კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული - დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული -  დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნეს და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ლი­დე­რე­ბი და წევ­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 21 წევ­რი.

"სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, გა­შიფ­რუ­ლია ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ე.წ. ლო­კა­ცი­ებ­ზე გან­თავ­სე­ბის გზით რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ასე­ვე, გა­შიფ­რუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის და თან­ხის ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­ტა­ნის გზე­ბი.

პო­ლი­ცი­ის მიერ სხვა­დას­ხვა დრო­სა და ად­გილ­ზე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამ ეტაპ­ზე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 3 ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჯგუ­ფის 2 წევ­რი და ე.წ. 16 "დამ­დე­ბი“, რო­მელ­თა შო­რის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე ბულ­გა­რე­თის და თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

"და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი ახ­დენ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის - "ჰე­რო­ი­ნის“",კო­კა­ი­ნის“",ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“",მე­თა­დო­ნის“",მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნის“",ამ­ფე­ტა­მი­ნის“ და "მდმას“ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნას. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს აფა­სო­ებ­დნენ და ე.წ. და­დე­ბის მე­თო­დით, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ათავ­სებ­დნენ, ასე­ვე ახ­დენ­დნენ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის გა­თეთ­რე­ბას.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, დიდი ოდე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

ასე­ვე, მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­ი­გეგ­მა და ჩა­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო თუ საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, რა­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ შექ­მნი­ლი სრუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­მო­ევ­ლი­ნა. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა ის სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, სა­დაც რო­გორც ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი ირი­ცხე­ბო­და და მათი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ნიღ­ბად ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2021-2023 წლებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნილ ქარ­თულ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, ძი­რი­თა­დად სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ათა­სო­ბით ტრან­ზაქ­ცი­ად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ძე­ნებ­მა ჯამ­ში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დო­ლა­რი და 10 210 ევრო ჩა­რი­ცხეს. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია კი რამ­დე­ნი­მე ხერ­ხით გან­ხორ­ცი­ელ­და, კერ­ძოდ:

თან­ხის ნა­წი­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, "პი­რა­დი გა­და­რი­ცხვის“ და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ირი­ცხე­ბო­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში უშუ­ა­ლოდ გა­მავ­რცე­ლე­ბელ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ბან­კო და ონ­ლა­ინ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის ან­გა­რი­შებ­ზე. თურ­ქე­თის 3 და სა­ქარ­თვე­ლოს 13 მო­ქა­ლა­ქის - ე.წ. "დამ­დე­ბის“ ან­გა­რი­შებ­ზე ჯამ­ში 1 251 125 ლარი და 329 750 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­რი­ცხა;

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის დიდი ნა­წი­ლი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, წარ­მო­შო­ბის წყა­რო­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­ნიღბვის მიზ­ნით, უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში კონ­ვერ­ტირ­დე­ბო­და, დრო­ის უმ­ცი­რეს ინ­ტერ­ვალ­ში ირი­ცხე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სხვა ან­გა­რი­შებ­ზე და მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ - ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბულ, მათ შო­რის, ხელ­მძღვა­ნელ პირ­თა თურ­ქულ სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გახ­სნილ ან­გა­რი­შებ­ზე. ზე­მო­აღ­წე­რი­ლი სქე­მით, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­რი­ცხუ­ლია ჯამ­ში - 2 039 542 აშშ დო­ლა­რი და 531 986 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი;

თან­ხის ნა­წი­ლი ასე­ვე კონ­ვერ­ტირ­დე­ბო­და უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში, რომ­ლის ბან­კო­მა­ტით გა­ნაღ­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ან გა­ტა­ნა ან­გა­რი­ში­დან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. 2021-2023 წლებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბამ ჯამ­ში - 740 502 ლარი, 560 173 აშშ დო­ლა­რი და 162 124 ევრო შე­ად­გი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში თან­ხის გა­ნაღ­დე­ბას და შეგ­რო­ვე­ბას ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 2 მო­ქა­ლა­ქე უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თან­ხის ნა­წილს, სწრა­ფი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ აგ­ზავ­ნიდ­ნენ;

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ჯგუფ­მა და­ი­წყო სა­ზღვარ­გა­რეთ უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის კონ­ვერ­ტი­რე­ბა უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში და გა­და­რი­ცხვა/გა­დახ­და იმ იუ­რი­დი­ულ პირ­თა ან­გა­რი­შებ­ზე, რომ­ლე­ბიც კვიპ­როს­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბით და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბენ. ხსე­ნე­ბუ­ლი ფორ­მით და და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, ჯამ­ში 5 126 491 თურ­ქუ­ლი ლირა, 67 257 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი და 14 289 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­რი­ცხა.

გარ­და ამი­სა, ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­ფუძნა რამ­დე­ნი­მე იუ­რი­დი­უ­ლი პირი და გა­ნაღ­დე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი თავ­სდე­ბო­და ერთ-ერთი შპს-ს ან­გა­რიშ­ზე რო­გორც "დამ­ფუძ­ნებ­ლის შე­ნა­ტა­ნი“ და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი გრა­ფი­კით სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და. ქ.ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე სამი მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად ჯამ­ში 110 314 ლარი გა­და­ი­რი­ცხა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი თან­ხე­ბით, პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ი­ძი­ნეს.

სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბულ პი­რებს უკვე წა­რედ­გი­ნათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე (ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­სა­ღე­ბა) და სსკ-ის 194-ე (ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა) მუხ­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა მათ­გა­ნის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ზუს­ტი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე მათი წარ­დგე­ნის მიზ­ნით. ამავდრო­უ­ლად, სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი გან­ჩი­ნე­ბით, ყა­და­ღა და­ე­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს და მათ­ზე გან­თავ­სე­ბულ ფუ­ლად თან­ხებს, ასე­ვე უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოორდინატორი მამიდა
0

თავისუფლება კოორდინატორებს,,,კიდევ მოვა არჩევნებიიი

მადლობა
1

მადლობა ბიჭებო ამ სატანის მოციქულების გამოვლენისთვის. მახსოვს ნაცხროვის დროს სულ რამოდენიმე ოპერაცია ჩატარდა და აღმოაჩენდნენ ხოლმე რამოდენიმე გრამ ნარკოტიკს. არა და ძირითადი ნარკოკორიდორი საქართველოზე გადიოდა.

ავტორი:

ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული - დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული -  დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი: რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გახსნეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერები და წევრები გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ლოკაციებზე განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, გაშიფრულია ნარკოტიკების რეალიზაციიდან შემოსული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და თანხის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის გზები.

პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელი, ჯგუფის 2 წევრი და ე.წ. 16 "დამდები“, რომელთა შორის როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.

"დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები ახდენდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - ,,ჰეროინის“, ,,კოკაინის“, ,,ბუპრენორფინის“, ,,მეთადონის“, ,,მეტამფეტამინის“, ,,ამფეტამინის“ და ,,მდმას“ საქართველოში შემოტანას. ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ასევე ახდენდნენ რეალიზაციას და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხების გათეთრებას.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რისი საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

ასევე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რამაც პროკურატურას შესაძლებლობა მისცა ორგანიზებული ჯგუფის მიერ შექმნილი სრული დანაშაულებრივი ინფრასტრუქტურა გამოევლინა. იდენტიფიცირებულია ყველა ის საბანკო ანგარიში, სადაც როგორც ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხები ირიცხებოდა და მათი წარმომავლობის შესანიღბად ტრანზაქციები ხორციელდებოდა.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2023 წლებში, აღნიშნული ფორმით განხორციელებული ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სპეციალურად გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშებზე, ძირითადად სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ათასობით ტრანზაქციად ნარკოტიკული საშუალების შემძენებმა ჯამში 15 233 071 ლარი, 2 577 004 აშშ დოლარი და 10 210 ევრო ჩარიცხეს. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია კი რამდენიმე ხერხით განხორციელდა, კერძოდ:

თანხის ნაწილი გარკვეული პერიოდულობით, "პირადი გადარიცხვის“ დანიშნულებით ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უშუალოდ გამავრცელებელ პირებთან დაკავშირებულ საბანკო და ონლაინტოტალიზატორის ანგარიშებზე. თურქეთის 3 და საქართველოს 13 მოქალაქის - ე.წ. ,,დამდების“ ანგარიშებზე ჯამში 1 251 125 ლარი და 329 750 აშშ დოლარი გადაირიცხა;

დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული თანხის დიდი ნაწილი, გარკვეული პერიოდულობით, წარმოშობის წყაროსა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირდებოდა, დროის უმცირეს ინტერვალში ირიცხებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებულ სხვა ანგარიშებზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ - ორგანიზებულ ჯგუფთან დაკავშირებულ, მათ შორის, ხელმძღვანელ პირთა თურქულ საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე. ზემოაღწერილი სქემით, საზღვარგარეთ გადარიცხულია ჯამში - 2 039 542 აშშ დოლარი და 531 986 ფუნტი სტერლინგი;

თანხის ნაწილი ასევე კონვერტირდებოდა უცხოურ ვალუტაში, რომლის ბანკომატით განაღდება ხორციელდებოდა ან გატანა ანგარიშიდან როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2021-2023 წლებში, აღნიშნული თანხის ოდენობამ ჯამში - 740 502 ლარი, 560 173 აშშ დოლარი და 162 124 ევრო შეადგინა. საქართველოში თანხის განაღდებას და შეგროვებას ზემოაღნიშნული დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე უზრუნველყოფდა. ბრალდებულები თანხის ნაწილს, სწრაფი ფულადი გზავნილების მეშვეობით, ასევე საზღვარგარეთ აგზავნიდნენ;

აღნიშნული ქმედებების პარალელურად, ორგანიზებულმა ჯგუფმა დაიწყო საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. გარკვეული პერიოდულობით ხორციელდებოდა ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების კონვერტირება უცხოურ ვალუტაში და გადარიცხვა/გადახდა იმ იურიდიულ პირთა ანგარიშებზე, რომლებიც კვიპროსში უძრავი ქონებებით და ავტომანქანებით ვაჭრობენ. ხსენებული ფორმით და დანიშნულებით, ჯამში 5 126 491 თურქული ლირა, 67 257 ფუნტი სტერლინგი და 14 289 აშშ დოლარი გადაირიცხა.

გარდა ამისა, ორგანიზებულმა ჯგუფმა საქართველოში დააფუძნა რამდენიმე იურიდიული პირი და განაღდებული თანხის ნაწილი თავსდებოდა ერთ-ერთი შპს-ს ანგარიშზე როგორც ,,დამფუძნებლის შენატანი“ და უძრავი ქონების შესაძენად წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით სამშენებლო კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. ქ.ბათუმში მდებარე სამი მშენებარე საცხოვრებელი ბინის შესაძენად ჯამში 110 314 ლარი გადაირიცხა. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი თანხებით, პირადი სარგებლობისთვის საქართველოში 2 ავტომანქანა შეიძინეს.

საზღვარგარეთ მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელ და საქართველოში დაკავებულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება) და სსკ-ის 194-ე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.

გამოძიების მიერ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებულების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის და მართლმსაჯულების წინაშე მათი წარდგენის მიზნით. ამავდროულად, სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, ყადაღა დაედო საქართველოში ორგანიზებული ჯგუფის საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს, ასევე უძრავ-მოძრავ ქონებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.