პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ოპტიმიზმიც კი არ მაძლევს მიზეზს, მჯეროდეს, რომ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ" - ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე
"ჩემი ოპტიმიზმიც კი არ მაძლევს მიზეზს, მჯეროდეს, რომ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ" - ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

მინ­და მჯე­რო­დეს, რომ თქვენ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ მომ­ცემს სა­შუ­ა­ლებს, ვირ­წმუ­ნო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ღირს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის და­სა­ცა­ვად ბრძო­ლა, - ამ სი­ტყვე­ბით ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, "გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ დი­რექ­ტორ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ მისი საქ­მის მო­სა­მარ­თლეს, ლაშა კლდი­აშ­ვილს მი­მარ­თა.

ბრალ­დე­ბულ­მა სა­ბო­ლოო სი­ტყვა­ში, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ვრცე­ლი იყო, მის და და­ნარ­ჩე­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას "შე­თი­თხნი­ლი“ არა­ერ­თხელ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ულე­ვი სი­ყალ­ბე ბე­ჯი­თად მო­აგ­რო­ვა“.

"ვიცი, ბევ­რს ამ სი­ტყვებ­ზე მწა­რედ ეღი­მე­ბა, მაგ­რამ მო­მე­ცით ნება, ამის მჯე­რო­დეს. ერთხელ უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ ოპ­ტი­მის­ტი ვარ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ოპ­ტი­მიზ­მიც კი არ მაძ­ლევს იმის მი­ზეზს, ოც­ნე­ბის კოშ­კე­ბი ავა­გო და მჯე­რო­დეს, რომ თქვენ გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანთ. ერ­თა­დერ­თს, რა­საც გთხოვთ, ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეთ, რომ მო­მა­ვალ­ში, როცა დად­გე­ბა დღე, იმ პა­წა­წუ­ნა ჩან­თის პატ­რო­ნი, რო­მე­ლიც სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟეტ­ში ხელ­ში გე­კა­ვათ, კი­თხვას და­გის­ვამთ იმის შე­სა­ხებ, ცხოვ­რე­ბა­ში ოდეს­მე თუ მი­გი­ღი­ათ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თქვენს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, შეგ­ძლე­ბო­დეთ სი­ა­მა­ყით გან­გე­ცხა­დე­ბი­ნათ, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­ო­ცა­რი წნე­ხი­სა, ასე­თი რამ არ ჩა­გი­დე­ნი­ათ“, - გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

მის გარ­და სა­ბო­ლოო სი­ტყვე­ბით ისარ­გებ­ლეს და­ნარ­ჩენ­მა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მაც.

მო­სა­მარ­თლე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად სა­თათ­ბი­როდ, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის შემ­დეგ გავა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე 2 ეპი­ზო­დად მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდს 9 ბრალ­დე­ბუ­ლი ჰყავს, მათ შო­რის არის "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის დი­რექ­ტო­რი, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე, ასე­ვე, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი. ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან - დევი კა­ხო­ი­ძე, ნუგ­ზარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი, და­ვით თუ­შიშ­ვი­ლი, ვა­ლე­რი და გი­ორ­გი გო­ბე­ჯიშ­ვი­ლე­ბი, ლაშა ჭი­ღი­ტაშ­ვი­ლი და ბექა მურ­ღვლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მო­ზარ­დი - ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძე კი და­შავ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ნა­წილს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ. კერ­ძოდ, კი, "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის დი­რექ­ტორს, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს უხა­რის­ხო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ორი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 251-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლი), ასე­ვე ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტი). "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის თა­ნამ­შრო­მელს დევი კა­ხო­ი­ძეს - ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 25,362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტი) და "მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს დი­რექ­ტორს ნუგ­ზარ ქი­ტი­აშ­ვილ­სა და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ექ­სპერტს და­ვით თუ­შიშ­ვილს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია (სსკ-ის 362-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტი). ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნელს - 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (გულ­გრი­ლო­ბა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია); "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ორ ხე­ლო­სანს - 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (სა­მუ­შაო წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

მანდ კალაძე უნდა იჯდეს პირველ რიგში! არა უშავს, მაგის დროც მოდის...

მარკი
0

ფურცხვანაძე გნიდაა მაგრამ ყველაფერი კალაძიდან იწყება.ისაა თავი და თავი.

ავტორი:

"ჩემი ოპტიმიზმიც კი არ მაძლევს მიზეზს, მჯეროდეს, რომ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ" - ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

"ჩემი ოპტიმიზმიც კი არ მაძლევს მიზეზს, მჯეროდეს, რომ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ" - ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც კიდევ ერთხელ მომცემს საშუალებს, ვირწმუნო, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ღირს საკუთარი სიმართლის დასაცავად ბრძოლა, - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, "გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ მისი საქმის მოსამართლეს, ლაშა კლდიაშვილს მიმართა.

ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო, მის და დანარჩენი დაკავებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებას "შეთითხნილი“ არაერთხელ უწოდა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ "ულევი სიყალბე ბეჯითად მოაგროვა“.

"ვიცი, ბევრს ამ სიტყვებზე მწარედ ეღიმება, მაგრამ მომეცით ნება, ამის მჯეროდეს. ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ოპტიმიზმიც კი არ მაძლევს იმის მიზეზს, ოცნების კოშკები ავაგო და მჯეროდეს, რომ თქვენ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ. ერთადერთს, რასაც გთხოვთ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მომავალში, როცა დადგება დღე, იმ პაწაწუნა ჩანთის პატრონი, რომელიც სატელევიზიო სიუჟეტში ხელში გეკავათ, კითხვას დაგისვამთ იმის შესახებ, ცხოვრებაში ოდესმე თუ მიგიღიათ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს და სამართლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, შეგძლებოდეთ სიამაყით განგეცხადებინათ, რომ მიუხედავად საოცარი წნეხისა, ასეთი რამ არ ჩაგიდენიათ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

მის გარდა საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს დანარჩენმა ბრალდებულებმაც.

მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ, სავარაუდოდ, დღევანდელი სხდომის შემდეგ გავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე 2 ეპიზოდად მიმდინარეობს. აღნიშნულ ეპიზოდს 9 ბრალდებული ჰყავს, მათ შორის არის "გრინსერვისი+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. ასევე, ბრალდებულები არიან - დევი კახოიძე, ნუგზარ ქიტიაშვილი, დავით თუშიშვილი, ვალერი და გიორგი გობეჯიშვილები, ლაშა ჭიღიტაშვილი და ბექა მურღვლიანი.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტი). "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). ბრალდება წარდგენილი აქვს "ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.