სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია" - რა შეიძლება მოჰყვეს მზისგან დამწვრობას და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში: გუგა ქაშიბაძის რჩევები
"ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია" - რა შეიძლება მოჰყვეს მზისგან დამწვრობას და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში: გუგა ქაშიბაძის რჩევები

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გა­რუ­ჯუ­ლი კანი არ ასო­ცირ­დე­ბო­და სი­ლა­მა­ზეს­თან, ვი­ნა­ი­დან ელი­ტუ­რი ფე­ნი­სად­მი კუთ­ვნი­ლე­ბის ნიშ­ნად არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი სი­ფერ­მკრთა­ლე მი­იჩ­ნე­ო­და. XX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს მო­დის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა კოკო შა­ნელ­მა მო­ახ­დი­ნა გარ­და­ტე­ხა. "არა­ფე­რია უფრო სა­ში­ნე­ლი, ვიდ­რე ას­პი­რი­ნის­ფე­რი კანი", - ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ფრა­ზის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი ერა და­ი­წყო და ნამ­ზე­უ­რი მო­დუ­რი გახ­და. ეს რაც შე­ე­ხე­ბა მო­დას... რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძე ამ­ბობს, მე­დი­ცი­ნა­ში ცნე­ბა "ჯან­სა­ღი ნამ­ზე­უ­რი" არ არ­სე­ბობს. ჩვენს რუბ­რი­კა­ში ის უსაფრ­თხო გა­რუ­ჯვა­სა და დამ­წვრო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვის მოვ­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ამ­წუ­თას 7 პა­ცი­ენ­ტი მი­წევს დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში მზის­გან დამ­წვა­რი. აქე­დან 5 მოზ­რდი­ლია, 2 კი ბავ­შვი. რო­დე­საც მშობ­ლე­ბი ირუ­ჯე­ბი­ან, პა­ტა­რე­ბი თვალ­სა და ხელს შუა დამ­წვრო­ბას იღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამ­ბო­ბენ, D ვი­ტა­მინს ვი­ღე­ბო, მაგ­რამ ჩვენ ისეთ კლი­მა­ტურ სარ­ტყელ­ში ვცხოვ­რობთ, სპე­ცი­ა­ლუ­რად წა­მო­წო­ლა და მზის სხი­ვე­ბის მი­ღე­ბა D ვი­ტა­მი­ნის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად არ გვჭირ­დე­ბა. მზე რომ სა­სარ­გებ­ლოა, არას­წო­რი აზ­რია.

- მა­შინ D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა რა­ტომ აქვს ბევ­რს?

- ამას სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა იწ­ვევს და არა მზის სხი­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. მეს­მის, ნამ­ზე­უ­რი სი­ლუ­ეტს უფრო ლა­მაზს აჩენს, უფრო გამ­ხდარ­საც, პა­ტარ-პა­ტა­რა ნაკლს ფა­რავს, ლა­მაზ თვა­ლებს კვეთს... დიახ, ნამ­ზე­უ­რი მო­დუ­რია, ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით, გო­გო­ნებს გა­რუ­ჯუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მოს­წონთ, მა­მა­კა­ცებს - გა­რუ­ჯუ­ლი გო­გო­ნე­ბი.

- რა უფრო უსაფრ­თხოა, მზე­ზე წოლა თუ სო­ლა­რი­უმ­ში გა­რუ­ჯვა?

- სო­ლა­რი­უ­მი ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია. ბევ­რგან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან, ჩვენ­თან კი აკ­რძა­ლუ­ლი არაა. მე არ მი­მაჩ­ნია სწო­რად სო­ლა­რი­უმ­ში გა­რუ­ჯვა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, კვი­რა­ში ერთხე­ლაც რომ მი­ვი­დეთ, არა­ს­ა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას მა­ინც ახ­დენს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მზე. მარ­თა­ლია, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იწ­ვე­ბი­ან სო­ლა­რი­უმ­ში, ვიდ­რე მზე­ზე, მაგ­რამ დამ­წვრო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც გვაქვს.

უცხო­ეთ­ში პლაჟ­ზე ვერ ნა­ხავთ ვე­რა­ვის მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მის გა­რე­შე. სა­სურ­ვე­ლია ორ სა­ათ­ში ერთხელ მთელ სხე­ულ­ზე წას­მა, მით უმე­ტეს, თუ წყალ­ში ხში­რად ჩავ­დი­ვართ. უცხო­ეთ­ში მზის­გულ­ზე ბავ­შვს ვერ და­ი­ნა­ხავთ, თუ ქუდი არ ახუ­რავს და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ხუ­რუ­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი არ აც­ვია, ჩვენ­თან კი პი­რი­ქით არის. ნაც­ვლად იმი­სა, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ბავ­შვის კანი მზის­გან, შიშ­ვლებს ატან­ტა­ლე­ბენ.

- ვთქვათ, ისე­თი სირ­თუ­ლის დამ­წვრო­ბა მი­ვი­ღეთ, ექიმ­თან წას­ვლა და "სას­წრა­ფოს" გა­მო­ძა­ხე­ბა არ გვჭირ­დე­ბა, რო­გორ ვუვ­ლით თავს?

- თა­ვი­და­თა­ვი ის არის, რომ მზით დამ­წვრო­ბას იმ­წუ­თას ვერ ვგრძნობთ, დის­კომ­ფორ­ტი უფრო სა­ღა­მო ხანს იჩენს თავს. დის­კომ­ფორ­ტი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სხვა­დას­ხვა სიმპტო­მით, რო­გო­რი­ცაა: კა­ნის გა­წით­ლე­ბა, ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, მოქ­მე­დე­ბის შე­ზღუდ­ვა, რად­გან კანი და­ჭი­მუ­ლი გვაქვს, ელას­ტი­კუ­რო­ბას კარ­გავს. ამას თან ერ­თვის ზო­გა­დი სი­სუს­ტე, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, და­კარ­გვაც კი, ღე­ბი­ნე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, კან­კა­ლი და ა.შ. თუ გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე მი­დის საქ­მე, ან გაქვთ ღე­ბი­ნე­ბა, ძა­ლი­ან შე­ნე­ლე­ბუ­ლია მოქ­მე­დე­ბა, სა­ჭი­როა ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია. თუ მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი გვაქვს, ბლო­მად სი­თხის სმაა სა­ჭი­რო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, რათა დის­კომ­ფორ­ტი მო­ვიხ­სნათ. დამ­წვარ კან­ზე ჯო­ბია აფ­თი­აქ­ში შე­ძე­ნი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა კრე­მი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რაც მთა­ვა­რია, ჯობს ერთხანს მზე­ზე აღარ გა­ვი­დეთ. ხში­რად დამ­წვრო­ბის მე­ო­რე დღეს­ვე მა­ინც მზე­ზე წვე­ბი­ან, ამის ბრა­ლია პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნა, რო­მელ­თა მო­ცი­ლე­ბაც რთუ­ლი და ხან­და­ხან შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ზოგი დამ­წვრო­ბი­სას სხვა­დას­ხვა ში­ნა­ურ სა­შუ­ა­ლე­ბას მი­მარ­თავს.

- მზე­ზე დამ­წვრო­ბა ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბაა, არა­ფე­რიც რომ არ წა­ვის­ვათ, ორ­გა­ნიზმს აქვს იმის რე­სურ­სი, რომ (თუ არ მოხ­და და­ინ­ფი­ცი­რე­ბა) თა­ვი­სით შე­ხორ­ცდეს. ამი­ტომ სა­ერ­თოდ რომ არა­ფე­რი წაგ­ვეს­ვა, თა­ვი­სი­თაც მო­შუშ­დე­ბო­და დამ­წვრო­ბა. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა, მზე­ზე დამ­წვრო­ბას ახ­ლავს ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ინ­ფექ­ცი­ე­ბი...

ისიც უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს მზე­ზე გას­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია. გარ­და ამი­სა, ხში­რად გა­რუ­ჯვა იწ­ვევს ნა­ად­რევ და­ბე­რე­ბას, ნა­ო­ჭე­ბის წარ­მო­შო­ბას, კა­ნის გა­მოშ­რო­ბას და ა.შ. ერთ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გვაჩ­ვე­ნეს ცხელ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მძღო­ლის სა­ხის ის ნა­ხე­ვა­რი, რო­მე­ლიც ხში­რად ხვდე­ბო­და მზე­ზე, რო­გორ გან­სხვავ­დე­ბო­და მე­ო­რე ნა­ხევ­რის­გან, ნა­ად­რე­ვად ჰქონ­და და­ბე­რე­ბუ­ლი. ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი ფოტო იყო, ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას.

- ზოგი დამ­წვრო­ბი­სას ალ­კოჰოლს ის­ვამს, ზოგი კბი­ლის პას­ტას, ზოგი მა­წონს, ზეთს...

- რა­საც სიგ­რი­ლე მო­აქვს, გვსი­ა­მოვ­ნებს. მა­გა­ლი­თად, მა­წო­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს შე­ი­ცავს, ის არ ორ­თქლდე­ბა, სით­ბოს აც­ლის ჩვენს კანს და გვსი­ა­მოვ­ნებს. ალ­კოჰოლ­საც გაგ­რი­ლე­ბის ეფექ­ტი აქვს, მაგ­რამ მათ დამ­წვრო­ბის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი არა აქვს. ვერ ნა­ხავთ ინ­გრე­დი­ენტს, რო­მელ­საც არ მო­იხ­მა­რენ დამ­წვრო­ბი­სას - ზეთს, კა­რაქს, მა­ი­ო­ნეზს... მან­ქა­ნის ზე­თწას­მუ­ლი გა­მომ­ცხა­დე­ბია პა­ცი­ენ­ტი. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ცო­ლის შარ­დით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დამ­წვრო­ბით მო­მიყ­ვა­ნეს მა­მა­კა­ცი. შე­უგ­რო­ვე­ბი­ათ და აბა­ზა­ნე­ბი გა­უ­კე­თეს... რა გი­თხრათ, ადა­მი­ა­ნის ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვრე­ბი არ აქვს.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია" - რა შეიძლება მოჰყვეს მზისგან დამწვრობას და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში: გუგა ქაშიბაძის რჩევები

"ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია" - რა შეიძლება მოჰყვეს მზისგან დამწვრობას და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში: გუგა ქაშიბაძის რჩევები

გასულ საუკუნეებში გარუჯული კანი არ ასოცირდებოდა სილამაზესთან, ვინაიდან ელიტური ფენისადმი კუთვნილების ნიშნად არისტოკრატიული სიფერმკრთალე მიიჩნეოდა. XX საუკუნის დამდეგს მოდის ფუძემდებელმა კოკო შანელმა მოახდინა გარდატეხა. "არაფერია უფრო საშინელი, ვიდრე ასპირინისფერი კანი", - ამ ლეგენდარული ფრაზის შემდეგ მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო და ნამზეური მოდური გახდა. ეს რაც შეეხება მოდას... როგორც ჩვენი რესპონდენტი დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, მედიცინაში ცნება "ჯანსაღი ნამზეური" არ არსებობს. ჩვენს რუბრიკაში ის უსაფრთხო გარუჯვასა და დამწვრობის შემთხვევაში, თავის მოვლის შესახებ გვესაუბრება:

- ამწუთას 7 პაციენტი მიწევს დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.

- მაშინ D ვიტამინის ნაკლებობა რატომ აქვს ბევრს?

- ამას სხვადასხვა დაავადება იწვევს და არა მზის სხივების ნაკლებობა. მესმის, ნამზეური სილუეტს უფრო ლამაზს აჩენს, უფრო გამხდარსაც, პატარ-პატარა ნაკლს ფარავს, ლამაზ თვალებს კვეთს... დიახ, ნამზეური მოდურია, ამას ვერ გავექცევით, გოგონებს გარუჯული მამაკაცები მოსწონთ, მამაკაცებს - გარუჯული გოგონები.

- რა უფრო უსაფრთხოა, მზეზე წოლა თუ სოლარიუმში გარუჯვა?

- სოლარიუმი ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ბევრგან არასრულწლოვნები არ დაიშვებიან, ჩვენთან კი აკრძალული არაა. მე არ მიმაჩნია სწორად სოლარიუმში გარუჯვა. მნიშვნელობა არა აქვს, კვირაში ერთხელაც რომ მივიდეთ, არასასიკეთო გავლენას მაინც ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. მართალია, შედარებით ნაკლებად იწვებიან სოლარიუმში, ვიდრე მზეზე, მაგრამ დამწვრობის შემთხვევები მაინც გვაქვს.

უცხოეთში პლაჟზე ვერ ნახავთ ვერავის მზისგან დამცავი კრემის გარეშე. სასურველია ორ საათში ერთხელ მთელ სხეულზე წასმა, მით უმეტეს, თუ წყალში ხშირად ჩავდივართ. უცხოეთში მზისგულზე ბავშვს ვერ დაინახავთ, თუ ქუდი არ ახურავს და მაქსიმალურად დახურული საცურაო კოსტიუმი არ აცვია, ჩვენთან კი პირიქით არის. ნაცვლად იმისა, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის კანი მზისგან, შიშვლებს ატანტალებენ.

- ვთქვათ, ისეთი სირთულის დამწვრობა მივიღეთ, ექიმთან წასვლა და "სასწრაფოს" გამოძახება არ გვჭირდება, როგორ ვუვლით თავს?

- თავიდათავი ის არის, რომ მზით დამწვრობას იმწუთას ვერ ვგრძნობთ, დისკომფორტი უფრო საღამო ხანს იჩენს თავს. დისკომფორტი გამოიხატება სხვადასხვა სიმპტომით, როგორიცაა: კანის გაწითლება, ტკივილი, შეშუპება, მოქმედების შეზღუდვა, რადგან კანი დაჭიმული გვაქვს, ელასტიკურობას კარგავს. ამას თან ერთვის ზოგადი სისუსტე, გონების დაბინდვა, დაკარგვაც კი, ღებინება, მაღალი ტემპერატურა, კანკალი და ა.შ. თუ გონების დაკარგვამდე მიდის საქმე, ან გაქვთ ღებინება, ძალიან შენელებულია მოქმედება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. თუ მსუბუქი სიმპტომები გვაქვს, ბლომად სითხის სმაა საჭირო, აუცილებელია ტკივილგამაყუჩებელი, რათა დისკომფორტი მოვიხსნათ. დამწვარ კანზე ჯობია აფთიაქში შეძენილი პრეპარატები და სხვადასხვა კრემი გამოვიყენოთ. რაც მთავარია, ჯობს ერთხანს მზეზე აღარ გავიდეთ. ხშირად დამწვრობის მეორე დღესვე მაინც მზეზე წვებიან, ამის ბრალია პიგმენტური ლაქების გაჩენა, რომელთა მოცილებაც რთული და ხანდახან შეუძლებელია.

- ზოგი დამწვრობისას სხვადასხვა შინაურ საშუალებას მიმართავს.

- მზეზე დამწვრობა ისეთი დაზიანებაა, არაფერიც რომ არ წავისვათ, ორგანიზმს აქვს იმის რესურსი, რომ (თუ არ მოხდა დაინფიცირება) თავისით შეხორცდეს. ამიტომ საერთოდ რომ არაფერი წაგვესვა, თავისითაც მოშუშდებოდა დამწვრობა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება, მზეზე დამწვრობას ახლავს ზემოჩამოთვლილი გართულებები, ინფექციები...

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია. გარდა ამისა, ხშირად გარუჯვა იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების წარმოშობას, კანის გამოშრობას და ა.შ. ერთ კონფერენციაზე გვაჩვენეს ცხელ ქვეყანაში მცხოვრები მძღოლის სახის ის ნახევარი, რომელიც ხშირად ხვდებოდა მზეზე, როგორ განსხვავდებოდა მეორე ნახევრისგან, ნაადრევად ჰქონდა დაბერებული. ისეთი შთამბეჭდავი ფოტო იყო, ახლაც თვალწინ მიდგას.

- ზოგი დამწვრობისას ალკოჰოლს ისვამს, ზოგი კბილის პასტას, ზოგი მაწონს, ზეთს...

- რასაც სიგრილე მოაქვს, გვსიამოვნებს. მაგალითად, მაწონი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ის არ ორთქლდება, სითბოს აცლის ჩვენს კანს და გვსიამოვნებს. ალკოჰოლსაც გაგრილების ეფექტი აქვს, მაგრამ მათ დამწვრობის სამკურნალო თვისებები არა აქვს. ვერ ნახავთ ინგრედიენტს, რომელსაც არ მოიხმარენ დამწვრობისას - ზეთს, კარაქს, მაიონეზს... მანქანის ზეთწასმული გამომცხადებია პაციენტი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი. შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს... რა გითხრათ, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.

წაიკითხეთ სრულად...