პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამიწიდან მას არასწორი ბრძანება გაუგზავნეს" - ხომალდმა, რომელიც კოსმოსში 46 წელია მოგზაურობს, დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა
"დედამიწიდან მას არასწორი ბრძანება გაუგზავნეს" - ხომალდმა, რომელიც კოსმოსში 46 წელია მოგზაურობს, დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა

ამე­რი­კუ­ლი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს NASA-ს გან­ცხა­დე­ბით, Voyager 2-მა დე­და­მი­წას­თან კონ­ტაქ­ტი და­კარ­გა. შემ­თხვე­ვა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც დე­და­მი­წი­დან მას არას­წო­რი ბრძა­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნეს.

შეც­დო­მის შე­დე­გად დე­და­მი­წის­კენ მი­მარ­თუ­ლი ან­ტე­ნის ღერ­ძი 2 °-ით გა­და­ი­ხა­რა, რის გა­მოც ხო­მალდმა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის და გა­და­ცე­მის უნა­რი და­კარ­გა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ჯერ კი­დევ 21 ივ­ლი­სი­დან შე­წყვი­ტა ბრძა­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა სახ­მე­ლე­თო მა­კონ­ტრო­ლებ­ლე­ბის­გან.

ამ­ჟა­მად Voyager 2 დე­და­მი­წი­დან 19,9 მი­ლი­არ­დი კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი და სივ­რცე­ში 55346 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს. იგი კოს­მოს­ში 46 წე­ლია დაფ­რი­ნავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აღ­დგე­ნის იმე­დი მა­ინც არ­სე­ბობს - NASA-ს კვლე­ვი­თი ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი მუდ­მი­ვად აგ­ზავ­ნი­ან სიგ­ნა­ლებს Voyager 2-ის ლო­კა­ცი­ა­ზე, მას­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით.

Voyager program - ამე­რი­კუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მაა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, 1977 წელს ნა­სამ მზის სის­ტე­მის მიღ­მა მდე­ბა­რე სივ­რცის შე­სას­წავ­ლად, კოს­მოს­ში ორი იდენ­ტუ­რი ავ­ტო­მა­ტუ­რი კოს­მო­სუ­რი ზონ­დი "ვო­ი­ა­ჯერ 1" და "ვო­ი­ა­ჯერ 2" გა­უშ­ვა.

ზონ­დზე მი­მაგ­რე­ბუ­ლია მრგვა­ლი ალუ­მი­ნის ყუთი, რო­მელ­შიც მო­ოქ­რუ­ლი ვი­დეო დის­კია. დის­კი 115 სლა­ი­დის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მებს, დე­და­მი­წის ხე­დებს, მის კონ­ტი­ნენ­ტებს, სხვა­დას­ხვა პე­ი­ზა­ჟებს, სცე­ნებს ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან, მათ ანა­ტო­მი­ურ სტრუქ­ტუ­რა­სა და ბი­ო­ქი­მი­ურ სტრუქ­ტუ­რას.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პასუხი
1

კოსმოში ანტენა გადაიხარა რაღაცა ეშველება და რუსეთს ტვინი რომ გადაეხარა იმას რა ეშველება. საინტერესოა.

ელგუჯა
2

ეტყობა, რუსულ გემში შეეშალათ და გაუშვეს, ერთ ადგილზე.ესეც, გადაიხარა და...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დედამიწიდან მას არასწორი ბრძანება გაუგზავნეს" - ხომალდმა, რომელიც კოსმოსში 46 წელია მოგზაურობს, დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა

"დედამიწიდან მას არასწორი ბრძანება გაუგზავნეს" - ხომალდმა, რომელიც კოსმოსში 46 წელია მოგზაურობს, დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა

ამერიკული კოსმოსური სააგენტოს NASA-ს განცხადებით, Voyager 2-მა დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც დედამიწიდან მას არასწორი ბრძანება გაუგზავნეს.

შეცდომის შედეგად დედამიწისკენ მიმართული ანტენის ღერძი 2 °-ით გადაიხარა, რის გამოც ხომალდმა ინფორმაციის მიღების და გადაცემის უნარი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მან ჯერ კიდევ 21 ივლისიდან შეწყვიტა ბრძანებების მიღება სახმელეთო მაკონტროლებლებისგან.

ამჟამად Voyager 2 დედამიწიდან 19,9 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და სივრცეში 55346 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. იგი კოსმოსში 46 წელია დაფრინავს. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციის აღდგენის იმედი მაინც არსებობს - NASA-ს კვლევითი ცენტრის განცხადებით, ისინი მუდმივად აგზავნიან სიგნალებს Voyager 2-ის ლოკაციაზე, მასთან კონტაქტის დამყარების მიზნით.

Voyager program - ამერიკული სამეცნიერო პროგრამაა, რომლის საფუძველზეც, 1977 წელს ნასამ მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესასწავლად, კოსმოსში ორი იდენტური ავტომატური კოსმოსური ზონდი "ვოიაჯერ 1" და "ვოიაჯერ 2" გაუშვა.

ზონდზე მიმაგრებულია მრგვალი ალუმინის ყუთი, რომელშიც მოოქრული ვიდეო დისკია. დისკი 115 სლაიდისგან შედგება, რომლებიც შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო მონაცემებს, დედამიწის ხედებს, მის კონტინენტებს, სხვადასხვა პეიზაჟებს, სცენებს ცხოველებისა და ადამიანების ცხოვრებიდან, მათ ანატომიურ სტრუქტურასა და ბიოქიმიურ სტრუქტურას.