მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსების მიერ წუხანდელი თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია" - რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე გასულ ღამეს
"რუსების მიერ წუხანდელი თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია" - რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე გასულ ღამეს

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­სა და რუ­სულ ძა­ლებს შო­რის, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 4 მი­მარ­თუ­ლე­ბით 45 საბ­რძო­ლო შე­ტა­კე­ბა მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის დი­ლის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„მტე­რი აგ­რძე­ლებს ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას ლი­მა­ნის, ბახ­მუ­ტის, ავ­დი­ივ­კა­სა და მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე. მძი­მე ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა - გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 45 საბ­რძო­ლო შე­ტა­კე­ბა მოხ­და“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სებ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­და­სას­ხმე­ლად „კა­ლიბ­რის“ ტი­პის 4 ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა და 4 ირა­ნუ­ლი Shahed-136/131-ის დრო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რვა­ვე მათ­გა­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.

ამას­თან, გენშტა­ბის ცნო­ბით, რუ­სებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 45 სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბის პო­ზი­ცი­ებ­სა და მშვი­დო­ბი­ან და­სახ­ლე­ბებს მრა­ვალ­ჯე­რა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბი­დან ცე­ცხლი და­ახ­ლო­ე­ბით 70-ჯერ გა­უხ­სნეს.

„უკ­რა­ი­ნის მას­შტა­ბით სა­რა­კე­ტო და სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის ალ­ბა­თო­ბა მო­მა­ვალ­ში მა­ღა­ლი რჩე­ბა“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ავი­ა­ცი­ამ იმ ად­გი­ლებს, სა­დაც რუ­სე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა იყო დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი, 15 დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა.

„გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა და­არ­ტყეს მარ­თვის 3 პუნ­ქტს, პერ­სო­ნა­ლის და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის თავ­მოყ­რის 10 ტე­რი­ტო­რი­ას, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის 2 სა­წყობს, საწ­ვა­ვის და სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის სა­წყობს, 15 სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გარს, 3 სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მას და ოკუ­პან­ტე­ბის კი­დევ 2 მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექტს“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

  • უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა 20 ივ­ნისს ღა­მით რუ­სე­ბის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი Shahed-ის 30 დრო­ნი­დან 28 გა­ა­ნად­გუ­რეს, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი იუ­წყე­ბა.

"ღა­მით, რუს­მა ტე­რო­რის­ტებ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე კი­დევ ერთი მა­სი­უ­რი სა­რა­კე­ტო და სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მტრის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი Shahed-ის 30 დრო­ნი­დან 28 გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ასე­ვე, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა S-300 ტი­პის 7 რა­კე­ტა გა­მო­ი­ყე­ნეს. სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­სა და კი­ე­ვის ოლ­ქში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა ამოქ­მედ­და და რუ­სე­ბის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი თით­ქმის 20 სა­ჰა­ე­რო ობი­ექ­ტი გა­ნად­გურ­და. რუ­სებ­მა ლვოვ­ში კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ობი­ექტს და­არ­ტყეს, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში კი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა და­ზი­ან­და, მაგ­რამ თავ­დას­ხმას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარათონი
0

რამდენი ადამიანი ეწირება ამ ყოველდღიურ სტატისტიკას... ვისაც ამის შეწყვეტა შეუძლია დუმს

Marvel
3

ლვოვში რაც დაეცა და ხმელიცკში,მიზანიც ეს იყო..ბევრს უშვებენ მიზანზე.

1 სამიზნე მინიმუმ 10 დრონია...გუშინ ლვოვში და ხმელიცკში იყო აფეთქებები..ანუ რეალობა ისაა,რომ მიზანს მოარტყეს რუსებმა...მოგწონთ ეს თუ არა,ასეა ესსს :)

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"რუსების მიერ წუხანდელი თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია" - რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე გასულ ღამეს

"რუსების მიერ წუხანდელი თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია" - რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე გასულ ღამეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება - გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაზე თავდასასხმელად „კალიბრის“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა და 4 ირანული Shahed-136/131-ის დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინელებმა რვავე მათგანი გაანადგურეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი დაახლოებით 70-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა მომავალში მაღალი რჩება“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 15 დარტყმა მიაყენა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაარტყეს მართვის 3 პუნქტს, პერსონალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 10 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 2 საწყობს, საწვავის და საპოხი მასალების საწყობს, 15 საარტილერიო დანადგარს, 3 საჰაერო თავდაცვის სისტემას და ოკუპანტების კიდევ 2 მნიშვნელოვან ობიექტს“, - აცხადებენ გენშტაბში.

  • უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ივნისს ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

"ღამით, რუსმა ტერორისტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია“, - აცხადებენ გენშტაბში.

ასევე, მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის 7 რაკეტა გამოიყენეს. სარაკეტო დარტყმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და რუსების მიერ გაშვებული თითქმის 20 საჰაერო ობიექტი განადგურდა. რუსებმა ლვოვში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში კი კომუნიკაციები და კერძო საკუთრება დაზიანდა, მაგრამ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.