - ოდესა: "რუსეთის მთავარი მიზანია, სტრატეგიულად განდევნოს უკრაინა სურსათის გლობალური ბაზრიდან“

რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი ღა­მით ოდე­სის სამ­ხრეთ რე­გი­ონ­ში პორ­ტსა და მარ­ცვლე­უ­ლის შე­სა­ნახ ობი­ექ­ტებს და­ესხნენ თავს. ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ოლეჰ კი­პერ­მა "ტე­ლეგ­რამ­ზე" და­წე­რა. შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ თვითმფრი­ნა­ვე­ბი შავი ზღვი­დან შე­მო­ვიდ­ნენ და მდი­ნა­რე დუ­ნა­ის გას­წვრივ და­სავ­ლე­თით, იზ­მა­ი­ლის­კენ და­იძ­რნენ. ივ­ლი­სის ბო­ლოს რუ­სეთ­მა ასე­ვე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­უ­ტია იზ­მა­ი­ლის პორ­ტის ტერ­მი­ნალს და მარ­ცვლე­უ­ლის სა­წყო­ბი გა­ა­ნად­გუ­რა.

ოდე­სა­ზე თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი "ტე­ლეგ­რამ­ზე" გა­მო­ეხ­მა­უ­რა და რუ­სეთს "ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო“ უწო­და.

"მტე­რი ცდი­ლობს გა­ა­ნად­გუ­როს უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლი, თავს ეს­ხმის სამ­რეწ­ვე­ლო და სა­პორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. რუ­სე­თის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სტრა­ტე­გი­უ­ლად გან­დევ­ნოს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სურ­სა­თის გლო­ბა­ლუ­რი ბაზ­რი­დან“ - ნათ­ქვა­მია ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და სა­პორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმე­ბი მას შემ­დეგ გაძ­ლი­ერ­და, რაც რუ­სეთ­მა უარი თქვა შავი ზღვის მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე.

17 ივ­ლისს მოს­კოვ­მა უარი თქვა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნას, თურ­ქეთ­სა და გა­ე­როს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ე.წ. მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის შარ­შან გა­ფორმ­და თურ­ქე­თის დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და გა­ე­როს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, შე­იქ­მნა უსაფრ­თხო სა­ზღვაო დე­რე­ფა­ნი უკ­რა­ი­ნის პორ­ტე­ბი­დან სა­ექ­სპორ­ტო მარ­ცვლე­უ­ლი­სა და სხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გე­მე­ბის გა­სას­ვლე­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­თან­ხმე­ბა არა­ერ­თხელ დად­გა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ, ხორ­ბლის გა­ტა­ნა მა­ინც ხერ­ხდე­ბო­და.

ახლა კი რუ­სეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბამ" ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ვერ გა­ა­მარ­თლა და აშ­კა­რაა "სა­ბო­ტა­ჟიც", რომ­ლის გა­მოც ინი­ცი­ა­ტი­ვა აზრს კარ­გავს, ამი­ტომ მის გაგ­რძე­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. რუ­სე­თის თა­ნახ­მად, ეს ნიშ­ნავს ნა­ოს­ნო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ა­თა უკან გაწ­ვე­ვას, შავ ზღვა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნის გა­უქ­მე­ბას, ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ აკ­ვა­ტო­რი­ა­ში დრო­ე­ბით სა­ში­ში რა­ი­ო­ნის რე­ჟი­მის აღ­დგე­ნას და სტამ­ბოლ­ში მოქ­მე­დი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის დაშ­ლას.

მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თი თავს და­ეს­ხა მარ­ცვლე­უ­ლის მა­რა­გებს უკ­რა­ი­ნის მთა­ვარ ქა­ლა­ქებ­ში, მათ შო­რის სა­პორ­ტო ქა­ლაქ ოდე­სა­ში 60,000 ტონა მარ­ცვლე­უ­ლი გა­ა­ნად­გუ­რა, რაც საკ­მა­რი­სი იყო 270,000 ადა­მი­ა­ნის გა­მო­საკ­ვე­ბად ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გა­სულ კვი­რას კი თავს და­ეს­ხა ჩორ­ნო­მორსკის პორ­ტს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც უკ­რა­ი­ნუ­ლი ხორ­ბლის 70%-ზე მეტი გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში გა­დი­ო­და. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ზი­ა­ნის გა­მოს­წო­რე­ბას მი­ნი­მუმ ერთი წელი დას­ჭირ­დე­ბა. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "ნამ­დვი­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია“ გლო­ბა­ლუ­რი სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სი და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა შე­თან­ხმე­ბა მი­ა­ტო­ვა, ხორ­ბლის ფასი 10%-ით გა­ი­ზარ­და.

”რუ­სე­თი, საკ­ვე­ბის მა­რაგ­ზე თავ­დას­ხმით, რა­ღაც ჭეშ­მა­რი­ტად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერს აკე­თებს”, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ან­ტო­ნი ბლინ­კენ­მა.

"სრუ­ლი­ად ამო­რა­ლუ­რია, რომ რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს სურ­სა­თის ია­რაღს“, - და­წე­რა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვო­პ­კე ჰო­ექ­სტრამ Twitter-ზე. "გა­რი­გე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი სურ­სათ­ზე ფა­სე­ბის ზრდა და ბაზ­რის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია."

საქ­მეს კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ხუთ­მა ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­თა­გან ოთხი უკ­რა­ი­ნას ესა­ზღვრე­ბა - პო­ლო­ნე­თი, სლო­ვა­კე­თი, უნ­გრე­თი, რუ­მი­ნე­თი და ბულ­გა­რე­თი - ამ­ჟა­მად აკ­რძა­ლეს უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის იმ­პორ­ტი სა­კუ­თა­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მრეწ­ვე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნას მსოფ­ლიო საკ­ვე­ბის მა­რა­გის დიდი ნა­წი­ლი უკა­ვია, მათ შო­რის ხორ­ბლის მსოფ­ლიო ბაზ­რის 10%, სი­მინ­დის ბაზ­რის 15% და ქე­რის ბაზ­რის 13%.

გივი
9

"ხუთ­მა ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­თა­გან ოთხი უკ­რა­ი­ნას ესა­ზღვრე­ბა - პო­ლო­ნე­თი, სლო­ვა­კე­თი, უნ­გრე­თი, რუ­მი­ნე­თი და ბულ­გა­რე­თი - ამ­ჟა­მად აკ­რძა­ლეს უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის იმ­პორ­ტი სა­კუ­თა­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მრეწ­ვე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად." რატომ ნეტავ ესაა მხარში დგომა და კიდევ უნდა დაიჯერო ამათი მეგობრობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

პუტინის მორიგი სამიზნე - ოდესა: "რუსეთის მთავარი მიზანია, სტრატეგიულად განდევნოს უკრაინა სურსათის გლობალური ბაზრიდან“

პუტინის მორიგი სამიზნე - ოდესა: "რუსეთის მთავარი მიზანია, სტრატეგიულად განდევნოს უკრაინა სურსათის გლობალური ბაზრიდან“

რუსული თვითმფრინავები ღამით ოდესის სამხრეთ რეგიონში პორტსა და მარცვლეულის შესანახ ობიექტებს დაესხნენ თავს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა "ტელეგრამზე" დაწერა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინული მედია იტყობინება, რომ თვითმფრინავები შავი ზღვიდან შემოვიდნენ და მდინარე დუნაის გასწვრივ დასავლეთით, იზმაილისკენ დაიძრნენ. ივლისის ბოლოს რუსეთმა ასევე მიზანმიმართულად შეუტია იზმაილის პორტის ტერმინალს და მარცვლეულის საწყობი გაანადგურა.

ოდესაზე თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტელეგრამზე" გამოეხმაურა და რუსეთს "ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.

"მტერი ცდილობს გაანადგუროს უკრაინული მარცვლეული, თავს ესხმის სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურას. რუსეთის მთავარი მიზანია, სტრატეგიულად განდევნოს ჩვენი ქვეყანა სურსათის გლობალური ბაზრიდან“ - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რუსეთმა უარი თქვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე.

17 ივლისს მოსკოვმა უარი თქვა განახლებულიყო რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის არსებული ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება. შეგახსენებთ, რომ ის შარშან გაფორმდა თურქეთის დიდი ძალისხმევითა და გაეროს მონაწილეობით, შეიქმნა უსაფრთხო საზღვაო დერეფანი უკრაინის პორტებიდან საექსპორტო მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული გემების გასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არაერთხელ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხორბლის გატანა მაინც ხერხდებოდა.

ახლა კი რუსეთმა განაცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმებამ" ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა "საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან. რუსეთის თანახმად, ეს ნიშნავს ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიათა უკან გაწვევას, შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის გაუქმებას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აკვატორიაში დროებით საშიში რაიონის რეჟიმის აღდგენას და სტამბოლში მოქმედი საკოორდინაციო ცენტრის დაშლას.

მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შემდეგ, რუსეთი თავს დაესხა მარცვლეულის მარაგებს უკრაინის მთავარ ქალაქებში, მათ შორის საპორტო ქალაქ ოდესაში 60,000 ტონა მარცვლეული გაანადგურა, რაც საკმარისი იყო 270,000 ადამიანის გამოსაკვებად ერთი წლის განმავლობაში.

გასულ კვირას კი თავს დაესხა ჩორნომორსკის პორტს, რომლის დახმარებითაც უკრაინული ხორბლის 70%-ზე მეტი განვითარებად ქვეყნებში გადიოდა. ექსპერტების თქმით, ზიანის გამოსწორებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. მათივე განცხადებით, "ნამდვილად შეშფოთებულია“ გლობალური სასურსათო კრიზისი და აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმება მიატოვა, ხორბლის ფასი 10%-ით გაიზარდა.

”რუსეთი, საკვების მარაგზე თავდასხმით, რაღაც ჭეშმარიტად არაკეთილსინდისიერს აკეთებს”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა.

"სრულიად ამორალურია, რომ რუსეთი აგრძელებს სურსათის იარაღს“, - დაწერა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ Twitter-ზე. "გარიგების გახანგრძლივება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული სურსათზე ფასების ზრდა და ბაზრის დესტაბილიზაცია."

საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, რომელთაგან ოთხი უკრაინას ესაზღვრება - პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი - ამჟამად აკრძალეს უკრაინული მარცვლეულის იმპორტი საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის დასაცავად.

ცნობისთვის, ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინას მსოფლიო საკვების მარაგის დიდი ნაწილი უკავია, მათ შორის ხორბლის მსოფლიო ბაზრის 10%, სიმინდის ბაზრის 15% და ქერის ბაზრის 13%.