პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 14 წლის სურამელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ზოოპარკი გააშენა - "თვალსა და ხელს შუა გაივსო ჩვენი ვოლიერები... ჩემმა გათვლებმა გაამართლა და დღეში 20-25 ადამიანს ვმასპინძლობ"
გაიცანით 14 წლის სურამელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ზოოპარკი გააშენა - "თვალსა და ხელს შუა გაივსო ჩვენი ვოლიერები... ჩემმა გათვლებმა გაამართლა და დღეში 20-25 ადამიანს ვმასპინძლობ"

თუ სუ­რამ­ში მოხ­ვდე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ა­რეთ 14 წლის რე­ზოს ზო­ო­პარკში - ოც­ნე­ბე­ბი რომ სრულ­დე­ბა, სუ­რა­მის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლემ რე­ვაზ აბ­ჟან­და­ძემ კარ­გა ხა­ნია და­ი­ჯე­რა. უკვე 3 თვეა, რაც ის სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში, გა­შე­ნე­ბულ ვო­ლი­ე­რებ­ში მო­თავ­სე­ბულ სა­მოც­და­ა­თამ­დე ბი­ნა­დარ­ზე ზრუ­ნავს. მათ შო­რის არი­ან იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ქათ­მე­ბი, ხოხ­ბე­ბი, კურ­დღლე­ბი, ზღარ­ბე­ბი, წყლი­სა თუ ხმე­ლე­თის კუ­ე­ბი.... დიახ, რე­ზოს სა­კუ­თა­რი ზო­ო­პარ­კი აქვს.

რე­ვაზ აბ­ჟან­და­ძე: სუ­რა­მი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, იმი­ტომ რომ აქ და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და სხვა­გან ცხოვ­რე­ბას არც ვა­პი­რებ. აქ რომ ჩა­მო­დი­ან დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, ნა­ხუ­ლო­ბენ სუ­რა­მის ცი­ხეს, ცენ­ტრში და­ის­ვე­ნე­ბენ, ტბა­ზე წავ­ლენ, ითევ­ზა­ვე­ბენ, ლე­სია უკ­რა­ინ­კას მუ­ზე­უმს და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ, ნაძვნარ­ში გა­ი­სე­ირ­ნე­ბენ... სულ მინ­დო­და კი­დევ ისე­თი სივ­რცე შე­მექ­მნა, სა­დაც დამ­სვე­ნე­ბე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვი­დო­და. ჰოდა მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე, მოდი გა­ვა­კე­თოთ ზო­ო­პარ­კი. იმ დღი­დან სულ ამა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. სახ­ლში იცოდ­ნენ ჩემი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ და მთელ­მა ოჯახ­მა ერ­თად და­ვი­წყეთ ზრუნ­ვა, რომ ჩემი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად გვექ­ცია... მერე მე­გობ­რე­ბიც შე­მო­მი­ერ­თდნენ და შე­დე­გი სა­ხე­ზეა.

ხოხ­ბე­ბი მე და მა­მამ ქა­რე­ლი­დან მო­ვიყ­ვა­ნეთ. აი, ეს ქო­ჩო­რა ქათ­მე­ბი ეს­პა­ნუ­რი პა­დუ­ა­ნე­ბია, ეს ფუმ­ფუ­ლე­ბი კი, დინ­ჯად რომ და­ა­ბი­ჯე­ბენ, ფრან­გუ­ლი აბ­რე­შუ­მე­ბია, დე­დალ-მა­მა­ლი ხმე­ლე­თის კუ ოსი­ა­უ­რი­დან მო­ვაბ­რძა­ნეთ.. მოკ­ლედ, ასე თვალ­სა და ხელს შუა, გა­ივ­სო ჩვე­ნი ვო­ლი­ე­რე­ბი და ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ ამით. ჰო, კი­დევ კო­კის­პა­ნი­ე­ლი მყავს ლედი და ლაბ­რა­დო­რი - ბუბუ.

- რო­გორ იწყე­ბა შენი დილა?

- ჩემი დი­ლაც და სა­ღა­მოც ამ ცხო­ვე­ლებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ზე ზრუნ­ვით იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა. ვაჭ­მევ, ვო­ლი­ე­რებს ვუ­სუფ­თა­ვებ, ქვი­შას ვუც­ვლი, ბა­ლა­ხი მო­მაქვს, საქ­მეს რა გა­მო­ლევს, მაგ­რამ სულ არ მე­ზა­რე­ბა, პი­რი­ქით, მსი­ა­მოვ­ნებს აქ ფუს­ფუ­სი. ახლა მინ­და ფრან­გუ­ლი “მა­რან­სის” ჯი­შის ქათ­მე­ბი შე­ვი­ძი­ნო, რომ­ლე­ბიც შო­კო­ლა­დის­ფერ კვერ­ცხებს დე­ბენ. ნაც­რის­ფე­რი მა­რან­სი დებს ყვე­ლა­ზე მუქ ყა­ვის­ფერ კვერ­ცხს, შავი - შე­და­რე­ბით ღიას, დიდი იმე­დი მაქვს, ორი­ვე მათ­განს იხი­ლავთ უახ­ლო­ეს ხან­ში ჩემს ვო­ლი­ე­რებ­ში. სა­ერ­თოდ, სა­ნამ რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბის ცხო­ველს ან ფრინ­ველს მო­ვიყ­ვან, მას­ზე უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვეც­ნო­ბი, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­ვუქ­მნა ჩემს ზო­ო­პარკში.

- ხალ­ხმა რო­გორ გა­ი­გო შენი ზო­ო­პარ­კის შე­სა­ხებ?

- აბ­რე­ბი გა­მო­ვა­კა­რი სუ­რამ­ში წარ­წე­რით - "ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა- ზო­ო­პარ­კი" და ქვე­მოთ ჩემი მი­სა­მარ­თი, ვი­დე­ორ­გო­ლიც ჩავ­წე­რე... ჩემ­მა გათ­ვლებ­მა გა­ა­მარ­თლა - დღე­ში 20-25 ადა­მი­ანს ვმას­პინ­ძლობ. უმ­თავ­რე­სად ბავ­შვი­ა­ნი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი მო­დი­ან ხოლ­მე. მოს­წონთ აქა­უ­რო­ბა. ზოგი ამ­ბობს, პა­ტა­რა ზო­ო­პარ­კი­აო. შემ­დეგ წელს უფრო მეტი ცხო­ვე­ლი მე­ყო­ლე­ბა. ვო­ლი­ე­რებს და­ვა­მა­ტებ, თუ­თი­ყუ­შე­ბი უნდა შე­ვი­ძი­ნო, მტრე­დე­ბი, ერ­თმა კაც­მა ვირი გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ბი­ნავ­დე­ბა ჩემს ზო­ო­პარკში. ალ­ბათ, ლურ­ჯას და­ვარ­ქმევ. ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი იმ­ხე­ლაა, რომ ეს სტი­მულს მმა­ტებს, უფრო მეტი რამ მო­ვი­ფიქ­რო და შევ­ძი­ნო ჩემს ზო­ო­პარკს. გუ­შინ ერ­თმა ქალ­მა მი­თხრა, ჩემ­მა შვი­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენი ვი­დეო ნა­ხეს და აღარ მო­მას­ვე­ნეს, სა­ნამ არ მო­ი­ნა­ხუ­ლეს შენი ზო­ო­პარ­კიო. იცით, რო­გორ მე­სი­ა­მოვ­ნა...

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობ?

- დიდი სი­ბე­ჯი­თით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, თუმ­ცა უპა­სუ­ხის­მგებ­ლოც არ ვარ. ისე კი ის­ტო­რია, ბი­ო­ლო­გია და ქარ­თუ­ლი ენა, ეს 3 სა­გა­ნი მე­ად­ვი­ლე­ბა.

- რა უნდა გა­მოხ­ვი­დე, ალ­ბათ ზო­ო­ვე­ტე­რი­ნა­რი?

- ცხო­ვე­ლე­ბი კი მიყ­ვარს, მაგ­რამ არა­ნაკ­ლე­ბად მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თი. 5 წლი­დან ვვარ­ჯი­შობ. უკვე 9 წე­ლია, რაც ფეხ­ბურთზე დავ­დი­ვარ.

- მერე, ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ გახ­დე­ბი, ზო­ო­პარკს ვის უტო­ვებ?

- ოჯახს ჩა­ვა­ბა­რებ, როცა სა­თა­მა­შოდ ვიქ­ნე­ბი ხოლ­მე გამ­გზავ­რე­ბუ­ლი... ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია რო­ნალ­დი­ნიო, ქარ­თვე­ლე­ბი­დან კი კვა­რა­ცხე­ლია, ჩაკ­ვე­ტა­ძე და მი­ქა­უ­ტა­ძე, სა­მი­ვე ერ­თნა­ი­რად მიყ­ვარს. სა­ნამ სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­დან­ზე სა­თა­მა­შოდ შევ­ხვდე­ბი მათ, მა­ნამ­დე ჩემს ზო­ო­პარკში ვე­პა­ტი­ჟე­ბი სა­მი­ვეს. მარ­ტო მათ კი არა, ყვე­ლას გე­პა­ტი­ჟე­ბით ჩემს ზო­ო­პარკში.

ია ლომ­სა­ძე

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული
0

ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი საინტერესო ბავშვები საქართველოში! 

ნანა
1

რა საყვარელი ვინმეა, წარმატებები

ავტორი:

გაიცანით 14 წლის სურამელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ზოოპარკი გააშენა - "თვალსა და ხელს შუა გაივსო ჩვენი ვოლიერები... ჩემმა გათვლებმა გაამართლა და დღეში 20-25 ადამიანს ვმასპინძლობ"

გაიცანით 14 წლის სურამელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი ზოოპარკი გააშენა - "თვალსა და ხელს შუა გაივსო ჩვენი ვოლიერები... ჩემმა გათვლებმა გაამართლა და დღეში 20-25 ადამიანს ვმასპინძლობ"

თუ სურამში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ 14 წლის რეზოს ზოოპარკში - ოცნებები რომ სრულდება, სურამის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ რევაზ აბჟანდაძემ კარგა ხანია დაიჯერა. უკვე 3 თვეა, რაც ის საკუთარი სახლის ეზოში, გაშენებულ ვოლიერებში მოთავსებულ სამოცდაათამდე ბინადარზე ზრუნავს. მათ შორის არიან იშვიათი ჯიშის ქათმები, ხოხბები, კურდღლები, ზღარბები, წყლისა თუ ხმელეთის კუები.... დიახ, რეზოს საკუთარი ზოოპარკი აქვს.

რევაზ აბჟანდაძე: სურამი ტურისტული ზონაა, ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ აქ დავიბადე, გავიზარდე და სხვაგან ცხოვრებას არც ვაპირებ. აქ რომ ჩამოდიან დამსვენებლები, ნახულობენ სურამის ციხეს, ცენტრში დაისვენებენ, ტბაზე წავლენ, ითევზავებენ, ლესია უკრაინკას მუზეუმს დაათვალიერებენ, ნაძვნარში გაისეირნებენ... სულ მინდოდა კიდევ ისეთი სივრცე შემექმნა, სადაც დამსვენებელი სიამოვნებით მოვიდოდა. ჰოდა მაშინ გავიფიქრე, მოდი გავაკეთოთ ზოოპარკი. იმ დღიდან სულ ამაზე ვოცნებობდი. სახლში იცოდნენ ჩემი ოცნების შესახებ და მთელმა ოჯახმა ერთად დავიწყეთ ზრუნვა, რომ ჩემი ოცნება რეალობად გვექცია... მერე მეგობრებიც შემომიერთდნენ და შედეგი სახეზეა.

ხოხბები მე და მამამ ქარელიდან მოვიყვანეთ. აი, ეს ქოჩორა ქათმები ესპანური პადუანებია, ეს ფუმფულები კი, დინჯად რომ დააბიჯებენ, ფრანგული აბრეშუმებია, დედალ-მამალი ხმელეთის კუ ოსიაურიდან მოვაბრძანეთ.. მოკლედ, ასე თვალსა და ხელს შუა, გაივსო ჩვენი ვოლიერები და ძალიან გახარებული ვარ ამით. ჰო, კიდევ კოკისპანიელი მყავს ლედი და ლაბრადორი - ბუბუ.

- როგორ იწყება შენი დილა?

- ჩემი დილაც და საღამოც ამ ცხოველებსა და ფრინველებზე ზრუნვით იწყება და მთავრდება. ვაჭმევ, ვოლიერებს ვუსუფთავებ, ქვიშას ვუცვლი, ბალახი მომაქვს, საქმეს რა გამოლევს, მაგრამ სულ არ მეზარება, პირიქით, მსიამოვნებს აქ ფუსფუსი. ახლა მინდა ფრანგული “მარანსის” ჯიშის ქათმები შევიძინო, რომლებიც შოკოლადისფერ კვერცხებს დებენ. ნაცრისფერი მარანსი დებს ყველაზე მუქ ყავისფერ კვერცხს, შავი - შედარებით ღიას, დიდი იმედი მაქვს, ორივე მათგანს იხილავთ უახლოეს ხანში ჩემს ვოლიერებში. საერთოდ, სანამ რომელიმე სახეობის ცხოველს ან ფრინველს მოვიყვან, მასზე უამრავ ინფორმაციას ვეცნობი, რომ კომფორტული გარემო შევუქმნა ჩემს ზოოპარკში.

- ხალხმა როგორ გაიგო შენი ზოოპარკის შესახებ?

- აბრები გამოვაკარი სურამში წარწერით - "ცხოველების გამოფენა- ზოოპარკი" და ქვემოთ ჩემი მისამართი, ვიდეორგოლიც ჩავწერე... ჩემმა გათვლებმა გაამართლა - დღეში 20-25 ადამიანს ვმასპინძლობ. უმთავრესად ბავშვიანი დამსვენებლები მოდიან ხოლმე. მოსწონთ აქაურობა. ზოგი ამბობს, პატარა ზოოპარკიაო. შემდეგ წელს უფრო მეტი ცხოველი მეყოლება. ვოლიერებს დავამატებ, თუთიყუშები უნდა შევიძინო, მტრედები, ერთმა კაცმა ვირი გამომიგზავნა, რომელიც უახლოეს დღეებში დაბინავდება ჩემს ზოოპარკში. ალბათ, ლურჯას დავარქმევ. ხალხის ინტერესი იმხელაა, რომ ეს სტიმულს მმატებს, უფრო მეტი რამ მოვიფიქრო და შევძინო ჩემს ზოოპარკს. გუშინ ერთმა ქალმა მითხრა, ჩემმა შვილებმა სოციალურ ქსელში შენი ვიდეო ნახეს და აღარ მომასვენეს, სანამ არ მოინახულეს შენი ზოოპარკიო. იცით, როგორ მესიამოვნა...

- სკოლაში როგორ სწავლობ?

- დიდი სიბეჯითით არ გამოვირჩევი, თუმცა უპასუხისმგებლოც არ ვარ. ისე კი ისტორია, ბიოლოგია და ქართული ენა, ეს 3 საგანი მეადვილება.

- რა უნდა გამოხვიდე, ალბათ ზოოვეტერინარი?

- ცხოველები კი მიყვარს, მაგრამ არანაკლებად მიყვარს ფეხბურთი. 5 წლიდან ვვარჯიშობ. უკვე 9 წელია, რაც ფეხბურთზე დავდივარ.

- მერე, ცნობილი ფეხბურთელი რომ გახდები, ზოოპარკს ვის უტოვებ?

- ოჯახს ჩავაბარებ, როცა სათამაშოდ ვიქნები ხოლმე გამგზავრებული... ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდინიო, ქართველებიდან კი კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე, სამივე ერთნაირად მიყვარს. სანამ საფეხბურთო მოედანზე სათამაშოდ შევხვდები მათ, მანამდე ჩემს ზოოპარკში ვეპატიჟები სამივეს. მარტო მათ კი არა, ყველას გეპატიჟებით ჩემს ზოოპარკში.

ია ლომსაძე