პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გვარია ეს სულელი?... . ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი მაძლევს შენიშვნას" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე იაგო ხვიჩიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის
"რა გვარია ეს სულელი?... . ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი მაძლევს შენიშვნას" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე იაგო ხვიჩიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის

პარ­ლა­მენ­ტის კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც "სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს, იაგო ხვი­ჩი­ა­სა და გრი­გოლ ვა­შა­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სა­კუ­თა­რი გა­მოს­ვლის დროს ხვი­ჩი­ამ ვა­შა­ძეს "სუ­ლე­ლი“ უწო­და.

"თქვენს ბოდ­ვას ვუს­მენ­დით გრი­გოლ - რა გვა­რი ხართ? რა გვა­რია ეს სუ­ლე­ლი? ამ სუ­ლე­ლის ბოდ­ვას ვუს­მენ­დით. თქვენ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ხართ და­ბა­დე­ბი­დან. სუ­ლე­ლია, ვინც ამას ვერ ხვდე­ბა, აქ სა­ერ­თოდ რო­გორ ზი­ხარ? ათა­სი სუ­ლე­ლუ­რი აზრი მო­ვის­მი­ნე, მაგ­რამ არა­ვის­თვის შე­მი­წყვე­ტი­ნე­ბია. ერთ-ერთი სა­ნი­მუ­შო ამო­რა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი მაძ­ლევს შე­ნიშ­ვნას, რა­ტომ? არ არის ამო­რა­ლუ­რი? სი­ნამ­დვი­ლე­ში ახლა კა­მა­თი რაზე გვაქვს - ერთი მხა­რე იძა­ხის, ამ ხალ­ხს ცოტა ფული უნდა მივ­ცე­თო, მე­ო­რე მხა­რე ამ­ბობს - ბევ­რი ფული უნდა მივ­ცე­თო. სი­ნამ­დვი­ლე­ში უნდა ვკა­მა­თობ­დეთ იმა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო უნდა ერე­ო­დეს ავ­ტო­რე­ბის საქ­მე­ში თუ ეს უნდა წყდე­ბო­დეს სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ვა­შა­ძემ ხვი­ჩი­ას სხდო­მა­ზე­ვე უპა­სუ­ხა.

"შენ შე­უ­რა­ცხყო­ფას ვერ მო­მა­ყე­ნებ. გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი, უზ­რდე­ლი ხარ“, - მი­მარ­თა გრი­გოლ ვა­შა­ძემ იაგო ხვი­ჩი­ას.

ამას­თან, ხვი­ჩი­ას გა­მოს­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად მას სხვა­დას­ხვა რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თავ­დნენ სხდო­მა­ზე სტუმ­რად მყო­ფი კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათ ხვი­ჩი­ას გა­მოს­ვლა­ზე სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტი მა­გი­და­ზე ხე­ლე­ბის ბრა­ხუ­ნით გა­მო­ხა­ტეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ხვი­ჩი­ამ მათ კი­თხვით მი­მარ­თა.

"მე რომ ამო­გი­ვარ­დეთ სცე­ნა­ზე, მიკრო­ფო­ნი წა­გარ­თვათ და სიმ­ღე­რა არ და­გას­რუ­ლე­ბი­ნოთ, მო­გე­წო­ნე­ბო­დათ?“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტი მე­ო­რე მოს­მე­ნით - მუხ­ლობ­რი­ვად "სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს იხი­ლავს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა მმარ­თველ უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებს ეკუთ­ვნით, რო­მელ­თა გან­მარ­ტე­ბით, პრო­ექ­ტი და­ე­ფუძნა სამ პრინ­ციპს - გამჭვირ­ვა­ლო­ბა, კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ინი­ცი­ა­ტორ­თა გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მისი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბა. კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის კო­ლექ­ტი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის წე­სე­ბი და პი­რო­ბე­ბი გა­ი­წე­რე­ბა. ინერ­გე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის, მისი საქ­მი­ა­ნო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­მყო­ფი, სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ახ­ლე­ბუ­რი მე­ქა­ნიზ­მი, ჰო­ნო­რა­რის სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნის პრინ­ცი­პე­ბი, რაც პრო­ექ­ტის ავ­ტორ­თა გან­მარ­ტე­ბით, ხელს შე­უ­წყობს სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა მფლო­ბე­ლე­ბის უფ­ლე­ბა­თა ეფექ­ტურ და ეფექ­ტი­ან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ქო­ნებ­რივ უფ­ლე­ბა­თა კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის სფე­რო­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
1

არა მგონია გირჩი იპოლიტე ჭკუა-გონებით ვაშაძეს შეედრებოდეს; როცა ვაშაძის ქცევა დაიწუნა იმით, რომ "ქოცების კანონპროექტს უჭერს მხარს" და ამავდროულად კანონის ავკარგზე ვერ მსჯელობს აზროვნების პრობლემების გამო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩიას ცოცხი უკვე უჭირავს ხელში

ლევანი
1

ასეთები და ამნაირები უნდა გამოყარონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რა გვარია ეს სულელი?... . ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი მაძლევს შენიშვნას" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე იაგო ხვიჩიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის

"რა გვარია ეს სულელი?... . ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი მაძლევს შენიშვნას" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე იაგო ხვიჩიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, იაგო ხვიჩიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკუთარი გამოსვლის დროს ხვიჩიამ ვაშაძეს "სულელი“ უწოდა.

"თქვენს ბოდვას ვუსმენდით გრიგოლ - რა გვარი ხართ? რა გვარია ეს სულელი? ამ სულელის ბოდვას ვუსმენდით. თქვენ შეურაცხყოფილი ხართ დაბადებიდან. სულელია, ვინც ამას ვერ ხვდება, აქ საერთოდ როგორ ზიხარ? ათასი სულელური აზრი მოვისმინე, მაგრამ არავისთვის შემიწყვეტინებია. ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი მაძლევს შენიშვნას, რატომ? არ არის ამორალური? სინამდვილეში ახლა კამათი რაზე გვაქვს - ერთი მხარე იძახის, ამ ხალხს ცოტა ფული უნდა მივცეთო, მეორე მხარე ამბობს - ბევრი ფული უნდა მივცეთო. სინამდვილეში უნდა ვკამათობდეთ იმაზე, სახელმწიფო უნდა ერეოდეს ავტორების საქმეში თუ ეს უნდა წყდებოდეს სასამართლოს მეშვეობით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვაშაძემ ხვიჩიას სხდომაზევე უპასუხა.

"შენ შეურაცხყოფას ვერ მომაყენებ. გაუნათლებელი, უზრდელი ხარ“, - მიმართა გრიგოლ ვაშაძემ იაგო ხვიჩიას.

ამასთან, ხვიჩიას გამოსვლის პარალელურად მას სხვადასხვა რეპლიკებით მიმართავდნენ სხდომაზე სტუმრად მყოფი კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ ხვიჩიას გამოსვლაზე საკუთარი პროტესტი მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს. აღნიშნულის შემდეგ ხვიჩიამ მათ კითხვით მიმართა.

"მე რომ ამოგივარდეთ სცენაზე, მიკროფონი წაგართვათ და სიმღერა არ დაგასრულებინოთ, მოგეწონებოდათ?“, - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა მმართველ უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით, რომელთა განმარტებით, პროექტი დაეფუძნა სამ პრინციპს - გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება. ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება. კანონის პროექტის მიღების შედეგად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები გაიწერება. ინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც პროექტის ავტორთა განმარტებით, ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტურ და ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში.