კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით - ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას" - ღარიბაშვილი
"კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით - ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას" - ღარიბაშვილი

დე­კემ­ბერ­ში ჩვენს კან­დი­და­ტო­ბის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ლით - ჩვენ არ ვა­რი­დებთ თავს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბას. მზად ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რაც და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მის­ვლას სჭირ­დე­ბა, რათა გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხორ­ვა­ტი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუკი ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს, ეს ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა და პო­ზი­ტი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

„ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ შე­სა­ნიშ­ნავ შე­დეგს მი­აღ­წია კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით და ვხე­დავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბას. ასე­ვე მინ­და ვთქვა, რომ იდე­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სურ­ვილს, გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო ევ­რო­კავ­შირ­ში და ჩვენ ამ ეროვ­ნულ მი­ზან­თან ახლა უფრო ახ­ლოს ვართ, ვიდ­რე ოდეს­მე ვყო­ფილ­ვართ. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის ჩათ­ვლით არის ის ხელ­შე­სა­ხე­ბი მიღ­წე­ვე­ბი, რაც ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აღ­წია.

გა­სულ წელს ევ­რო­პულ­მა ლი­დე­რებ­მა, მათ შო­რის, ხორ­ვა­ტი­ამ გა­და­წყვი­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნათ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, რა­მაც შექ­მნა უპ­რე­ცე­დენ­ტო მუხ­ტი ამ გზა­ზე. ერთი წელი და მე­ტიც გა­ვი­და ამ ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი­დან და ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ უძ­ლი­ე­რე­სი ნება გაგ­ვაჩ­ნია ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიმ­დი­ნა­რე წლის დე­კემ­ბერ­ში კი ვე­ლით სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სტრა­ტე­გი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვი­ტყო­დი, პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ევ­რო­პი­დან, რო­მე­ლიც ჩვენს კან­დი­და­ტო­ბის სტა­ტუსს ეხე­ბა. ეს კი­დევ ერთი ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა და პო­ზი­ტი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ი­სა. სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მოჰ­ყვე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ეს არის ხან­გრძლი­ვი, თუმ­ცა კმა­ყო­ფი­ლე­ბის მომ­ტა­ნი პრო­ცე­სი. ჩვენ არ ვა­რი­დებთ თავს ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბას. მზად ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, რაც და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მის­ვლას სჭირ­დე­ბა, რათა გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო,“ - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იყო ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე სან­დო პარტნი­ო­რი ჩვენს რე­გი­ონ­ში.

„სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ერ­თგუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სან­დო პარტნი­ო­რი მისი. არ­სე­ბულ­მა გე­ო­პო­ლი­ტი­კურ­მა კონ­ტექ­სტმა დაგ­ვა­ნა­ხა ევ­რო­პა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის ენერ­გე­ტი­კუ­ლი და სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის დიდი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აკის­რია ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რად­გან რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ენერ­გოტ­რან­ზი­ტი, სა­ქონ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და ციფ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია,“ - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

ვა, რა საინტერესო კანონზომიერება იკვეთება. უცხოელებთან ხშირი ხელის ჩამორთმევის შემდეგ ვალდებულებებზე ლაპარაკი ხშირდება. ეტყობა რაღაც სენი გადააქვს ამ ხელის ჩამორთმევას.

ვახო
16

რიგორი გამომეტყველება აქვს, ყეყეჩი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით - ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას" - ღარიბაშვილი

"კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით - ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას" - ღარიბაშვილი

დეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით - ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება.

„ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგს მიაღწია კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, სოციალური უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და ვხედავთ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით არის ის ხელშესახები მიღწევები, რაც ჩვენმა მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

გასულ წელს ევროპულმა ლიდერებმა, მათ შორის, ხორვატიამ გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროპული პერსპექტივა, რამაც შექმნა უპრეცედენტო მუხტი ამ გზაზე. ერთი წელი და მეტიც გავიდა ამ ისტორიული მომენტიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულების შესრულების და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში კი ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვიტყოდი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენს კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულები და პასუხისმგებლობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ამ ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“ - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში.

„საქართველო რჩება ერთგული ევროკავშირისა და სანდო პარტნიორი მისი. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარებაში, რადგან რეგიონალური ენერგოტრანზიტი, საქონლის ტრანსპორტირების და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.