მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზღვრები დასაცავია... გვერდით ჩრდილო კავკასიაა, კადიროვით და პოტენციური უამრავი დამშეული და დაუნდობელი რუსი ლტოლვილით" - ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას
"საზღვრები დასაცავია... გვერდით ჩრდილო კავკასიაა, კადიროვით და პოტენციური უამრავი დამშეული და დაუნდობელი რუსი ლტოლვილით" - ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას

რუ­სე­თი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ზღვარ­ზეა. მოვ­ლე­ნე­ბი მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მისი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის ბა­ნა­კებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ში და­ა­და­ა­ნა­შა­უ­ლა.

პრი­გო­ჟინ­მა შუ­რის­ძი­ე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, რის შემ­დე­გაც მოს­კოვ­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გაძ­ლი­ე­რე­ბულ დაც­ვის კონ­ტროლ­ზე გა­და­ვი­და. ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ "ომო­ნი­სა" და "სობ­რის" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბი. ასე­ვე "ვაგ­ნე­რის” ლი­დე­რის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში და ად­გილ­ზე გეგ­მა “ცი­ხე­სი­მაგ­რე” გა­მო­ცხად­და.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ვაგ­ნე­რის" კონ­ტრო­ლის ქვე­შაა როს­ტო­ვი და ვო­რო­ჟი­ნი.

მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ცოტა ხნის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ და მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და მო­იწ­ვი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო და და­იც­ვას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. (წა­ი­კი­თხეთ: "მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, მო­იწ­ვი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო... დრო­ე­ბით ჩა­ი­კე­ტოს სა­ზღვრე­ბი რუ­სეთ­თან. საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია!" - გი­ორ­გი გა­ხა­რია)

ასევე დაგაინტერესებთ
08:30 / 24-06-2023

"90-იანების შემდეგ პირველად გავიგონე ტანკების გუგუნი მოსკოვის ქუჩებში... ვიღას ახსოვს უკრაინა" - რუსეთი პანიკამ მოიცვა: რას ამბობენ ადგილობრივები?

10:47 / 24-06-2023

"თქვენ მოტყუებით ხართ ჩართულები პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში" - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" მებრძოლებს მიმართავს

11:37 / 24-06-2023

"ვინც მოღალატეობის გზას დაადგა პასუხს აგებს!" - პუტინმა რუსეთის ჯარს შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის ბრძანება მისცა

14:51 / 24-06-2023

"მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს" - პრეზიდენტი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ რაო? ან თავ­დაც­ვამ? ან სუს­მა? უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო? სა­ზღვრე­ბი?ფრე­ნე­ბი?არ ვიმ­ჩნევთ თუ ჩანს სი­ცო­ცხლის ნი­შა­ნი ინ­გო­როყ­ვა­ზე?" - წერს ხი­და­შე­ლი.

ანა­ლო­გი­ურ აზ­რზეა ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლიც. ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე თვლის, რომ სა­ჭი­როა სა­ზღვრე­ბის დაც­ვა და სას­წრა­ფოდ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მოწ­ვე­ვა:

ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე: სას­წრა­ფოდ მო­იწ­ვი­ეთ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა: სა­ზღვრე­ბი და­სა­ცა­ვია, გვერ­დით ჩრდი­ლო კავ­კა­სი­აა კა­დი­რო­ვით და პო­ტენ­ცი­უ­რი უამ­რა­ვი დამ­შე­უ­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი რუსი ლტოლ­ვი­ლი.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე: სად არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია?სამ­ხრეთ რუ­სეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­თან ახ­ლოს, გა­ურ­კვე­ვე­ლი სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის მქო­ნე 25 ათა­სი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბა, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და, არის საბ­რძო­ლო შე­ტა­კე­ბე­ბი. ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ორი ვერ­ტმფრე­ნი. მთა­ვა­რი შე­კი­თხვა: რას ვშვე­ბით ჩვენ? რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი და გა­ტა­რე­ბუ­ლი? რას ვე­უბ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და რო­გორ ვუზ­რუნ­ველ­ყოფთ მათ უსაფრ­თხო­ე­ბას?

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვავა
0

განმიმარტეთ რას ნიშნავს ექსპერტი!

ტოტო
2

ალბათ გახსოვთ,როგორ გვაშინებდნენ,რომ დუდაევს ყავს სამოცი თვითმფრინავი და როცა აფრინდებიან რა გვეშველება.

საქართველო არანაირ ომს არ დაიწყებს,არც მეორე,მესამე და სხვა ფრონტებს არ გახსნის არასდროს.ვიღაც ფულს აკეთებს და უნდა სულ ტელევიზიაში ან პრესის ფურცლებზე გამოჩნდეს,რომ თავისი არსებობა გაამართლოს.უბრალოდ სირცხვილია საიდან მოდიან ეს ტიპები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საზღვრები დასაცავია... გვერდით ჩრდილო კავკასიაა, კადიროვით და პოტენციური უამრავი დამშეული და დაუნდობელი რუსი ლტოლვილით" - ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას

"საზღვრები დასაცავია... გვერდით ჩრდილო კავკასიაა, კადიროვით და პოტენციური უამრავი დამშეული და დაუნდობელი რუსი ლტოლვილით" - ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას

რუსეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. მოვლენები მას შემდეგ გამწვავდა, რაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადაანაშაულა.

პრიგოჟინმა შურისძიება დააანონსა, რის შემდეგაც მოსკოვში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტები, სახელმწიფო დაწესებულებები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გაძლიერებულ დაცვის კონტროლზე გადავიდა. ქუჩებში გამოვიდნენ "ომონისა" და "სობრის" სპეცდანიშნულების რაზმები. ასევე "ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, ჯავშანტექნიკა გამოჩნდა როსტოვის ქუჩებში და ადგილზე გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა როსტოვი და ვოროჟინი.

მიმდინარე მოვლენების ფონზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და მთავრობას მოუწოდა მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები. (წაიკითხეთ: "მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო... დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან. საფრთხე რეალურია!" - გიორგი გახარია)

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს:

"საქართველოს მთავრობამ რაო? ან თავდაცვამ? ან სუსმა? უსაფრთხოების საბჭო? საზღვრები?ფრენები?არ ვიმჩნევთ თუ ჩანს სიცოცხლის ნიშანი ინგოროყვაზე?" - წერს ხიდაშელი.

ანალოგიურ აზრზეა ექსპერტების ნაწილიც. ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ საჭიროა საზღვრების დაცვა და სასწრაფოდ უშიშროების საბჭოს მოწვევა:

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე: სასწრაფოდ მოიწვიეთ უშიშროების საბჭოს სხდომა: საზღვრები დასაცავია, გვერდით ჩრდილო კავკასიაა კადიროვით და პოტენციური უამრავი დამშეული და დაუნდობელი რუსი ლტოლვილი.

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: სად არის ოფიციალური პოზიცია?სამხრეთ რუსეთში, საქართველოს საზღვრებთან ახლოს, გაურკვეველი სამხედრო მიზნების მქონე 25 ათასიანი დაჯგუფება, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლიდან გამოვიდა, არის საბრძოლო შეტაკებები. ჩამოგდებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი ვერტმფრენი. მთავარი შეკითხვა: რას ვშვებით ჩვენ? რა ღონისძიებებია დაგეგმილი და გატარებული? რას ვეუბნებით საქართველოს მოსახლეობას და როგორ ვუზრუნველყოფთ მათ უსაფრთხოებას?

წაიკითხეთ ასევე: