პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვთვლი, რომ ახლა ასეა სწორი... მისურვეთ წარმატება, აუცილებლად დამჭირდება" - ბახვა ბრეგვაძემ ტელევიზია დატოვა
"ვთვლი, რომ ახლა ასეა სწორი... მისურვეთ წარმატება, აუცილებლად დამჭირდება" - ბახვა ბრეგვაძემ ტელევიზია დატოვა

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ "იმე­დი“ და­ტო­ვა, ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვან­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" და­წე­რა. ბრეგ­ვა­ძე წერს, რომ ორი­ვე გა­და­ცე­მა "მე­ლო­მა­ნიც“ და "დი­ლის შოუც“ რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი იყო და მა­შინ დას­რულ­და, რო­დე­საც პიკ­ში იყო.

  • ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე:

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ერთი ან ორი წელი ვი­მუ­შა­ვებ­დი იქ და მერე ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბას თუ გა­მოც­დას სხვა პრო­ფე­სი­ებ­ში. გა­მიგ­რძელ­და... გა­მიგ­რძელ­და, იმი­ტომ რომ, შე­მიყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა, პირ­ველ რიგ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი და გუნ­დი, ვის­თან ერ­თა­დაც ამ გა­და­ცე­მებს ვა­კე­თებ­დი.

შე­მიყ­ვარ­და პრო­ცე­სი, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, მა­ყუ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სოც ქსე­ლებ­ში, ქუ­ჩა­ში თუ ყველ­გან, უდი­დეს სიყ­ვა­რულს და სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­დნენ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბის თუ ჩემს მი­მართ. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა და და­მაკ­ლდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ვთვლი რომ ახლა ასეა სწო­რი. მო­ვი­და სი­ახ­ლე­ე­ბის დრო, ამი­ტომ ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში, გა­დავ­წყვი­ტე რომ ეს ჩემი ბოლო სე­ზო­ნი იქ­ნე­ბო­და.

ცხა­დია, წი­ნას­წარ შე­ვა­ტყო­ბი­ნე და ყვე­ლა გა­ვაფრ­თხი­ლე. ამი­ტომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ვის­თვის არ იქ­ნე­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს ჩემ­გან მად­ლო­ბას, ხოდა უდი­დე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ხელი შე­მი­წყო და და­მეხ­მა­რა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­კე­თე­ბი­ნა ის რაც მინ­დო­და და ისე რო­გორც მინ­დო­და. ჩემს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­გარ გუნდს დიდი მად­ლო­ბა, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ძვირ­ფას მა­ყუ­რე­ბელს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კარ­გიც იყო და ცუ­დიც, სი­ხა­რუ­ლიც და ნერ­ვი­უ­ლო­ბაც , მაგ­რამ აქ­ცენტს კარ­გზე ვა­კე­თე, რად­გან, დიდი წილი, და­დე­ბი­თი მო­გო­ნე­ბა მო­მაქვს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან.

სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ, თუმ­ცა მა­ინც დავ­წერ რომ ჩემი აზ­რით, ორ ძა­ლი­ან კარგ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დით ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - “დი­ლის შოუს” და “ მე­ლო­მანს ” ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნით, ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ, შევ­კა­რით, და­ვა­ლა­გეთ. და­აგ­ვიმ­ტკი­ცეს და ჩვენ­ვე გან­ვა­ხო­ცი­ე­ლეთ. ამი­ტომ, გა­საკ­ვი­რი არც არის რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამა­გი გვაქვს ამ პრო­ექ­ტებ­ზე და მარ­თლა შვი­ლი­ვით ვუვ­ლი­დით და ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით ორი­ვე გა­და­ცე­მას.

ბევ­რჯერ ვყო­ფილ­ვართ ამა­ყე­ბი ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბით, სტუმ­რე­ბით, აღ­მო­ჩე­ნე­ბით, რთუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, რე­კორ­დუ­ლი და მზარ­დი რე­ი­ტინ­გით, მუდ­მი­ვი გა­მარ­ჯვე­ბე­ბით... მოკ­ლედ, კარ­გი იყო რაც იყო... რე­ი­ტინ­გის პიკ­ში სა­ნამ არის, მა­შინ რომ დას­რულ­და, ესეც რა­ღაც მხრივ მა­გა­რია. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა სულ ყვე­ლას. მთე­ლი გუ­ლით წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ. მეც მი­სურ­ვეთ, აუ­ცი­ლებ­ლად დამ­ჭირ­დე­ბა და გა­მო­მად­გე­ბა ახალ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. რო­გორც მიხ­ვდით, ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან ამ ეტაპ­ზე დას­ვე­ნე­ბას ვა­პი­რებ. ამი­ტომ რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი არ ვიცი, ვნა­ხოთ. ისე, მხო­ლოდ წინ და წინ", - წერს ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე "დი­ლის შოუს“ წამ­ყვა­ნე­ბი იყ­ვნენ ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი, სა­ლო­მე არჩბა და კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მარ­ტში კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზია პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა, კინ­წუ­რაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს უკავ­შირ­დე­ბო­და.

"სხვა­თა შო­რის, რა თქმა უნდა, ხდე­ბა ასეც. მე იმე­დი­დან რე­ა­ლუ­რად, 1 კვი­რის წინ წა­მო­ვე­დი, რად­გან ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი იყო უკა­ნას­კნე­ლი წვე­თი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი საბ­რძოლ­ვე­ლი აქვს და ამ ბრძო­ლა­ში ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რაც და­აგ­რო­ვა შეგ­ნე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით. მე ვერ ვი­სა­უბ­რებ სხვებ­ზე, თუმ­ცა, იმედ­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ეს წლე­ბია, ჩემს გვერ­დით ის­ხდნენ. მათ დიდ პა­ტივს ვცემ, ვიცი მათი გან­წყო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მათ სა­კუ­თა­რი ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვთ და თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იტყვი­ან სათ­ქმელს", - ამ­ბობ­და მა­შინ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმოზა
0

გავიგეთ გავიგეეეთ

ასეა
5

წამსვლელი უნდა წავიდეს, მომსვლელი უნდა მოვიდეს.სწორი გადაწყვეტილებაა, ერთიდაიგივე სახეები მოსაწყენია, მე კი ორივე მომწონდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვთვლი, რომ ახლა ასეა სწორი... მისურვეთ წარმატება, აუცილებლად დამჭირდება" - ბახვა ბრეგვაძემ ტელევიზია დატოვა

"ვთვლი, რომ ახლა ასეა სწორი... მისურვეთ წარმატება, აუცილებლად დამჭირდება" - ბახვა ბრეგვაძემ ტელევიზია დატოვა

ბახვა ბრეგვაძემ "იმედი“ დატოვა, ამის შესახებ ტელეწამყვანმა "ინსტაგრამზე" დაწერა. ბრეგვაძე წერს, რომ ორივე გადაცემა "მელომანიც“ და "დილის შოუც“ რეიტინგული გადაცემები იყო და მაშინ დასრულდა, როდესაც პიკში იყო.

  • ბახვა ბრეგვაძე:

- ტელევიზიაში რომ ვიწყებდი მუშაობას, ყველას ვეუბნებოდი, რომ ერთი ან ორი წელი ვიმუშავებდი იქ და მერე ისევ გავაგრძელებდი საკუთარი თავის ძიებას თუ გამოცდას სხვა პროფესიებში. გამიგრძელდა... გამიგრძელდა, იმიტომ რომ, შემიყვარდა იქაურობა, პირველ რიგში ის ადამიანები და გუნდი, ვისთან ერთადაც ამ გადაცემებს ვაკეთებდი.

შემიყვარდა პროცესი, გამოხმაურება, მაყურებლები, რომლებიც სოც ქსელებში, ქუჩაში თუ ყველგან, უდიდეს სიყვარულს და სითბოს გამოხატავდნენ ჩვენი გადაცემების თუ ჩემს მიმართ. ძალიან მომენატრება და დამაკლდება ეს ყველაფერი, მაგრამ ვთვლი რომ ახლა ასეა სწორი. მოვიდა სიახლეების დრო, ამიტომ ამ სატელევიზიო სეზონის დასაწყისში, გადავწყვიტე რომ ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნებოდა.

ცხადია, წინასწარ შევატყობინე და ყველა გავაფრთხილე. ამიტომ მოულოდნელი არავისთვის არ იქნება. ბევრი ადამიანი იმსახურებს ჩემგან მადლობას, ხოდა უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ხელი შემიწყო და დამეხმარა ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა ის რაც მინდოდა და ისე როგორც მინდოდა. ჩემს განსაკუთრებულად მაგარ გუნდს დიდი მადლობა, უდიდესი მადლობა ძვირფას მაყურებელს. ბუნებრივია, ამ წლების განმავლობაში, კარგიც იყო და ცუდიც, სიხარულიც და ნერვიულობაც , მაგრამ აქცენტს კარგზე ვაკეთე, რადგან, დიდი წილი, დადებითი მოგონება მომაქვს ტელევიზიიდან.

სუბიექტური ვარ, თუმცა მაინც დავწერ რომ ჩემი აზრით, ორ ძალიან კარგ გადაცემას ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში - “დილის შოუს” და “ მელომანს ” ყველაფერი ჩვენით, ერთად მოვიფიქრეთ, შევკარით, დავალაგეთ. დააგვიმტკიცეს და ჩვენვე განვახოციელეთ. ამიტომ, გასაკვირი არც არის რომ განსაკუთრებული ამაგი გვაქვს ამ პროექტებზე და მართლა შვილივით ვუვლიდით და ვუფრთხილდებოდით ორივე გადაცემას.

ბევრჯერ ვყოფილვართ ამაყები ჩვენი გადაცემებით, სტუმრებით, აღმოჩენებით, რთული ჩანაფიქრების განხორციელებით, რეკორდული და მზარდი რეიტინგით, მუდმივი გამარჯვებებით... მოკლედ, კარგი იყო რაც იყო... რეიტინგის პიკში სანამ არის, მაშინ რომ დასრულდა, ესეც რაღაც მხრივ მაგარია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სულ ყველას. მთელი გულით წარმატებას გისურვებთ. მეც მისურვეთ, აუცილებლად დამჭირდება და გამომადგება ახალ თავგადასავლებში. როგორც მიხვდით, ტელევიზიისგან ამ ეტაპზე დასვენებას ვაპირებ. ამიტომ რა იქნება შემდეგი არ ვიცი, ვნახოთ. ისე, მხოლოდ წინ და წინ", - წერს ბახვა ბრეგვაძე.

შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე "დილის შოუს“ წამყვანები იყვნენ ბახვა ბრეგვაძე, მანიკა ასათიანი, სალომე არჩბა და კახა კინწურაშვილი. რამდენიმე თვის წინ, მარტში კახა კინწურაშვილმა ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა, კინწურაშვილის გადაწყვეტილება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს უკავშირდებოდა.

"სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ხდება ასეც. მე იმედიდან რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით. მე ვერ ვისაუბრებ სხვებზე, თუმცა, იმედში არიან ადამიანები, ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც მთელი ეს წლებია, ჩემს გვერდით ისხდნენ. მათ დიდ პატივს ვცემ, ვიცი მათი განწყობების შესახებ. მათ საკუთარი ბრძოლის მექანიზმები აქვთ და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იტყვიან სათქმელს", - ამბობდა მაშინ კინწურაშვილი