სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში 6 წლის ბიჭუნას ცხედარი იპოვეს - დაკავებულია მისი მეურვე, 33 წლის ქალი
რუსეთში 6 წლის ბიჭუნას ცხედარი იპოვეს - დაკავებულია მისი მეურვე, 33 წლის ქალი

ეკა­ტე­რინ­ბურ­გში 6 წლის ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. და­კარ­გუ­ლი ბი­ჭუ­ნას ძებ­ნა 26 ივ­ნისს და­ი­წყეს, სა­ბო­ლო­ოდ კი და­ლერ ბა­ბი­ე­ვის ცხე­დარს, რო­მე­ლიც დიდ ჩან­თა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ეკა­ტე­რინ­ბურ­გის ჩკა­ლოვ­სკის რა­ი­ონ­ში, ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­აგ­ნეს.

ბავ­შვი აღ­მზრდელ ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მე­ურ­ვემ მინ­დო­ბით აღ­ზ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს და­უ­მა­ლა, რომ­ლებ­საც, თა­ვის მხრივ, "არ მი­უ­ღი­ათ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი მე­ურ­ვის ოჯახ­ში არას­რულ­წლოვ­ნის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის და­სად­გე­ნად“.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე მე­ურ­ვე­ო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე შე­საძ­ლო გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე. ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს კი სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბიჭი სახ­ლი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით 26 ივ­ნისს დი­ლით გა­ვი­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 1000-ზე მეტ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა და მო­ხა­ლი­სემ მი­ი­ღო. 27 ივ­ნისს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა არას­რულ­წლოვ­ნის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 105-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ პუნ­ქტი). ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი არის 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა.

33 წლის ქალ­მა, რო­მე­ლიც ბი­ჭის მე­ურ­ვე იყო, ბავ­შვის და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე პო­ლი­ცი­ა­ში 26 ივ­ნისს გა­ნა­ცხა­და, ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი გა­იქ­ცა და ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ის ასე­ვე ამ­ტკი­ცებ­და, რომ ბიჭს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ახლა ვე­რო­ნი­კა ნა­უ­მო­ვა და­კა­ვე­ბუ­ლია. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის პრეს­რე­ლი­ზი­დან ირ­კვე­ვა, რომ იგი მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

  • მკვლე­ლო­ბა თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა?

და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, და­კი­თხვი­სას მე­ურ­ვემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბიჭი და­იხ­რჩო, რო­დე­საც დას­თან ერ­თად აბა­ზა­ნა­ში იყო და ბა­ნა­ობ­და, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ასე­ვე, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ დამ­ტკიც­და, რომ ბავ­შვი ნამ­დვი­ლად უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, ქალი მხო­ლოდ და­ნა­შა­უ­ლის და­მალ­ვის­თვის და­ის­ჯე­ბა. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ სხვა ბავ­შვებ­მა, რომ­ლე­ბიც ნა­უ­მო­ვას მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, შე­საძ­ლოა, არც იცოდ­ნენ ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

"ვე­რო­ნი­კამ ცოტა ხნის წინ მათ უთხრა, რომ და­ლე­რი მას­წავ­ლე­ბელს გა­ექ­ცა, ვერ იპო­ვეს, მაგ­რამ სთხო­ვა, არა­ვის­თვის ეთ­ქვათ, რად­გან ეში­ნო­და, რომ სხვა ბავ­შვებს წა­არ­თმევ­დნენ“, - წერს E1.RU იმ სკო­ლის დი­რექ­ტორ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­დაც ქალი მუ­შა­ობ­და.

ნა­უ­მო­ვა სულ ექვს ბავ­შვს ზრდი­და - აქე­დან სამი მინ­დო­ბით აღ­ზრდით იყო მას­თან.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

ბავშვია ხალხნო რა მნიშვნელობაა რუსია თუ ქართველი.

ანა
42

ვის რაში აინტერესებს რუსეთში ვინ იპოვეს და ვინ ნახეს ,რას გვატენით ამ რუსულ ინფოებს 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რუსეთში 6 წლის ბიჭუნას ცხედარი იპოვეს - დაკავებულია მისი მეურვე, 33 წლის ქალი

რუსეთში 6 წლის ბიჭუნას ცხედარი იპოვეს - დაკავებულია მისი მეურვე, 33 წლის ქალი

ეკატერინბურგში 6 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგული ბიჭუნას ძებნა 26 ივნისს დაიწყეს, საბოლოოდ კი დალერ ბაბიევის ცხედარს, რომელიც დიდ ჩანთაში იყო მოთავსებული, ეკატერინბურგის ჩკალოვსკის რაიონში, ავტოფარეხების კომპლექსის ტერიტორიაზე მიაგნეს.

ბავშვი აღმზრდელ ოჯახში იზრდებოდა. გამომძიებლების ინფორმაციით, ბიჭი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, რაც მეურვემ მინდობით აღზრის სამსახურის თანამშრომლებს დაუმალა, რომლებსაც, თავის მხრივ, "არ მიუღიათ აუცილებელი ზომები მეურვის ოჯახში არასრულწლოვნის ცხოვრების პირობების დასადგენად“.

მომხდარ ფაქტზე მეურვეობის სამსახურის თანამშრომლების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შესაძლო გაუფრთხილებლობის ფაქტზე. ბავშვის გარდაცვალების მიზეზს კი სასამართლო ექსპერტიზა დაადგენს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით 26 ივნისს დილით გავიდა. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა პოლიციელმა და მოხალისემ მიიღო. 27 ივნისს საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტი). ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არის 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.

33 წლის ქალმა, რომელიც ბიჭის მეურვე იყო, ბავშვის დაკარგვის თაობაზე პოლიციაში 26 ივნისს განაცხადა, ამბობდა, რომ ბავშვი გაიქცა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ის ასევე ამტკიცებდა, რომ ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ახლა ვერონიკა ნაუმოვა დაკავებულია. საგამოძიებო კომიტეტის პრესრელიზიდან ირკვევა, რომ იგი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

  • მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

დაკავების შემდეგ, დაკითხვისას მეურვემ განაცხადა, რომ ბიჭი დაიხრჩო, როდესაც დასთან ერთად აბაზანაში იყო და ბანაობდა, - წერს რუსული მედია. ასევე, მედიის ინფორმაციით, თუ დამტკიცდა, რომ ბავშვი ნამდვილად უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, ქალი მხოლოდ დანაშაულის დამალვისთვის დაისჯება. არსებობს ვერსია, რომ სხვა ბავშვებმა, რომლებიც ნაუმოვას მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, შესაძლოა, არც იცოდნენ ბიჭის გარდაცვალების ამბავი.

"ვერონიკამ ცოტა ხნის წინ მათ უთხრა, რომ დალერი მასწავლებელს გაექცა, ვერ იპოვეს, მაგრამ სთხოვა, არავისთვის ეთქვათ, რადგან ეშინოდა, რომ სხვა ბავშვებს წაართმევდნენ“, - წერს E1.RU იმ სკოლის დირექტორზე დაყრდნობით, სადაც ქალი მუშაობდა.

ნაუმოვა სულ ექვს ბავშვს ზრდიდა - აქედან სამი მინდობით აღზრდით იყო მასთან.