საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იქნებოდა მყისიერი სიკვდილი" - რას ამბობენ ექსპერტები წყალქვეშა ნავის კატასტროფის შესახებ და რა მოხდა ოკეანის სიღრმეში
"ეს იქნებოდა მყისიერი სიკვდილი" - რას ამბობენ ექსპერტები წყალქვეშა ნავის კატასტროფის შესახებ და რა მოხდა ოკეანის სიღრმეში

აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა 22 ივ­ნისს და­ა­დას­ტუ­რა, რომ წყალ­ქვე­შა ნავ­მა "ტი­ტან­მა" კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და და­ი­ღუ­პა ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი. ად­მი­რალ ჯონ მა­უ­გე­რის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ცხედ­რე­ბი ვერ იპო­ვონ, რად­გან ოკე­ა­ნე­ში, კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას, "წარ­მო­უდ­გენ­ლად მკაც­რი გა­რე­მოა".

“აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვი­სა და მთლი­ა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ხე­ლით, სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ოჯა­ხებს. მხო­ლოდ წარ­მოდ­გე­ნა შე­მიძ­ლია, რო­გო­რი იყო ეს მათ­თვის. ჩვენ გვქონ­და მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი საფ­რან­გე­თი­სა და ბრი­ტა­ნე­თის გე­ნე­რა­ლურ კონ­სუ­ლებ­თან, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ მათ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ და მათი შეშ­ფო­თე­ბე­ბი გან­ხი­ლუ­ლია”, - გა­ნა­ცხა­და მა­უ­გერ­მა.

ბრი­ფინ­გი­სას აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ძი­ე­ბო არე­ალ­ში “ტი­ტა­ნის” ხუთი ნა­წი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ჯერ ად­რეა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­დის მოხ­და აფეთ­ქე­ბა. მათი თქმით, ჯერ კი­დევ ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს იმა­ზე, თუ რო­გორ, რა­ტომ და რო­დის მოხ­და კა­ტას­ტრო­ფა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რა მოხ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს და ეს სა­კი­თხი კვლე­ვის სა­გა­ნია, მაგ­რამ ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ თე­ო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მათი შე­ფა­სე­ბით ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო ვერ­სი­აა. ამ ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, კი "ტი­ტან­მა" და­კარ­გა წნე­ვის კონ­ტრო­ლი და ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ში აფეთ­ქდა. ამ თე­ო­რი­ას ის ფაქ­ტიც ამ­ყა­რებს, რომ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამე­რი­კის სა­ზღვაო ფლოტ­მა ოკე­ა­ნე­ში აფეთ­ქე­ბის ხმა და­ა­ფიქ­სი­რა.

  • "ეს იქ­ნე­ბო­და მყი­სი­ე­რი სიკ­ვდი­ლი"

აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი ექი­მი დეილ მოლი ამ­ბობს, რომ მგზავ­რე­ბი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, მყი­სი­ე­რად და­ი­ღუ­პე­ბოდ­ნენ. მისი თქმით, მგზავ­რებს არც კი ეცო­დი­ნე­ბო­დათ, რომ ნავს პრობ­ლე­მა ჰქონ­და. მან და­ა­მა­ტა, რომ ნა­ვის შიგ­ნით ჩარ­ჩე­ნა ბევ­რად უა­რე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იქ­ნე­ბო­და.

"შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, ეს რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და.... ცივა, ჟანგბა­დი გე­წუ­რე­ბა, თუ ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ისი­ნი ცო­ცხლე­ბი და­ვიბ­რუ­ნოთ, იმ პი­რო­ბებ­ში ეს სიკ­ვდი­ლის სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რია“, - ამ­ბობს დეილ მოლი.

წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის ექ­სპერ­ტი ოფერ კე­ტე­რი ამ­ბობს, რომ აფეთ­ქე­ბა მოხ­დე­ბო­და მი­ლი­წა­მებ­ში, თუ არა ნა­ნო­წა­მებ­ში იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გე­მის კორ­პუ­სი რა­მემ და­ა­ზი­ა­ნა..

"ტი­ტა­ნი ისე სწრა­ფად აფეთ­ქდე­ბო­და და ეკი­პაჟს მოკ­ლავ­და, რომ ბორტზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ეს მოხ­და, რომ ნავი აფეთ­ქდა, ასე­ვე ისი­ნი ვერ იგ­რძნობ­დნენ ტკი­ვილს, სიკ­ვდი­ლი ისე­თი მყი­სი­ე­რი იქ­ნე­ბო­და. სიკ­ვდი­ლი დად­გე­ბო­და მა­ნამ, სა­ნამ ტვი­ნი შეძ­ლებ­და სხე­უ­ლის­თვის გა­ეგ­ზავ­ნა მე­სი­ჯი, რომ ტკი­ვი­ლე­ბი აქვთ", - ამ­ბობს კე­ტე­რი.

  • გა­ირ­კვა, რომ ამე­რი­კის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ტექ­ნი­კამ ნა­ვის და­კარ­გვი­დან და ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ა­ფიქ­სი­რა აფეთ­ქე­ბის ხმა

აშშ-ის სა­ზღვაო ფლოტ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა "აკუს­ტი­კუ­რი ანო­მა­ლია", რო­მე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა აფეთ­ქე­ბას. ხმა და­ფიქ­სირ­და "ტი­ტა­ნის" ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში. უც­ნო­ბია, თუ რა­ტომ არ გახ­მა­ურ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ხმა "ცივი ომის" პე­რი­ო­დის ტექ­ნი­კამ და­ა­ფიქ­სი­რა. ხმის სათ­ვალ­თვა­ლო სის­ტე­მა ჯერ კი­დევ 1950-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის მო­სას­მე­ნად შე­იქ­მნა.

ცნო­ბის­თვის, 19 ივ­ნისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია წყალ­ქვე­შა ნა­ვის, "ტი­ტა­ნის" გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ. ბორტზე ხუთი ადა­მი­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და - ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­ვუ­დი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტო­კტონ რაში და წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის პი­ლო­ტი, მეც­ნი­ე­რი პოლ-ანრი ნარ­გე­ო­ლე. ისი­ნი 1912 წელს ატ­ლან­ტის ოკე­ან­ში ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად, ექ­სპე­დი­ცი­ა­ში მი­დი­ოდ­ნენ. ექ­სპე­დი­ცი­ის­თვის ბორტზე მყოფ­მა თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა 250 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
19

რაო? ამერიკელებმა ხმა დააფიქსირეს ძებნის დაწყებიდან ცოტა ხანში? ანუ როცა დაიკარგნენ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, იძირებოდნენ, კავშირი გაწყდა, მართვა დაკარგეს და გამოდის, რომ მიწამდეც დაეშვნენ. მაგ დროში ბატისკაფი უკვე ფსკერზე იქნებოდა დაშვებულლი და უცბათ ბაც! აფეთქდა.. 

ღმერთმ გაანათლოს ეგ ხალხი, დიდი უბედურება მოხდა, მაგრამ მე მაგალითად. ჩემთვის მილიონი აქეთ რომ მოეცათ, არაფრის დიდებით არ ჩავყვინთავდი. უეჭველ სიკვდილზე მოაწერეს ხელი და თან რისთვის? 

რასაც კი ტიტანიკი, ან ტიტანი დაარქვეს ისტორიის მანძილზე მინიმუმ ათზე მეტი ობიექტი ყველაფერი წყალმა ჩაყლაპა, უდაბნოში კაფე რომ გახსნა ტიტანიკის სახელით იმასაც კი ზღვა ჩაყლაპავს, თითქოს მისტიკაა, მაგრამ ამდენი დამთხვევა?

ამის ადგილი აქ არ არის, მაგრამ ქქვეყნისთვის სასიკეთოდ ამას აქაც ვიტყვი;;

ქოცნება მისი ამფსონებით და ნაცები თავის ბანდებით ჩვენი ქვეყნის ტიტანიკები არიან.. მე ვიყო ბიშკოკი თუ გულით არ ვამბობდე.. ტიტანი ხიხო და ტიტანი მიშა.. მხოლოდ კობახიძეა პატარა ნავი, ხოლო მდინარაძე ტივივით ტივტივებს.. სხვა დანარჩენები ხის ნაფოტებივით არიან, გვარამია კი, წყალს წაღებული დამპალი მუხა გამოდის... 

გიგა
10

აშშ ! ხმა დააფიქსირა ჯერ კიდევ ძებნის დაწყებამდე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს იქნებოდა მყისიერი სიკვდილი" - რას ამბობენ ექსპერტები წყალქვეშა ნავის კატასტროფის შესახებ და რა მოხდა ოკეანის სიღრმეში

"ეს იქნებოდა მყისიერი სიკვდილი" - რას ამბობენ ექსპერტები წყალქვეშა ნავის კატასტროფის შესახებ და რა მოხდა ოკეანის სიღრმეში

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა 22 ივნისს დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავმა "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და დაიღუპა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი. ადმირალ ჯონ მაუგერის განცხადებით, შესაძლოა, ცხედრები ვერ იპოვონ, რადგან ოკეანეში, კატასტროფის ადგილას, "წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა".

“აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთლიანი გაერთიანებული ხელმძღვანელობის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი იყო ეს მათთვის. ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონტაქტი საფრანგეთისა და ბრიტანეთის გენერალურ კონსულებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ და მათი შეშფოთებები განხილულია”, - განაცხადა მაუგერმა.

ბრიფინგისას აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი აღმოაჩინეს და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდა აფეთქება. მათი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა კატასტროფა.

ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, თუ რა მოხდა, ჯერჯერობით არ არსებობს და ეს საკითხი კვლევის საგანია, მაგრამ ექსპერტები საუბრობენ თეორიაზე, რომელიც მათი შეფასებით ყველაზე სარწმუნო ვერსიაა. ამ ვერსიის მიხედვით, კი "ტიტანმა" დაკარგა წნევის კონტროლი და ოკეანის სიღრმეში აფეთქდა. ამ თეორიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ როგორც აღმოჩნდა, ამერიკის საზღვაო ფლოტმა ოკეანეში აფეთქების ხმა დააფიქსირა.

  • "ეს იქნებოდა მყისიერი სიკვდილი"

აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი ექიმი დეილ მოლი ამბობს, რომ მგზავრები აფეთქების შედეგად, მყისიერად დაიღუპებოდნენ. მისი თქმით, მგზავრებს არც კი ეცოდინებოდათ, რომ ნავს პრობლემა ჰქონდა. მან დაამატა, რომ ნავის შიგნით ჩარჩენა ბევრად უარესი ალტერნატივა იქნებოდა.

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ეს როგორი იქნებოდა.... ცივა, ჟანგბადი გეწურება, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ისინი ცოცხლები დავიბრუნოთ, იმ პირობებში ეს სიკვდილის საუკეთესო სცენარია“, - ამბობს დეილ მოლი.

წყალქვეშა ნავების ექსპერტი ოფერ კეტერი ამბობს, რომ აფეთქება მოხდებოდა მილიწამებში, თუ არა ნანოწამებში იმ შემთხვევაში, თუ გემის კორპუსი რამემ დააზიანა..

"ტიტანი ისე სწრაფად აფეთქდებოდა და ეკიპაჟს მოკლავდა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანები ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს მოხდა, რომ ნავი აფეთქდა, ასევე ისინი ვერ იგრძნობდნენ ტკივილს, სიკვდილი ისეთი მყისიერი იქნებოდა. სიკვდილი დადგებოდა მანამ, სანამ ტვინი შეძლებდა სხეულისთვის გაეგზავნა მესიჯი, რომ ტკივილები აქვთ", - ამბობს კეტერი.

  • გაირკვა, რომ ამერიკის საზღვაო ძალების ტექნიკამ ნავის დაკარგვიდან და ძებნის სამუშაოების დაწყებიდან მალევე დააფიქსირა აფეთქების ხმა

აშშ-ის საზღვაო ფლოტმა აღმოაჩინა "აკუსტიკური ანომალია", რომელიც შეესაბამება აფეთქებას. ხმა დაფიქსირდა "ტიტანის" ძებნის სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე საათში. უცნობია, თუ რატომ არ გახმაურდა ეს ინფორმაცია აქამდე.

არსებული ინფორმაციით, ეს ხმა "ცივი ომის" პერიოდის ტექნიკამ დააფიქსირა. ხმის სათვალთვალო სისტემა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში საბჭოთა წყალქვეშა ნავების მოსასმენად შეიქმნა.

ცნობისთვის, 19 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია წყალქვეშა ნავის, "ტიტანის" გაუჩინარების შესახებ. ბორტზე ხუთი ადამინი იმყოფებოდა - ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში და წყალქვეშა ნავების პილოტი, მეცნიერი პოლ-ანრი ნარგეოლე. ისინი 1912 წელს ატლანტის ოკეანში ჩაძირული გემის "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად, ექსპედიციაში მიდიოდნენ. ექსპედიციისთვის ბორტზე მყოფმა თითოეულმა ადამიანმა 250 000 დოლარი გადაიხადა.

ნახეთ ასევე: