პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო" - გია ვოლსკი მარინა კალიურანდის განცხადებაზე
"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო"  - გია ვოლსკი მარინა კალიურანდის განცხადებაზე

"მე­ლამ თა­ვის კუდი მოწ­მედ მო­იყ­ვა­ნაო" - თვი­თონ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რო­მელ­შიც კე­ზე­რაშ­ვი­ლი მე­დია მე­ნე­ჯე­რია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ოლი­გარ­ქი და ახლა მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს,- ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დის გან­ცხა­დე­ბას.

ამას­თან, ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში არი­ან დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ვერ ერ­კვე­ვი­ან.

"რო­გორ არის იცით? - "მე­ლამ თა­ვის კუდი მოწ­მედ მო­იყ­ვა­ნაო", თვი­თონ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია და ახლა მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს, რომ არა­ფე­რი ჩა­ით­ვლე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლად, თუკი ის რე­ზო­ლუ­ცია არ შეს­რულ­და, რო­მელ­შიც კე­ზე­რაშ­ვი­ლი მე­დია მე­ნე­ჯე­რია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ოლი­გარ­ქი.

გა­სა­გე­ბია, რომ 300- ზე მეტი მხარ­დამ­ჭე­რია რე­ზო­ლუ­ცი­ის, არი­ან იქ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სჯე­რა, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ცე­მას უპი­რე­ბენ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვერც ერ­კვე­ვი­ან, რა სი­ტუ­ა­ცი­აა შექ­მნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მებ­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ში არ­სე­ბი­თი პროგ­რე­სის არარ­სე­ბო­ბა­ზე, ასე­ვე ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

“ჩვენ გა­ვუ­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა­ში არ­სე­ბი­თი პროგ­რე­სის არარ­სე­ბო­ბის გამო და უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა გარ­კვე­ულ ძი­რი­თად სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა უკი­დუ­რე­სი პო­ლა­რი­ზა­ცია, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ხელ­ყო­ფა და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის საქ­მე­ებ­ში.

ამ კონ­ტექ­სტში, ჩვენ გა­ვი­მე­ო­რეთ ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 2022 წლის 14 დე­კემ­ბრის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და მო­ვუ­წო­დეთ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის შე­ჩე­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ფუძ­ვლით, რო­გორც წვლი­ლი უკი­დუ­რე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის საქ­მე­ში, ისე­ვე რო­გორც მო­ვუ­წო­დეთ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მე­დი­ის მფლო­ბე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა მთა­ვა­რი არ­ხის დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია”, - აცხა­დებს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

მორდა კრასავიცა!

ტოტო
0

პატივცემულ ევროპარლამენტარებს ან არ აქვთ ინფორმაცია დანაშაულის შესახებ,ან არ უნდათ დაიჯერონ.ხომ არ ჯობს რადგან ასეთი სიტუაციაა გადაუგზავნოთ დოკუმენტები,სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ.

ასევე ინფორმაცია,თუ რა პირობებში არიან სააკაშვილი და გვარამია.ვფიქრობ სალაპარაკო არაფერი იქნება.გასაგებია,რომ ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილებები სხვისი გასარჩევი არ არის ,მაგრამ გაუგზავნეთ მათი აზრით ნეიტრალურ სასამართლოებს,ვისიც ევროპარლამენტარებს ჯერათ და თუ ვინმე იტყვის,რომ საქმე გვაქვს პოლიტპატიმრებთან,მაშინ შეთანხმდით.

არ გადავაყოლოთ ორ-სამ კაცს ის ამბავი რასაც ასე ველოდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო" - გია ვოლსკი მარინა კალიურანდის განცხადებაზე

"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო"  - გია ვოლსკი მარინა კალიურანდის განცხადებაზე

"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო" - თვითონ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც კეზერაშვილი მედია მენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი - ოლიგარქი და ახლა მის შესრულებაზე აკეთებს აქცენტს,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას.

ამასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც საქართველოში არსებულ ვითარებაში ვერ ერკვევიან.

"როგორ არის იცით? - "მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო", თვითონ მიიღო რეზოლუცია და ახლა მის შესრულებაზე აკეთებს აქცენტს, რომ არაფერი ჩაითვლება შესრულებულად, თუკი ის რეზოლუცია არ შესრულდა, რომელშიც კეზერაშვილი მედია მენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი - ოლიგარქი.

გასაგებია, რომ 300- ზე მეტი მხარდამჭერია რეზოლუციის, არიან იქ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ გიორგი ვაშაძეს მოჭიდავეები ცემას უპირებენ, არიან ადამიანები, ვინც ვერც ერკვევიან, რა სიტუაციაა შექმნილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა დემოკრატიული რეფორმებსა და კანონის უზენაესობაში არსებითი პროგრესის არარსებობაზე, ასევე ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა.

“ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობაში არსებითი პროგრესის არარსებობის გამო და უარყოფითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება გარკვეულ ძირითად სფეროებში, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წარუმატებლობა, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმეებში.

ამ კონტექსტში, ჩვენ გავიმეორეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში გამოთქმული პოზიციები და მოვუწოდეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის შეჩერება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული საფუძვლით, როგორც წვლილი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საქმეში, ისევე როგორც მოვუწოდეთ პატიმრობაში მყოფი მედიის მფლობელების გათავისუფლება, როგორიცაა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია”, - აცხადებს ევროპარლამენტარი.