პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ლაქტოზის აუტანლობა?
რა არის ლაქტოზის აუტანლობა?

ინ­ტერ­ვიუ ექიმ და­ვით მა­ხა­თა­ძეს­თან

რა არის ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა?

ლაქ­ტო­ზა ეს არის რძე­ში შე­მა­ვა­ლი შა­ქა­რი, რო­მელ­საც თა­ვი­სი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ნიშ­ნავს ორ­გა­ნიზ­მში ფერ­მენტ ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ციტს. ფერ­მენ­ტი ლაქ­ტა­ზა მო­ნა­წი­ლე­ობს რძის შაქ­რის, ლაქ­ტო­ზის დაშ­ლა­ში. რო­დე­საც არის ფერ­მენტ ლაქ­ტა­ზას დე­ფი­ცი­ტი, რძის შა­ქა­რი არ იშ­ლე­ბა, რაც იწ­ვევს გარ­კვე­ულ კლი­ნი­კურ სიმპტო­მებს. ეს პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ, რო­გორც სინ­დრო­მი, მაგ­რამ თუ არ­სე­ბობს ლაქ­ტო­ზის სრუ­ლი აუ­ტან­ლო­ბა, რა თქმა უნდა ეს უკვე და­ა­ვა­დე­ბაა, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია გე­ნე­ტი­კუ­რად.

რამ­დე­ნა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ ფერ­მენ­ტის დე­ფი­ცი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ფერ­მენტ ლაქ­ტა­ზას სრუ­ლი დე­ფი­ცი­ტი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მისი ნა­წი­ლობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტის ფორ­მა. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ამე­რი­კის თეთრკა­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 15%-ს ახა­სი­ა­თებს, აზი­უ­რი წარ­მო­შო­ბის 40%-ს და ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ კვლე­ვე­ბი ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა შე­სა­ბა­მი­სად ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა არ გვაქვს, თუმ­ცა გვაქვს გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 30-დან 50 პრო­ცენ­ტამ­დე მერ­ყე­ობს.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბას და რა პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბი­დან რა პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა იგი?

დი­ა­რეა, ამო­ქა­ფე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ღე­ბი­ნე­ბა, რათ­ქმა­უნ­და მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა. სიმპტო­მა­ტი­კა ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ამ სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის დროც. ზოგს იგი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეწყე­ბა, ზოგ შემ­თხვე­ვებ­ში ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იჩენს ხოლ­მე თავს. ძი­რი­თა­დად რძის და მისი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბი­დან 2 სა­ათ­ში.

რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა?

ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ვლინ­დე­ბა ჩვი­ლო­ბი­დან­ვე, თუმ­ცა 3-4 წლის ასა­კის­თვის შე­იძ­ლე­ბა იგი და­რე­გუ­ლირ­დეს. არის ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მიყ­ვე­ბა ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა და უჭირთ რძი­სა და მისი შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მო­ნე­ლე­ბა.

რო­გო­რია გა­მო­სა­ვა­ლი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბის დროს?

გა­მო­სა­ვა­ლი არის ის, რომ პა­ცი­ენ­ტმა არ უნდა მი­ი­ღოს ლაქ­ტო­ზის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი. ყვე­ლა­ზე მეტ ლაქ­ტო­ზას რძე შე­ი­ცავს, რძის შემ­ცველ პრო­დუქ­ტებ­ში ის ნაკ­ლე­ბია, თუმ­ცა გა­აჩ­ნია რა ხა­რისხში აქვს ადა­მი­ანს ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა. არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასე­ვე ვერ ინე­ლებს მა­წონს და ისეთ პრო­დუქტსაც კი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ყვე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ლაქ­ტო­ზას. დღეს ბა­ზარ­ზე უკვე არ­სე­ბობს ულაქ­ტო­ზო რძე, მა­წო­ნი... შე­სა­ბა­მი­სად ამ სინ­დრო­მის დროს ადა­მი­ანს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ეს პრო­დუქ­ტე­ბი.

თქვენ მა­წო­ნი ახ­სე­ნეთ, არის თუ არა კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით გან­სხვა­ვე­ბაა ჩვე­უ­ლებ­რივ მა­წონ­სა და ულაქ­ტო­ზო მა­წონს შო­რის ?

არა­ნა­ი­რი. ულაქ­ტო­ზო მა­წო­ნიც ისე­ვე შე­ი­ცავს ბი­ფი­დო ბაქ­ტე­რი­ებს, იმ სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ებს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­წო­ნი. ასე­ვე არა­ვი­თა­რი გან­სხვა­ვე­ბა არაა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის კუ­თხი­თაც. ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ ულაქ­ტო­ზო მა­წო­ნი უფრო მსუ­ბუ­ქი მო­სა­ნე­ლე­ბე­ლია და არ გვაძ­ლევს დის­პეფ­სი­ურ მოვ­ლე­ნებს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
12
0

მეტ მაღაზიებში შეიტანეთ რა ეს მაწონი :( 

kkk
0

საუკეთესო ექიმი დავით მახათაძე

ავტორი:

რა არის ლაქტოზის აუტანლობა?

რა არის ლაქტოზის აუტანლობა?

ინტერვიუ ექიმ დავით მახათაძესთან

რა არის ლაქტოზის აუტანლობა?

ლაქტოზა ეს არის რძეში შემავალი შაქარი, რომელსაც თავისი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს, ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს ორგანიზმში ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტს. ფერმენტი ლაქტაზა მონაწილეობს რძის შაქრის, ლაქტოზის დაშლაში. როდესაც არის ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, რძის შაქარი არ იშლება, რაც იწვევს გარკვეულ კლინიკურ სიმპტომებს. ეს პრობლემა შეიძლება შევაფასოთ, როგორც სინდრომი, მაგრამ თუ არსებობს ლაქტოზის სრული აუტანლობა, რა თქმა უნდა ეს უკვე დაავადებაა, რაც განპირობებულია გენეტიკურად.

რამდენადაა გავრცელებული ამ ფერმენტის დეფიციტი საქართველოში?

ფერმენტ ლაქტაზას სრული დეფიციტი ძალიან იშვიათია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული მისი ნაწილობრივი დეფიციტის ფორმა. სტატისტიკური მონაცემებით ლაქტოზის აუტანლობა ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს ახასიათებს, აზიური წარმოშობის 40%-ს და ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს. საქართველოშიც საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია ლაქტოზის აუტანლობა, მაგრამ მოგეხსენებათ კვლევები ძვირი სიამოვნებაა შესაბამისად ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა გვაქვს გარკვეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში ლაქტოზის აუტანლობა მთლიანი მოსახლეობის 30-დან 50 პროცენტამდე მერყეობს.

რა სიმპტომები ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას და რა პროდუქტის მიღებიდან რა პერიოდში იწყება იგი?

დიარეა, ამოქაფება, ხშირ შემთხვევაში ღებინება, რათქმაუნდა მუცლის შებერილობა. სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია. ინდივიდუალურია ამ სიმპტომების გამოვლენის დროც. ზოგს იგი პროდუქტის მიღებიდან დაუყოვნებლივ ეწყება, ზოგ შემთხვევებში ცოტა მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავს. ძირითადად რძის და მისი პროდუქტის მიღებიდან 2 საათში.

რა ასაკში ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა?

ლაქტოზის აუტანლობა ვლინდება ჩვილობიდანვე, თუმცა 3-4 წლის ასაკისთვის შეიძლება იგი დარეგულირდეს. არის ხშირი შემთხვევები, როცა ადამიანს მთელი ცხოვრება მიყვება ლაქტოზის აუტანლობა და უჭირთ რძისა და მისი შემცველი პროდუქტების მონელება.

როგორია გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობის დროს?

გამოსავალი არის ის, რომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ლაქტოზის შემცველი პროდუქტი. ყველაზე მეტ ლაქტოზას რძე შეიცავს, რძის შემცველ პროდუქტებში ის ნაკლებია, თუმცა გააჩნია რა ხარისხში აქვს ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი ასევე ვერ ინელებს მაწონს და ისეთ პროდუქტსაც კი, როგორიცაა მაგალითად ყველი, რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს ლაქტოზას. დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ულაქტოზო რძე, მაწონი... შესაბამისად ამ სინდრომის დროს ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიიღოს ეს პროდუქტები.

თქვენ მაწონი ახსენეთ, არის თუ არა კვებითი ღირებულებით განსხვავებაა ჩვეულებრივ მაწონსა და ულაქტოზო მაწონს შორის ?

არანაირი. ულაქტოზო მაწონიც ისევე შეიცავს ბიფიდო ბაქტერიებს, იმ სასარგებლო ბაქტერიებს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუშაობისთვის, როგორც ჩვეულებრივი მაწონი. ასევე არავითარი განსხვავება არაა მიკროელემენტების კუთხითაც. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ულაქტოზო მაწონი უფრო მსუბუქი მოსანელებელია და არ გვაძლევს დისპეფსიურ მოვლენებს.

R