სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტბა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს კაცობრიობის მავნე ზემოქმედებას პლანეტაზე - "კროუფორდის ფსკერის ნალექი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი გეოლოგიური ეპოქის დაწყების ნიშნად"
ტბა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს კაცობრიობის მავნე ზემოქმედებას პლანეტაზე - "კროუფორდის ფსკერის ნალექი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი გეოლოგიური ეპოქის დაწყების ნიშნად"

კა­ნა­დის პრო­ვინ­ცია ონ­ტა­რი­ო­ში მდე­ბა­რე­ობს ტბა კრო­უ­ფორ­დი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის მიერ დე­და­მი­წის ეკო­ლო­გი­ა­სა და გე­ო­ლო­გი­ა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად მი­იჩ­ნე­ვა. მეც­ნი­ე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, გა­მო­ყონ უახ­ლე­სი გე­ო­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებს ასა­ხავს და კრო­უ­ფორ­დის ტბა ამი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია.

ტბის ქვე­და ფე­ნებ­ში და­ფიქ­სირ­და წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის ინ­ტენ­სი­უ­რი წვის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ნა­ლე­ქე­ბი და ბირ­თვუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი პლუ­ტო­ნუ­მიც კი.

"სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სწო­რედ კრო­უ­ფორ­დის ფსკე­რის ნა­ლე­ქი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ახა­ლი სა­ვა­რა­უ­დო გე­ო­ლო­გი­უ­რი ეპო­ქის, ან­თრო­პო­ცე­ნის და­წყე­ბის ნიშ­ნად (ჯერ კი­დევ ახა­ლი ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნის გავ­ლე­ნას პლა­ნე­ტა­ზე)", - ამ­ბო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

ამ ათწლე­ულ­ში იწყე­ბა ე.წ. დიდი აჩ­ქა­რე­ბა, რო­დე­საც პლა­ნე­ტა­ზე მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და მათი მო­თხოვ­ნე­ბი გა­ი­ზარ­და. ამ ნახ­ტომს თან ახ­ლდა მა­სა­ლე­ბის სიმ­რავ­ლე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, რო­გო­რი­ცაა ალუ­მი­ნი, ბე­ტო­ნი და პლასტმა­სი.

კრო­უ­ფორ­დის ფსკე­რის ნა­ლექ­ში მეც­ნი­ე­რებს შე­უძ­ლი­ათ თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ "აჩ­ქა­რე­ბის“ გავ­ლე­ნას.

ზა­ფხუ­ლის თბილ თვე­ებ­ში წყალმცე­ნა­რე­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა წყალ­ში აყა­ლი­ბებს მცი­რე ზო­მის კრის­ტა­ლებს, რომ­ლე­ბიც იძი­რე­ბი­ან ფსკერ­ზე და ქმნი­ან თეთრ ფე­ნას. ზამ­თარ­ში წყალმცე­ნა­რე­ე­ბი და ტბა­ში მცხოვ­რე­ბი სხვა ორ­გა­ნიზ­მე­ბი იღუ­პე­ბი­ან და მათი ორ­გა­ნუ­ლი ნაშ­თე­ბი შავ-ყა­ვის­ფერ მა­სას უერ­თდე­ბა.

ღია და მუქი ზო­ლე­ბის ამ მო­ნაც­ვლე­ო­ბა­ში აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა ის ცვლი­ლე­ბა, რა­საც ტბის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო გა­ნიც­დის.

"ამ ნა­წი­ლა­კე­ბის ზრდის მი­ზე­ზი ის არის, რომ ტბი­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით არის კა­ნა­დის უდი­დე­სი ინ­დუსტრი­უ­ლი ქა­ლა­ქი ჰა­მილ­ტო­ნი, სა­დაც მე-20 სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, ფო­ლა­დის ქარ­ხნე­ბი მუ­შა­ო­ბენ“, - გან­მარ­ტა­ვენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

კი­დევ ერთი საკ­ვან­ძო მარ­კე­რი არის პლუ­ტო­ნი­უ­მი.

კრო­უ­ფორ­დის ტბის ფსკე­რი­დან სი­ლის ნი­მუ­შე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში გაგ­ზავ­ნეს, რათა დად­გინ­დეს, რო­დის გა­მოჩ­ნდა რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბის კვა­ლი ქვე­და ფე­ნებ­ში და რა სიჩ­ქა­რით გა­ი­ზარ­და მათი კონ­ცენ­ტრა­ცია.

"ნა­ლე­ქებ­სა და ტბის სხვა ნი­მუ­შებ­ში პლუ­ტო­ნი­უ­მი და­ახ­ლო­ე­ბით 1945 წელს გა­მოჩ­ნდა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ტეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მას­თან. მაგ­რამ ის წერ­ტი­ლი, რის შემ­დე­გაც პლუ­ტო­ნი­უ­მის დაგ­რო­ვე­ბა გლო­ბა­ლუ­რი გახ­და, მა­ღა­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის თერ­მო­ბირ­თვუ­ლი ბომ­ბე­ბის გა­მოც­დის შემ­დეგ, 1962 წლი­დან დად­გა“, - გა­ნუ­ცხა­და BBC-ს მეც­ნი­ერ­მა, რო­მელ­მაც დას­ძი­ნა, რომ იზო­ტოპს, რო­მელ­საც ისი­ნი თვალს ადევ­ნე­ბენ, აქვს ნა­ხე­ვარ­გა­მო­ყო­ფის პე­რი­ო­დი 24 000 წელი, ასე რომ, ის ნა­ლექ­ში ხი­ლუ­ლი მი­ნი­მუმ 100 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ათას­წუ­ლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, შო­რე­უ­ლი მო­მავ­ლის გე­ო­ლო­გე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან დღე­ვან­დელ და­ნა­ლექ სა­ბა­დო­ებს, რათა გა­ი­გონ, რა გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და პლა­ნე­ტა დე­და­მი­წა­ზე მე-20 და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ებ­ში.

ახა­ლი ეპო­ქის აღი­ა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი კრო­უ­ფორ­დის ტბის შე­სა­ხებ თა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ფარ­თო გე­ო­ლო­გი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს წა­რუდ­გენს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტი­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

ავტორი:

ტბა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს კაცობრიობის მავნე ზემოქმედებას პლანეტაზე - "კროუფორდის ფსკერის ნალექი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი გეოლოგიური ეპოქის დაწყების ნიშნად"

ტბა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს კაცობრიობის მავნე ზემოქმედებას პლანეტაზე - "კროუფორდის ფსკერის ნალექი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი გეოლოგიური ეპოქის დაწყების ნიშნად"

კანადის პროვინცია ონტარიოში მდებარეობს ტბა კროუფორდი, რომელიც ადამიანის მიერ დედამიწის ეკოლოგიასა და გეოლოგიაზე ზემოქმედების საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა. მეცნიერები ცდილობენ, გამოყონ უახლესი გეოლოგიური პერიოდი, რომელიც ადამიანების მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს და კროუფორდის ტბა ამისი შესანიშნავი მაგალითია.

ტბის ქვედა ფენებში დაფიქსირდა წიაღისეული საწვავის ინტენსიური წვის შედეგად წარმოქმნილი ნალექები და ბირთვული გამოცდების შედეგად მიღებული პლუტონუმიც კი.

"სიმბოლურია, რომ სწორედ კროუფორდის ფსკერის ნალექი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი სავარაუდო გეოლოგიური ეპოქის, ანთროპოცენის დაწყების ნიშნად (ჯერ კიდევ ახალი ტერმინი, რომელიც გულისხმობს ადამიანის გავლენას პლანეტაზე)", - ამბობენ მეცნიერები.

ამ ათწლეულში იწყება ე.წ. დიდი აჩქარება, როდესაც პლანეტაზე მცხოვრებთა რაოდენობა და მათი მოთხოვნები გაიზარდა. ამ ნახტომს თან ახლდა მასალების სიმრავლე, რომელიც მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ გამოჩნდა, როგორიცაა ალუმინი, ბეტონი და პლასტმასი.

კროუფორდის ფსკერის ნალექში მეცნიერებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ "აჩქარების“ გავლენას.

ზაფხულის თბილ თვეებში წყალმცენარეების აქტივობა წყალში აყალიბებს მცირე ზომის კრისტალებს, რომლებიც იძირებიან ფსკერზე და ქმნიან თეთრ ფენას. ზამთარში წყალმცენარეები და ტბაში მცხოვრები სხვა ორგანიზმები იღუპებიან და მათი ორგანული ნაშთები შავ-ყავისფერ მასას უერთდება.

ღია და მუქი ზოლების ამ მონაცვლეობაში აისახება ყველა ის ცვლილება, რასაც ტბის ირგვლივ არსებული გარემო განიცდის.

"ამ ნაწილაკების ზრდის მიზეზი ის არის, რომ ტბიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით არის კანადის უდიდესი ინდუსტრიული ქალაქი ჰამილტონი, სადაც მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ფოლადის ქარხნები მუშაობენ“, - განმარტავენ მეცნიერები.

კიდევ ერთი საკვანძო მარკერი არის პლუტონიუმი.

კროუფორდის ტბის ფსკერიდან სილის ნიმუშები ბრიტანეთში გაგზავნეს, რათა დადგინდეს, როდის გამოჩნდა რადიოაქტიური ელემენტების კვალი ქვედა ფენებში და რა სიჩქარით გაიზარდა მათი კონცენტრაცია.

"ნალექებსა და ტბის სხვა ნიმუშებში პლუტონიუმი დაახლოებით 1945 წელს გამოჩნდა, რაც დაკავშირებულია ბირთვული იარაღის ტესტირების პროგრამასთან. მაგრამ ის წერტილი, რის შემდეგაც პლუტონიუმის დაგროვება გლობალური გახდა, მაღალი გამოსხივების თერმობირთვული ბომბების გამოცდის შემდეგ, 1962 წლიდან დადგა“, - განუცხადა BBC-ს მეცნიერმა, რომელმაც დასძინა, რომ იზოტოპს, რომელსაც ისინი თვალს ადევნებენ, აქვს ნახევარგამოყოფის პერიოდი 24 000 წელი, ასე რომ, ის ნალექში ხილული მინიმუმ 100 000 წლის განმავლობაში იქნება.

წარმოიდგინეთ, რომ ათასწულეულების შემდეგ, შორეული მომავლის გეოლოგები შეისწავლიან დღევანდელ დანალექ საბადოებს, რათა გაიგონ, რა გლობალური ცვლილებები განხორციელდა პლანეტა დედამიწაზე მე-20 და 21-ე საუკუნეებში.

ახალი ეპოქის აღიარების სპეციალური სამსახური კროუფორდის ტბის შესახებ თავის რეკომენდაციებს ფართო გეოლოგიურ საზოგადოებას მიმდინარე წლის ბოლოს წარუდგენს.

იხილეთ ასევე:

ავტირი: ეკა დარჩიაშვილი