სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გონიოს დაძირული კუნძული: რას ამბობს არქეოლოგი წყალქვეშა კვლევების შესახებ - "ეჭვგარეშეა, რომ იგი ათვისებული იყო ხმელეთზე მცხოვრებთა მიერ"
გონიოს დაძირული კუნძული: რას ამბობს არქეოლოგი წყალქვეშა კვლევების შესახებ - "ეჭვგარეშეა, რომ იგი ათვისებული იყო ხმელეთზე მცხოვრებთა მიერ"

"ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­მო­ჩე­ნას წარ­მო­ად­გენს გო­ნი­ოს (ის­ტო­რი­უ­ლი აფ­სა­რო­სი) სი­ახ­ლო­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5-2,0 კმ-ში წყალ­ქვე­შა კუნ­ძუ­ლის და­დას­ტუ­რე­ბა" - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი, არ­ქე­ო­ლო­გი ნიკა თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლი. იგი გო­ნი­ოს და­ძი­რულ კუნ­ძულ­ზე გვაწ­ვდის ცნო­ბებს:

- არც ზღვის­პი­რა ზოლი, არც ტბე­ბი და მდი­ნა­რე­თა ხე­ო­ბე­ბი სტა­ბი­ლუ­რი არ არის, ხში­რად ხდე­ბო­და და ახ­ლაც ხდე­ბა მათი ცვლი­ლე­ბა (გაქ­რო­ბაც კი) და გა­და­ად­გი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უზარ­მა­ზა­რი ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბა წყლე­ბის (ზღვა, ტბე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, ძვე­ლი კა­ლა­პო­ტე­ბი და სხვ.) ქვეშ და სა­ნა­პი­რო ზო­ნებ­ში. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია შავი ზღვა - და­ძი­რუ­ლი და წყალ­ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ძეგ­ლე­ბი თუ არ­ტე­ფაქ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად არის შე­მო­ნა­ხუ­ლი (ბუ­ნებ­რი­ვად და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი) წყლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გო­გირ­დის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის გამო. ეს ფაქ­ტო­რი ზრდის შავი ზღვის ფსკერ­ზე არ­სე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი, პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­უ­რი და სხვ. მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა ალ­ბა­თო­ბას... ზო­გა­დად, პლე­ის­ტო­ცე­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი (გე­ო­ლო­გი­უ­რი ეპო­ქა 2,6 მლნ. წ-12/10 000 წწ-მდე) დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი შავი ზღვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ფსკე­რის გე­ო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თის უკე­თეს­მა ცოდ­ნამ შე­საძ­ლოა ბევ­რი ისე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ში შე­ი­ტა­ნოს გარ­კვე­უ­ლი სი­ნათ­ლე, რომ­ლებ­ზეც აქ სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლურ სტა­ტი­ებ­ში მო­ძი­ე­ბა.

ბა­თუ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი წყალ­ქვეშ აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი

- რო­გო­რია წყალ­ქვე­შა კვლე­ვე­ბის მოკ­ლე ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში წყალ­ქვე­შა კვლე­ვე­ბის ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში. პირ­ველ რიგ­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ჰიდ­რო­არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძი­ე­ბა­ნი სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე 1959 წელს, რის შე­დე­გა­დაც მო­პო­ვე­ბუ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა ძვე­ლი დი­ოს­კუ­რი­ის ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლი­სათ­ვის 2012 წელს, აკად. ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ვარ­შა­ვის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ერ­თობ­ლივ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ, ვახ­ტანგ ლი­ჩე­ლი­სა და რა­დოს­ლავ შჩი­პი­ორსკის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და აჭა­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ჩაყ­ვინ­თვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცი­ხის­ძი­რის აკ­რო­პო­ლის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში. მყვინ­თა­ვე­ბის მო­ნა­ყო­ლის თა­ნახ­მად, შე­მოდ­გო­მი­სას, ამ ზოლ­ში ჩაყ­ვინ­თვის დროს, კარ­გად მო­ჩანს თვით შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­თა კონ­ტუ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, აქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის და­წყე­ბის წინ, ხში­რად პო­უ­ლობს დიდი ღელ­ვე­ბის დროს სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყულ მო­ნე­ტებს (ინა­იშ­ვი­ლი, 1993; ა.კა­ხი­ძე, მ.ხალ­ვა­ში, 2022).; მე­ბა­დუ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ეპო­ქის უამ­რავ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლას იღე­ბენ ზღვის ფსკე­რი­დან, მისი სხვა­დას­ხვა სიღ­რმი­დან (120 მ-ის სიღ­რმი­და­ნაც კი). წყალ­ქვე­შა არ­ქე­ო­ლო­გი­ის ნაშ­თე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია ზღვის სა­ნა­პი­რო­დან 10 კმ-ის მო­შო­რე­ბით, ზღვის ზე­და­პი­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 119 მ სიღ­რმე­ში.

ბა­თუ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს ამი­რან კა­ხი­ძე­სა და მის კო­ლე­გებს ორგზის მი­ე­ცათ სე­ი­ნე­რით და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ ეს ად­გი­ლე­ბი. რი­ზე­ლი მე­თევ­ზის დაკ­ვირ­ვე­ბით, ჩა­ძი­რუ­ლი გე­მე­ბის ნაშ­თე­ბი სამ ჯგუ­ფა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ეს კარ­გად იკ­ვე­თე­ბა სე­ი­ნე­რის ტე­ლე­ეკ­რან­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, დღე­ი­სათ­ვის ამ სიღ­რმე­ზე აკ­ვა­ლან­გით რა­ი­მე სა­ხის სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი სა­ხის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ფსკე­რის სკა­ნი­რე­ბის შემ­დეგ, დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ბა­ტის­კა­ფის გა­მო­ყე­ნე­ბით. (ა.კა­ხი­ძე, მ.ხალ­ვა­ში, 2022).

ბა­თუ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი - წყალ­ქვეშ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გე­მის კიჩო

ამ ბოლო წლებ­ში აჭა­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მის ფონ­დე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ივ­სო წყალ­ქვე­შა არ­ქე­ო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­თი მო­ნა­პოვ­რე­ბი­თაც - ზღვის დო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და სხვა პრო­ცე­სე­ბის გა­მოა, 2019 წლამ­დე, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, წყალ­ქვე­შა აღ­მო­ჩე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია დაგ­როვ­და, მათ შო­რის ჩვენ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო აღ­მო­ჩე­ნა გო­ნი­ო­დან ორი­ო­დე კმ-ის მო­შო­რე­ბით, კერ­ძოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 მ სიღ­რმე­ზე აღ­მოჩ­ნდა დოქი, კრა­მი­ტის ნა­ტე­ხი და სხვა­დას­ხვა სა­ხის კე­რა­მი­კა... გაგ­ვიჩ­ნდა დიდი ინ­ტე­რე­სი გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა ფსკე­რი, მით უფრო, რომ ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს გა­აჩ­ნია თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ე­რო გემი, კა­ტე­რე­ბი და სა­ზღვაო კვლე­ვე­ბის ბაზა.

2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში შავ ზღვა­ზე ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის „პა­ლე­ო­გა­რე­მოს რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ცენ­ტრმა ილი­ა­უ­ნის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კვლე­ვი­თი საგ­რან­ტო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა წი­ნას­წა­რი, დაზ­ვერ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

- გაგ­ვა­ცა­ნით ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ 2019 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი...

- სხვა მრა­ვალ სი­ახ­ლეს­თან ერ­თად ერ­თად, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან აღ­მო­ჩე­ნას წარ­მო­ად­გენს გო­ნი­ოს (ის­ტო­რი­უ­ლი აფ­სა­რო­სი) სი­ახ­ლო­ვეს, და­ახ­ლო­ე­ბით 1,5-2,0 კმ-ში წყალ­ქვე­შა კუნ­ძუ­ლის და­დას­ტუ­რე­ბა.

კუნ­ძუ­ლის ზე­და­პი­რი დღე­ი­სათ­ვის ზღვის დო­ნი­დან 7მ-ის სიღ­რმე­ზეა. მისი ფარ­თო­ბი 900 მ X 800 მ-ია (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ წინა წლებ­ში, მყვინ­თა­ვის მიერ სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან იქნა ამო­ტა­ნი­ლი ამ­ფო­რა). კუნ­ძუ­ლის გვერ­დით, მასა და სოფ. გო­ნი­ოს შო­რის, და­ახ­ლო­ე­ბით 45 მ-ის სიღ­რმე­ზე, რო­გორც ჩანს, მდ. ჭო­რო­ხის მიერ, თა­ვის დროს (?) შექ­მნი­ლია მძლავ­რი კა­ნი­ო­ნი, რო­მელ­მაც კუნ­ძუ­ლი გა­მო­ყო, გა­მო­ა­ცალ­კე­ვა ხმე­ლე­თი­სა­გან.

სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი სქე­მა და ფლუქ­ტუ­ა­ცი­ე­ბი ეხ­მი­ა­ნე­ბა ჩვენს ვა­რა­უდს იმის შე­სა­ხებ, რომ დღე­ვან­დე­ლი ჩა­ძი­რუ­ლი კუნ­ძუ­ლი ადრე წარ­მო­ად­გენ­და ხმე­ლე­თის ნა­წილს, რო­მე­ლიც მდ.ჭო­რო­ხის მიერ იქნა გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ე.წ. მა­ტე­რი­კის­გან. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც შავი ზღვის ფლუქ­ტუ­ა­ცი­ე­ბის ის სქე­მა, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი უდევს სა­ფუძ­ვლად.

სქე­მა გვიჩ­ვე­ნებს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 3500-1000 წლის წი­ნან­დელ ეპო­ქა­ში გო­ნი­ოს დღე­ვან­დე­ლი კუნ­ძუ­ლი, იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მისი ზე­და­პი­რის ნა­წი­ლი ზღვის წყლი­სა და ტალ­ღე­ბის მიერ მუდ­მი­ვად ირე­ცხე­ბა, ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 - 2მ -ით მა­ინც მა­ღა­ლი იყო. ხოლო 8500 წლის წინ ვიდ­რე, და­ახ­ლო­ე­ბით 3500 წლამ­დე, იგი ზღვის დო­ნი­დან 11-14 მ-ით მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობ­და. ეჭვგა­რე­შეა, რომ იგი ათ­ვი­სე­ბუ­ლი და რა­ი­მე სა­ხით მა­ინც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ხმე­ლეთ­ზე მცხოვ­რებ­თა მიერ.

კუნ­ძუ­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ იქნა ძვე­ლი ევ­რო­პუ­ლი რუ­კე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ტა­ნი­ლია კუნ­ძუ­ლი და კუნ­ძუ­ლე­ბი. აგ­რეთ­ვე, ერთ-ერთ მათ­გან­ზე კუნ­ძუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხელ­წო­დე­ბით -Tombeau d'Absyrte”/„აფ­სირ­ტეს (მი­თო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, აი­ე­ტის ვა­ჟიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­ე­დევ­ნა მე­დე­ას, მაგ­რამ ია­სონ­მა ბრძო­ლა­ში მოკ­ლა) საფ­ლა­ვი (რუკა-2). ერთ-ერთ რუ­კა­ზე ტო­პო­ნიმ „აფ­სირ­ტეს­თან“ ერ­თად ნახ­სე­ნე­ბია ნახ­სე­ნე­ბია ტო­პო­ნი­მი „კირ­კე“, იგი­ვე, ცირ­ცე, ჰე­ლი­ო­სის ასუ­ლი, აი­ე­ტის, კუნ­ძულ აია­ზე მცხოვ­რე­ბი გრძნე­უ­ლი, მე­დე­ას მა­მი­და, რო­მელ­მაც მე­დეა და ია­ზო­ნი აფ­სირ­ტეს მკვლე­ლო­ბის­გან გან­წმინ­და (რუკა-2).

აფ­სირ­ტეს საფ­ლა­ვი

ზღვა­ოს­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში...

ცნო­ბი­ლია, რომ დაგ­რო­ვი­ლია საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა პრე­ის­ტო­რი­ულ და ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ოს­ნო­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ... თე­მა­ტი­კის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­გახ­სე­ნებთ ძველ ის­ტო­რი­კოს­თა, მოგ­ზა­ურ­თა მო­საზ­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ სა­მუ­შაო ვერ­სი­ას ამ­ყა­რებს. კერ­ძოდ, შარ­დე­ნის თხზუ­ლე­ბა­ში „მოგ­ზა­უ­რო­ბა სპარ­სეთ­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნებ­ში“ იგი აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­ხუ­ცი თურ­ქი კა­პიტ­ნე­ბი­სა­გან სმე­ნია, შავ ზღვა­ზე ათას ხუ­თა­სი გე­მია და ყო­ველ­წლი­უ­რად ასი გემი იღუ­პე­ბაო. ამას ადას­ტუ­რებს ზღვის სა­ნა­პი­რო­დან 10 კმ-ის მო­შო­რე­ბით, ზღვის ზე­და­პი­რი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 119 მ სირღმე­ში, სე­ი­ნე­რის ტე­ლე­ეკ­რან­ზე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი ჩა­ძი­რუ­ლი გე­მე­ბის ნაშ­თე­ბი.

აგ­რეთ­ვე, ის არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გე­მე­ბის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­სა და დე­ტა­ლებს წარ­მო­ად­გენს(ა. კა­ხი­ძე, მ. ხალ­ვა­ში, 2022)... კუნ­ძუ­ლე­ბი კოლ­ხე­თის სა­ნა­პი­რო ზო­ლის გას­წვრივ. ჩვენ­თვის მე­ტად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ავ­ტო­რე­ბის ცნო­ბე­ბი შავი ზღვის კოლ­ხე­თის სა­ნა­პი­როს გას­წვრივ კუნ­ძუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოგ­ზა­ურ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შავი ზღვის სა­ნაპ­რო ზო­ლის შე­სა­ხებ. პრო­კო­პი კე­სა­რი­ე­ლი, ისე­ვე რო­გორც სხვა გე­ოგ­რა­ფო­სე­ბი, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ „ყვე­ლა გემი მდ. ფა­ზი­სის წყლით მა­რაგ­დე­ბაო. ამ მდი­ნა­რის შე­სარ­თავ­თან მრა­ვა­ლი პა­ტა­რა, მე­ტად ლა­მა­ზი ტყით და­ფა­რუ­ლი კუნ­ძუ­ლია, რაც ხელს უშ­ლის დიდი გე­მე­ბის ნა­ოს­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან შე­სარ­თა­ვი­დან სამი ან ოთხი მი­ლის და­ცი­ლე­ბით გა­ჩერ­დნენ“.

სტრა­ბო­ნის ცნო­ბით, კოლ­ხი­დის სა­ნა­პი­როს გას­წვრივ კუნ­ძუ­ლე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც იმით იყო ცნო­ბი­ლი, რომ თით­ქოს აქ მოკ­ლა მე­დე­ამ თა­ვი­სი ძმა – «მთე­ლი სა­ნა­პი­როს გას­წვრივ არის აფ­სირ­ტი­დის კუნ­ძუ­ლე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მე­დე­ამ მოჰ­კლა თა­ვი­სი ძმა აფ­სირ­ტე, რო­მე­ლიც და­ე­დევ­ნა მე­დე­ას» (სტრაბ. VII, 5, 5)... სტრა­ბო­ნის მიერ ნახ­სე­ნე­ბი კუნ­ძუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს შარ­დე­ნი. კერ­ძოდ, იგი წერს, რომ გულ­მოდ­გი­ნედ ეძე­ბა, მაგ­რამ ვერ­სად მი­აკ­ვლია აღ­ნიშ­ნულ კუნ­ძუ­ლებს. ჩვე­ნი დას­კვნა მარ­ტი­ვია - შარ­დე­ნის დროს, მე-17 ს-ში ეს კუ­ძულ(ებ)ი უკვე კარ­გა ხნის წინ იყო და­ძი­რუ­ლი ზღვის ფლუქ­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სა და სხვა გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად... ბუ­ნებ­რი­ვია, გაგ­ვიჩ­ნდა კი­თხვა, ხომ არ წარ­მო­ად­გენს ჩვენ მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი და­ძი­რუ­ლი კუნ­ძუ­ლი ზე­მოთ ნახ­სე­ნებ კუნ­ძულ­თა­გან რო­მე­ლი­მეს.

კუნ­ძუ­ლის აღ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა. კუნ­ძულ(ებ)ის სა­ხით ხმე­ლე­თის უფრო დიდი ფარ­თო­ბი, ვიდ­რე აქამ­დე იყო ცნო­ბი­ლი, ეს ნიშ­ნავ­და:

1. უფრო ახლო კონ­ტაქტს ანა­ტო­ლი­ას­თან და ევ­რო­პას­თან;

2. ხე-ტყის მეტ რე­სურსს, რაც შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გემთმშე­ნებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბას­თან;

3. მეტ მყარ ვა­რა­უდს ჩვენს ზღვის­პი­რეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ფე­ხურ­ზე არ­სე­ბუ­ლი ზღვა­ოს­ნო­ბის შე­სა­ხებ;

4. მეტ სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ას, ანუ მე­ტად ინ­ტენ­სი­ურ მი­მოს­ვლას აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ო­ნებ­თან და კონ­ტი­ნენ­ტებ­თან;

5. მიგ­რა­ცი­ე­ბის თუ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის, გზე­ბის, გე­ნე­ტი­კუ­რი მსგავ­სე­ბე­ბის ახ­სნის ახალ ხედ­ვებს თუ სა­მუ­შაო ვერ­სი­ებს;

6. არ­გო­ნავ­ტი­კის, მე­დე­ა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თე­ბი­სა და ლე­გენ­დე­ბის გა­ცო­ცხლე­ბის­კენ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს.

ჩვენ მიერ გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხე­ბი აძ­ლი­ე­რებს იმ არ­გუ­მენ­ტებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წყალ­ქვე­შა და სა­ზღვაო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის და­ფუძ­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი და გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მეა. ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბიც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მზად არი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. შე­დე­გად კი: გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­ზღვაო და წყალ­ქვე­შა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში; და­ი­წყე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ნა­ოს­ნო­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ;სა­ქარ­თვე­ლო წარ­მოჩ­ნდე­ბა რო­გორც მდი­და­რი ნა­ოს­ნო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე სა­ზღვაო ქვე­ყა­ნა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერი
2

საინტერესო სტატიაა.წარმატებებს ვუსურვებ ჩემ ქვეყანას.

 

Qeto
39

ბორიას არ გააგებინოთ, თორემ ააფეთქებს და გადახნავს იქაურობას განძის ძიებაში....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გონიოს დაძირული კუნძული: რას ამბობს არქეოლოგი წყალქვეშა კვლევების შესახებ - "ეჭვგარეშეა, რომ იგი ათვისებული იყო ხმელეთზე მცხოვრებთა მიერ"

გონიოს დაძირული კუნძული: რას ამბობს არქეოლოგი წყალქვეშა კვლევების შესახებ - "ეჭვგარეშეა, რომ იგი ათვისებული იყო ხმელეთზე მცხოვრებთა მიერ"

"ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს გონიოს (ისტორიული აფსაროსი) სიახლოვეს, დაახლოებით 1,5-2,0 კმ-ში წყალქვეშა კუნძულის დადასტურება" - ამბობს პროფესორი, არქეოლოგი ნიკა თუშაბრამიშვილი. იგი გონიოს დაძირულ კუნძულზე გვაწვდის ცნობებს:

- არც ზღვისპირა ზოლი, არც ტბები და მდინარეთა ხეობები სტაბილური არ არის, ხშირად ხდებოდა და ახლაც ხდება მათი ცვლილება (გაქრობაც კი) და გადაადგილება. შესაბამისად, უზარმაზარი ინფორმაცია ინახება წყლების (ზღვა, ტბები, მდინარეები, ძველი კალაპოტები და სხვ.) ქვეშ და სანაპირო ზონებში. ამ მხრივ გამორჩეულია შავი ზღვა - დაძირული და წყალქვეშ არსებული ძეგლები თუ არტეფაქტები განსაკუთრებით კარგად არის შემონახული (ბუნებრივად დაკონსერვებული) წყლის შემადგენლობაში გოგირდის მაღალი შემცველობის გამო. ეს ფაქტორი ზრდის შავი ზღვის ფსკერზე არსებული არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური და სხვ. მასალის მოძიების შესაძლებლობათა ალბათობას... ზოგადად, პლეისტოცენიდან მოყოლებული (გეოლოგიური ეპოქა 2,6 მლნ. წ-12/10 000 წწ-მდე) დღემდე არსებული შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიის ფსკერის გეომორფოლოგიური სურათის უკეთესმა ცოდნამ შესაძლოა ბევრი ისეთი უმნიშვნელოვანეს საკითხებში შეიტანოს გარკვეული სინათლე, რომლებზეც აქ საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ შესაძლებელი იქნება სპეციალურ სტატიებში მოძიება.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი წყალქვეშ აღმოჩენილი არტეფაქტები

- როგორია წყალქვეშა კვლევების მოკლე ისტორია საქართველოში?

- საქართველოში წყალქვეშა კვლევების ინტერესი გაჩნდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში. პირველ რიგში აღსანიშნავია ჰიდროარქეოლოგიური ძიებანი სოხუმის სანაპიროზე 1959 წელს, რის შედეგადაც მოპოვებულია საინტერესო მასალა ძველი დიოსკურიის ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის 2012 წელს, აკად. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის არქეოლოგიური ინსტიტუტის ერთობლივმა ექსპედიციამ, ვახტანგ ლიჩელისა და რადოსლავ შჩიპიორსკის ხელმძღვანელობითა და აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის მონაწილეობით, რამდენიმედღიანი ჩაყვინთვები განახორციელა ციხისძირის აკროპოლის სანაპირო ზოლში. მყვინთავების მონაყოლის თანახმად, შემოდგომისას, ამ ზოლში ჩაყვინთვის დროს, კარგად მოჩანს თვით შენობა-ნაგებობათა კონტურები. გარდა ამისა, აქაური მოსახლეობა, ექსპედიციების დაწყების წინ, ხშირად პოულობს დიდი ღელვების დროს სანაპიროზე გამორიყულ მონეტებს (ინაიშვილი, 1993; ა.კახიძე, მ.ხალვაში, 2022).; მებადურები სხვადასხვა ეპოქის უამრავ არქეოლოგიურ მასალას იღებენ ზღვის ფსკერიდან, მისი სხვადასხვა სიღრმიდან (120 მ-ის სიღრმიდანაც კი). წყალქვეშა არქეოლოგიის ნაშთები განლაგებულია ზღვის სანაპიროდან 10 კმ-ის მოშორებით, ზღვის ზედაპირიდან დაახლოებით 119 მ სიღრმეში.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს ამირან კახიძესა და მის კოლეგებს ორგზის მიეცათ სეინერით დაეთვალიერებინათ ეს ადგილები. რიზელი მეთევზის დაკვირვებით, ჩაძირული გემების ნაშთები სამ ჯგუფადაა განლაგებული. ეს კარგად იკვეთება სეინერის ტელეეკრანზე. ბუნებრივია, დღეისათვის ამ სიღრმეზე აკვალანგით რაიმე სახის სამუშაოს წარმოება შეუძლებელია ასეთი სახის სამუშაოების განხორციელება ფსკერის სკანირების შემდეგ, დღევანდელი მოცემულობით, შესაძლებელია მხოლოდ ბატისკაფის გამოყენებით. (ა.კახიძე, მ.ხალვაში, 2022).

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი - წყალქვეშ აღმოჩენილი გემის კიჩო

ამ ბოლო წლებში აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ფონდები მნიშვნელოვნად შეივსო წყალქვეშა არქეოლოგიასთან დაკავშირებული შემთხვევითი მონაპოვრებითაც - ზღვის დონის ცვლილებებისა და სხვა პროცესების გამოა, 2019 წლამდე, ჩვენი პროექტის განხორციელებამდე, წყალქვეშა აღმოჩენებთან დაკავშირებული კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდა, მათ შორის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო იყო აღმოჩენა გონიოდან ორიოდე კმ-ის მოშორებით, კერძოდ, დაახლოებით 7-8 მ სიღრმეზე აღმოჩნდა დოქი, კრამიტის ნატეხი და სხვადასხვა სახის კერამიკა... გაგვიჩნდა დიდი ინტერესი გადაგვემოწმებინა ფსკერი, მით უფრო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია თავისი სამეცნიერო გემი, კატერები და საზღვაო კვლევების ბაზა.

2019 წლის ოქტომბერში შავ ზღვაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა ილიაუნის ინსტიტუციური განვითარების კვლევითი საგრანტო პროგრამის ფარგლებში განახორციელა წინასწარი, დაზვერვითი სამუშაოები.

- გაგვაცანით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევების შედეგები...

- სხვა მრავალ სიახლესთან ერთად ერთად, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს გონიოს (ისტორიული აფსაროსი) სიახლოვეს, დაახლოებით 1,5-2,0 კმ-ში წყალქვეშა კუნძულის დადასტურება.

კუნძულის ზედაპირი დღეისათვის ზღვის დონიდან 7მ-ის სიღრმეზეა. მისი ფართობი 900 მ X 800 მ-ია (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა წლებში, მყვინთავის მიერ სწორედ ამ ტერიტორიიდან იქნა ამოტანილი ამფორა). კუნძულის გვერდით, მასა და სოფ. გონიოს შორის, დაახლოებით 45 მ-ის სიღრმეზე, როგორც ჩანს, მდ. ჭოროხის მიერ, თავის დროს (?) შექმნილია მძლავრი კანიონი, რომელმაც კუნძული გამოყო, გამოაცალკევა ხმელეთისაგან.

სამეცნიერო კვლევების შედეგად დადგენილი სქემა და ფლუქტუაციები ეხმიანება ჩვენს ვარაუდს იმის შესახებ, რომ დღევანდელი ჩაძირული კუნძული ადრე წარმოადგენდა ხმელეთის ნაწილს, რომელიც მდ.ჭოროხის მიერ იქნა განცალკევებული ე.წ. მატერიკისგან. ამაზე მეტყველებს თუნდაც შავი ზღვის ფლუქტუაციების ის სქემა, რომელსაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები უდევს საფუძვლად.

სქემა გვიჩვენებს, რომ დაახლოებით 3500-1000 წლის წინანდელ ეპოქაში გონიოს დღევანდელი კუნძული, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი ზედაპირის ნაწილი ზღვის წყლისა და ტალღების მიერ მუდმივად ირეცხება, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 - 2მ -ით მაინც მაღალი იყო. ხოლო 8500 წლის წინ ვიდრე, დაახლოებით 3500 წლამდე, იგი ზღვის დონიდან 11-14 მ-ით მაღლა მდებარეობდა. ეჭვგარეშეა, რომ იგი ათვისებული და რაიმე სახით მაინც გამოყენებული იყო ხმელეთზე მცხოვრებთა მიერ.

კუნძულის აღმოჩენის შემდეგ იქნა ძველი ევროპული რუკები, რომლებზეც დატანილია კუნძული და კუნძულები. აგრეთვე, ერთ-ერთ მათგანზე კუნძული აღნიშნულია სახელწოდებით -Tombeau d'Absyrte”/„აფსირტეს (მითოლოგიის თანახმად, აიეტის ვაჟიშვილი, რომელიც დაედევნა მედეას, მაგრამ იასონმა ბრძოლაში მოკლა) საფლავი (რუკა-2). ერთ-ერთ რუკაზე ტოპონიმ „აფსირტესთან“ ერთად ნახსენებია ნახსენებია ტოპონიმი „კირკე“, იგივე, ცირცე, ჰელიოსის ასული, აიეტის, კუნძულ აიაზე მცხოვრები გრძნეული, მედეას მამიდა, რომელმაც მედეა და იაზონი აფსირტეს მკვლელობისგან განწმინდა (რუკა-2).

აფსირტეს საფლავი

ზღვაოსნობა საქართველოში...

ცნობილია, რომ დაგროვილია საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა პრეისტორიულ და ისტორიულ წარსულში საქართველოში ნაოსნობის არსებობის შესახებ... თემატიკის აქტუალობიდან გამომდინარე შეგახსენებთ ძველ ისტორიკოსთა, მოგზაურთა მოსაზრებებს, რომლებიც ჩვენ სამუშაო ვერსიას ამყარებს. კერძოდ, შარდენის თხზულებაში „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ იგი აღნიშნავს, რომ მოხუცი თურქი კაპიტნებისაგან სმენია, შავ ზღვაზე ათას ხუთასი გემია და ყოველწლიურად ასი გემი იღუპებაო. ამას ადასტურებს ზღვის სანაპიროდან 10 კმ-ის მოშორებით, ზღვის ზედაპირიდან, დაახლოებით, 119 მ სირღმეში, სეინერის ტელეეკრანზე დათვალიერებული ჩაძირული გემების ნაშთები.

აგრეთვე, ის არტეფაქტები, რომლებიც გემების სხვადასხვა ნაწილებსა და დეტალებს წარმოადგენს(ა. კახიძე, მ. ხალვაში, 2022)... კუნძულები კოლხეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ. ჩვენთვის მეტად დამაფიქრებელია ძველი ბერძენი ავტორების ცნობები შავი ზღვის კოლხეთის სანაპიროს გასწვრივ კუნძულების არსებობის და შუა საუკუნეების მოგზაურთა ინფორმაციები შავი ზღვის სანაპრო ზოლის შესახებ. პროკოპი კესარიელი, ისევე როგორც სხვა გეოგრაფოსები, იმასაც ამბობენ, რომ „ყველა გემი მდ. ფაზისის წყლით მარაგდებაო. ამ მდინარის შესართავთან მრავალი პატარა, მეტად ლამაზი ტყით დაფარული კუნძულია, რაც ხელს უშლის დიდი გემების ნაოსნობას, რომლებიც იძულებული არიან შესართავიდან სამი ან ოთხი მილის დაცილებით გაჩერდნენ“.

სტრაბონის ცნობით, კოლხიდის სანაპიროს გასწვრივ კუნძულები იყო, რომლებიც იმით იყო ცნობილი, რომ თითქოს აქ მოკლა მედეამ თავისი ძმა – «მთელი სანაპიროს გასწვრივ არის აფსირტიდის კუნძულები, რომლებთანაც მედეამ მოჰკლა თავისი ძმა აფსირტე, რომელიც დაედევნა მედეას» (სტრაბ. VII, 5, 5)... სტრაბონის მიერ ნახსენები კუნძულების შესახებ საუბრობს შარდენი. კერძოდ, იგი წერს, რომ გულმოდგინედ ეძება, მაგრამ ვერსად მიაკვლია აღნიშნულ კუნძულებს. ჩვენი დასკვნა მარტივია - შარდენის დროს, მე-17 ს-ში ეს კუძულ(ებ)ი უკვე კარგა ხნის წინ იყო დაძირული ზღვის ფლუქტუაციებისა და სხვა გეოლოგიური პროცესების შედეგად... ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვა, ხომ არ წარმოადგენს ჩვენ მიერ აღმოჩენილი დაძირული კუნძული ზემოთ ნახსენებ კუნძულთაგან რომელიმეს.

კუნძულის აღმოჩენის მნიშვნელობა. კუნძულ(ებ)ის სახით ხმელეთის უფრო დიდი ფართობი, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი, ეს ნიშნავდა:

1. უფრო ახლო კონტაქტს ანატოლიასთან და ევროპასთან;

2. ხე-ტყის მეტ რესურსს, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო განვითარებული გემთმშენებლობის არსებობასთან;

3. მეტ მყარ ვარაუდს ჩვენს ზღვისპირეთში განვითარებულ საფეხურზე არსებული ზღვაოსნობის შესახებ;

4. მეტ საექსპორტო პროდუქციას, ანუ მეტად ინტენსიურ მიმოსვლას აღნიშნულ რეგიონებთან და კონტინენტებთან;

5. მიგრაციების თუ ადამიანთა ჯგუფების გადაადგილების მიმართულებების, გზების, გენეტიკური მსგავსებების ახსნის ახალ ხედვებს თუ სამუშაო ვერსიებს;

6. არგონავტიკის, მედეასა და მასთან დაკავშირებული მითებისა და ლეგენდების გაცოცხლებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

ჩვენ მიერ განხილული საკითხები აძლიერებს იმ არგუმენტებს, რომ საქართველოში წყალქვეშა და საზღვაო არქეოლოგიური და მულტიდისციპლინური კვლევების მიმართულების დაფუძნება აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა. ჩვენი კოლეგებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მზად არიან თანამშრომლობისთვის. შედეგად კი: განხორციელდება მულტიდისციპლინური საზღვაო და წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევები საქართველოს შავიზღვისპირეთში; დაიწყება მიზანმიმართული სამეცნიერო კვლევები საქართველოში უძველესი დროიდან ნაოსნობის არსებობის შესახებ;საქართველო წარმოჩნდება როგორც მდიდარი ნაოსნობის ისტორიის მქონე საზღვაო ქვეყანა