ბათუმში, ზღვაში 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.