სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში, მიგრანტების ნავი ჩაიძირა -  დაიღუპა სულ მცირე, 79 ადამიანი, დაკარგულია ასობით მიგრანტი
საბერძნეთში, მიგრანტების ნავი ჩაიძირა -  დაიღუპა სულ მცირე, 79 ადამიანი, დაკარგულია ასობით მიგრანტი

სა­ბერ­ძნე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­თან მიგ­რან­ტე­ბის ნა­ვის ჩა­ძირ­ვის შე­დე­გად სულ მცი­რე 79 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ, მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.

ნავ­ზე მყო­ფი 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი და ბერ­ძე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბორტზე კი­დევ ასო­ბით მიგ­რან­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა ნავ­ზე მყო­ფებ­თან კონ­ტაქ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე და­ამ­ყა­რა და დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, მაგ­რამ მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს და უპა­სუ­ხეს: ”იტა­ლი­ა­ში წას­ვლის გარ­და არა­ფე­რი გვინ­და”.

და­ღუ­პულ­თა ეროვ­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­ხელ­დე­ბა. გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ქა­ლაქ კა­ლა­მა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და ბევრ მათ­განს ჰი­პო­თერ­მი­ის ან მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.

ამას­თან, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტრე­ფი­კინ­გში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სამი პირი და­კი­თხეს.

ნავი ლი­ბი­ი­დან იტა­ლი­ა­ში მი­დი­ო­და, ბორტზე მყოფ­თა უმე­ტე­სო­ბა ახალ­გაზ­რა მა­მა­კა­ცი იყო. ნავი პი­ლო­სის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით და­ახ­ლო­ე­ბით 80 კი­ლო­მეტრში ჩა­ი­ძი­რა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დომენტი
3

უკვე მერამდენე შემთხვევაა, ის ქვეყნები ძირავენ რომელსაც უახლოვდებიან, ამდენი დამთხვევა შეუძლებელია. მიგრანტებს კლავენ ფარულად.

კახა
2

ოცნების ჩაძირულია

ავტორი:

საბერძნეთში, მიგრანტების ნავი ჩაიძირა -  დაიღუპა სულ მცირე, 79 ადამიანი, დაკარგულია ასობით მიგრანტი

საბერძნეთში, მიგრანტების ნავი ჩაიძირა -  დაიღუპა სულ მცირე, 79 ადამიანი, დაკარგულია ასობით მიგრანტი

საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ნავზე მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა გადარჩენილები და ბერძენი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ნავზე მყოფებთან კონტაქტი რამდენჯერმე დაამყარა და დახმარება შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს და უპასუხეს: ”იტალიაში წასვლის გარდა არაფერი გვინდა”.

დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით არ სახელდება. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს და ბევრ მათგანს ჰიპოთერმიის ან მცირე დაზიანებების გამო საავადმყოფოში მკურნალობა ჩაუტარდა.

ამასთან, მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს.

ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა მამაკაცი იყო. ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა.