პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიოგრაფმა" "საკენის" დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა
"ბიოგრაფმა" "საკენის" დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა

„ბი­ოგ­რაგ­მა“ „სა­კე­ნის“ დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი პრო­ექ­ტის კო­მერ­ცი­ულ პარტნი­ო­რებ­თან მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრე­მი­უმ დე­ლი­კა­ტე­სე­ბის მა­ღა­ზია „გას­ტრო­ნო­მის“ ჰი­პერ­მარ­კე­ტი, „ოკტო­პუ­სის“ 25 მეტ­რი­ა­ნი აუზი და თა­ნა­მედ­რო­ვე ფიტ­ნეს ცენ­ტრი, „პო­ლის“ ფრან­გუ­ლი რეს­ტო­რა­ნი, იტა­ლი­უ­რი რეს­ტო­რა­ნი "ბის­ტრო გას­ტრო­ნო­მის­გან“, „დან­კი­ნის“ ამე­რი­კუ­ლი რეს­ტო­რა­ნი და ჯან­სა­ღი კვე­ბის ქსე­ლი „სკა“ „სა­კე­ნის“ კომ­პლექსში გან­თავ­სდე­ბა და მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას კომ­ფორ­ტულს და მო­სა­ხერ­ხე­ბელს გახ­დის. „სა­კე­ნის“ მშე­ნებ­ლო­ბა ვაჟა ფშა­ვე­ლას #25-ში უკვე და­ი­წყო.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა „ბი­ოგ­რა­ფის“ პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტის - „სა­კე­ნის“ კო­მერ­ცი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუ ვინ შექ­მნის ჩვენ­თან ერ­თად იმ ეკო­სის­ტე­მას, სა­დაც ყვე­ლა­ზე მომ­თხოვ­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლის­თვი­საც კი სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ კომ­ფორ­ტულ სივ­რცე­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი და სრულ­ყო­ფი­ლი გა­რე­მოა იმის­თვის, რომ და­ზო­გი­ლი დრო ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბას და ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­უთ­მოს. „გას­ტრო­ნო­მი“",ბის­ტრო“, „ოკტო­პუ­სი“, „პოლი“, „დან­კი­ნი“, „სკა“ „ბი­ოგ­რაფ­თან“ ერ­თად უკე­თეს სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს შექ­მნი­ან და კი­დევ ბევრ პრე­მი­ა­ლურ ბრენ­დს გა­უ­ჩე­ნენ სურ­ვილს „სა­კე­ნის“ სივ­რცე­ში მო­ემ­სა­ხუ­რონ ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს და მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წილ­ნი გახ­დნენ.“ - აცხა­დებს „ბი­ოგ­რა­ფის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ვა­სილ ფხა­კა­ძე.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში, ერთ ეკო­სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­უ­ლი პრე­მი­უმ დე­ლი­კა­ტე­სე­ბის მა­ღა­ზია „გას­ტრო­ნო­მის“ ყვე­ლა­ზე დიდი ჰი­პერ­მარ­კე­ტი თბი­ლის­ში, „ოკტო­პუ­სის“ ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი და აუზი, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტე­ბი, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე",ბის­ტროს“",პო­ლის“. „დან­კი­ნის“ და „სკას“ კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი, გან­ტვირ­თვი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის მო­წყო­ბი­ლი 2000 კვ.მ გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ეზო, სპა და ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, აფ­თი­ა­ქი, ბან­კი და სხვა „სა­კე­ნის“ პრო­ექ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაა და მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზო­გონ დრო, ენერ­გია, შე­ამ­ცი­რონ ხარ­ჯე­ბი და კომ­ფორ­ტუ­ლად ისი­ა­მოვ­ნონ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით. „სა­კე­ნი“ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­რი­ე­რის მქო­ნე კომ­პლექ­სია, სა­დაც ის­ტო­რი­ულ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და დი­ზა­ი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ორ­გა­ნულ და ში­ნა­ურ გა­რე­მოს შექ­მნის.

კომ­პა­ნია „გას­ტრო­ნო­მის” ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით „გას­ტრო­ნომ ჯგუ­ფი” „სა­კე­ნის“ პრო­ექ­ტში მომ­ხმა­რე­ბელს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ას შეს­თა­ვა­ზებს.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მი­ვუ­ლო­ცო. „გას­ტრო­ნომ ჯგუ­ფი“ აღ­ნიშ­ნულ კომ­პლექსში თა­ვი­სი პრე­მი­უმ კლა­სის მა­ღა­ზი­ით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მომ­ხმა­რე­ბელს არ­სე­ბუ­ლის­გან თვი­სობ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ას შეს­თა­ვა­ზებს. კომ­პლექსში „გას­ტრო­ნომ ჯგუ­ფის“ პრე­მი­უმ კლა­სის „ბის­ტროც“ გან­თავ­სდე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში დიდ სი­ახ­ლეს შე­ი­ტანს და ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ერთ სივ­რცე­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის სერ­ვი­სე­ბით ისარ­გებ­ლონ“,- გა­ნა­ცხა­და “გას­ტრო­ნო­მის” ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილ­მა.

„სა­კე­ნის“ სივ­რცე­ში „ოქ­ტო­პუ­სის“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრიც გან­თავ­სდე­ბა. რო­გორც “ოქ­ტო­პუ­სის” დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ასა­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, „„სა­კე­ნის“ სა­ხით. თბი­ლი­სის ცენ­ტრს კი­დევ ერთი ახა­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე და­ე­მა­ტე­ბა, სა­დაც პრი­ო­რი­ტე­ტი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, „ოქ­ტო­პუს­სა“ და „ბი­ოგ­რაფს“ შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, რომ არ­სე­ბულ კომ­პლექსში „ოქ­ტო­პუ­სის“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ფი­ლი­ა­ლი, 25-მეტ­რი­ა­ნი აუზი, ფიტ­ნეს კლუ­ბი და სხვა­დას­ხვა გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი თუ სპორ­ტუ­ლი სივ­რცე­ე­ბი გან­თავ­სდეს,“

“ბი­ოგ­რა­ფი“„ვი­სოლ ჯგუ­ფის“ წევ­რი ბრენ­დია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის 25 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს. „ბი­ოგ­რა­ფი“ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ვე­ლო­პე­რულ ბა­ზარ­ზე გა­სულ თვეს გა­მოჩ­ნდა და ქვეყ­ნის ურ­ბა­ნულ გა­ნახ­ლე­ბას და დე­ვე­ლო­პე­რულ ბა­ზარ­ზე მშე­ნებ­ლო­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვას ისა­ხავს მიზ­ნად. კომ­პა­ნია პირ­ველ ეტაპ­ზე „სა­კე­ნის“ გარ­და კი­დევ ორ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექსს გა­ნა­ვი­თა­რებს: „მა­ტი­ანს“ წე­რეთ­ლის და „ჰის­ნის“ ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზი­რებ­ზე და სა­ცხოვ­რე­ბელ, კო­მერ­ცი­ულ და სა­ო­ფი­სე სივ­რცე­ებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. „ბი­ოგ­რა­ფის“ პრო­ექ­ტე­ბი არ­ქი­ტექ­ტუ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე, ჭკვი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თა და ეკო მე­გობ­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი კლდო­ვან ქა­ნებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ხი­მინ­ჯო­ვან სა­ძირ­კველ­ზე აღი­მარ­თე­ბა. პრე­მი­ა­ლუ­რი ხა­რის­ხის ევ­რო­პუ­ლი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, თბო­ი­ზო­ლა­ცი­ი­სა თუ ხმის იზო­ლა­ცი­ის და უსაფრ­თხო­ე­ბის უახ­ლე­სი სის­ტე­მე­ბი კი უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის გა­რან­ტი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს.

R

999
0

ვაჟა-ფშაველას გამზირი და ეკო სისტემა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ბიოგრაფმა" "საკენის" დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა

"ბიოგრაფმა" "საკენის" დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა

„ბიოგრაგმა“ „საკენის“ დეველოპერული პროექტის კომერციულ პარტნიორებთან მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, უკვე ცნობილი გახდა, რომ პრემიუმ დელიკატესების მაღაზია „გასტრონომის“ ჰიპერმარკეტი, „ოკტოპუსის“ 25 მეტრიანი აუზი და თანამედროვე ფიტნეს ცენტრი, „პოლის“ ფრანგული რესტორანი, იტალიური რესტორანი ,,ბისტრო გასტრონომისგან“, „დანკინის“ ამერიკული რესტორანი და ჯანსაღი კვების ქსელი „სკა“ „საკენის“ კომპლექსში განთავსდება და მაცხოვრებლების ყოველდღიურობას კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის. „საკენის“ მშენებლობა ვაჟა ფშაველას #25-ში უკვე დაიწყო.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „ბიოგრაფის“ პირველი პროექტის - „საკენის“ კომერციული პარტნიორები გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ შექმნის ჩვენთან ერთად იმ ეკოსისტემას, სადაც ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელისთვისაც კი სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება ერთ კომფორტულ სივრცეშია ხელმისაწვდომი და სრულყოფილი გარემოა იმისთვის, რომ დაზოგილი დრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას და ადამიანურ ურთიერთობებს დაუთმოს. „გასტრონომი“, ,,ბისტრო“, „ოკტოპუსი“, „პოლი“, „დანკინი“, „სკა“ „ბიოგრაფთან“ ერთად უკეთეს საცხოვრებელ გარემოს შექმნიან და კიდევ ბევრ პრემიალურ ბრენდს გაუჩენენ სურვილს „საკენის“ სივრცეში მოემსახურონ ერთგულ მომხმარებლებს და მათი ყოველდღიურობის ნაწილნი გახდნენ.“ - აცხადებს „ბიოგრაფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული პრემიუმ დელიკატესების მაღაზია „გასტრონომის“ ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი თბილისში, „ოკტოპუსის“ ფიტნეს დარბაზი და აუზი, ჩოგბურთის კორტები, საერთო სამუშაო სივრცე, ,,ბისტროს“, ,,პოლის“. „დანკინის“ და „სკას“ კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო, სპა და ესთეტიკური ცენტრი, აფთიაქი, ბანკი და სხვა „საკენის“ პროექტების ღირებული შეთავაზებაა და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო, ენერგია, შეამცირონ ხარჯები და კომფორტულად ისიამოვნონ ყოველდღიურობით. „საკენი“ მრავალსართულიანი, თანამედროვე არქიტექტურისა და დახვეწილი ინტერიერის მქონე კომპლექსია, სადაც ისტორიულ მოტივებზე შექმნილი არქიტექტურა და დიზაინი განსაკუთრებულად ორგანულ და შინაურ გარემოს შექმნის.

კომპანია „გასტრონომის” ხელმძღვანელის, გიორგი გეთიაშვილის განცხადებით „გასტრონომ ჯგუფი” „საკენის“ პროექტში მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს.

„პირველ რიგში, მინდა პროექტის ორგანიზატორებს ეს წარმატებული პროექტი მივულოცო. „გასტრონომ ჯგუფი“ აღნიშნულ კომპლექსში თავისი პრემიუმ კლასის მაღაზიით იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელს არსებულისგან თვისობრივად განსხვავებულ კონცეფციას შესთავაზებს. კომპლექსში „გასტრონომ ჯგუფის“ პრემიუმ კლასის „ბისტროც“ განთავსდება. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლების ყოველდღიურობაში დიდ სიახლეს შეიტანს და ქალაქის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში სხვადასხვა სახის სერვისებით ისარგებლონ“,- განაცხადა “გასტრონომის” ხელმძღვანელმა, გიორგი გეთიაშვილმა.

„საკენის“ სივრცეში „ოქტოპუსის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრიც განთავსდება. როგორც “ოქტოპუსის” დირექტორმა, გიორგი ასათიანმა განაცხადა, „„საკენის“ სახით. თბილისის ცენტრს კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური სივრცე დაემატება, სადაც პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი იქნება. შესაბამისად, „ოქტოპუსსა“ და „ბიოგრაფს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ არსებულ კომპლექსში „ოქტოპუსის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალი, 25-მეტრიანი აუზი, ფიტნეს კლუბი და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი თუ სპორტული სივრცეები განთავსდეს,“

“ბიოგრაფი“„ვისოლ ჯგუფის“ წევრი ბრენდია, რომელსაც საქართველოს ბაზარზე წარმატებული ბიზნეს საქმიანობის 25 წლიანი ისტორია აქვს. „ბიოგრაფი“ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე გასულ თვეს გამოჩნდა და ქვეყნის ურბანულ განახლებას და დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. კომპანია პირველ ეტაპზე „საკენის“ გარდა კიდევ ორ მრავალფუნქციურ კომპლექსს განავითარებს: „მატიანს“ წერეთლის და „ჰისნის“ ქეთევან დედოფლის გამზირებზე და საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს გააერთიანებს. „ბიოგრაფის“ პროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო მეგობრული მიდგომებით ხორციელდება. ენერგოეფექტური კონსტრუქციები კლდოვან ქანებზე დაფუძნებულ ხიმინჯოვან საძირკველზე აღიმართება. პრემიალური ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას განაპირობებს.

R