მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ვმუშაობდი... ამერიკაში სამი წლის წინ წამოვედი" - გაიცანით გოგონა, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობს
"საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ვმუშაობდი... ამერიკაში სამი წლის წინ წამოვედი" - გაიცანით გოგონა, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობს

უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ნა­თია რეხ­ვი­აშ­ვი­ლი გარ­შე­მომ­ყო­ფებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბით აო­ცებს. იგი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, ოც­მეტ­რი­ა­ნი ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლია. უკვე შე­ეჩ­ვია, რომ გზად მი­მა­ვა­ლი თუ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უზღვავ კომ­პლი­მენტს იღებს. გო­გო­ნე­ბი წე­რენ, რომ მათ­თვის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მია...

ნა­თია რეხ­ვი­აშ­ვილს სა­სა­უბ­როდ ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით...

- ნა­თია რა პრო­ფე­სი­ის ხართ, რო­დის წახ­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- ბევ­რი პრო­ფე­სია მაქვს: თა­ვი­დან სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში ვი­ყა­ვი, ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი. შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ფი­ნან­სის­ტი ვარ. ამ პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ, ცნო­ბილ ბან­კში ვმუ­შა­ობ­დი. სა­მომ­ხმა­რებ­ლო და იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის ექ­სპერ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე... შემ­დეგ ეს­თე­ტი­კურ მე­დი­ცი­ნა­ში გა­და­ვე­დი. ინექ­ცი­ებს, პერ­მა­ნენ­ტულ მა­კი­აჟს ვა­კე­თებ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ ამე­რი­კა­ში ცოტა ხნით წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რომ ჩემი ად­გი­ლი აქ იყო და უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. ამე­რი­კა­შიც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ბან­კი­დან - Bank of America ძა­ლი­ან დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა იყო მათ­თან მე­თა­ნამ­შრომ­ლა, მაგ­რამ უარი ვთქვი... ამე­რი­კა­ში "ტრამპ თა­უ­ერ­ში" ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი. ტუ­რე­ბის მი­ღე­ბა, გა­ნა­წი­ლე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ... ემიგ­რა­ცი­ას ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი ახ­ლავს. მო­წყვე­ტი­ლი ხარ შენს სამ­შობ­ლოს, ოჯა­ხის წევ­რებს, ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს. ყვე­ლაფ­რის და­წყე­ბა ნუ­ლი­დან გი­წევს. სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი სირ­თუ­ლეა... ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მინ­დო­და, სა­დაც თავს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემო­ცი­უ­რად ჯან­სა­ღად ვიგ­რძნობ­დი. მო­მე­წო­ნე­ბო­და ის საქ­მე, რაც უნდა მე­კე­თე­ბი­ნა და ანა­ზღა­უ­რე­ბის მხრი­ვაც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და. მან­ქა­ნის ტა­რე­ბა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და. როცა დას­ტრე­სი­ლი ვი­ყა­ვი, მან­ქა­ნა ჩემი ერ­თა­დერ­თი გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო იყო. აქ მე­გობ­რე­ბი არ მყავ­და, არა­ვის ვიც­ნობ­დი და მან­ქა­ნით გა­სე­ირ­ნე­ბას, მუ­სი­კის ხმა­მაღ­ლა მოს­მე­ნას არა­ფე­რი მერ­ჩივ­ნა. მა­მას­გან, უფ­რო­სი ძმე­ბის­გან სულ მან­ქა­ნის ნა­წი­ლებ­ზე მეს­მო­და და მან­ქა­ნა ჩემ­თვის უცხო არ იყო. და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ იდეა გა­მიჩ­ნდა, რომ დიდი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის ტა­რე­ბას შევ­ძლებ­დი. ვი­საც არ ვუ­თხა­რი, ცოტა არ იყოს გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩნენ, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი, მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის გვერ­დით მედგნენ.

სულ სტი­მულს მაძ­ლევ­დნენ, რომ შენ ამას შეძ­ლე­ბო. თა­ვი­დან მეც მე­ში­ნო­და, რად­გან მარ­ტი­ვი არ არის. სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწ­მო­ბა ჭირ­დე­ბა, რთუ­ლია, მაგ­რამ არც ისე­თი და შე­უძ­ლე­ბე­ლი, ვინ­მემ მო­ინ­დო­მოს და აღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხოს. მი­ზა­ნი და­ვი­სა­ხე, რად­გან ვთქვი, რომ მე ეს საქ­მე უნდა და­მე­წყო, უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლა პირ­ველ გა­მოც­და­ზე ჩა­ვა­ბა­რე, უამ­რა­ვი მა­სა­ლა იყო. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ჩემი მონ­დო­მე­ბით და ცოტა იღ­ბა­ლიც - წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ვა­ბა­რე. შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სკო­ლის გავ­ლა, ფორ­მა­ლო­ბაა, მაგ­რამ სა­ჭი­როა... გა­მოც­და­ზე გა­ვე­დი, სა­დაც უამ­რა­ვი რამ იყო და რო­გორც კი მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე, მა­შინ­ვე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ძა­ლი­ან მინ­და იმ კომ­პა­ნი­ა­ზე გი­თხრათ, სა­დაც ვმუ­შა­ობ. სა­ოც­რად მიდ­გა­ნან გვერ­დში და ხელს მი­წყო­ბენ. ჩემს მი­მართ იმ­დე­ნად კარ­გად არი­ან გან­წყო­ბი­ლი, არ შე­მიძ­ლია მათ­ზე არ ვთქვა, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კომ­პა­ნი­აა...

- გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბი არ ის­ვე­ნებთ?

- კი გავ­დი­ვარ დას­ვე­ნე­ბებ­ზე, მაგ­რამ ბო­ლოს უკვე თვე­ნა­ხე­ვა­რია, რაც რე­ის­ში ვარ. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს საქ­მე... ბევ­რი ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სახ­ლში მუ­შა­ობს, ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლია. ისე ვერ იკ­ვე­ბე­ბა, რო­გორც სურს, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ვერ სა­უბ­რობს... აქ კი, ღმერ­თო ჩემო - ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ! ჰა­ერ­ზე ვარ, ბუ­ნე­ბას ვუ­ყუ­რებ, მუ­სი­კას რო­გორ ხმა­ზეც მინ­და, იმ­დე­ნად ხმა­მაღ­ლა ვრთავ, რაც მინ­და ვჭამ, ვსვამ, სა­დაც მინ­და მან­ქა­ნას ვა­ჩე­რებ და ბო­ლომ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა მხო­ლოდ ის არის, ტვირ­თი ა პუნ­ქტი­დან ბ პუნ­ქტში მშვი­დო­ბით, და­ცუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნო.

- შე­ფერ­ხე­ბა, ტრან­სპორ­ტის გა­უ­მარ­თა­ო­ბა არ გა­მო­გიც­დი­ათ?

- რა თქმა უნდა, სირ­თუ­ლე ყვე­ლა საქ­მეს ახ­ლავს. მი­თუ­მე­ტეს, როცა 24 სა­ა­თი გა­რეთ, გზა­ზე ხარ... ძა­ლი­ან დიდი მან­ძი­ლის გავ­ლა მი­წევს. და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი ათა­სი, რვა ათა­სი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა კვი­რა­ში. ეს ძა­ლი­ან ბევ­რია და ზოგ­ჯერ ძი­ლის გა­ტეხ­ვაც მი­წევს. გზა­ზე ათა­სი დაბ­რკო­ლე­ბე­ბია. თუმ­ცა ისე­თი არ მახ­სოვს, ვერ გა­და­მე­ლა­ხოს. კო­ლე­გე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ვართ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ. მეც მი­თხო­ვია დახ­მა­რე­ბა, როცა ისეთ ად­გი­ლას ვარ, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს ვერ ვხე­დავ, ან სხვა ტი­პის დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ტრა­ი­ლე­რი სიგ­რძე­ში ოცი მეტ­რია.

მეც ხომ ახალ­გაზ­რდა გოგო ვარ, 32 წლის ვარ, მაგ­რამ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა მეც მი­წევს. ყვე­ლა­ზე მეტი სირ­თუ­ლე ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბაა... რა­საც ვერ ვი­ტან და ყვე­ლა­ზე მე­ტად ნერ­ვებს მიშ­ლის, გზებ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბია. ამე­რი­კა­ში არის კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მოძ­რა­ო­ბა - სიგ­რძე, სი­გა­ნე, სი­მაღ­ლის გამო. არის ხი­დე­ბი, სა­დაც ვერ გა­ვე­ტე­ვით და იქ შე­მოვ­ლი­თი გზის გავ­ლა გი­წევს. მა­გა­ლი­თად, სოფ­ლებ­ში ძა­ლი­ან ცუდ გზებ­ზე მიმ­გზავ­რია. მქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, ვერ გავ­სულ­ვარ, ვერ გავ­ტე­ულ­ვარ. მიწ­ვა­ლია, მაგ­რამ ისე­თი არა­ფე­რი დამ­მარ­თნია, გა­მო­სა­ვა­ლი ვერ მე­პო­ვა. ბევ­რს კი­თხვა გა­უჩ­ნდა, სა­ბუ­რა­ვი რომ გა­გი­ფუჭ­დეს, რას იზა­მო... ამის­თვის ამე­რი­კა­ში და­ზღვე­ვა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბილს ეხე­ბა. როცა სა­ჭი­როა, შე­სა­ფე­რის სამ­სა­ხურ­ში და­რე­კავ, მოვ­ლენ და ყვე­ლა პრობ­ლე­მას აღ­მო­ფხვრი­ან.

- გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი, ფრა­ზე­ბი ბევ­რია?

- ყო­ველ­დღე, ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე... არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც კო­ლე­გე­ბი ვა­ჩე­რებთ. როცა მხე­და­ვენ მან­ქა­ნი­დან ჩავ­დი­ვარ, ან საწ­ვავს ვას­ხამ, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რე­ბენ. თუმ­ცა სკეპ­ტი­კუ­რად არა, პი­რი­ქით, მოს­წონთ, უხა­რი­ათ... ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, გზად რომ მივ­დი­ვარ, სულ კე­თილ­გან­წყო­ბით მე­სალ­მე­ბი­ან. ცერა თი­თით მა­ნიშ­ნე­ბენ, მა­გა­რი ხარო. უამ­რავ კომ­პლი­მენტს ვი­ღებ, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად ეს­თე­ტი­კუ­რად გა­მომ­დის. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მა­ხა­რებს, რომ უამ­რა­ვი გო­გო­ნას შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის და ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი ვარ. ეს ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

- დიდ­ხანს აპი­რებთ ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­როთ?

- დიახ, ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­პი­რებ... შემ­დეგ მაქვს სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა, ასე­ვე ჩემს პრო­ფე­სი­ას. მაქვს გეგ­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და­ვა­საქ­მო. ვფიქ­რობ, სამ­ყა­როს­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გია, რაც უფრო ჯან­სა­ღი და არა­დას­ტრე­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა, ოღონდ თა­ვი­სით არა, ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო. ამე­რი­კა ძა­ლი­ან კარ­გი ქვე­ყა­ნაა, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო.. უბ­რა­ლოდ ამე­რი­კა გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, თუკი რამ მიზ­ნე­ბი გაქვს, აის­რუ­ლო. თუ ამის მზა­ო­ბა ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა, ეს ქვე­ყა­ნა ენერ­გე­ტი­კუ­ლად ნე­ბის­მი­ერს და­უბ­რუ­ნებს.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყო­დით?

- პი­რად­ზე არ ვფიქ­რობ, მი­მაჩ­ნია, რომ არ არის დი­დად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ... ჩემს ოთხფე­ხა მე­გო­ბარ­თან, ჩემს ძაღ­ლთან ერ­თად ვმოგ­ზა­უ­რობ, სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ო­ნია და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე გზა გვაქვს...

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ნათია გულის ვარდია სულ, სხვა სამყაროა ძაან მაგარი გოგოა, რკინის ლედი. ამავე დროს ქალური თავისი უალამაზესი ღიმილით.

ნანა
4

უმშვენიერესი და მიზანსწრაფული! <3 წარმატებები უსაყვარლესო გოგო <3 ძალიან, ძალიან ყოჩაღი და მაგარი გოგო ხარ! 

ავტორი:

"საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ვმუშაობდი... ამერიკაში სამი წლის წინ წამოვედი" - გაიცანით გოგონა, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობს

"საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ ბანკში ვმუშაობდი... ამერიკაში სამი წლის წინ წამოვედი" - გაიცანით გოგონა, რომელიც აშშ-ში ტრაილერის მძღოლად მუშაობს

უმშვენიერესი ნათია რეხვიაშვილი გარშემომყოფებს თავის საქმიანობით აოცებს. იგი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, ოცმეტრიანი ტრაილერის მძღოლია. უკვე შეეჩვია, რომ გზად მიმავალი თუ სოციალურ ქსელში უზღვავ კომპლიმენტს იღებს. გოგონები წერენ, რომ მათთვის სტიმულის მიმცემია...

ნათია რეხვიაშვილს სასაუბროდ ამერიკაში დავუკავშირდით...

- ნათია რა პროფესიის ხართ, როდის წახვედით საქართველოდან?

- ბევრი პროფესია მაქვს: თავიდან სამოდელო სფეროში ვიყავი, ჩვენებებზე გამოვდიოდი. შემდეგ უნივერსიტეტი დავამთავრე, ფინანსისტი ვარ. ამ პროფესიის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთ, ცნობილ ბანკში ვმუშაობდი. სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების ექსპერტის თანამდებობაზე... შემდეგ ესთეტიკურ მედიცინაში გადავედი. ინექციებს, პერმანენტულ მაკიაჟს ვაკეთებდი. დაახლოებით სამი წლის წინ ამერიკაში ცოტა ხნით წამოვედი, მაგრამ ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო და უნდა დავრჩენილიყავი. ამერიკაშიც მქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი ცნობილი ბანკიდან - Bank of America ძალიან დიდი დაინტერესება იყო მათთან მეთანამშრომლა, მაგრამ უარი ვთქვი... ამერიკაში "ტრამპ თაუერში" ვთანამშრომლობდი. ტურების მიღება, განაწილება მევალებოდა. ძალიან მაღალი კლასის სტუმრები იყვნენ... ემიგრაციას ძალიან დიდი სტრესი ახლავს. მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველაფრის დაწყება ნულიდან გიწევს. სამსახურთან დაკავშირებული ძალიან ბევრი სირთულეა... ისეთი სამსახური მინდოდა, სადაც თავს ფსიქოლოგიურად, ემოციურად ჯანსაღად ვიგრძნობდი. მომეწონებოდა ის საქმე, რაც უნდა მეკეთებინა და ანაზღაურების მხრივაც მისაღები იქნებოდა. მანქანის ტარება ყოველთვის მიყვარდა. როცა დასტრესილი ვიყავი, მანქანა ჩემი ერთადერთი განტვირთვის საშუალება იყო იყო. აქ მეგობრები არ მყავდა, არავის ვიცნობდი და მანქანით გასეირნებას, მუსიკის ხმამაღლა მოსმენას არაფერი მერჩივნა. მამასგან, უფროსი ძმებისგან სულ მანქანის ნაწილებზე მესმოდა და მანქანა ჩემთვის უცხო არ იყო. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ იდეა გამიჩნდა, რომ დიდი სატვირთო მანქანის ტარებას შევძლებდი. ვისაც არ ვუთხარი, ცოტა არ იყოს გაოცებული დარჩნენ, მაგრამ მეგობრები, მშობლები ყოველთვის გვერდით მედგნენ.

სულ სტიმულს მაძლევდნენ, რომ შენ ამას შეძლებო. თავიდან მეც მეშინოდა, რადგან მარტივი არ არის. სპეციალური მოწმობა ჭირდება, რთულია, მაგრამ არც ისეთი და შეუძლებელი, ვინმემ მოინდომოს და აღება ვერ მოახერხოს. მიზანი დავისახე, რადგან ვთქვი, რომ მე ეს საქმე უნდა დამეწყო, უნდა გამეკეთებინა. თეორიული მასალა პირველ გამოცდაზე ჩავაბარე, უამრავი მასალა იყო. ღმერთის წყალობით, ჩემი მონდომებით და ცოტა იღბალიც - წარმატებულად ჩავაბარე. შემდეგ აუცილებელია სკოლის გავლა, ფორმალობაა, მაგრამ საჭიროა... გამოცდაზე გავედი, სადაც უამრავი რამ იყო და როგორც კი მართვის მოწმობა ავიღე, მაშინვე მუშაობა დავიწყე. ძალიან მინდა იმ კომპანიაზე გითხრათ, სადაც ვმუშაობ. საოცრად მიდგანან გვერდში და ხელს მიწყობენ. ჩემს მიმართ იმდენად კარგად არიან განწყობილი, არ შემიძლია მათზე არ ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი კომპანიაა...

- გარკვეული პერიოდები არ ისვენებთ?

- კი გავდივარ დასვენებებზე, მაგრამ ბოლოს უკვე თვენახევარია, რაც რეისში ვარ. ძალიან მომწონს ეს საქმე... ბევრი ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც სახლში მუშაობს, ძალიან დასტრესილია. ისე ვერ იკვებება, როგორც სურს, ოჯახის წევრებთან ვერ საუბრობს... აქ კი, ღმერთო ჩემო - ძალიან ვაფასებ! ჰაერზე ვარ, ბუნებას ვუყურებ, მუსიკას როგორ ხმაზეც მინდა, იმდენად ხმამაღლა ვრთავ, რაც მინდა ვჭამ, ვსვამ, სადაც მინდა მანქანას ვაჩერებ და ბოლომდე თავისუფალი ვარ. ჩემი მოვალეობა მხოლოდ ის არის, ტვირთი ა პუნქტიდან ბ პუნქტში მშვიდობით, დაცულად გადავიტანო.

- შეფერხება, ტრანსპორტის გაუმართაობა არ გამოგიცდიათ?

- რა თქმა უნდა, სირთულე ყველა საქმეს ახლავს. მითუმეტეს, როცა 24 საათი გარეთ, გზაზე ხარ... ძალიან დიდი მანძილის გავლა მიწევს. დაახლოებით ხუთი ათასი, რვა ათასი კილომეტრის გავლა კვირაში. ეს ძალიან ბევრია და ზოგჯერ ძილის გატეხვაც მიწევს. გზაზე ათასი დაბრკოლებებია. თუმცა ისეთი არ მახსოვს, ვერ გადამელახოს. კოლეგები ერთმანეთის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი ვართ, ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. მეც მითხოვია დახმარება, როცა ისეთ ადგილას ვარ, მარჯვენა მხარეს ვერ ვხედავ, ან სხვა ტიპის დახმარება მჭირდება... წარმოიდგინეთ, ეს ტრაილერი სიგრძეში ოცი მეტრია.

მეც ხომ ახალგაზრდა გოგო ვარ, 32 წლის ვარ, მაგრამ სხვების დახმარება მეც მიწევს. ყველაზე მეტი სირთულე ამინდის გაუარესებაა... რასაც ვერ ვიტან და ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის, გზებზე მიმდინარე სამუშაოებია. ამერიკაში არის კონკრეტული მონაკვეთები, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოძრაობა - სიგრძე, სიგანე, სიმაღლის გამო. არის ხიდები, სადაც ვერ გავეტევით და იქ შემოვლითი გზის გავლა გიწევს. მაგალითად, სოფლებში ძალიან ცუდ გზებზე მიმგზავრია. მქონია ისეთი შემთხვევები, ვერ გავსულვარ, ვერ გავტეულვარ. მიწვალია, მაგრამ ისეთი არაფერი დამმართნია, გამოსავალი ვერ მეპოვა. ბევრს კითხვა გაუჩნდა, საბურავი რომ გაგიფუჭდეს, რას იზამო... ამისთვის ამერიკაში დაზღვევა არსებობს, რომელიც ყველა ავტომობილს ეხება. როცა საჭიროა, შესაფერის სამსახურში დარეკავ, მოვლენ და ყველა პრობლემას აღმოფხვრიან.

- გაკვირვებული სახეები, ფრაზები ბევრია?

- ყოველდღე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე... არის სპეციალური ადგილები, სადაც კოლეგები ვაჩერებთ. როცა მხედავენ მანქანიდან ჩავდივარ, ან საწვავს ვასხამ, გაოცებულები მიყურებენ. თუმცა სკეპტიკურად არა, პირიქით, მოსწონთ, უხარიათ... ყოველი ფეხის ნაბიჯზე, გზად რომ მივდივარ, სულ კეთილგანწყობით მესალმებიან. ცერა თითით მანიშნებენ, მაგარი ხარო. უამრავ კომპლიმენტს ვიღებ, რადგან ეს ყველაფერი რაღაცნაირად ესთეტიკურად გამომდის. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ უამრავი გოგონას შეტყობინება მომდის და ამბობენ, რომ მათთვის სტიმულის მიმცემი ვარ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

- დიდხანს აპირებთ ამ საქმეს ემსახუროთ?

- დიახ, ჯერჯერობით ვაპირებ... შემდეგ მაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, ასევე ჩემს პროფესიას. მაქვს გეგმები, რომლის მიხედვით შესაძლებლობა მექნება ქალბატონები დავასაქმო. ვფიქრობ, სამყაროსთვის ყველაზე კარგია, რაც უფრო ჯანსაღი და არადასტრესილი ადამიანები იქნებიან. ამერიკული ოცნებები ხდება, ოღონდ თავისით არა, ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. ამერიკა ძალიან კარგი ქვეყანაა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანა, საქართველო.. უბრალოდ ამერიკა გაძლევს საშუალებას, თუკი რამ მიზნები გაქვს, აისრულო. თუ ამის მზაობა ადამიანს ექნება, ეს ქვეყანა ენერგეტიკულად ნებისმიერს დაუბრუნებს.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყოდით?

- პირადზე არ ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ არ არის დიდად საინტერესო და საუბრისგან თავს შევიკავებ... ჩემს ოთხფეხა მეგობართან, ჩემს ძაღლთან ერთად ვმოგზაურობ, საუკეთესო კომპანიონია და თავგადასავლებით სავსე გზა გვაქვს...