მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა" - რა აჩვენა პრიგოჟინის ერთდღიანმა ამბოხმა?
"ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა" - რა აჩვენა პრიგოჟინის ერთდღიანმა ამბოხმა?

ერ­თდღი­ა­ნი სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხე­ბა რუ­სეთ­ში 24 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო: 23 ივ­ნისს "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ა­და­ნა­შა­უ­ლა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფის ზურ­გის გან­ლა­გე­ბა­ზე თავ­დას­ხმა­ში, რა­საც, მისი მტკი­ცე­ბით, "ვაგ­ნე­რის" რი­გებ­ში დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მან, ამას­თა­ნა­ვე, თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ­ხი­ლა ათას­გვარ უკე­თუ­რო­ბა­ში და გა­ნა­ცხა­და, რომ მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 25 ათა­სი მებ­რძო­ლით მი­დი­ო­და მოს­კო­ვის­კენ, რათა აღედ­გი­ნა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა "ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბო­რო­ტე­ბა". ეს არ არის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ეს არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­ში და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სვლა მოს­კო­ვის­კენ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დას­ჯის მიზ­ნი­თო, - ამ­ბობ­და პრი­გო­ჟი­ნი. მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და, პრი­გო­ჟი­ნი აცხა­დებ­და, რომ მის­მა მებ­რძო­ლებ­მა აი­ღეს როს­ტო­ვი, გა­ი­ა­რეს ვო­რო­ნე­ჟი... ვრცელ­დე­ბო­და მათ მიერ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბის თუ ხელ­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლაც. მოს­კოვ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მი გა­მო­ცხად­და, ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­ნდა მძი­მე ტექ­ნი­კა, ხალ­ხს შინ დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა "ვაგ­ნე­რი" ამ­ბო­ხის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მათ ქმე­დე­ბას "ზურ­გში და­ნის დარ­ტყმა" უწო­და. რუ­სე­თის ეფ-ეს-ბემ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის­კენ მო­წო­დე­ბის ფაქ­ტზე. რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, პრი­გო­ჟინს 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და.

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის რაზ­მებს, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ და მის­გან 200 კი­ლო­მეტრში იყ­ვნენ, უკან აბ­რუ­ნებ­და. "დად­გა მო­მენ­ტი, როცა სის­ხლი შე­იძ­ლე­ბა და­იღ­ვა­როს. მეს­მის მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამი­ტომ ჩვენ კო­ლო­ნებს უკან ვაბ­რუ­ნებთ და მივ­დი­ვართ უკან, სა­ვე­ლე ბა­ნა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გეგ­მის თა­ნახ­მად", - თქვა მან.

კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დმიტ­რი პეს­კოვ­მა კი 24 ივ­ნისს გა­ნა­ცხა­და, კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "ვაგ­ნე­რის" მე­თა­უ­რი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი, რო­მელ­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და ბე­ლა­რუს­ში წავა, თან გან­მარ­ტა, რომ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს შუ­ა­მავ­ლო­ბით, რათა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხე­ბა. კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ვაგ­ნე­რის" მებ­რძო­ლებს არ მის­ცე­მენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მათი დამ­სა­ხუ­რე­ბის აღი­ა­რე­ბის ნიშ­ნად.მოკ­ლედ, ამო­უხ­სნე­ლია ამ ერ­თდღი­ა­ნი ამ­ბო­ხის აზრი და მი­ზა­ნი, თუმ­ცა ამან აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სეთ­ში გვა­რი­ა­ნად არის არე­უ­ლი მო­ნას­ტე­რი. მომ­ხდარს გზა­ეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" აფა­სებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- ის, რაც რუ­სეთ­ში მოხ­და და რაც, ჩემი აზ­რით, გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ის­ტო­რი­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით. ნე­ბის­მი­ე­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი ერ­თგვარ მით­ზე დგას - ეს არის სა­კუ­თა­რი უძ­ლე­ვე­ლო­ბი­სა და შე­უმცდა­რო­ბის მითი. რო­გორც კი ის ნგრე­ვას იწყებს, ეს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­დის სის­ტე­მის შიგ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, ანუ რო­გორც კი მსა­ხუ­რე­ბი უზე­ნა­ე­სის უძ­ლე­ვე­ლო­ბა­ში შე­ი­ტა­ნენ ეჭვს, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ზრუნ­ვას იწყე­ბენ და ვი­საც ამის რე­სურ­სი აქვს, ამ პრო­ცე­სის ინი­ცი­ა­ტო­რიც ის ხდე­ბა. ამ ეტაპ­ზე ეს აღ­მოჩ­ნდა პრი­გო­ჟი­ნი, მან ბრძო­ლა და­ი­წყო თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

გვინ­დო­და ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო უფრო მას­შტა­ბუ­რი და რუ­სე­თის­თვის უფრო მე­ტად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ ჯერ ეს არ მოხ­და მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზით - როცა ორი­ვე მხა­რე ნა­ძი­რა­ლაა, მათ შო­რის გა­რი­გე­ბის შან­სი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ეს მოხ­და. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის და­სას­რუ­ლი არ არის მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. თუნ­დაც პრი­გო­ჟი­ნის ეს ბუნ­ტი და "ვაგ­ნე­რის" რე­ი­დი მოს­კო­ვამ­დე აჩ­ვე­ნებს, რომ იმ­პე­რია უკვე შუ­შის ფე­ხებ­ზე დგას და, ადრე თუ გვი­ან, მო­სახ­დე­ნი მოხ­დე­ბა. რო­დე­საც სის­ტე­მა ზრდის ურჩხულს, ის ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ჭამს თა­ვის შემ­ქმნელს. პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი სწო­რედ ამ გზას ად­გას და პრი­გო­ჟინ­მა სწო­რედ ეს აჩ­ვე­ნა.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მიკ­ვირს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­რუ­სულ ბა­ნაკ­ში პუ­ტი­ნის ამ დრო­ე­ბით გა­დარ­ჩე­ნის გამო სი­ხა­რუ­ლის ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი რომ ატყდა. რო­გორ უნდა და­ე­ცეს ქარ­თვე­ლი ისე, რომ უხა­რო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს უპირ­ვე­ლე­სი მტრის, ოკუ­პან­ტის გა­დარ­ჩე­ნა. ეს ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი ფე­ნო­მე­ნია.

- მომ­ხდა­რის მერე არა­ერ­თი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია გავ­რცელ­და, მათ შო­რის აქა­ურ რუ­სე­თუ­მე­ებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი, თით­ქოს პუ­ტი­ნი და პრი­გო­ჟი­ნი გა­რი­გე­ბუ­ლი იყ­ვნენ, თუმ­ცა მომ­ხდარ­მა პუ­ტინს, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გვა­რი­ა­ნად შე­ში­ნე­ბუ­ლი ჩან­და, ვფიქ­რობ, იმა­ზე დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, ვიდ­რე ახე­ი­რა.

- თუ მა­გათ ლო­გი­კას გავ­ყვე­ბით, თურ­მე მთე­ლი ეს არე­უ­ლო­ბა: ვერ­ტმფრე­ნე­ბის ჩა­მოყ­რა, მოს­კოვ­ში სან­გრე­ბის შე­ნე­ბა, ქა­ლა­ქის შე­სას­ვლე­ლე­ბის ჩა­ხერგვა და ასე შემ­დეგ, გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო "ვაგ­ნე­რის", რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბის ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის, დაშ­ლის ან არ­მი­ა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის მიზ­ნით. მე ამ აზრს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვი­ზი­ა­რებ. ამ ერ­თდღი­ან­მა სამ­ხედ­რო ამ­ბოხ­მა აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თი ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია. უკვე რუ­სეთ­ში­ვე სა­ეჭ­ვო გახ­და პუ­ტი­ნის უძ­ლე­ვე­ლო­ბა და ამის მერე კი­დევ ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ პუ­ტი­ნი ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბას აკონ­ტრო­ლებს. მან ჯერ მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ა­ცხა­და პრი­გო­ჟი­ნი, მერე კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და "მო­ღა­ლა­ტეს­თან" გა­რი­გე­ბუ­ლი­ყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც მი­უ­ხე­და­ვად ომი­სა, უსაფრ­თხოდ გრძნობ­დნენ თავს, ახლა და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა გა­უჩ­ნდე­ბათ. გა­სა­გე­ბია, ქარ­თვე­ლი პუ­ტი­ნის­ტე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან, რომ პუ­ტი­ნის უძ­ლე­ვე­ლო­ბის მითი კვლა­ვაც გა­ნა­ვი­თა­რონ, მაგ­რამ ამ მით­მა თვი­თონ რუ­სეთ­ში და­ი­წყო მსხვრე­ვა.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ აშ­კა­რად გა­მოჩ­ნდა, რა დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბა­ცაა რუ­სე­თის არ­მი­ა­ში, ეს კი უკ­რა­ი­ნის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს. მათ და­ი­წყეს კი­დეც გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით კონ­ტრშე­ტე­ვა, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. დიახ, რაც მოხ­და, სწო­რედ რუ­სე­თის სი­სუს­ტის დას­ტუ­რია. შე­საძ­ლოა იმ სცე­ნა­რით არ წა­რი­მარ­თა, რო­გო­რი­თაც ჩვენ გვსურ­და და რა­საც ვე­ლო­დით, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და - ამის შე­დე­გად რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აშ­კა­რად უფრო და­სუს­ტდა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­შიც, რომ რუ­სუ­ლი იმ­პე­რია სას­ტიკ მარ­ცხს გა­ნიც­დის ამ გლო­ბა­ლურ ომში. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

ადამიანი თავის "პროგნოზში" რომ შეცდება ,მინიმუმ ექსპერტის სტატუსი მაინც შეუჩერე, თუ არ ჩამაართმევ . სიტყვას ფასი დაეკარგა. ტყემ დაიწყო შრიალი . ხუხა პროგნოზს რომ აკეთებს ,ვანგას გააქვს ჟრიალი.

ინგა
28

ხუხაშვილის ნათქვამს ყოველთვის რეიტინგი სქვს. აბა ჩიჩილაკა და ანტუნი რამეს რო იტყვის, 2 კომენტარი შეაქებს 10 კი დაცინებს, და დამთავრდება ზეიმი. ხუხა მაგარია

ავტორი:

"ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა" - რა აჩვენა პრიგოჟინის ერთდღიანმა ამბოხმა?

"ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა" - რა აჩვენა პრიგოჟინის ერთდღიანმა ამბოხმა?

ერთდღიანი სამხედრო ამბოხება რუსეთში 24 ივნისის საღამოს დასრულებულად გამოცხადდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 23 ივნისს "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, მისი მტკიცებით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მან, ამასთანავე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ამხილა ათასგვარ უკეთურობაში და განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით მიდიოდა მოსკოვისკენ, რათა აღედგინა სამართლიანობა და შეეჩერებინა "ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის ბოროტება". ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში და შეიარაღებული სვლა მოსკოვისკენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯის მიზნითო, - ამბობდა პრიგოჟინი. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, პრიგოჟინი აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა აიღეს როსტოვი, გაიარეს ვორონეჟი... ვრცელდებოდა მათ მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენების თუ ხელში ჩაგდებული იარაღის საწყობების ფოტო და ვიდეომასალაც. მოსკოვში ანტიტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა, ქუჩებში გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, ხალხს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებას "ზურგში დანის დარტყმა" უწოდა. რუსეთის ეფ-ეს-ბემ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებდა. "დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. მესმის მთელი პასუხისმგებლობა, ამიტომ ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით. გეგმის თანახმად", - თქვა მან.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი 24 ივნისს განაცხადა, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება და ბელარუსში წავა, თან განმარტა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით, რათა დასრულებულიყო სამხედრო ამბოხება. კრემლის განცხადებით, "ვაგნერის" მებრძოლებს არ მისცემენ პასუხისგებაში მათი დამსახურების აღიარების ნიშნად.მოკლედ, ამოუხსნელია ამ ერთდღიანი ამბოხის აზრი და მიზანი, თუმცა ამან აჩვენა, რომ რუსეთში გვარიანად არის არეული მონასტერი. მომხდარს გზაეთ "კვირის პალიტრასთან" აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ის, რაც რუსეთში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, გარკვეული პროცესების მხოლოდ დასაწყისია და განპირობებულია ისტორიული კანონზომიერებით. ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი ერთგვარ მითზე დგას - ეს არის საკუთარი უძლეველობისა და შეუმცდარობის მითი. როგორც კი ის ნგრევას იწყებს, ეს საბოლოოდ გადადის სისტემის შიგნით დაპირისპირებაში, ანუ როგორც კი მსახურები უზენაესის უძლეველობაში შეიტანენ ეჭვს, თავის გადარჩენაზე ზრუნვას იწყებენ და ვისაც ამის რესურსი აქვს, ამ პროცესის ინიციატორიც ის ხდება. ამ ეტაპზე ეს აღმოჩნდა პრიგოჟინი, მან ბრძოლა დაიწყო თავის გადარჩენისთვის.

გვინდოდა ეს დაპირისპირება ყოფილიყო უფრო მასშტაბური და რუსეთისთვის უფრო მეტად დამაზიანებელი, მაგრამ ჯერ ეს არ მოხდა მხოლოდ ერთი მიზეზით - როცა ორივე მხარე ნაძირალაა, მათ შორის გარიგების შანსი ყოველთვის არსებობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიის დასასრული არ არის მოახლოებული. თუნდაც პრიგოჟინის ეს ბუნტი და "ვაგნერის" რეიდი მოსკოვამდე აჩვენებს, რომ იმპერია უკვე შუშის ფეხებზე დგას და, ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება. როდესაც სისტემა ზრდის ურჩხულს, ის ბოლოს აუცილებლად შეჭამს თავის შემქმნელს. პუტინის რეჟიმი სწორედ ამ გზას ადგას და პრიგოჟინმა სწორედ ეს აჩვენა.

ყველაზე მეტად ის მიკვირს, საქართველოს პრორუსულ ბანაკში პუტინის ამ დროებით გადარჩენის გამო სიხარულის ჟივილ-ხივილი რომ ატყდა. როგორ უნდა დაეცეს ქართველი ისე, რომ უხაროდეს საქართველოს უპირველესი მტრის, ოკუპანტის გადარჩენა. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი ფენომენია.

- მომხდარის მერე არაერთი შეთქმულების თეორია გავრცელდა, მათ შორის აქაურ რუსეთუმეებში ძალიან აქტუალური, თითქოს პუტინი და პრიგოჟინი გარიგებული იყვნენ, თუმცა მომხდარმა პუტინს, რომელიც გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გვარიანად შეშინებული ჩანდა, ვფიქრობ, იმაზე დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ახეირა.

- თუ მაგათ ლოგიკას გავყვებით, თურმე მთელი ეს არეულობა: ვერტმფრენების ჩამოყრა, მოსკოვში სანგრების შენება, ქალაქის შესასვლელების ჩახერგვა და ასე შემდეგ, გამოწვეული იყო "ვაგნერის", როგორც დამოუკიდებელი სამხედრო ფორმირების ბრძოლის ველიდან გამოყვანის, დაშლის ან არმიაში ინტეგრირების მიზნით. მე ამ აზრს კატეგორიულად არ ვიზიარებ. ამ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა აჩვენა, რომ რუსეთი ძალიან დასუსტებულია. უკვე რუსეთშივე საეჭვო გახდა პუტინის უძლეველობა და ამის მერე კიდევ ძნელად დასაჯერებელი იქნება, რომ პუტინი ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს. მან ჯერ მოღალატედ გამოაცხადა პრიგოჟინი, მერე კი იძულებული გახდა "მოღალატესთან" გარიგებულიყო. დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიუხედავად ომისა, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ახლა დაუცველობის განცდა გაუჩნდებათ. გასაგებია, ქართველი პუტინისტები შეეცდებიან, რომ პუტინის უძლეველობის მითი კვლავაც განავითარონ, მაგრამ ამ მითმა თვითონ რუსეთში დაიწყო მსხვრევა.

ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აშკარად გამოჩნდა, რა დიდი დაძაბულობაცაა რუსეთის არმიაში, ეს კი უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს. მათ დაიწყეს კიდეც გარკვეული მიმართულებებით კონტრშეტევა, რაც მისასალმებელია. დიახ, რაც მოხდა, სწორედ რუსეთის სისუსტის დასტურია. შესაძლოა იმ სცენარით არ წარიმართა, როგორითაც ჩვენ გვსურდა და რასაც ველოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ამის შედეგად რუსეთის ხელისუფლება აშკარად უფრო დასუსტდა. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ რუსული იმპერია სასტიკ მარცხს განიცდის ამ გლობალურ ომში. გააგრძელეთ კითხვა