კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვმასპინძლობთ აჭარას – "ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილში
ვმასპინძლობთ აჭარას – "ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილში

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ კი­დევ ერთ გა­მორ­ჩე­ულ რე­გი­ონს, აჭა­რას უმას­პინ­ძლებს. აჭა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტუმ­რებს თა­ვი­ანთ კულ­ტუ­რა­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს წის­ქვი­ლის ეზო­ში, 29 და 30 ივ­ლისს წა­რუდ­გე­ნენ. აჭა­რის დღე­ებ­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ისი­ა­მოვ­ნოს ან­სამ­ბლებ „ელე­სა­სა“ და „ბეთ­ლე­მის“ შეს­რუ­ლე­ბით. ისი­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ქე­და­დან ჩა­მოვ­ლენ.

ავ­თენ­ტუ­რი აჭა­რუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნი­მუ­შე­ბის გაც­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სტუმ­რე­ბი და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რი­დან ჩა­მო­ტა­ნილ კერ­ძებს და შეფ-მზა­რე­უ­ლებ­თან ერ­თად ის­წავ­ლი­ან მათ მომ­ზა­დე­ბა­საც. ამას­თან ერ­თად, წის­ქვი­ლის ეზო­ში მო­წყო­ბილ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­ლებს და­ათ­ვა­ლი­ე­როს და შე­ი­ძი­ნოს აჭარ­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბულ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი და აქ­ტი­ვო­ბა დახ­ვდე­ბათ პა­ტა­რებ­საც, მათ­თვის მო­წყო­ბილ სა­ბავ­შვო სივ­რცე­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ აჭა­რის დღე­ე­ბით დას­რულ­დე­ბა და სტუმ­რებს დრო­ე­ბით, მო­მა­ვალ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე და­ემ­შვი­დო­ბე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის კულ­ტუ­რი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა, „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. ის 20 მა­ისს და­ი­წყო და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში უმას­პინ­ძლა იმე­რეთს, სვა­ნეთს, კა­ხეთს, სა­მეგ­რე­ლოს, რა­ჭა­სა და გუ­რი­ას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

მეტი დე­ტა­ლის სა­ნა­ხა­ვად ეს­ტუმ­რეთ „წის­ქვი­ლის“ ფე­ის­ბუქ გვერდს ან გა­და­დით ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმულ­ზე.

NS

ავტორი:

ვმასპინძლობთ აჭარას – "ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილში

ვმასპინძლობთ აჭარას – "ქართული კუთხეების ფესტივალი“ წისქვილში

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ კიდევ ერთ გამორჩეულ რეგიონს, აჭარას უმასპინძლებს. აჭარის წარმომადგენლები სტუმრებს თავიანთ კულტურასა და სამზარეულოს წისქვილის ეზოში, 29 და 30 ივლისს წარუდგენენ. აჭარის დღეებზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ისიამოვნოს ანსამბლებ „ელესასა“ და „ბეთლემის“ შესრულებით. ისინი სპეციალურად ფესტივალისთვის ქედადან ჩამოვლენ.

ავთენტური აჭარული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნიმუშების გაცნობის პარალელურად, სტუმრები დააგემოვნებენ მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოტანილ კერძებს და შეფ-მზარეულებთან ერთად ისწავლიან მათ მომზადებასაც. ამასთან ერთად, წისქვილის ეზოში მოწყობილ გამოფენა-გაყიდვაზე დამსწრე საზოგადოება შეძლებს დაათვალიეროს და შეიძინოს აჭარლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებულ ქართული პროდუქტები. ტრადიციულად, მრავალფეროვანი გასართობი და აქტივობა დახვდებათ პატარებსაც, მათთვის მოწყობილ საბავშვო სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ „ქართული კუთხეების ფესტივალი“ აჭარის დღეებით დასრულდება და სტუმრებს დროებით, მომავალ გაზაფხულამდე დაემშვიდობება. ფესტივალი, რომლის მიზანიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციაა, „წისქვილი ჯგუფის“ ინიციატივით წელს პირველად ჩატარდა. ის 20 მაისს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში უმასპინძლა იმერეთს, სვანეთს, კახეთს, სამეგრელოს, რაჭასა და გურიას. გაითვალისწინეთ, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მეტი დეტალის სანახავად ესტუმრეთ „წისქვილის“ ფეისბუქ გვერდს ან გადადით ღონისძიების ბმულზე.

NS