ვფიქრობ, რომ ნაბიჯი, რომელიც გადადგეს "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ", არის იძულებითი ნაბიჯები და სინამდვილეში არანაირი სიხარული არ ჰქონიათ ამ პოლიტიკურ გუნდებს, სულ მცირე მარტო იმიტომ, რომ იმ მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ მაგალითად, მანამდე რა განცხადებებიც აქვთ გაკეთებული "ნაციონალურ მოძრაობაზე" "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებს და პირიქით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ "ნაციონალური მოძრაობის“ და "სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ერთიანი პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მართალია ამ პარტიებს შორის იდეური სიახლოვე ყოველთვის იყო, თუმცა, მათი გაერთიანება არის არა იდეური, არამედ სხვა ინტერესებით ნაკარნახევი.
კერძოდ, მისი განმარტებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ცდილობს, მომავალ არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებით მოაგვაროს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა", შემცირებული რეიტინგის ფონზე, რესურსების მობილიზებას ცდილობს.
"ეს იძულებითია იმიტომ, რომ მაგალითად "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" რასაკვირველია, კრიტიკულად მწვავედ დგას ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებული საკითხი და მას მოუწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მისი გადმოსახედიდან დააზღვევს მომდევნო არჩევნებში ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრობლემა, სადაც იმდენად კრიტიკულად მცირეა მისი მხარდაჭერა და რადიკალურად შემცირებული, რომ თითო პროცენტსაც კი უფრთხილდებიან და შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ რესურსების თავმოყრას. ყველაფრიდან გამომდინარე, ეს არ არის იდეური გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ იდეური სიახლოვე ამ ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა, რადგან შეგვიძლია ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი გავაკეთოთ - როგორც ჩანს, ყოფილი ნაციონალი არ არსებობს და ეს არის მიზეზი. მათი სურვილის მიუხედავად, ყოფილიყვნენ დამოუკიდებლად, მაგალითად, ვაშაძეს ჰქონდა ეს სურვილი და ღიად საუბრობდა, რომ მას არ უნდოდა იმ ტვირთის ტარება, რაც ნაციონალური მოძრაობის მძიმე რეპუტაციას უკავშირდება, ახლა მას უწევს ამ კომფორტზე უარის თქმა და იმ წიაღში დაბრუნება, რომლიდანაც ის წარმოიშვა. წარუმატებლობის გზაზე მდგარი ეს ორი პარტია ომახიან განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის თითქოს წარმატების ფორმულა, წარმატების პლატფორმა, მაგრამ სინამდვილეში, ყველა კარგად ხვდება, რომ მათ მოსაფიქრებელი აქვთ ალტერნატიული გზები, რომ დაღმართში მავალი ეს პოლიტიკური დაჯგუფებები რაღაცნაირად გადაარჩინონ." - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც "ქართული ოცნება“ ავრცელებს.
რა უბედურებაა ამდენი გაყრა და შეყრა , ნეტავ არ ბეზრდებათ ამდენი მიდი მოდის თამაში , ჩვენ ხალხი კი დავიღალეთ მათი მოქმედებებით . სულ ერთი და იგივე დაპირება და შედეგი არაფერი . დაანებეთ ხალხს თავი თქვენი სკამებისთვის .
თქვენს რეიტინგს მიხედეთ ჯობია და მოიმარაგეთ ხახვი,კარტოფილი.ოღონდ მრავაფეროვნებისთვის მენიუში ჩაამატეთ სტაფილო,ბადრიჯანი და სხვა ბოსტნეული,მეტადონი შეცვალეთ გეროინით,ვითომ კაი ბიჭებს მოუხსენით პირობითები,გამოაცხადეთ ამინისტია,ხშირად ახსენეთ მიშა,აგინეთ დასავლეთს,დროა ეკონომიკა სამნიშნა ციფრით გაზარდოთ,რაც შეიძლება მეტი რუსი ჩაგვისახლოთ ,მიგრანტების გამოგზავნილი ფულით ლარი გაამყაროთ,არ გაგიჟდეთ და დანაპირები არ შეასრულოთ,გაზარდეთ გადასახადები,აგუგუნეთ ჯერ არ აშენებული ქარხნები,ხალხს დაურიგეთ უფასო ფული,დაურიგეთ ხალხს უფასო ბილეთები დასავლეთის რეისებზე და მოიგებთ არჩევნებს აბა რად იზამთ