პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობიდან სასტიკად, ჯოხით სცემდა შვილებს" - რა უძღოდა წინ გარდაბანში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს, რატომ მოკლა 21 წლის ბიჭმა მამა?
"ბავშვობიდან სასტიკად, ჯოხით სცემდა შვილებს" - რა უძღოდა წინ გარდაბანში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს, რატომ მოკლა 21 წლის ბიჭმა მამა?

გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია. უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი 11 მა­ისს მოხ­და, კონ­ფლიქ­ტის დროს 21 წლის ბიჭ­მა და­ნით 50 წლის მამა მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლოვ­ნებ­მა იგი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს და მას მა­მის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. ამ დრომ­დე საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა თვის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა. საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, გა­მო­კი­თხუ­ლი არი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბამ მთა­ვარ კი­თხვას უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი: რა მოხ­და კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის სახ­ლში და რა­ტომ მოკ­ლა შვილ­მა მამა? 21 წლის ბიჭი ახლა გი­სო­სებს მიღ­მა იმ­ყო­ფე­ბა უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­წყე­ბას ელო­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბას წინ უს­წრებ­და კონ­ფლიქ­ტი. მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი საკ­მა­ოდ მძი­მეა და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის გა­მარ­თლე­ბას შეძ­ლებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში, კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა იცოდ­ნენ, მოკ­ლულ მა­მა­კაცს პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­თვრა­ლე ჰქონ­და და ამის გამო სახ­ლში კონ­ფლიქ­ტე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. თურ­მე, მე­ზობ­ლებ­საც უწევ­დათ ჩა­რე­ვა და გაშ­ვე­ლე­ბა. ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი იმ დღეს მა­მის­გან თავს იცავ­და.

ზუ­რაბ როს­ტი­აშ­ვი­ლი:

- ბრალ­დე­ბულ კახა კო­ბა­ხი­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი ოჯა­ხის წევ­რის, მა­მის მკვლე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნა, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, მაგ­რამ მთელ­მა სო­ფელ­მა იცის, რომ კახა არის უდა­ნა­შა­უ­ლო. ამ ფაქ­ტის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახ­და 21 წლის, ჰყავს 17 წლის ძმა, ნო­დარ კო­ბა­ხი­ძე. ისი­ნი 5 წლი­დან მა­მის ტე­რო­რის ქვეშ იზ­რდე­ბოდ­ნენ. მა­მა­მი­სი ბავ­შვო­ბი­დან ჯო­ხით სცემ­და სას­ტი­კად შვი­ლებს. 5 წლის იყო კახა, ისე სცე­მა მა­მამ, ძლივს გა­მოს­ტა­ცეს ხე­ლი­დან. ბავ­შვს მთე­ლი სხე­უ­ლი ჩა­უ­ლურ­ჯდა. პრობ­ლე­მა იყო სიმ­თვრა­ლე, რომ დათ­ვრე­ბო­და ყვე­ლა­ნა­ი­რად აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი არ სჭირ­დე­ბო­და ჩხუ­ბის და­სა­წყე­ბად. სცემ­და ცოლს, სახ­ლში ამ­ტვრევ­და ნივ­თებს, ხში­რად ხმა­რობ­და და­ნას და გა­უ­თა­ვებ­ლად იყო კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის სახ­ლში და­ვი­და­რა­ბა.

ქუ­ჩა­ში სხვებ­თა­ნაც ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტე­ბი და ეს ყვე­ლამ იცის. სიმ­თვრა­ლე­ში იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, სი­ფხიზ­ლე­ში კი - რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე გაბ­რა­ზე­ბულ­მა წალ­დით სახ­ლში სამ­ზა­რე­უ­ლოს ავე­ჯი და­ჩე­ხა. მისი ყო­ვე­ლი და­ლე­ვა ოჯა­ხის­თვის იყო ტრა­გე­დია, რად­გან აწი­ო­კე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ხან რო­მელ მე­ზო­ბელს აფა­რებ­დნენ თავს, ხან რო­მელს. 2 თვის ფეხ­მძი­მე იყო მისი ცოლი, პირ­ვე­ლად ფი­ზი­კუ­რად რომ გა­უს­წორ­და, რად­გან გა­იღ­ვი­ძა და სა­წოლ­თან არ დახ­ვდა ჩუს­ტე­ბი. ასეთ ტე­რორ­ში გა­ი­ზარ­დნენ შვი­ლე­ბი. უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა მის­მა ცოლ­მა. რომ წა­მო­ი­ზარ­დნენ შვი­ლე­ბი, უკვე კა­ხას უწევ­და მთვრა­ლი მა­მის და­წყნა­რე­ბა და ის ამ­შვი­დებ­და ხოლ­მე. შვი­ლე­ბი რომ მუ­შა­ობ­დნენ, ისიც კი არ მოს­წონ­და, თურ­მე, ეუბ­ნე­ბო­და, სხვი­სი მონა არ უნდა იყო­თო. თვი­თონ ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, 7 წელი და 7 თვე მო­ი­ხა­და ცი­ხე­ში, ბრა­ლად ედე­ბო­და მკვლე­ლო­ბა და ყა­ჩა­ღო­ბა. 11 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, მაგ­რამ აქე­დან 8 წელი მო­ი­ხა­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა მის­მა მე­უღ­ლემ, რო­მე­ლიც ში­შით ელო­დე­ბო­და მის ყო­ველ და­ლე­ვას და რო­გორც კი ის მთვრა­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ არ ეცე­მა ცოლი, ხან ერთ მე­ზო­ბელ­თან იმა­ლე­ბო­და, ხან - მე­ო­რეს­თან.

- რა­ტომ არ შორ­დე­ბო­და მო­ძა­ლა­დე ქმარს, თუ ასეთ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და?

- ვერ შორ­დე­ბო­და, რად­გან ის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და, - თუ წახ­ვალ სახ­ლი­დან, იცო­დე, სის­ხლის გუ­ბე­ებს და­ვა­ყე­ნებ, მოგ­კლავ შვი­ლე­ბი­ა­ნად, სა­დაც უნდა წახ­ვი­დე, მა­ინც მო­გაგ­ნე­ბო. ასე აში­ნებ­და და მა­საც ეში­ნო­და. ამი­ტომ უძ­ლებ­და ამ მძი­მე ცხოვ­რე­ბას და მის ცემა-ტყე­პას. მთელ­მა სო­ფელ­მა იცო­და მისი ხა­სი­ა­თი და მკვლე­ლო­ბის დღის ჩა­წე­რილ მათ ინ­ტერ­ვი­უ­ებს თუ მო­ის­მენთ, ყვე­ლა ამ­ბობს, მო­აკ­ვლე­ვი­ნა თა­ვიო... ბო­ლოს 2018 წელს ქურ­დო­ბის­თვის და­ი­ჭი­რეს და მა­შინ 2 წელი იჯდა. მისი და­კა­ვე­ბა და ცი­ხე­ში გაშ­ვე­ბა ოჯა­ხის­თვის იყო შვე­ბა, რად­გან ეს ორი წელი მშვი­დად ცხოვ­რობ­დნენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიჭი მსხვერპლია
1

საწყალი ოჯახი ვერ შორდებოდა იმიტომ რომ მოკვლით ემუქრებოდაო.

ქალს არ ჰქონდა ზურგი პოლიციისგან !

ეს ბიჭი კი მსხვერპლია .

რომ გაცილებოდა დედა ადრევე და პოლიციას დაეცვა ამ ლოთისგან ახალგაზრდა ადამიანი მკვლელი არ გახდებოდა.

პოლიცია უნდა იდვეს თავის სიმაღლეზე.

არ უნდა უწევდეს ადამიანს მკვლელობა თავის დასაცავად!

ხალხს უნდა ჰქონდეს პოლიციის იმედი.

?-ს
7

სახელმწიფო "იმ შუაშია", რომ უამრავი სტრუქტურაა უფუნქციო ან ფორმალურადაა ჩამოყალიბებული ბიუჯეტურ დაფინანსებაზე. რომ იცოდეთ მოქალაქეებმა თქვენი უფლებები არ იკითხავდით ამას :სახელმწიფო რა შუაშიაო! თვითეული მოქალაქის სიცოცხლე და მისი ხარისხი სახელმწიფოს ზრუნვის პრეროგატივაა,ეს იგივეა ვიღაცას ფულს აბარებდე მთელი ცხოვრება და არაფერს სთხოვდე სანაცვლოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ბავშვობიდან სასტიკად, ჯოხით სცემდა შვილებს" - რა უძღოდა წინ გარდაბანში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს, რატომ მოკლა 21 წლის ბიჭმა მამა?

"ბავშვობიდან სასტიკად, ჯოხით სცემდა შვილებს" - რა უძღოდა წინ გარდაბანში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს, რატომ მოკლა 21 წლის ბიჭმა მამა?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარი მკვლელობა საზოგადოებისთვის ცნობილია. უმძიმესი ფაქტი 11 მაისს მოხდა, კონფლიქტის დროს 21 წლის ბიჭმა დანით 50 წლის მამა მოკლა. ბრალდებული ძალოვნებმა იგი იმავე დღეს დააკავეს და მას მამის განზრახ მკვლელობაში დასდეს ბრალი. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასასამართლო სხდომა თვის ბოლოს გაიმართება. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები, გამოკითხული არიან ოჯახის წევრები, მეზობლები, ნათესავები და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიებამ მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: რა მოხდა კობახიძეების სახლში და რატომ მოკლა შვილმა მამა? 21 წლის ბიჭი ახლა გისოსებს მიღმა იმყოფება უმძიმესი ბრალდებით და სასამართლო პროცესების დაწყებას ელოდება. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ უსწრებდა კონფლიქტი. მისთვის წაყენებული ბრალი საკმაოდ მძიმეა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი დარწმუნებულია, რომ დაკავებულის გამართლებას შეძლებს. როგორც ირკვევა, სოფელ ახალსოფელში, კობახიძეების ოჯახში კონფლიქტების შესახებ ადგილობრივებმა იცოდნენ, მოკლულ მამაკაცს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ამის გამო სახლში კონფლიქტები ხშირად ხდებოდა. თურმე, მეზობლებსაც უწევდათ ჩარევა და გაშველება. ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ირწმუნება, რომ ბრალდებული იმ დღეს მამისგან თავს იცავდა.

ზურაბ როსტიაშვილი:

- ბრალდებულ კახა კობახიძეს პროკურატურამ ბრალი ოჯახის წევრის, მამის მკვლელობისთვის წაუყენა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ მთელმა სოფელმა იცის, რომ კახა არის უდანაშაულო. ამ ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე დღეში გახდა 21 წლის, ჰყავს 17 წლის ძმა, ნოდარ კობახიძე. ისინი 5 წლიდან მამის ტერორის ქვეშ იზრდებოდნენ. მამამისი ბავშვობიდან ჯოხით სცემდა სასტიკად შვილებს. 5 წლის იყო კახა, ისე სცემა მამამ, ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. ბავშვს მთელი სხეული ჩაულურჯდა. პრობლემა იყო სიმთვრალე, რომ დათვრებოდა ყველანაირად აგრესიული ხდებოდა. მიზეზი არ სჭირდებოდა ჩხუბის დასაწყებად. სცემდა ცოლს, სახლში ამტვრევდა ნივთებს, ხშირად ხმარობდა დანას და გაუთავებლად იყო კობახიძეების სახლში დავიდარაბა.

ქუჩაში სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტები და ეს ყველამ იცის. სიმთვრალეში იყო ძალიან აგრესიული, სიფხიზლეში კი - რადიკალურად განსხვავებული. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გაბრაზებულმა წალდით სახლში სამზარეულოს ავეჯი დაჩეხა. მისი ყოველი დალევა ოჯახისთვის იყო ტრაგედია, რადგან აწიოკებულები იყვნენ, ხან რომელ მეზობელს აფარებდნენ თავს, ხან რომელს. 2 თვის ფეხმძიმე იყო მისი ცოლი, პირველად ფიზიკურად რომ გაუსწორდა, რადგან გაიღვიძა და საწოლთან არ დახვდა ჩუსტები. ასეთ ტერორში გაიზარდნენ შვილები. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა ცოლმა. რომ წამოიზარდნენ შვილები, უკვე კახას უწევდა მთვრალი მამის დაწყნარება და ის ამშვიდებდა ხოლმე. შვილები რომ მუშაობდნენ, ისიც კი არ მოსწონდა, თურმე, ეუბნებოდა, სხვისი მონა არ უნდა იყოთო. თვითონ ნასამართლევი იყო, 7 წელი და 7 თვე მოიხადა ციხეში, ბრალად ედებოდა მკვლელობა და ყაჩაღობა. 11 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ აქედან 8 წელი მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უმძიმესი ცხოვრება გამოიარა მისმა მეუღლემ, რომელიც შიშით ელოდებოდა მის ყოველ დალევას და როგორც კი ის მთვრალი გამოჩნდებოდა, რომ არ ეცემა ცოლი, ხან ერთ მეზობელთან იმალებოდა, ხან - მეორესთან.

- რატომ არ შორდებოდა მოძალადე ქმარს, თუ ასეთ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა?

- ვერ შორდებოდა, რადგან ის მოკვლით ემუქრებოდა, - თუ წახვალ სახლიდან, იცოდე, სისხლის გუბეებს დავაყენებ, მოგკლავ შვილებიანად, სადაც უნდა წახვიდე, მაინც მოგაგნებო. ასე აშინებდა და მასაც ეშინოდა. ამიტომ უძლებდა ამ მძიმე ცხოვრებას და მის ცემა-ტყეპას. მთელმა სოფელმა იცოდა მისი ხასიათი და მკვლელობის დღის ჩაწერილ მათ ინტერვიუებს თუ მოისმენთ, ყველა ამბობს, მოაკვლევინა თავიო... ბოლოს 2018 წელს ქურდობისთვის დაიჭირეს და მაშინ 2 წელი იჯდა. მისი დაკავება და ციხეში გაშვება ოჯახისთვის იყო შვება, რადგან ეს ორი წელი მშვიდად ცხოვრობდნენ. გააგრძელეთ კითხვა