მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ამბავს "თანაგრძნობით აკვირდებიან" - რას წერს რუსული მედია
რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ამბავს "თანაგრძნობით აკვირდებიან" - რას წერს რუსული მედია

რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის თა­ნა­მო­საყ­დრის, მე­უ­ფე შიოს შე­საძ­ლო მო­წამ­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო სა­ეკ­ლე­სიო ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, დე­კა­ნოზ­მა იგორ ია­კიმ­ჩუკ­მა აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია "თა­ნაგ­რძნო­ბით ადევ­ნებს თვალს ვი­თა­რე­ბას".

ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია რუ­სულ სა­ა­გენ­ტო TASS-ზე.

"რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია თა­ნაგ­რძნო­ბით ადევ­ნებს თვალს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რე ეპის­კო­პო­სის შიოს შე­საძ­ლო მო­წამ­ვლას", - ამ­ბობს TASS-თან იგორ ია­კიმ­ჩუ­კი.

"ჩვენ გვაქვს მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც მე­დი­ა­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ვწუხ­ვართ, რა თქმა უნდა მას­ზე. ის მსა­ხუ­რობ­და მოს­კოვ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში, სწავ­ლობ­და წმინ­და ტი­ხო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", - ამ­ბობს მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

  • ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრეს, მე­უ­ფე შიოს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წამ­ლავ­დნენ, რის გა­მოც ის თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, დე­კა­ნოზ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე აცხა­დებ­და, რომ მას შემ­დეგ, რაც პატ­რი­არ­ქის თა­ნა­მო­საყ­დრის, მე­უ­ფე შიოს სა­ვა­რა­უ­დო მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა "სა­პატ­რი­არ­ქომ თავი შე­ი­კა­ვა, რად­გან გარ­კვე­უ­ლი ნი­უ­ან­სია გა­სარ­კვე­ვი“.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჯე­რად მე­უ­ფე შიოს კვლე­ვის შე­დე­გებს უცხო­ე­თი­დან ელო­დე­ბი­ან.

"ჩვენ ეს თემა არ გა­მოგ­ვი­ტა­ნია სა­ჯა­რო მსჯე­ლო­ბის სა­კი­თხად. არ გა­მოგ­ვი­ტა­ნია, არც ვა­პი­რებ­დით, იმი­ტომ, რომ ვა­პი­რებ­დით გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვით, რას­თან გვაქვს საქ­მე. შე­იძ­ლე­ბა ეს ყო­ფი­ლი­ყო სრუ­ლი­ად ყო­ფი­თი საქ­მე, ამ პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვით, რად­გა­ნაც მოხ­და ამი­სი გახ­მა­უ­რე­ბა, შემ­დეგ უკვე შე­კი­თხვებს გა­ვე­ცით პა­სუ­ხი. ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც სის­ხლში აღ­მოჩ­ნდა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ ადა­მი­ა­ნის მო­სა­წამ­ლად. უცხო­ე­თი­დან ვე­ლო­დე­ბით კვლე­ვის შე­დე­გებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა დაგ­ვი­კავ­შირ­და, თავი შე­ვი­კა­ვეთ, იმი­ტომ, რომ რა­ღაც ნი­უ­ან­სე­ბი გვაქვს გა­სარ­კვე­ვი, მა­გა­ლი­თად, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა. ჩვენ რა­საც ვფიქ­რობთ, იმას ვსა­უბ­რობთ ხმა­მაღ­ლა. მე­უ­ფე შიოს ჯან­მრთე­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რია, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი, არ აქვს შე­ზღუდ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

მე­უ­ფე შიოს შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოროსანი მოსწავლე
20

ილოცეთ და მორჩებით !!!! ,,,,,რა ვიცი ყველას ეგრე მოძღვრავთ და თან თქვენ ხომ მარტო საკუთარი თავისთვის ლოცულობთ!!!

სენაკელი
4

აქეთ კი გამოიშვირეს ხელი ,მაგრამ წლების წინ როგორ მოვიდა მათი პატრიარქი?

ავტორი:

რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ამბავს "თანაგრძნობით აკვირდებიან" - რას წერს რუსული მედია

რუსეთის საპატრიარქოში ამბობენ, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ამბავს "თანაგრძნობით აკვირდებიან" - რას წერს რუსული მედია

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას ეხმაურება. როგორც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა აღნიშნა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "თანაგრძნობით ადევნებს თვალს ვითარებას".

ინფორმაცია გამოქვეყნებულია რუსულ სააგენტო TASS-ზე.

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანაგრძნობით ადევნებს თვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორე ეპისკოპოსის შიოს შესაძლო მოწამვლას", - ამბობს TASS-თან იგორ იაკიმჩუკი.

"ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მედიაში იყო გავრცელებული. ვწუხვართ, რა თქმა უნდა მასზე. ის მსახურობდა მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში", - ამბობს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი.

  • ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ, რის გამოც ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა "საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“.

როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდან ელოდებიან.

"ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.