პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვებს ნუ უყურებთ, გამოიყენეთ შანსი" - ევროკომისრის გზავნილები: როგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს, სად ხედავენ პროგრესს და რა მიმართულებაზე ისმის კრიტიკა?
"სხვებს ნუ უყურებთ, გამოიყენეთ შანსი" - ევროკომისრის გზავნილები: როგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს, სად ხედავენ პროგრესს და რა მიმართულებაზე ისმის კრიტიკა?

ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მის­რის ოლი­ვერ ვარ­ჰე­ის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს, ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი 12 პრი­ო­რი­ტე­ტი­დან მხო­ლოდ სამი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ მან სტოკ­ჰოლმში სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის მიერ რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით მიღ­წე­ულ პროგ­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ზე­პი­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შეს­რუ­ლე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს შო­რის არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვა გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც 12 პრი­ო­რი­ტე­ტი გა­ნი­სა­ზღვრა, ივ­ნის­ში წარ­მოდ­გე­ნილ მო­საზ­რე­ბა­ში ჩვენ ვხე­დავთ, რომ 3 მათ­გა­ნი არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი: პირ­ვე­ლი, ეს არის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. მე­ო­რე არის ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. მე­სა­მე არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და­ნიშ­ნა გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სით“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­ჰე­იმ.

ამას­თან, ვარ­ჰე­ის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ 12 პრი­ო­რი­ტე­ტი­დან 7 მი­მარ­თლე­ბით გარ­კვე­ულ პროგ­რესს მი­აღ­წია.

"7 სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია გარ­კვე­ულ პროგ­რესს - მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სრუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს შემ­დგო­მი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გამჭვირ­ვა­ლე და ეფექ­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბის სტრა­ტე­გი­ის მი­ღე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­ჰე­იმ.

მისი თქმით, ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის მი­ნი­ჭე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი სიგ­ნა­ლი მის­ცეს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ აქ­ტი­უ­რია და სა­ქარ­თვე­ლომ ის უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს.

„ვფიქ­რობ, რომ ეს სიგ­ნა­ლი ნა­თე­ლი და ძლი­ე­რია და ჯერ კი­დევ აქ­ტი­უ­რია, გა­მო­ი­ყე­ნეთ ის, ნუ უყუ­რებთ სხვებს, შე­ხე­დეთ რა შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ, რისი შეს­რუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ და ქვე­ყა­ნამ უნდა შეძ­ლოს შემ­დე­გი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, თუ ყვე­ლა­ფე­რი შეს­რულ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სარ­მა.

  • ის ასე­ვე შე­ე­ხო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რათა მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ოდი­რის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში.

"მოკ­ლედ რომ მო­გახ­სე­ნოთ კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბამ და­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ბო­ი­კო­ტი და გარ­კვე­უ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა მოხ­და, ამ 12 პრი­ო­რი­ტე­ტის სრუ­ლად შე­სას­რუ­ლებ­ლად, ინ­ტერ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რით.

სა­ქარ­თვე­ლომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს პარ­ლა­მენ­ტის ეფექ­ტუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, და­ას­რუ­ლოს მკაც­რი რი­ტო­რი­კა და პა­ტი­ვი სცეს პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბებს მათ შო­რის იმას, რომ­ლის მიღ­წე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და, რო­მელ­საც ჰქვია ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ით მიღ­წე­უ­ლი 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სრულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი და კა­ნო­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩას­წო­რე­ბულ იქნა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ი­სა და ოდი­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მაგ­რამ ჩვენ ჯერ ისევ გვჭირ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რათა ადეკ­ვა­ტუ­რად მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გორც ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ოდი­რის ან­გა­რიშ­ში და შეც­ვა­ლოს ჩას­წო­რე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის წესი შე­იც­ვა­ლა“,- გა­ნა­ცხა­და ვარ­ჰე­იმ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის ნა­წილ­ში შე­ზღუ­დულ პროგ­რესს მი­აღ­წია, მე­დია პლუ­რა­ლიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი სა­ერ­თოდ ვერ მი­აღ­წია პროგ­რესს.

"დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია შე­ზღუ­დულ პროგ­რესს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ამ თა­ვის უკა­ნას­კნელ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მი­ვე­სალ­მე­ბი გუ­შინ და გუ­შინ­წინ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ახლა სა­ქარ­თვე­ლო უნდა კონ­ცენ­ტრირ­დეს კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს სის­ტე­მურ მიდ­გო­მას, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მათ შო­რის, კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წე­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დია პლუ­რა­ლიზ­მი­სა და მე­დია მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის სტან­დარ­ტებს, სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მი­აღ­წია ვე­რა­ნა­ირ პროგ­რეს. იმის­თვის, რომ ეს პუნ­ქტი შე­ას­რუ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლომ მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბი უნდა შე­ი­ტა­ნოს ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს მო­საზ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, ამას­თან უნდა გა­ზარ­დოს რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე, მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის და­ცუ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ვარ­ჰე­იმ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

აა კაცი და ნამდვილი დემოკრატია (ვაი ჩვენს პატრონს)!

Vito
5

სხვებს ნუ უყურებთ რას ქვია?:))) ეგაა თქვენი თანასწორობა? საქართველომ ყველაფერში ასმაგი რატო უნდა გადაიხადოს, მარტივ გზას არავინ ითხოვს უბრალოდ ობიექტურობას ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს.. რა ვერ გახდა ესპანეთი თავმჯდომარე რო წყნარად მივიღოთ ეს სტატუსი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სხვებს ნუ უყურებთ, გამოიყენეთ შანსი" - ევროკომისრის გზავნილები: როგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს, სად ხედავენ პროგრესს და რა მიმართულებაზე ისმის კრიტიკა?

"სხვებს ნუ უყურებთ, გამოიყენეთ შანსი" - ევროკომისრის გზავნილები: როგორ ასრულებს საქართველო რეკომენდაციებს, სად ხედავენ პროგრესს და რა მიმართულებაზე ისმის კრიტიკა?

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

ამის შესახებ მან სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით.

„რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა, ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული: პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ამასთან, ვარჰეის განმარტებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

"7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს - მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ვარჰეიმ.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოს ძლიერი სიგნალი მისცეს, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურია და საქართველომ ის უნდა გამოიყენოს.

„ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი ნათელი და ძლიერია და ჯერ კიდევ აქტიურია, გამოიყენეთ ის, ნუ უყურებთ სხვებს, შეხედეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რისი შესრულება შეგიძლიათ და ქვეყანამ უნდა შეძლოს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, თუ ყველაფერი შესრულდება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

  • ის ასევე შეეხო საარჩევნო პროცესს და აღნიშნა, რომ საჭიროა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობა, რათა მოხდეს საარჩევნო დარღვევების ადეკვატური გამოძიება, რომელიც აღნიშნული იყო ოდირის რეკომენდაციებში.

"მოკლედ რომ მოგახსენოთ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც შეეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას, პარლამენტის წევრების უმეტესობამ დაასრულა თავისი ბოიკოტი და გარკვეული კანონის მიღება მოხდა, ამ 12 პრიორიტეტის სრულად შესასრულებლად, ინტერპარტიული მხარდაჭერით.

საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს პოლიტიკურ შეთანხმებებს მათ შორის იმას, რომლის მიღწევა ევროკავშირის უშუალო მონაწილეობით მოხდა, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება.

რაც შეეხება მეორე ნაბიჯს, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ ფუნქციონირებას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მთავრობამ მიიღო საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საარჩევნო კოდექსი და კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ჩასწორებულ იქნა ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად. მაგრამ ჩვენ ჯერ ისევ გვჭირდება, რომ საქართველომ გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობა, რათა ადეკვატურად მოხდეს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, როგორც ეს აღნიშნული იყო ოდირის ანგარიშში და შეცვალოს ჩასწორება საარჩევნო კოდექსში, რომლის შედეგადაც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა“,- განაცხადა ვარჰეიმ.

მისივე განცხადებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედია პლურალიზმის მიმართულებით კი საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს.

"დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ თავის უკანასკნელ რეკომენდაციაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული არსებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მე მივესალმები გუშინ და გუშინწინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს კანონის მიღებაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სისტემურ მიდგომას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერების მიმართულებით.

რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრეს. იმისთვის, რომ ეს პუნქტი შეასრულოს, საქართველომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილები უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან უნდა გაზარდოს როგორც ჟურნალისტების, ასევე, მედია ორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“,- განაცხადა ვარჰეიმ.