არსებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდედან“ რუსი ტურისტების ნაწილი რამდენიმე მიკროავტობუსით გამოიყვანეს.
ისინი პორტის ტერიტორიას შეძახილების და პროტესტის ფონზე ტოვებენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონებო“.
ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.
არ დამბლოკოთ!!!
ერთი რამ გამკვირვებია!
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დამარცხების შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი და აქ ჩამოსულ რუს ტურისტებს პატივისცემის ნიშნად საზღვართან დახვდა!!!
ახლა რა ხდება?
იგივე სააკაშვილის სექტა პროტესტით ხვდება რუს ტურისტებს!?
რა გამოდის, მაშინ ისინი სასურველი სტუმრები იყვნენ და ახლა არა?
ვინმე ნორმალურ და ადეკვატურ ნაცების წარმომადგენელს შეუძლია ამის ახსნა?
პ.ს. თუმცა ისიც საკითხავია საერთოდ არსებობს თუ არა ნორმალური და ადეკვატური ნაცი?
რაც ტელევიზიაში ვნახე - ეს იყო ეგზალტირებული ბრბო, რომელიც მზად იყო ჩაექოლა სამგზავრო გემში მყოფი რუსები!!!
პ.პ.ს. ვინც თვითმფრინავით ან მანქანებითაა შემოსული დასასვენებლად იმათმა რა დააშავეს?
ბეჯოო ჩეჩნებმა რომ გაიარეს კოლონით მთელი საქართველო მაშინ გექნად ეგრე მარა სად გაქვთ მაგის ტრაკები პენსიონერებთან და მიბღავებულებთან მიდი მოვდივარ ხოო.არ დამბლოკოდ