პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია - თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს" - ბარამიძე
"პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია - თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს" - ბარამიძე

ამ ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია - შეძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რო­ბა იყოს, მაგ­რამ უც­ნა­უ­რო­ბის გამო გა­მოხ­ტეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და სკან­და­ლი ატე­ხოს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ „პო­ლო­ნელ­მა ექიმ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­ში, ქა­ღალ­დში გა­და­ახ­ვია და ცდი­ლობ­და მის მა­ლუ­ლად გა­ტა­ნას ფეხ­საც­მლის მეშ­ვე­ო­ბით“.

ბა­რა­მი­ძის თქმით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად დად­გე­ნი­ლი არაა, თუ რა ფურ­ცე­ლი გა­მო­ი­ტა­ნა ექიმ­მა და იყო თუ არა ნამ­დვი­ლად სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­ში.

„გა­უ­გე­ბა­რია ის ის­ტე­რი­კა, რაც ატე­ხა ამ სა­მარ­ცხვი­ნო ადა­მი­ან­მა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა. ადა­მი­ანს რა­ღაც ფურ­ცე­ლი ედო წინ­და­ში. ეს რა კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა, რო­დე­საც მათ უპ­რობ­ლე­მოდ შე­ეძ­ლოთ გა­ე­ტა­ნათ ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? გა­მო­ვი­დეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და და­ი­წყოს კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა, რო­გორ აქვს ადა­მი­ა­ნის რა­ღაც ჩა­დე­ბუ­ლი წინ­და­ში, სა­მარ­ცხვი­ნოა. პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. რა არის აქ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი - რა კა­ნო­ნი და­არ­ღვია ამ ადა­მი­ან­მა და რა პრო­ვო­კა­ცია ჩა­ი­დი­ნა, ვისი პრო­ვო­ცი­რე­ბის გამო გა­ა­კე­თა? თვი­თონ ამ­ბო­ბენ, რა­ღა­ცის ნი­მუ­ში­აო - იქ­ნებ არ არის? ვინ­მემ რამე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­რა, ვინ­მემ გა­მო­იკ­ვლია, რა ქა­ღალ­დი ედო და რის­თვის? იქ­ნებ, მისი პი­რა­დი ნივ­თია, იქ­ნებ სხვა სა­კი­თხია, ვინ­მემ ეს გა­მო­ი­ძია? რომ გა­მო­ვარ­დე­ბი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და წი­ნას­წარ დას­კვნებს აკე­თებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ელა­პა­რა­კე­ბი სი­სუ­ლე­ლეს... ამ ადა­მი­ანს კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია. შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ დას­ჭირ­და, თა­ვად მას ჰკი­თხონ და უპა­სუ­ხებს“,- გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

რა პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ და სკან­დალს ტე­ხენ. ჩვენს მე­გობ­რებ­თან მი­მარ­თე­ბით სჯობს იმა­ზე ილა­პა­რა­კონ, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლო­ნელ, უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექი­მებს რომ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს ნე­ბარ­თვა აე­ღოთ, გე­გო­ნე­ბა არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ ექიმ­მა სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ჩუ­მად გა­მო­ი­ტა­ნა, ნიშ­ნავს იმას, რომ მას „ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნდო­ბა არ აქვს“.

„მათ რაც უნ­დო­დათ, გა­ა­კე­თეს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით - ნი­მუ­შე­ბიც აი­ღეს და რო­გო­რი ფორ­მი­თაც სურ­დათ, იმ ფორ­მით გა­მო­ი­ტა­ნეს. თუ ეს ადა­მი­ა­ნი რა­მეს მა­ლავ­და, კი­დევ უფრო სა­გან­გა­შოა. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ამ ადა­მი­ანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნდო­ბა არ აქვს და რა­ღა­ცის ფა­რუ­ლად გა­მო­ტა­ნა გა­და­წყვი­ტა. იმი­ტომ რომ ეს არის რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბა რუსი ოლი­გარ­ქის მიერ, ეს არის პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის გაგ­რძე­ლე­ბა და ე.ი. მის მი­მართ ნდო­ბა არ აქვთ - ეს არის დას­კვნა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნო, თუ ვინ­მემ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ღაც ჩუ­მად გა­მო­ი­ტა­ნა, რო­დე­საც შე­ეძ­ლოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ნე­ბარ­თვით გა­მო­ე­ტა­ნათ“,- გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მო­წო­დე­ბას, მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ა­კაშ­ვი­ლის ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვე­ყა­ნა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნას, ბა­რა­მი­ძე ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას „სა­ა­კაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­სა და წა­მე­ბის შე­წყვე­ტის­კენ“ სწო­რედ ის ქვეყ­ნე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ, რო­მელ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კე­ნაც სა­ქარ­თვე­ლო ის­წრაფ­ვის.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას არ უნდა გა­და­ა­ყო­ლოს.

„თუ ვინ­მე ჰყავს ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი ჩვენს ერს და სა­ხელ­მწი­ფოს, ეს არის უკ­რა­ი­ნა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­საც ევ­რო­პე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი წარ­მო­ა­დე­ნენ. ჩვენ თუ მი­ვის­წრაფ­ვით ამ ქვეყ­ნებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ, სწო­რედ ისი­ნი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს, მი­თუ­მე­ტეს, ის არის იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი რო­მელ­მაც ომი გა­მო­ი­ა­რა რუ­სეთ­თან და დღემ­დე არის უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. მას სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, იგი სჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნას და ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტურ კო­ა­ლი­ცი­ას. ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ამ რე­ჟიმს, რომ შე­წყვი­ტოს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა და შე­წყვი­ტოს მისი წა­მე­ბა, მოხ­დეს უცხო­ეთ­ში მისი გა­დაყ­ვა­ნა. თუ ამ რე­ჟიმ­მა მე­გობ­რის ფასი იცის და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი ოდ­ნავ მა­ინც აინ­ტე­რე­სებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა ბან­დამ, პი­რად შუ­რის­ძი­ე­ბას და კრემ­ლის მი­თი­თე­ბებს არ უნდა გა­და­ა­ყო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, თუ რა­ი­მე საღი აზრი შერ­ჩე­ნი­ათ. ბო­ლომ­დე არ უნდა ჩაჰ­ყვნენ წა­გე­ბის­თვის გან­წი­რულ რუ­სულ იმ­პე­რი­ას“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა და კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ-ერთი პო­ლო­ნე­ლი ექი­მის­გან ად­გი­ლი ჰქონ­და „გა­უ­გე­ბარ ინ­ცი­დენტს“, კერ­ძოდ, მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­ში, პო­ლო­ნელ­მა ექიმ­მა გა­და­ახ­ვია ქა­ღალ­დში და ცდი­ლობ­და მის მა­ლუ­ლად გა­ტა­ნას ფეხ­საც­მლის მეშ­ვე­ო­ბით. ამას­თან, უწყე­ბა გან­მარ­ტავს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­სით აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შის გა­ტა­ნის უფ­ლე­ბა მათ მის­ცა სამ­სა­ხურ­მა, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა „ექი­მის მხრი­დან სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კურ და სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებ­თან შე­უ­სა­ბა­მო საქ­ცი­ელს კი­დევ უფრო მე­ტად მა­ტებს ბუნ­დო­ვა­ნე­ბას".

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

ჟვანიამ სად არ შეტენა და არაფერში ივარგა, ჟვანიას მერე კი თვითონვე შეეტენა მიშას "შნირად" და ჩაჯდა სახელმწიფო მინისტრის მოგონილ სავარძელში. არც არაფერი გაუკეთრებია და არც არავის ახსოვდა - თვითონ თუ გამოამჟღავნებდა დიდ სიყვარულს მიშას მიმართ. ახლაც ასეა - მეტი არც ფუნქციაა აქვს, არც როლი და არც ამბიცია მიშას "მოახლეს". ფუტლიარი იყო და დარჩა, არც ძმაკაცი ყავს, არც მეგობარი და ... კაცს წლების წინ 10 წლით უფროსი ცოლი გაექცა (ზუსტად გაექცა) იმდენად საცოდავია მენტალურად.

თამარი
1

ამან მე მგონი ბარონ მიუნჰაუზენსაც კი გადაასწრო! 😀

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია - თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს" - ბარამიძე

"პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია - თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს" - ბარამიძე

ამ ადამიანს არანაირი კანონი არ დაურღვევია - შეძლება უცნაურობა იყოს, მაგრამ უცნაურობის გამო გამოხტეს იუსტიციის მინისტრი და სკანდალი ატეხოს, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ქაღალდში გადაახვია და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“.

ბარამიძის თქმით, ოფიციალურად დადგენილი არაა, თუ რა ფურცელი გამოიტანა ექიმმა და იყო თუ არა ნამდვილად სააკაშვილისგან აღებული ნიმუში.

„გაუგებარია ის ისტერიკა, რაც ატეხა ამ სამარცხვინო ადამიანმა, იუსტიციის მინისტრმა. ადამიანს რაღაც ფურცელი ედო წინდაში. ეს რა კანონდარღვევაა, როდესაც მათ უპრობლემოდ შეეძლოთ გაეტანათ ნებისმიერი რამ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული? გამოვიდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანის რაღაც ჩადებული წინდაში, სამარცხვინოა. პროვოკაციაზე საუბრობს. რა არის აქ პროვოკაციული - რა კანონი დაარღვია ამ ადამიანმა და რა პროვოკაცია ჩაიდინა, ვისი პროვოცირების გამო გააკეთა? თვითონ ამბობენ, რაღაცის ნიმუშიაო - იქნებ არ არის? ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა, ვინმემ გამოიკვლია, რა ქაღალდი ედო და რისთვის? იქნებ, მისი პირადი ნივთია, იქნებ სხვა საკითხია, ვინმემ ეს გამოიძია? რომ გამოვარდები იუსტიციის მინისტრი და წინასწარ დასკვნებს აკეთებ, საზოგადოებას ელაპარაკები სისულელეს... ამ ადამიანს კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, რატომ დასჭირდა, თავად მას ჰკითხონ და უპასუხებს“,- განაცხადა ბარამიძემ.

რა პროვოკაციაზე საუბრობენ და სკანდალს ტეხენ. ჩვენს მეგობრებთან მიმართებით სჯობს იმაზე ილაპარაკონ, თვეების განმავლობაში პოლონელ, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებს რომ ეუბნებოდნენ, საქართველოში დროებითი სამუშაოს ნებართვა აეღოთ, გეგონება არაკვალიფიციური ადამიანები იყვნენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, თუ ექიმმა სააკაშვილთან დაკავშირებული რამ სამედიცინო დაწესებულებიდან ჩუმად გამოიტანა, ნიშნავს იმას, რომ მას „ხელისუფლების ნდობა არ აქვს“.

„მათ რაც უნდოდათ, გააკეთეს პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით - ნიმუშებიც აიღეს და როგორი ფორმითაც სურდათ, იმ ფორმით გამოიტანეს. თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, კიდევ უფრო საგანგაშოა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ხელისუფლების ნდობა არ აქვს და რაღაცის ფარულად გამოტანა გადაწყვიტა. იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც იმართება რუსი ოლიგარქის მიერ, ეს არის პუტინის რეჟიმის გაგრძელება და ე.ი. მის მიმართ ნდობა არ აქვთ - ეს არის დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოიტანო, თუ ვინმემ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული რაღაც ჩუმად გამოიტანა, როდესაც შეეძლოთ ოფიციალურად, ნებართვით გამოეტანათ“,- განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებისადმი ევროპარლამენტის მოწოდებას, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას, ბარამიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას „სააკაშვილის უკანონო პატიმრობისა და წამების შეწყვეტისკენ“ სწორედ ის ქვეყნები მოუწოდებენ, რომელთან გაერთიანებისკენაც საქართველო ისწრაფვის.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესები პირად შურისძიებას არ უნდა გადააყოლოს.

„თუ ვინმე ჰყავს ნამდვილი მეგობარი ჩვენს ერს და სახელმწიფოს, ეს არის უკრაინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომელსაც ევროპელი დეპუტატები წარმოადენენ. ჩვენ თუ მივისწრაფვით ამ ქვეყნებთან გაერთიანებისკენ, სწორედ ისინი გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც ადამიანი, არ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში იყოს, მითუმეტეს, ის არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი რომელმაც ომი გამოიარა რუსეთთან და დღემდე არის უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი. მას სჭირდება დახმარება, იგი სჭირდება უკრაინას და ანტიპუტინისტურ კოალიციას. ჩვენი მეგობრები მოუწოდებენ ამ რეჟიმს, რომ შეწყვიტოს პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და შეწყვიტოს მისი წამება, მოხდეს უცხოეთში მისი გადაყვანა. თუ ამ რეჟიმმა მეგობრის ფასი იცის და საქართველოს ინტერესები ოდნავ მაინც აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ, პირად შურისძიებას და კრემლის მითითებებს არ უნდა გადააყოლოს საქართველოს ეროვნული ინტერესები, თუ რაიმე საღი აზრი შერჩენიათ. ბოლომდე არ უნდა ჩაჰყვნენ წაგებისთვის განწირულ რუსულ იმპერიას“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას".