პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გიყვარს და ზრუნავ" - "ბაკურიანი" ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
"როცა გიყვარს და ზრუნავ" - "ბაკურიანი" ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს

ნა­ტუ­რა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბა­კუ­რი­ა­ნი“ ახალ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ას იწყებს, რომ­ლის მი­ზა­ნიც, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად, „ბა­კუ­რი­ა­ნის“ რო­გორც მზრუნ­ვე­ლი ბრენ­დის პო­ზი­ცი­ის კი­დევ უფრო გამ­ყა­რე­ბაა.

ბრენ­დსა და მომ­ხმა­რე­ბელს შო­რის ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, ახალ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ყო­ველ­დღი­უ­რი ზრუნ­ვა, რაც თა­ვის­თა­ვად მხო­ლოდ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულს შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს, „ბა­კუ­რი­ა­ნი“ კი ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში ასა­ხუ­ლია, მზრუნ­ვე­ლი მა­მი­სა და შვი­ლის ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დღე, გა­დამ­დე­ბი ჯა­დოს­ნუ­რი ენერ­გი­ით, რო­მელ­საც რგო­ლის გმი­რე­ბი უხ­ვად უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს.

ირი­ნა კე­ი­დია, კომ­პა­ნია IDS ბორ­ჯო­მის ბრენდ დი­რექ­ტო­რი:

„ბრენ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბა­კუ­რი­ა­ნი“ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას აგ­რძე­ლებს, რო­გორც მზრუნ­ვე­ლი ბრენ­დი. სწო­რედ ამი­ტომ, ახალ სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მამა-შვი­ლის თბი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც „ბა­კუ­რი­ან­თან“ ერ­თად კი­დევ უფრო მხი­ა­რუ­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი და ჯა­დოს­ნუ­რი ხდე­ბა. ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი რგო­ლი გა­მო­ვი­და და იმე­დი გვაქვს, რომ იმ სიყ­ვა­რულს და ზრუნ­ვას, რომ­ლი­თაც სავ­სეა ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი, ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებ­საც უხ­ვად გა­ვუ­ზი­ა­რებთ.“

ანა ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, „ბა­კუ­რი­ა­ნის“ უფ­რო­სი ბრენდ მე­ნე­ჯე­რი:

„ამ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ით გვსურ­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბა­კუ­რი­ა­ნი“, რო­გორც მზრუნ­ვე­ლი ბრენ­დი არის სა­უ­კე­თე­სო გზა, იმის­თვის რომ ვიზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ თავ­ზე, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებ­ზე - მათ­ზე, ვინც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. გვინ­და კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლებს და ასე­ვე ჩვენს პა­ტა­რა მომ­ხმა­რებ­ლებს, წყლის, რო­გორც ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი და სა­სარ­გებ­ლო სას­მე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა.“

ნა­ტუ­რა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბა­კუ­რი­ა­ნის“ ახა­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის კრე­ა­ტი­ულ იდე­ა­ზე სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო „ბე­თერ­ფლა­იმ“, ხოლო ვი­დე­ორ­გო­ლის წარ­მო­ე­ბა­ზე სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო „მეტ­რო ფრო­დაქ­შენ­მა“ იმუ­შა­ვა.

მინ­დია არა­ბუ­ლი, კრე­ა­ტი­უ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი:

„ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის „ბა­კუ­რი­ა­ნი“ იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვი პრო­დუქ­ტია, რომ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლა­დაც კი აღიქ­მე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრენ­დის ახა­ლი სა­ხით წარ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა ცოტა რთუ­ლიც ყო­ფი­ლი­ყო. ამი­ტო­მაც, ზრუნ­ვი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ჩვე­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბიც ჩვე­ნი ვი­დე­ორ­გო­ლის გმი­რე­ბი - მამა და შვი­ლი არი­ან. მათ სამ­ყა­რო­ში ჯა­დოს­ნუ­რი მო­მენ­ტე­ბი ზე­ბუ­ნებ­რი­ვად არ ხდე­ბა - ის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გა­რე­მოს შე­დე­გია. რა თქმა უნდა, „ბა­კუ­რი­ა­ნი“ ამ გა­რე­მო­საც ბუ­ნებ­რი­ვად ერ­გე­ბა.“

„როცა გიყ­ვარს და ზრუ­ნავ“ – „ბა­კუ­რი­ა­ნის“ მთა­ვა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო გზავ­ნი­ლია.

ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში დღე­ი­დან გავა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"როცა გიყვარს და ზრუნავ" - "ბაკურიანი" ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს

"როცა გიყვარს და ზრუნავ" - "ბაკურიანი" ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს

ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, „ბაკურიანის“ როგორც მზრუნველი ბრენდის პოზიციის კიდევ უფრო გამყარებაა.

ბრენდსა და მომხმარებელს შორის ემოციური კავშირის გასაძლიერებლად, ახალ კომუნიკაციაში ნაჩვენებია ყოველდღიური ზრუნვა, რაც თავისთავად მხოლოდ უპირობო სიყვარულს შეიძლება ახასიათებდეს, „ბაკურიანი“ კი ერთმანეთზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია. სარეკლამო რგოლში ასახულია, მზრუნველი მამისა და შვილის ერთი საინტერესო დღე, გადამდები ჯადოსნური ენერგიით, რომელსაც რგოლის გმირები უხვად უზიარებენ ერთმანეთს.

ირინა კეიდია, კომპანია IDS ბორჯომის ბრენდ დირექტორი:

„ბრენდის გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში, მინერალური წყალი „ბაკურიანი“ პოზიციონირებას აგრძელებს, როგორც მზრუნველი ბრენდი. სწორედ ამიტომ, ახალ სარეკლამო რგოლში გვინდოდა გვეჩვენებინა მამა-შვილის თბილი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა, რომელიც „ბაკურიანთან“ ერთად კიდევ უფრო მხიარული, შემეცნებითი და ჯადოსნური ხდება. ვფიქრობთ, ძალიან პოზიტიური რგოლი გამოვიდა და იმედი გვაქვს, რომ იმ სიყვარულს და ზრუნვას, რომლითაც სავსეა ახალი სარეკლამო რგოლი, ჩვენს მომხმარებლებსაც უხვად გავუზიარებთ.“

ანა ჭოხონელიძე, „ბაკურიანის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი:

„ამ სარეკლამო კამპანიით გვსურდა გვეჩვენებინა, რომ ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“, როგორც მზრუნველი ბრენდი არის საუკეთესო გზა, იმისთვის რომ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე - მათზე, ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს. გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ პირველ რიგში მშობლებს და ასევე ჩვენს პატარა მომხმარებლებს, წყლის, როგორც ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო სასმელის მნიშვნელობა.“

ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანიის კრეატიულ იდეაზე სარეკლამო სააგენტო „ბეთერფლაიმ“, ხოლო ვიდეორგოლის წარმოებაზე სარეკლამო სააგენტო „მეტრო ფროდაქშენმა“ იმუშავა.

მინდია არაბული, კრეატიული კონცეფციის და სცენარის ავტორი:

„ქართველი მომხმარებლისთვის „ბაკურიანი“ იმდენად ბუნებრივი პროდუქტია, რომ ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილადაც კი აღიქმება. აქედან გამომდინარე, ბრენდის ახალი სახით წარმოჩენა შეიძლება ცოტა რთულიც ყოფილიყო. ამიტომაც, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე ყოველდღიურობის ჩვენება გადავწყვიტეთ. რომლის შემოქმედებიც ჩვენი ვიდეორგოლის გმირები - მამა და შვილი არიან. მათ სამყაროში ჯადოსნური მომენტები ზებუნებრივად არ ხდება - ის სიყვარულით სავსე გარემოს შედეგია. რა თქმა უნდა, „ბაკურიანი“ ამ გარემოსაც ბუნებრივად ერგება.“

„როცა გიყვარს და ზრუნავ“ – „ბაკურიანის“ მთავარი საკომუნიკაციო გზავნილია.

ახალი სარეკლამო რგოლი სატელევიზიო ეთერში დღეიდან გავა.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fbakuriani.water%2Fvideos%2F229160529882161%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R