პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, "ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა, არ ჰყოფნის თავმოყვარეობა" - ირაკლი კობახიძე
"ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, "ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა, არ ჰყოფნის თავმოყვარეობა" - ირაკლი კობახიძე

"მას {ნიკა მე­ლი­ას} რომ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ჰქონ­დეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ თვი­თონ გა­ვი­დო­და. ის პრაქ­ტი­კუ­ლად აღარც მო­ი­აზ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად, თუმ­ცა არ ჰყოფ­ნის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რომ და­ტო­ვოს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დაღ­მა მი­დის, რე­ი­ტინ­გი სულ უფრო მცირ­დე­ბა.

"მე­ლი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, მას რომ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ჰქონ­დეს, თვი­თონ გა­ვი­დო­და აქამ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“. ის პრაქ­ტი­კუ­ლად აღარც მო­ი­აზ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად, თუმ­ცა არ ჰყოფ­ნის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რომ და­ტო­ვოს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვილს, ის ხე­დავს, რომ ფული არის კე­ზე­რაშ­ვი­ლის მხა­რეს და ძლი­ე­რის მხა­რე და­ი­ჭი­რა ში­და­პარ­ტი­ულ კონფრონ­ტა­ცი­ა­ში. ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ის მი­ზე­ზი და სა­ფუძ­ვე­ლი. არა­ფე­რია სა­ინ­ტე­რე­სო, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დაღ­მა მი­დის, რე­ი­ტინ­გი სულ უფრო მცირ­დე­ბა და ეს არის მთა­ვა­რი. შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, რაც პარ­ტი­ის შიგ­ნით არის, ამის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­შა­ძის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტო­ბას, ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, რაც კი­დევ უფრო მე­ტად შე­ამ­ცი­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ი­ტინგს. თვი­თონ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­იტ­რალ­დეს პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში.

რაც მეტი შიდა კონფრონ­ტა­ცია ექ­ნე­ბათ, მით მე­ტად და­ა­ზი­ა­ნე­ბენ ამ პარ­ტი­ას, რაც ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია. ასე თუ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ეს იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა ტყებუჩავა
0

პოლიტიკოსებს ჩვენს ქვეყანაში არ აქვს თავმოყვარეობა...დანაპირების ასრულება არის თავმოყვარეობის ერთერთი საუკეთესო საკითხი 

ირაკლი
11

თავმოყვარეობა რომ გააჩნდეს შენს პარტიას შენ საერთოდ არ უნდა გალაპარაკებდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, "ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა, არ ჰყოფნის თავმოყვარეობა" - ირაკლი კობახიძე

"ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, "ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა, არ ჰყოფნის თავმოყვარეობა" - ირაკლი კობახიძე

"მას {ნიკა მელიას} რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, "ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება "ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა არ ჰყოფნის თავმოყვარეობა, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია", - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა“ დაღმა მიდის, რეიტინგი სულ უფრო მცირდება.

"მელიას რაც შეეხება, მას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა აქამდე "ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება "ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა არ ჰყოფნის თავმოყვარეობა, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და ძლიერის მხარე დაიჭირა შიდაპარტიულ კონფრონტაციაში. ეს არის სააკაშვილის პოზიციის მიზეზი და საფუძველი. არაფერია საინტერესო, "ნაციონალური მოძრაობა“ დაღმა მიდის, რეიტინგი სულ უფრო მცირდება და ეს არის მთავარი. შიდა დაპირისპირებები, რაც პარტიის შიგნით არის, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა.

რაც შეეხება ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას, ეს არაჩვეულებრივი ნაბიჯი იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს "ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს. თვითონ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვეხმარებიან, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში.

რაც მეტი შიდა კონფრონტაცია ექნებათ, მით მეტად დააზიანებენ ამ პარტიას, რაც ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან კარგია. ასე თუ გააგრძელებენ, ეს იდეალური იქნება“,- აღნიშნა კობახიძემ.