პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იმალება "ბარბიმანიის" მიღმა - ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც ლეგენდარული თოჯინის შექმნის შთაგონება გახდა და რატომ დაარქვეს მას ბარბი?
რა იმალება "ბარბიმანიის" მიღმა - ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც ლეგენდარული თოჯინის შექმნის შთაგონება გახდა და რატომ დაარქვეს მას ბარბი?

რე­ჟი­სორ გრე­ტა გერ­ვი­გის ფილ­მის, "ბარ­ბის“ პრე­მი­ე­რის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში "ბარ­ბი­მა­ნი­აა". კი­ნო­თე­ატ­რში მი­სულ ადა­მი­ა­ნებს აქვთ გან­ცდა, რომ სამ­ყა­რო ბარ­ბის ჯა­დოს­ნურ სახ­ლად გა­და­იქ­ცა.

ვა­ღი­ა­როთ, გრე­ტა გერ­ვი­გის ფილ­მი მარ­თლაც ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა მსოფ­ლიო "ბარ­ბი­მა­ნი­ამ“ მო­იც­ვა.

  • ბარ­ბის თო­ჯი­ნა სა­თა­მა­შო­ე­ბის ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლად 1959 წელს გა­მოჩ­ნდა და პირ­ვე­ლი­ვე წელს და­ახ­ლო­ე­ბით, 300 000 გა­ი­ყი­და
რუთ ჰენდლე­რი, ქალი, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს ბარ­ბის თო­ჯი­ნა აჩუ­ქა

რა იმა­ლე­ბა "ბარ­ბი­მა­ნი­ის" უკან, რო­მე­ლიც ფილ­მამ­დე დიდი ხნით ადრე და­ი­წყო, რო­გორ შე­იქ­მნა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თო­ჯი­ნა, ვინ იყო მისი შექ­მნის­თვის შთა­გო­ნე­ბა - ახლა რე­ა­ლურ ბარ­ბი­ზე მო­გიყ­ვე­ბით და გე­ტყვით, რო­გორ იქცა პა­ტა­რა გო­გო­ნას ინ­სპი­რა­ცი­ით სა­თა­მა­შო­ე­ბის კომ­პა­ნია გი­გან­ტად.

  • ბევ­რი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის მსგავ­სად, კომ­პა­ნია Mattel-ის ის­ტო­რი­აც ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­ი­წყო. 1945 წელს ცოლ-ქმა­რი რუთ და ელი­ოტ ჰენდლე­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ ჰა­როლდ მეთ მეთ­სონ­თან, რათა ეთა­ნამ­შრომ­ლათ ბავ­შვე­ბის­თვის ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თა­მა­შო­ე­ბის შექ­მნა­ზე.
რუთ და ელი­ოტ ჰენდლე­რე­ბი

კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ცია იყო სუ­რა­თე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბი და თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლის­თვის სა­თა­მა­შო ავე­ჯი, რის შემ­დე­გაც ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ სა­თა­მა­შო­ე­ბის შექ­მნა­ზე.

ტრი­ოს პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი წა­მო­წყე­ბა იყო უკუ­ლე­ლეს ტი­პის სა­თა­მა­შო ინ­სტრუ­მენ­ტი. მას­თან ერ­თად სხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის სე­რი­ის გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ, კომ­პა­ნია მა­ლე­ვე გა­და­იქ­ცა გლო­ბა­ლურ კორ­პო­რა­ცი­ად.

შემ­ქნი­დან ათი წლის შემ­დეგ, ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რუთ ჰენდლე­რი, თა­ვის 15 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან, ბარ­ბა­რას­თან ერ­თად შვე­ი­ცა­რი­ის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნობ­და, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნა­ში შე­ნიშ­ნეს Bils Lilli თო­ჯი­ნა. ამის შე­სა­ხებ 2002 წელს "ნიუ იორკ თა­იმსს" ბარ­ბა­რა ჰენდლერ­მა უამ­ბო.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ბრა­ბა­რამ თქვა, რომ იგი თო­ჯი­ნით იყო შე­პყრო­ბი­ლი. ლილი მისი თო­ჯი­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო და თან ტან­საც­მე­ლი ჰქონ­და. სწო­რედ ეს მოს­წონ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად.

"დე­და­ჩე­მი ფიქ­რობ­და, რა­ტომ გიჟ­დე­ბა ჩემი შვი­ლი ამ თო­ჯი­ნა­ზე ასე. რამ­დე­ნი­მე ასე­თი თო­ჯი­ნა იყი­და. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დით, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი აღარ მი­ნა­ხავს.

მათ ეს თო­ჯი­ნე­ბი და­შა­ლეს, შე­ის­წავ­ლეს და მო­უ­ვი­დათ იდეა, რომ შე­ექ­მნათ თო­ჯი­ნა, რო­მელ­საც თან ცალ­კე სა­მო­სი ექ­ნე­ბო­და, ვი­ზუ­ა­ლის შექ­მნის­თვის კი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი მე ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნი კი უკვე ის­ტო­რი­აა", - ჰყვე­ბა ბარ­ბა­რა.

  • ბარ­ბის თო­ჯი­ნის დე­ბი­უ­ტი

სა­ნამ რუთ ჰენდლე­რი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ახა­ლი თო­ჯი­ნის შექ­მნის იდე­ით, მის ქმარს, ელი­ოტს არ სჯე­რო­და მისი წარ­მა­ტე­ბის, ფიქ­რობ­და, რომ წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა რუთი დიდი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობ­და და თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ბარ­ბა­რას სა­ხე­ლი და­არ­ქვა. ეს იყო 1959 წელი.

  • "ჩვე­უ­ლებ­რივ ბარ­ბა­რას მე­ძახ­დნენ ხოლ­მე, მაგ­რამ მქონ­და რამ­დე­ნი­მე მეტ­სა­ხე­ლი: ბაბ­სი, ბობი და ბარ­ბი“, - უთხრა ბარ­ბა­რა ჰენდლერ­მა "ნიუ იორკ თა­იმსს".
ბარ­ბა­რა ჰენდლე­რი 2002 წელს - ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შთა­გო­ნე­ბი­თაც შე­იქ­მნა ბარ­ბის თო­ჯი­ნა

იცო­დით, რომ ბარ­ბის თო­ჯი­ნას მეტ­სა­ხე­ლი და გვა­რიც აქვს, მისი სრუ­ლი სა­ხე­ლია - ბარ­ბი მი­ლი­სენთ რო­ბერ­თსი. პირ­ვე­ლი­ვე წელს ბარ­ბის 300 000 თო­ჯი­ნა გა­ი­ყი­და და მას შემ­დეგ ბარ­ბი გახ­და ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­თა­მა­შო. ბარ­ბის გა­ყიდ­ვე­ბით კომ­პა­ნია ყო­ველ­წლი­უ­რად 1 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტ შე­მო­სა­ვალს იღებ­და.

ბარ­ბა­რა ჰენდლე­რი

1959 წელს, ბარ­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტის შემ­დეგ, რუთ ჰენდლე­რი არ იყო კმა­ყო­ფი­ლი მხო­ლოდ ერთი კონ­ცეფ­ცი­ით. მას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა ბარ­ბის­თვის ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის კაშ­კა­შა გარ­დე­რო­ბის და ასე­ვე ბარ­ბის ოც­ნე­ბის სახ­ლის შექ­მნა.

  • შემ­დეგ კი იყო კენი. ბარ­ბის გა­მოს­ვლი­დან სამი წლის შემ­დეგ, 1962 წელს Mattel-მა გა­და­წყვი­ტა ბარ­ბის­თვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეჩუ­ქე­ბი­ნა. თო­ჯი­ნას ჰენდლე­რის ვა­ჟის სა­ხე­ლი, კენი უწო­დეს.

1968 წელს Mattel-მა წარ­მო­ად­გი­ნა კრის­ტი, პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ბარ­ბი, რა­საც მოჰ­ყვა სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ბარ­ბის თო­ჯი­ნე­ბის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ე­ბის ბარ­ბის თო­ჯი­ნე­ბის გა­მოშ­ვე­ბა.

ბარ­ბის თო­ჯი­ნის შემ­ქმნე­ლი, რუთ ჰენდლე­რი 2002 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

უყურე შენ
0

ეს ყოფილა. )

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რა იმალება "ბარბიმანიის" მიღმა - ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც ლეგენდარული თოჯინის შექმნის შთაგონება გახდა და რატომ დაარქვეს მას ბარბი?

რა იმალება "ბარბიმანიის" მიღმა - ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც ლეგენდარული თოჯინის შექმნის შთაგონება გახდა და რატომ დაარქვეს მას ბარბი?

რეჟისორ გრეტა გერვიგის ფილმის, "ბარბის“ პრემიერის შემდეგ მსოფლიოში "ბარბიმანიაა". კინოთეატრში მისულ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ სამყარო ბარბის ჯადოსნურ სახლად გადაიქცა.

ვაღიაროთ, გრეტა გერვიგის ფილმი მართლაც ხმაურიანი აღმოჩნდა, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო "ბარბიმანიამ“ მოიცვა.

  • ბარბის თოჯინა სათამაშოების ბაზარზე პირველად 1959 წელს გამოჩნდა და პირველივე წელს დაახლოებით, 300 000 გაიყიდა
რუთ ჰენდლერი, ქალი, რომელმაც მსოფლიოს ბარბის თოჯინა აჩუქა

რა იმალება "ბარბიმანიის" უკან, რომელიც ფილმამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, როგორ შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თოჯინა, ვინ იყო მისი შექმნისთვის შთაგონება - ახლა რეალურ ბარბიზე მოგიყვებით და გეტყვით, როგორ იქცა პატარა გოგონას ინსპირაციით სათამაშოების კომპანია გიგანტად.

  • ბევრი ცნობილი კომპანიის მსგავსად, კომპანია Mattel-ის ისტორიაც ავტოფარეხში დაიწყო. 1945 წელს ცოლ-ქმარი რუთ და ელიოტ ჰენდლერები გაერთიანდნენ ჰაროლდ მეთ მეთსონთან, რათა ეთანამშრომლათ ბავშვებისთვის ინოვაციური სათამაშოების შექმნაზე.
რუთ და ელიოტ ჰენდლერები

კომპანიის პირველი პროდუქცია იყო სურათების ჩარჩოები და თოჯინების სახლისთვის სათამაშო ავეჯი, რის შემდეგაც ისინი გადავიდნენ სათამაშოების შექმნაზე.

ტრიოს პირველი წარმატებული წამოწყება იყო უკულელეს ტიპის სათამაშო ინსტრუმენტი. მასთან ერთად სხვა პოპულარული სათამაშოების სერიის გამოშვების შემდეგ, კომპანია მალევე გადაიქცა გლობალურ კორპორაციად.

შემქნიდან ათი წლის შემდეგ, ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუთ ჰენდლერი, თავის 15 წლის ქალიშვილთან, ბარბარასთან ერთად შვეიცარიის ქუჩებში სეირნობდა, როდესაც მაღაზიის ვიტრინაში შენიშნეს Bils Lilli თოჯინა. ამის შესახებ 2002 წელს "ნიუ იორკ თაიმსს" ბარბარა ჰენდლერმა უამბო.

ინტერვიუში ბრაბარამ თქვა, რომ იგი თოჯინით იყო შეპყრობილი. ლილი მისი თოჯინებისგან განსხვავებული იყო და თან ტანსაცმელი ჰქონდა. სწორედ ეს მოსწონდა ყველაზე მეტად.

"დედაჩემი ფიქრობდა, რატომ გიჟდება ჩემი შვილი ამ თოჯინაზე ასე. რამდენიმე ასეთი თოჯინა იყიდა. როდესაც დავბრუნდით, არცერთი მათგანი აღარ მინახავს.

მათ ეს თოჯინები დაშალეს, შეისწავლეს და მოუვიდათ იდეა, რომ შეექმნათ თოჯინა, რომელსაც თან ცალკე სამოსი ექნებოდა, ვიზუალის შექმნისთვის კი შთამაგონებელი მე ვიყავი, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა", - ჰყვება ბარბარა.

  • ბარბის თოჯინის დებიუტი

სანამ რუთ ჰენდლერი გატაცებული იყო ახალი თოჯინის შექმნის იდეით, მის ქმარს, ელიოტს არ სჯეროდა მისი წარმატების, ფიქრობდა, რომ წამგებიანი იქნებოდა, თუმცა რუთი დიდი მონდომებით მუშაობდა და თავისი ქალიშვილის, ბარბარას სახელი დაარქვა. ეს იყო 1959 წელი.

  • "ჩვეულებრივ ბარბარას მეძახდნენ ხოლმე, მაგრამ მქონდა რამდენიმე მეტსახელი: ბაბსი, ბობი და ბარბი“, - უთხრა ბარბარა ჰენდლერმა "ნიუ იორკ თაიმსს".
ბარბარა ჰენდლერი 2002 წელს - ადამიანი, რომლის შთაგონებითაც შეიქმნა ბარბის თოჯინა

იცოდით, რომ ბარბის თოჯინას მეტსახელი და გვარიც აქვს, მისი სრული სახელია - ბარბი მილისენთ რობერთსი. პირველივე წელს ბარბის 300 000 თოჯინა გაიყიდა და მას შემდეგ ბარბი გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშო. ბარბის გაყიდვებით კომპანია ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს იღებდა.

ბარბარა ჰენდლერი

1959 წელს, ბარბის წარმატებული დებიუტის შემდეგ, რუთ ჰენდლერი არ იყო კმაყოფილი მხოლოდ ერთი კონცეფციით. მას მალევე მოჰყვა ბარბისთვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კაშკაშა გარდერობის და ასევე ბარბის ოცნების სახლის შექმნა.

  • შემდეგ კი იყო კენი. ბარბის გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, 1962 წელს Mattel-მა გადაწყვიტა ბარბისთვის შეყვარებული ეჩუქებინა. თოჯინას ჰენდლერის ვაჟის სახელი, კენი უწოდეს.

1968 წელს Mattel-მა წარმოადგინა კრისტი, პირველი ფერადკანიანი ბარბი, რასაც მოჰყვა სხვადასხვა ეროვნების ბარბის თოჯინების, ასევე სხვადასხვა პროფესიების ბარბის თოჯინების გამოშვება.

ბარბის თოჯინის შემქმნელი, რუთ ჰენდლერი 2002 წელს გარდაიცვალა.