პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშვილი დაქორწინდა: ვინ არის სპორტსმენის რჩეული
"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშვილი დაქორწინდა: ვინ არის სპორტსმენის რჩეული

"ეს არის თა­ო­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია და გულ­შე­მატ­კი­ვარს უნდა ჰქონ­დეს ამ თა­ო­ბის იმე­დი", - ამ­ბობს ფეხ­ბურთში 21-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი რა­მაზ სვა­ნა­ძე. ამ თა­ო­ბა­ში კი უდა­ვოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილს, რაც ნი­დერ­ლან­დებ­თან მატ­ჩის დროს კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და.

რა პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით არის ის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­გო­რი შვი­ლი და ვინ არის მისი რჩე­უ­ლი და რა გან­ცდაა, რო­დე­საც შენი შვი­ლის სა­ხელს სტა­დი­ონ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სკან­დი­რებს? ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჟურ­ნალ "გზას" ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის დედა თა­მუ­ნა წი­წი­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა. რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის დედა ამ­ბობს, ზუ­რი­კო ახ­ლა­ხან და­ქორ­წინ­და: სპორ­ტსმე­ნის რჩე­უ­ლი მია გზი­რიშ­ვი­ლია;

- ცნო­ბი­ლია, რომ ზუკა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, მისი რჩე­უ­ლი მია გზი­რიშ­ვი­ლია. მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

- მია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ზუ­კას მე­უღ­ლეა, ხელი უკვე მო­ა­წე­რეს.

- ეს ახა­ლი ამ­ბა­ვია?

- დიახ, ახა­ლია. ხელი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ა­წე­რეს, საფ­რან­გეთ­ში სა­ბუ­თე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ. მია იმ­დე­ნად საყ­ვა­რე­ლი გო­გოა, ვე­უბ­ნე­ბი, - შენი სა­ხით მე­ო­თხე შვი­ლი შე­ვი­ძი­ნე-მეთ­ქი. გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს, რამ­დე­ნად რთუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლის ცო­ლო­ბა, მეც ეს გზა გა­მო­ვი­ა­რე და ვიცი. ის ამ­ბობს, რომ მზად არის ამ სირ­თუ­ლის­თვის. ზუ­კას ძა­ლი­ან აფა­სებს, უყ­ვარს, ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

- ზუკა რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, რო­მან­ტი­კო­სია?

- კი, ძა­ლი­ან, შეყ­ვა­რე­ბულს სულ სი­ურპრი­ზებს უწყობ­და. მიას კო­ვი­დი ჰქონ­და და ბუ­ნებ­რი­ვია, სახ­ლი­დან არ გა­დი­ო­და. ზუკა თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­ვი­და ისე, რომ არ უთხრა და სახ­ლთან სას­წა­უ­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კი მო­უ­წყო.

- მალე ქორ­წილ­საც ხომ არ გეგ­მა­ვენ?

- მისი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს სა­კი­თხი ჯერ გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვერ გეგ­მა­ვენ. ქორ­წი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რო­დის, ჯერ არ ვი­ცით.

- ზუკა და კვა­რა მე­გობ­რო­ბენ, არა?

- 10-11 წლის იქ­ნე­ბოდ­ნენ, ერ­თმა­ნეთს "დი­ნა­მოს" აკა­დე­მი­ა­ში რომ შეხ­ვდნენ. კვა­რას მამა და სულო ერ­თმა­ნეთს მა­ნამ­დეც იც­ნობ­დნენ, ერ­თად თა­მა­შიც მო­უხ­დათ. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ყო­ველ­თვის ვახ­ლობ­ლობ­დით და ახ­ლაც ასეა, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ.

- ამ­ბო­ბენ, ზუკა კვა­რას მეჯ­ვა­რე უნდა იყოს. ასეა?

- რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი, ჯერ არ ვე­კი­თხე­ბი, თა­ვად გა­და­წყვე­ტენ.

- ცნო­ბი­ლია, რომ მია და ნი­ცაც მე­გობ­რო­ბენ...

- ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მო­დი­ან, ზუ­კამ მია ნი­ცას­გან გა­იც­ნო. წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
2

მაქაცარიასავით ქვეყანას ხომ არ შეყრიდა

ოთო
1

გააზრებული აქვს არა... ისე მაგას რა ვუთხარი...! ბედნიერებას ვუსურვებ, რა თქმა უნდა, წარმატებები და წინსვლა ზურიკოს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშვილი დაქორწინდა: ვინ არის სპორტსმენის რჩეული

"ხელი მოულოდნელად მოაწერეს... გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა" - ზურიკო დავითაშვილი დაქორწინდა: ვინ არის სპორტსმენის რჩეული

"ეს არის თაობა, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს ამ თაობის იმედი", - ამბობს ფეხბურთში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე. ამ თაობაში კი უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია ზურიკო დავითაშვილს, რაც ნიდერლანდებთან მატჩის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

რა პიროვნული თვისებებით არის ის გამორჩეული, როგორი შვილი და ვინ არის მისი რჩეული და რა განცდაა, როდესაც შენი შვილის სახელს სტადიონზე ათასობით ადამიანი სკანდირებს? ამ ყველაფერზე ჟურნალ "გზას" ზურიკო დავითაშვილის დედა თამუნა წიწილაშვილი ესაუბრა. როგორც ფეხბურთელის დედა ამბობს, ზურიკო ახლახან დაქორწინდა: სპორტსმენის რჩეული მია გზირიშვილია;

- ცნობილია, რომ ზუკა შეყვარებულია, მისი რჩეული მია გზირიშვილია. მათ ურთიერთობაზე რას გვეტყვით?

- მია არაჩვეულებრივი გოგოა, შეიძლება ითქვას, რომ ზუკას მეუღლეა, ხელი უკვე მოაწერეს.

- ეს ახალი ამბავია?

- დიახ, ახალია. ხელი მოულოდნელად მოაწერეს, საფრანგეთში საბუთებისთვის სჭირდებოდათ. მია იმდენად საყვარელი გოგოა, ვეუბნები, - შენი სახით მეოთხე შვილი შევიძინე-მეთქი. გააზრებული აქვს, რამდენად რთულია ფეხბურთელის ცოლობა, მეც ეს გზა გამოვიარე და ვიცი. ის ამბობს, რომ მზად არის ამ სირთულისთვის. ზუკას ძალიან აფასებს, უყვარს, ბედნიერები არიან.

- ზუკა როგორი შეყვარებულია, რომანტიკოსია?

- კი, ძალიან, შეყვარებულს სულ სიურპრიზებს უწყობდა. მიას კოვიდი ჰქონდა და ბუნებრივია, სახლიდან არ გადიოდა. ზუკა თურქეთიდან ჩამოვიდა ისე, რომ არ უთხრა და სახლთან სასწაული ფეიერვერკი მოუწყო.

- მალე ქორწილსაც ხომ არ გეგმავენ?

- მისი რეჟიმიდან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია, ვერ გეგმავენ. ქორწილი აუცილებლად იქნება, მაგრამ როდის, ჯერ არ ვიცით.

- ზუკა და კვარა მეგობრობენ, არა?

- 10-11 წლის იქნებოდნენ, ერთმანეთს "დინამოს" აკადემიაში რომ შეხვდნენ. კვარას მამა და სულო ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ, ერთად თამაშიც მოუხდათ. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ვახლობლობდით და ახლაც ასეა, ყველაფერი ერთად გამოვიარეთ.

- ამბობენ, ზუკა კვარას მეჯვარე უნდა იყოს. ასეა?

- რა იქნება, არ ვიცი, ჯერ არ ვეკითხები, თავად გადაწყვეტენ.

- ცნობილია, რომ მია და ნიცაც მეგობრობენ...

- ბავშვობიდან ერთად მოდიან, ზუკამ მია ნიცასგან გაიცნო. წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად