საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭი "Extraction 2" - დან: ვინ არის ანდრო ჯაფარიძე და რას ჰყვება "ნეტფლიქსის" გადაღებებსა და ჭოხონელიძეების ცნობილ ოჯახზე? - "როლზე რომ დამამტკიცეს, 2 კვირის განმავლობაში ამის თქმა არავისთვის შემეძლო"
ბიჭი "Extraction 2" - დან: ვინ არის ანდრო ჯაფარიძე და რას ჰყვება "ნეტფლიქსის" გადაღებებსა და ჭოხონელიძეების ცნობილ ოჯახზე? -  "როლზე რომ დამამტკიცეს, 2 კვირის განმავლობაში ამის თქმა არავისთვის შემეძლო"

"ნე­ტფ­ლიქ­სის“ პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის "Extraction 2" პრე­მი­ე­რა უკვე შედ­გა და მსოფ­ლიო ეკ­რა­ნებ­ზეც გა­მო­ვი­და. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ კრის ჰემსვორთს პარტნი­ო­რო­ბას ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი უწე­ვენ. ფილმში ცნო­ბილ ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ითა­მა­შა ან­დრო ჯა­ფა­რი­ძემ, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობს, 14 წლის ასაკ­ში ნა­თა­მა­შე­ვი აქვს პო­პუ­ლა­რულ ქარ­თულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ და ასე­ვე თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნის სა­დე­ბი­უ­ტო ფილმში "ან­დრო“.

21 წლის ან­დრო ამ­ჯე­რად Extraction 2-ის გა­და­ღე­ბებს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს.

რო­გორ მოხ­ვდა ან­დრო ჯა­ფა­რი­ძე რე­ჟი­სორ სემ ჰარგრე­ი­ვის ახალ ფილმში, რო­გორ იმუ­შა­ვა როლ­ზე და რა გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­ძი­ნა ამ ფილმმა, ამა­ზე ambebi.ge - ს თა­ვად უამ­ბობს:

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მერე ჩემს თავ­ში არ ვი­ყა­ვი გარ­კვე­უ­ლი, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მინ­დო­და, ამი­ტომ ცოტა ხანს პა­უ­ზა ავი­ღე. რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც "ეკა კას­ტის­გან“ მო­დი­ო­და, უარს ვე­უბ­ნე­ბო­დი - არც სე­რი­ა­ლებ­ში და არც რეკ­ლა­მებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. შე­სა­ბა­მი­სად, კას­ტინგზეც არ გავ­დი­ო­დი.

2021 წელს ოქ­ტომ­ბერ­ში დე­დამ და­მი­რე­კა, სახ­ლში დრო­უ­ლად მო­დიო, - უცებ მოვ­ვარ­დი, მე­გო­ნა, რა­ღაც და­ვა­შა­ვე (იღი­მის). უარი არ მი­თხრა, "ნე­ტფ­ლიქ­სის“ კას­ტინ­გე­ბია, რას იზამ, ხომ გახ­ვა­ლო? ეს რომ მო­ვის­მი­ნე, დავ­ფიქ­რდი, მივ­ხვდი, რომ ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ხში­რად არ ხდე­ბა... მოკ­ლედ, უა­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბო­და, დავ­თან­ხმდი და კას­ტინგზე გა­ვე­დი, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ ჩა­ტარ­და.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, რომ ამ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის თქმა არა­ვის­თვის შე­მეძ­ლო, გა­უთ­ქმე­ლო­ბის კონ­ტრაქ­ტზე მქონ­და ხელი მო­წე­რი­ლი. ცოტა უც­ნა­უ­რი მო­მენ­ტი კი იყო, ასეთ ამ­ბავს ვე­რა­ვის ვე­უბ­ნე­ბო­დი. როცა უკვე გა­ვა­სა­ჯა­რო­ვე, მერე გა­და­ღე­ბებ­ზე პრა­ღა­ში მა­ლე­ვე წა­ვე­დით.

ქარ­თვე­ლე­ბი ბევ­რნი ვი­ყა­ვით, დიდი ჯგუ­ფი იყო. უამ­რავ კარგ ქარ­თველ მსა­ხი­ობ­თან მი­წევ­და თა­მა­ში და ასე­ვე უმაგ­რეს უცხო­ელ მსა­ხი­ობ­თა­ნაც. ყვე­ლა­ნი დავ­მე­გობ­რდით და და­ვახ­ლოვ­დით. ქარ­თვე­ლებ­მაც უცებ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და ერ­თმა­ნეთს გვერ­დი­დან არ ვშორ­დე­ბო­დით. სულ მხარ­ში ვე­დე­ქით და ვამ­ხნე­ვებ­დით.

- მოკ­ლედ, ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად დიდ კი­ნო­ში აღ­მოჩ­ნდით...

- კი... სახ­ლი­დან უეც­რად სულ სხვა­ნა­ირ რიტ­მში, გა­რე­მო­სა და რე­ჟიმ­ში აღ­მოვ­ჩნდი. თან ამ სე­რი­ო­ზულ საქ­მე­ზე უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღე. ამ­დენ უცხო­ელ და ქარ­თველ პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ობ­თან ამის გა­რე­შე ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დი. გა­მუდ­მე­ბუ­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვქონ­და, სულ ვმუ­შა­ობ­დით.

ცოტა ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ბავ­შვის როლი მერ­გო, რო­მე­ლიც რთულ ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბა, რად­გა­ნაც განგსტე­რის შვი­ლია. რთუ­ლი ის იყო, რომ მა­მა­მი­სის გამო პა­ტიმ­რო­ბა მის ოჯახ­საც უწევს, - მა­მას უნდა, რომ ოჯა­ხიც მას­თან ერ­თად იყოს, ეგო­ის­ტია. ჩემი გმი­რი, 15 წლის ბავ­შვიც აღ­მოჩ­ნდე­ბა იქ. ბიჭს ყველ­გან ზედ­მე­ტი მოს­დის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­დავს მა­მის ცუდ­საც და კარ­გსაც, მის­თვის მამა მა­ინც ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა. უნდა თვი­თო­ნაც ძლი­ე­რი იყოს. რო­დე­საც გა­ი­გებს, რომ მამა მო­უკ­ლეს, სა­შინ­ლად გულ­და­წყვე­ტი­ლია, მი­აჩ­ნია, რომ ასე­თი რამ არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო... ეს რა­ტომ მოხ­და, ამას ვერ ხვდე­ბა, რის შემ­დე­გაც იღებს მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას...

- სცე­ნა­რი რომ წა­ი­კი­თხეთ, მო­გე­წო­ნათ?

- რო­დე­საც წა­ვი­კი­თხე, მინ­დო­და, გა­მე­გო, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი რა­ტომ იყო ასე­თი. ცოტა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ტი­პა­ჟი ჩან­და. ცოტა იმის შე­მე­შინ­და, ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას რამ­დე­ნად კარ­გად შევ­ძლებ­დი. მერე ვერც ის წარ­მო­ვიდ­გი­ნე, მა­ყუ­რე­ბელ­ზე რო­გორ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას დავ­ტო­ვებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ პერ­სო­ნა­ჟი ნელ-ნელა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე და მივ­ხვდი, რომ მისი თა­მა­ში შე­მეძ­ლო და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ავი­ღე. პა­ტა­რა როლი იყო, მაგ­რამ რე­ჟი­სორ­თან სა­უბ­რის, რე­პე­ტი­ცი­ე­ბის და გა­და­ღე­ბე­ბის შემ­დეგ ვა­ტყობ­დი, რომ ჩემი ნა­წი­ლი ფილმში იზ­რდე­ბო­და და ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და.

- ე.ი. რე­ჟი­სორს მოს­წონ­და თქვე­ნი თა­მა­ში.

- რე­ჟი­სო­რი გა­და­სა­რე­ვი პი­როვ­ნე­ბაა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. თა­ვის სა­მუ­შა­ოს ბრწყინ­ვა­ლედ ას­რუ­ლებს. გა­სა­ო­ცა­რი იდე­ე­ბი აქვს. ფილმში რა­საც ხე­დავთ, ჩხუ­ბის სცე­ნე­ბი, კად­რი­დან კადრზე გა­დას­ვლე­ბი, უწყვე­ტი სცე­ნე­ბი, მისი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და დად­გმუ­ლია. რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ვგრძნობ­დი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სა­ოც­რე­ბა ფილ­მი იქ­ნე­ბო­და. პირ­ვე­ლი სე­რი­აც სას­წა­უ­ლად აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. მას­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი და გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

- პრე­მი­ე­რი­დან რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით დაბ­რუნ­დით?

- პრე­მი­ე­რა­ზე მად­რიდ­სა და ბერ­ლინ­ში ვი­ყა­ვი, დე­დას­თან ერ­თად მო­მი­წია წას­ვლა. გამ­გზავ­რე­ბამ­დე არა და მად­რიდ­ში რომ ჩა­ვე­დი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა და­მე­წყო. პრე­მი­ე­რა­ზეც ცოტა და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ასეთ პრე­მი­ე­რა­ზე ნამ­ყო­ფი ცხა­დია, არ ვი­ყა­ვი. მად­რიდ­ში უცხო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ, ქარ­თვე­ლე­ბი - არა. პრე­მი­ე­რამ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ი­ა­რა. ბერ­ლი­ნის პრე­მი­ე­რა­ზე წას­ვლამ­დე წე­რი­ლი მი­ვი­ღე, სა­ი­და­ნაც შე­ვი­ტყვე, რომ და­ის­მე­ბო­და შე­კი­თხვე­ბი, ცოტა პა­ნი­კა­ში ჩავ­ვარ­დი, არ ვი­ცო­დი, რა კი­თხვე­ბი იქ­ნე­ბო­და, ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რომ არ დავ­ბნე­უ­ლი­ყა­ვი. ასის­ტენ­ტმა და­მამ­შვი­და, - სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი­აო...

უშუ­ა­ლოდ საპ­რე­მი­ე­რო სივ­რცეს­თან რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, იქ იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი ტრი­ა­ლებ­და, იმ­დე­ნი ხალ­ხი იყო... ფილ­მს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა გა­მიქ­რა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი შე­კი­თხვა რომ და­მის­ვეს, წა­მი­ე­რად და­მა­ვი­წყდა, რა უნდა მე­პა­სუ­ხა (იღი­მის).

შე­კი­თხვა შე­ე­ხე­ბო­და მთა­ვარ გმირს, მკი­თხეს, რე­ა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი­აო. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხა­სი­ა­თი აქვს-მეთ­ქი - ვუ­პა­სუ­ხე.

- გა­და­ღე­ბე­ბი ხან­გრძლი­ვად მი­დი­ო­და, პრა­ღა­ში რამ­დენ ხანს იყა­ვით?

- ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად იყო გა­წე­რი­ლი. გა­და­ღე­ბე­ბი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ძი­რი­თა­დად სულ იქ, პრა­ღა­ში ვი­ყა­ვით და ცოტა ხანს - ვე­ნა­ში. ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად იქ მარ­ტოს მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ. არ მე­გო­ნა, ასე კარ­გად თუ შევ­ძლებ­დი. უკვე 19 წლის ვი­ყა­ვი და მარ­ტოს კი­დე­ვაც უნდა შემ­ძლე­ბო­და სირ­თუ­ლე­ე­ბის­თვის თავი გა­მერ­თვა. ქარ­თვე­ლე­ბი ერთ კორ­პუს­ში, ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ოთახ­ში მარ­ტო ვი­ყა­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩემს თავ­ზე თვი­თონ ვი­ღებ­დი.

- მე­გობ­რე­ბი ალ­ბათ, გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ, ხომ?

- მე­გობ­რე­ბი გვერ­დში მედგნენ. ახ­ლაც გვერ­დში მიდ­გას ყვე­ლა, ეს უდი­დეს ძა­ლას მაძ­ლევს. უსაყ­ვარ­ლე­სია თი­თო­ე­უ­ლი. ასეთ გა­რე­მოც­ვა­ში ყოფ­ნა სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- ამ ეტაპ­ზე რას საქ­მი­ა­ნობთ?

- გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე, მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი და­ვი­წყეთ, ცოტა სხვა­ნა­ი­რი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ის იდეა გვქონ­და, თა­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბით. საქ­მე ავა­წყეთ და ზუს­ტად მა­შინ მო­მი­წია გა­და­ღე­ბა­ზე წას­ვლამ. იქი­დან ონ­ლა­ი­ნაც ვმუ­შა­ობ­დი. ახ­ლაც ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ, ვნა­ხოთ, რო­გორ წავა ჩვე­ნი საქ­მე.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბიზ­ნე­სის გან­ხრით ვსწავ­ლობ. ამ კუ­თხით სწავ­ლის და­წყე­ბაც იმ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა, ჯერ რომ არ ვი­ცო­დი, რა მინ­დო­და და რას რო­გორ გა­ვა­კე­თებ­დი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი...

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ გინ­დო­დათ სწავ­ლა?

- მა­ნამ­დეც ვფიქ­რობ­დი და ახ­ლაც ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა, "თე­ატ­რა­ლურ­ში“ გა­და­ვი­დე კი­დეც. რო­გორც გი­თხა­რით, ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვეც­ნო­ბი, ვაკ­ვირ­დე­ბი რა­ღა­ცებს. ამა­სო­ბა­ში ვფიქ­რობ, უფრო კარ­გად აღ­მო­ვა­ჩენ სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ულ უნა­რებს.

- გა­ვიხ­სე­ნოთ "ჩცდ“ და როლი, რო­მე­ლიც იქ 14 წლის ასაკ­ში ითა­მა­შეთ...

- სულ 5 სე­რი­ა­ში მო­მი­წია თა­მა­ში. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ბავ­შვთა სახ­ლში ცხოვ­რობ­და. პარტნი­ო­რი ძი­რი­თა­დად ტასო იყო... კარ­გად მახ­სოვს ეგ პე­რი­ო­დი. თან "ჩცდ“ ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი იყო და დღემ­დე ასეა. მომ­წონ­და, რომ ვუ­ყუ­რებ­დი და მინ­დო­და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ერთხე­ლაც ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ რა­ღაც სხვა ფილ­მის კას­ტინგზე დაგ­ვი­რე­კა. სინ­ჯი ჩავ­წე­რეთ. გა­მოს­ვლი­სას რა­ღაც ოთა­ხი და­ვი­ნა­ხე, აქ რას წე­რენ-მეთ­ქი? - ვი­კი­თხე, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­სო“. აუ რა კარ­გია, მეც მინ­და მაგ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ ვცა­დო-მეთ­ქი, - ასე პირ­და­პირ ვუ­თხა­რი. ეკა მჟავ­ნა­ძემ შე­მომ­ხე­და და "და­ქა­ლებ­ში“ რა­ღაც როლ­ზე და­მი­ნა­ხა. ჩავ­წე­რეთ, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, თუ და­მამ­ტკი­ცებ­დნენ. სი­ხა­რუ­ლის­გან ლა­მის გავ­გიჟ­დი.

- ქეთა ორ­ბე­ლა­ძეს­თან, ტა­სოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­თან გაქვთ ახლა ურ­თი­ერ­თო­ბა?

- უკარ­გე­სი ბავ­შვია, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი, კე­თი­ლი, კარ­გი პარტნი­ო­რი იყო სე­რი­ალ­ში. მის­მა გმირ­მა ჩემი გმი­რის­თვის საკ­მა­ოდ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა. ცდი­ლობ­და ჩემს გა­ხა­რე­ბას. კარ­გად მახ­სოვს, ქე­თას­თან ერ­თად სე­რი­ალ­ში თა­მა­ში. მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ვიც­ნობ და მი­ხა­რია, რომ ვიც­ნობ.

- ან­დრო, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან ხართ. დედა სოფო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეა, დე­ი­დე­ბი - თამ­რი­კო, თი­ნი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბი. თქვენს ოჯახ­ში ყვე­ლა მღე­რის. ალ­ბათ, თქვენც მღე­რით. ეს ოჯა­ხი თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს?

- ბავ­შვო­ბის მერე სიმ­ღე­რა არ მიც­დია, სა­მო­მავ­ლოდ, არ ვიცი, სიმ­ღე­რას მოვ­კი­დებ თუ არა ხელს. ხომ ვამ­ბობ, ახლა კვლე­ვა-ძი­ე­ბის პრო­ცე­სი მაქვს.

ჩემ­თვის ეს ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე დიდი გან­ძია, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს. ბავ­შვო­ბი­დან მას სა­ოც­რად კარ­გი ამ­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა. მუ­სი­კის გარ­და, ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ცხოვ­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო­ზე მე­ტია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც ვგრძნობ...

მე და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი ზა­ფხუ­ლო­ბით სა­გუ­რა­მო­ში ვიზ­რდე­ბო­დით. ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბო­დით, სამი დის ოჯა­ხი იქ ვი­ყა­ვით. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის. დიდი ჟრი­ა­მუ­ლი ტრი­ა­ლებ­და. მყავს და კატო ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც ექი­მია, კი­ნო­ში თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბა მა­საც აქვს. ამ­ბობს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რომ იყოს, უარს არც ახლა ვი­ტყვიო...

- ბო­ლოს "ნე­ტფ­ლიქსში“ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ აღ­მოჩ­ნდით, ამ ყვე­ლა­ფერს რო­გორ აფა­სებთ?

- ამას ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ოც­ნე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბო­და იმა­ზე, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამ გა­და­ღე­ბე­ბით მოხ­და.... პრა­ღა­ში რომ ვი­ყა­ვით, "ეკა კას­ტის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძე გვახ­ლდა. ჩვენ­ზე ჰქონ­და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აღე­ბუ­ლი. დიდი ჯგუ­ფი ება­რა. მის გა­რე­შე გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და. ეკა მჟა­ვა­ნა­ძე კი აქე­დან ონ­ლა­ინ ერ­თვე­ბო­და, მას ბევ­რი საქ­მე ჰქონ­და და ფი­ზი­კუ­რად წა­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა. თეკ­ლა კარ­გი ადა­მი­ა­ნი, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი და უკარ­გე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლიც აღ­მოჩ­ნდა. პი­რა­დად მე ბევრ რა­მე­ში გვერ­დით და­მიდ­გა. მად­ლო­ბა "ეკა კასტს“, ცალ­კე ეკა მჟა­ვან­ძეს, ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის ამ­ხე­ლა რამ შეძ­ლო. მად­ლო­ბა ისევ და ისევ თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
1

საუკეთესო მშობლების საუკეთესო შვილი.წარმატებები ანდროს.

Devkalion
23

აბსოლუტური მურისტიკა ვოთომ ბოევიკი.არ უყუროთ დრო არ დაკარგოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ბიჭი "Extraction 2" - დან: ვინ არის ანდრო ჯაფარიძე და რას ჰყვება "ნეტფლიქსის" გადაღებებსა და ჭოხონელიძეების ცნობილ ოჯახზე? - "როლზე რომ დამამტკიცეს, 2 კვირის განმავლობაში ამის თქმა არავისთვის შემეძლო"

ბიჭი "Extraction 2" - დან: ვინ არის ანდრო ჯაფარიძე და რას ჰყვება "ნეტფლიქსის" გადაღებებსა და ჭოხონელიძეების ცნობილ ოჯახზე? -  "როლზე რომ დამამტკიცეს, 2 კვირის განმავლობაში ამის თქმა არავისთვის შემეძლო"

"ნეტფლიქსის“ პოპულარული ფილმის "Extraction 2" პრემიერა უკვე შედგა და მსოფლიო ეკრანებზეც გამოვიდა. მთავარი როლის შემსრულებელს, ჰოლივუდის ვარსკვლავ კრის ჰემსვორთს პარტნიორობას ქართველი მსახიობები უწევენ. ფილმში ცნობილ ქართველ მსახიობებთან ერთად ითამაშა ანდრო ჯაფარიძემ, რომელიც პროფესიით მსახიობი არ არის, ის უნივერსიტეტში ბიზნესის მიმართულებით სწავლობს, 14 წლის ასაკში ნათამაშევი აქვს პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები“ და ასევე თორნიკე გოგრიჭიანის სადებიუტო ფილმში "ანდრო“.

21 წლის ანდრო ამჯერად Extraction 2-ის გადაღებებს დიდი სიყვარულით იხსენებს.

როგორ მოხვდა ანდრო ჯაფარიძე რეჟისორ სემ ჰარგრეივის ახალ ფილმში, როგორ იმუშავა როლზე და რა გამოცდილება შესძინა ამ ფილმმა, ამაზე ambebi.ge - ს თავად უამბობს:

- "ჩემი ცოლის დაქალების“ მერე ჩემს თავში არ ვიყავი გარკვეული, ვერ ვხვდებოდი, რა მინდოდა, ამიტომ ცოტა ხანს პაუზა ავიღე. რა შემოთავაზებებიც "ეკა კასტისგან“ მოდიოდა, უარს ვეუბნებოდი - არც სერიალებში და არც რეკლამებში არ ვმონაწილეობდი. შესაბამისად, კასტინგზეც არ გავდიოდი.

2021 წელს ოქტომბერში დედამ დამირეკა, სახლში დროულად მოდიო, - უცებ მოვვარდი, მეგონა, რაღაც დავაშავე (იღიმის). უარი არ მითხრა, "ნეტფლიქსის“ კასტინგებია, რას იზამ, ხომ გახვალო? ეს რომ მოვისმინე, დავფიქრდი, მივხვდი, რომ ასეთი შემოთავაზება ხშირად არ ხდება... მოკლედ, უარის თქმა არ შეიძლებოდა, დავთანხმდი და კასტინგზე გავედი, რომელიც ონლაინ ჩატარდა.

რამდენიმე დღეში პასუხი მივიღე, რომ ამ როლზე დამამტკიცეს. ორი კვირის განმავლობაში ამის თქმა არავისთვის შემეძლო, გაუთქმელობის კონტრაქტზე მქონდა ხელი მოწერილი. ცოტა უცნაური მომენტი კი იყო, ასეთ ამბავს ვერავის ვეუბნებოდი. როცა უკვე გავასაჯაროვე, მერე გადაღებებზე პრაღაში მალევე წავედით.

ქართველები ბევრნი ვიყავით, დიდი ჯგუფი იყო. უამრავ კარგ ქართველ მსახიობთან მიწევდა თამაში და ასევე უმაგრეს უცხოელ მსახიობთანაც. ყველანი დავმეგობრდით და დავახლოვდით. ქართველებმაც უცებ გავიცანით ერთმანეთი და ერთმანეთს გვერდიდან არ ვშორდებოდით. სულ მხარში ვედექით და ვამხნევებდით.

- მოკლედ, ასე მოულოდნელად დიდ კინოში აღმოჩნდით...

- კი... სახლიდან უეცრად სულ სხვანაირ რიტმში, გარემოსა და რეჟიმში აღმოვჩნდი. თან ამ სერიოზულ საქმეზე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღე. ამდენ უცხოელ და ქართველ პროფესიონალ მსახიობთან ამის გარეშე ვერ მოვიქცეოდი. გამუდმებული რეპეტიციები გვქონდა, სულ ვმუშაობდით.

ცოტა ტრავმირებული ბავშვის როლი მერგო, რომელიც რთულ ოჯახურ გარემოში იზრდება, რადგანაც განგსტერის შვილია. რთული ის იყო, რომ მამამისის გამო პატიმრობა მის ოჯახსაც უწევს, - მამას უნდა, რომ ოჯახიც მასთან ერთად იყოს, ეგოისტია. ჩემი გმირი, 15 წლის ბავშვიც აღმოჩნდება იქ. ბიჭს ყველგან ზედმეტი მოსდის, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს მამის ცუდსაც და კარგსაც, მისთვის მამა მაინც ძლიერი პიროვნებაა. უნდა თვითონაც ძლიერი იყოს. როდესაც გაიგებს, რომ მამა მოუკლეს, საშინლად გულდაწყვეტილია, მიაჩნია, რომ ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო... ეს რატომ მოხდა, ამას ვერ ხვდება, რის შემდეგაც იღებს მძიმე გადაწყვეტილებას...

- სცენარი რომ წაიკითხეთ, მოგეწონათ?

- როდესაც წავიკითხე, მინდოდა, გამეგო, ჩემი პერსონაჟი რატომ იყო ასეთი. ცოტა გამაღიზიანებელი ტიპაჟი ჩანდა. ცოტა იმის შემეშინდა, ამ როლის შესრულებას რამდენად კარგად შევძლებდი. მერე ვერც ის წარმოვიდგინე, მაყურებელზე როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებდი. საბოლოოდ პერსონაჟი ნელ-ნელა ჩამოვაყალიბე და მივხვდი, რომ მისი თამაში შემეძლო და ეს პასუხისმგებლობაც ავიღე. პატარა როლი იყო, მაგრამ რეჟისორთან საუბრის, რეპეტიციების და გადაღებების შემდეგ ვატყობდი, რომ ჩემი ნაწილი ფილმში იზრდებოდა და ძალიან მიხაროდა.

- ე.ი. რეჟისორს მოსწონდა თქვენი თამაში.

- რეჟისორი გადასარევი პიროვნებაა, პროფესიონალი. თავის სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებს. გასაოცარი იდეები აქვს. ფილმში რასაც ხედავთ, ჩხუბის სცენები, კადრიდან კადრზე გადასვლები, უწყვეტი სცენები, მისი მოფიქრებული და დადგმულია. რომ მელაპარაკებოდა, ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი, საოცრება ფილმი იქნებოდა. პირველი სერიაც სასწაულად აქვს გაკეთებული. მასთან მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გაკვეთილი და გამოცდილება იყო.

- პრემიერიდან როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდით?

- პრემიერაზე მადრიდსა და ბერლინში ვიყავი, დედასთან ერთად მომიწია წასვლა. გამგზავრებამდე არა და მადრიდში რომ ჩავედი, ნერვიულობა დამეწყო. პრემიერაზეც ცოტა დაძაბული ვიყავი. ასეთ პრემიერაზე ნამყოფი ცხადია, არ ვიყავი. მადრიდში უცხოელი მსახიობები იყვნენ, ქართველები - არა. პრემიერამ შესანიშნავად ჩაიარა. ბერლინის პრემიერაზე წასვლამდე წერილი მივიღე, საიდანაც შევიტყვე, რომ დაისმებოდა შეკითხვები, ცოტა პანიკაში ჩავვარდი, არ ვიცოდი, რა კითხვები იქნებოდა, ვფიქრობდი იმაზე, რომ არ დავბნეულიყავი. ასისტენტმა დამამშვიდა, - სანერვიულო არაფერიაო...

უშუალოდ საპრემიერო სივრცესთან რომ მივუახლოვდი, იქ იმხელა სიყვარული ტრიალებდა, იმდენი ხალხი იყო... ფილმს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და ნერვიულობა გამიქრა, მაგრამ პირველი შეკითხვა რომ დამისვეს, წამიერად დამავიწყდა, რა უნდა მეპასუხა (იღიმის).

შეკითხვა შეეხებოდა მთავარ გმირს, მკითხეს, რეალურად ცხოვრებაში როგორი ადამიანიაო. ძალიან კომუნიკაბელური, შესანიშნავი ხასიათი აქვს-მეთქი - ვუპასუხე.

- გადაღებები ხანგრძლივად მიდიოდა, პრაღაში რამდენ ხანს იყავით?

- ყველაფერი ზუსტად იყო გაწერილი. გადაღებები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძირითადად სულ იქ, პრაღაში ვიყავით და ცოტა ხანს - ვენაში. ასე მოულოდნელად იქ მარტოს მომიწია ცხოვრებამ. არ მეგონა, ასე კარგად თუ შევძლებდი. უკვე 19 წლის ვიყავი და მარტოს კიდევაც უნდა შემძლებოდა სირთულეებისთვის თავი გამერთვა. ქართველები ერთ კორპუსში, ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ ოთახში მარტო ვიყავი და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე თვითონ ვიღებდი.

- მეგობრები ალბათ, გგულშემატკივრობდნენ, ხომ?

- მეგობრები გვერდში მედგნენ. ახლაც გვერდში მიდგას ყველა, ეს უდიდეს ძალას მაძლევს. უსაყვარლესია თითოეული. ასეთ გარემოცვაში ყოფნა სასიამოვნოა.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

- გადაღებების დაწყებამდე, მე და ჩემმა მეგობარმა პატარა ბიზნესი დავიწყეთ, ცოტა სხვანაირი სარეკლამო კომპანიის იდეა გვქონდა, თავის საინტერესო პროექტებით. საქმე ავაწყეთ და ზუსტად მაშინ მომიწია გადაღებაზე წასვლამ. იქიდან ონლაინაც ვმუშაობდი. ახლაც ჩართულები ვართ, ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი საქმე.

უნივერსიტეტში ბიზნესის განხრით ვსწავლობ. ამ კუთხით სწავლის დაწყებაც იმ პერიოდს უკავშირდება, ჯერ რომ არ ვიცოდი, რა მინდოდა და რას როგორ გავაკეთებდი. ამ მიმართულებაზე შემთხვევით აღმოვჩნდი...

- თეატრალურ უნივერსიტეტში არ გინდოდათ სწავლა?

- მანამდეც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, შეიძლება, "თეატრალურში“ გადავიდე კიდეც. როგორც გითხარით, ბევრი მიმართულებით ვეცნობი, ვაკვირდები რაღაცებს. ამასობაში ვფიქრობ, უფრო კარგად აღმოვაჩენ საკუთარ თავში გარკვეულ უნარებს.

- გავიხსენოთ "ჩცდ“ და როლი, რომელიც იქ 14 წლის ასაკში ითამაშეთ...

- სულ 5 სერიაში მომიწია თამაში. ჩემი პერსონაჟი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა. პარტნიორი ძირითადად ტასო იყო... კარგად მახსოვს ეგ პერიოდი. თან "ჩცდ“ ჩვენთან ყველაზე პოპულარული სერიალი იყო და დღემდე ასეა. მომწონდა, რომ ვუყურებდი და მინდოდა მასში მონაწილეობა.

ერთხელაც ეკა მჟავანაძემ რაღაც სხვა ფილმის კასტინგზე დაგვირეკა. სინჯი ჩავწერეთ. გამოსვლისას რაღაც ოთახი დავინახე, აქ რას წერენ-მეთქი? - ვიკითხე, "ჩემი ცოლის დაქალებსო“. აუ რა კარგია, მეც მინდა მაგ სერიალში მონაწილეობა რომ ვცადო-მეთქი, - ასე პირდაპირ ვუთხარი. ეკა მჟავნაძემ შემომხედა და "დაქალებში“ რაღაც როლზე დამინახა. ჩავწერეთ, მაგრამ არ მეგონა, თუ დამამტკიცებდნენ. სიხარულისგან ლამის გავგიჟდი.

- ქეთა ორბელაძესთან, ტასოს როლის შემსრულებელთან გაქვთ ახლა ურთიერთობა?

- უკარგესი ბავშვია, კომუნიკაბელური, ხალისიანი, კეთილი, კარგი პარტნიორი იყო სერიალში. მისმა გმირმა ჩემი გმირისთვის საკმაოდ რთულ სიტუაციაში ბევრი რამ გააკეთა. ცდილობდა ჩემს გახარებას. კარგად მახსოვს, ქეთასთან ერთად სერიალში თამაში. მასთან ყოველდღიური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ვიცნობ და მიხარია, რომ ვიცნობ.

- ანდრო, ცნობილი მუსიკალური ოჯახიდან ხართ. დედა სოფო ჭოხონელიძეა, დეიდები - თამრიკო, თინიკო ჭოხონელიძეები. თქვენს ოჯახში ყველა მღერის. ალბათ, თქვენც მღერით. ეს ოჯახი თქვენთვის რას ნიშნავს?

- ბავშვობის მერე სიმღერა არ მიცდია, სამომავლოდ, არ ვიცი, სიმღერას მოვკიდებ თუ არა ხელს. ხომ ვამბობ, ახლა კვლევა-ძიების პროცესი მაქვს.

ჩემთვის ეს ოჯახი ყველაზე დიდი განძია, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. ბავშვობიდან მას საოცრად კარგი ამბები უკავშირდება. მუსიკის გარდა, ასეთ ადამიანებთან ცხოვრება სასიამოვნოზე მეტია და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ...

მე და ჩემი დეიდაშვილები ზაფხულობით საგურამოში ვიზრდებოდით. ყველანი ერთად ვიკრიბებოდით, სამი დის ოჯახი იქ ვიყავით. ეს იყო ყველაზე დიდი სიხარული ყველა ჩვენგანისთვის. დიდი ჟრიამული ტრიალებდა. მყავს და კატო ჯაფარიძე, რომელიც ექიმია, კინოში თამაშის გამოცდილება მასაც აქვს. ამბობს, შემოთავაზება რომ იყოს, უარს არც ახლა ვიტყვიო...

- ბოლოს "ნეტფლიქსში“ ასე მოულოდნელად რომ აღმოჩნდით, ამ ყველაფერს როგორ აფასებთ?

- ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, ოცნებაც არ შეიძლებოდა იმაზე, რაც ჩემს ცხოვრებაში ამ გადაღებებით მოხდა.... პრაღაში რომ ვიყავით, "ეკა კასტის“ წარმომადგენელი თეკლა ჯავახაძე გვახლდა. ჩვენზე ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული. დიდი ჯგუფი ებარა. მის გარეშე გაგვიჭირდებოდა. ეკა მჟავანაძე კი აქედან ონლაინ ერთვებოდა, მას ბევრი საქმე ჰქონდა და ფიზიკურად წამოსვლა ვერ მოახერხა. თეკლა კარგი ადამიანი, კარგი მსახიობი და უკარგესი ხელმძღვანელიც აღმოჩნდა. პირადად მე ბევრ რამეში გვერდით დამიდგა. მადლობა "ეკა კასტს“, ცალკე ეკა მჟავანძეს, ქართველი მსახიობებისთვის ამხელა რამ შეძლო. მადლობა ისევ და ისევ თეკლა ჯავახაძეს.