პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთნაირები ხართ..." - სალომე ღვინიაშვილის ქალიშვილი დედის ასლია: რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი?
"ერთნაირები ხართ..." - სალომე ღვინიაშვილის ქალიშვილი დედის ასლია: რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი?

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვილ­თან, ტასო ხი­ზა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. დედა-შვი­ლი ფო­ტო­ებ­ზე დებს გვა­ნან. "აუ, რა ლა­მა­ზე­ბი ხართ, ერ­თნა­ი­რე­ბი...“ - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი წლე­ბია, რაც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. სა­ლო­მეს­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაა. ულა­მა­ზეს მო­დელს და ტე­ლე­წამ­ყვანს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 21 წლის ვაჟი, და­თუ­ნა აბუ­ლა­ძე ჰყავს. სა­ლო­მე და ზურა ორ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვილს ზრდის. ტასო 16 წლის არის, ნიტა - 14-ის.

ტე­ლე­წამ­ყვანს ინ­სტაგ­რამ­ზე 246 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, სა­დაც პე­რი­ო­დუ­ლად აზი­ა­რებს ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს, სუ­რა­თებს მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან და რჩე­ვებს თა­ვის მოვ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ი­დან.

"და­თუ­ნა სტუ­დენ­ტია. აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლურ მე­დი­ა­ხე­ლოვ­ნე­ბას ეუფ­ლე­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და აპი­რებს სწავ­ლა ეს­პა­ნეთ­ში გა­აგ­რძე­ლოს. უკვე ძა­ლი­ან დიდი ბი­ჭია და ზოგ­ჯერ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ დედა-შვი­ლი ვართ, იმ­დე­ნად მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ტასო და ნიტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის ბავ­შვე­ბი არი­ან. ასე მგო­ნია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან, რაც მათ გარ­შე­მო ხდე­ბა. პო­ლი­ტი­კა­შიც კი ერ­კვე­ვი­ან. გო­გო­ნე­ბი ქარ­თულ ხალ­ხურ ცეკ­ვა­ზე და­დი­ან. ტასო ჯერ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა, მო­მა­ვალ­ში რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბას აირ­ჩევს პრო­ფე­სი­ად, თუმ­ცა უყ­ვარს ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი − მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ნან­სე­ბი აინ­ტე­რე­სებს და ალ­ბათ, უფრო ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბას აირ­ჩევს პრო­ფე­სი­ად.

ჩემი შვი­ლე­ბი საკ­მა­ოდ თბი­ლი ბავ­შვე­ბი არი­ან და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს ზღვა­რი, რომ­ლის მიღ­მა ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ მკაც­რიც ვხდე­ბი. ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მათი სა­ოც­რად კარ­გი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­მას­თან. ზურა (ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, რედ.) მარ­თლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა და ალ­ბათ, ბევ­რად უკე­თე­სი მშო­ბე­ლი, ვიდ­რე მე. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­ი­მე მი­ზე­ზით ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლოს შვი­ლებს ან რა­ი­მე გა­მორ­ჩეს მათი ცხოვ­რე­ბი­დან. ბავ­შვებ­საც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მა­მას­თან.“ - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ Ok-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაგველი
2

ძალიან ლამაზები და კარგები ხართ. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ. იცით რა მიკვირს, კომენტარებში ბავშვზე რეებს წერთ, რას ქილიკობთ და რას ღადაობთ??? არც სალომეა გადაკეთებული და არც შვილს დასჭირდება გადაკეთება და ვინმეზე დამსგავსება... ყველამ თქვენს გადატყლარწულ და გადატყლარჭულ თქვენს თავებს და თქვენიანებს მიხედეთ.

 

guga
12

არც ერთია დიდი ხვითო და არც მეორე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ერთნაირები ხართ..." - სალომე ღვინიაშვილის ქალიშვილი დედის ასლია: რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი?

"ერთნაირები ხართ..." - სალომე ღვინიაშვილის ქალიშვილი დედის ასლია: რა ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი?

სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში შვილთან, ტასო ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. დედა-შვილი ფოტოებზე დებს გვანან. "აუ, რა ლამაზები ხართ, ერთნაირები...“ - წერენ კომენტარებში.

სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი წლებია, რაც დაქორწინებულები არიან. სალომესთვის ეს მეორე ქორწინებაა. ულამაზეს მოდელს და ტელეწამყვანს პირველი ქორწინებიდან 21 წლის ვაჟი, დათუნა აბულაძე ჰყავს. სალომე და ზურა ორ საერთო ქალიშვილს ზრდის. ტასო 16 წლის არის, ნიტა - 14-ის.

ტელეწამყვანს ინსტაგრამზე 246 ათასი გამომწერი ჰყავს, სადაც პერიოდულად აზიარებს ოჯახურ ფოტოებს, სურათებს მოგზაურობიდან და რჩევებს თავის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიიდან.

"დათუნა სტუდენტია. აუდიო-ვიზუალურ მედიახელოვნებას ეუფლება თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და აპირებს სწავლა ესპანეთში გააგრძელოს. უკვე ძალიან დიდი ბიჭია და ზოგჯერ გვავიწყდება, რომ დედა-შვილი ვართ, იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ტასო და ნიტა განსხვავებული ინტერესის ბავშვები არიან. ასე მგონია, აბსოლუტურად ყველაფერი იციან, რაც მათ გარშემო ხდება. პოლიტიკაშიც კი ერკვევიან. გოგონები ქართულ ხალხურ ცეკვაზე დადიან. ტასო ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მომავალში რომელ მიმართულებას აირჩევს პროფესიად, თუმცა უყვარს ტექნიკური საგნები − მათემატიკა, ფინანსები აინტერესებს და ალბათ, უფრო ფინანსურ-ეკონომიკურ მიმართულებას აირჩევს პროფესიად.

ჩემი შვილები საკმაოდ თბილი ბავშვები არიან და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ზღვარი, რომლის მიღმა ზოგჯერ საკმაოდ მკაცრიც ვხდები. ცალკე აღსანიშნავია მათი საოცრად კარგი და მეგობრული ურთიერთობა მამასთან. ზურა (ცნობილი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი, რედ.) მართლა შესანიშნავი მამაა და ალბათ, ბევრად უკეთესი მშობელი, ვიდრე მე. გამორიცხულია, რაიმე მიზეზით ყურადღება მოაკლოს შვილებს ან რაიმე გამორჩეს მათი ცხოვრებიდან. ბავშვებსაც მეგობრული დამოკიდებულება აქვთ მამასთან.“ - ამბობდა ჟურნალ Ok-სთან ინტერვიუში სალომე ღვინიაშვილი.