პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოიდგინეთ, მაქვს საავადმყოფო, სადაც ვცხოვრობ - ექთანთან მქონდეს სექსი და ამ დროს ვიღაცას შემოსვლის უფლება აქვს" - მეგრელიშვილი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე
"წარმოიდგინეთ, მაქვს საავადმყოფო, სადაც ვცხოვრობ - ექთანთან მქონდეს სექსი და ამ დროს ვიღაცას შემოსვლის უფლება აქვს" - მეგრელიშვილი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მაქვს სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­დაც ვცხოვ­რობ - ფაქ­ტობ­რი­ვად, ის ჩემი სახ­ლია, ექთან­თან მქონ­დეს სექ­სი და ამ დროს ვი­ღა­ცას შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა აქვს, რათა და­მა­ჯა­რი­მოს! - ასე გან­მარ­ტა “გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა „ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბე­ბის არსი.

რო­გორც მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, და­გეგ­მი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა იზღუ­დე­ბა.

მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დენ კლი­ნი­კას შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და რამ­დენ კლი­ნი­კას და­ე­მუქ­რე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბი­დან “გა­მო­ვარ­დნის“ ან სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე.

“ასე­თი რამ სახლზე რომ დავ­წე­როთ, წარ­მო­გი­დე­ნი­ათ?! კლი­ნი­კებ­ში გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი უნდა და­ინ­გრეს, და­ი­წყოს რე­მონ­ტე­ბი იმის­თვის, რომ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში ჩას­ხდნენ, ხოლო თუ არ ჩას­ხდე­ბი­ან - და­ი­ხუ­რე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნა მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტში, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გაზ­რდა და ფუნ­ქცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იგეგ­მე­ბა.

კა­ნო­ნის პრო­ექტს ჯერ პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტი, შემ­დეგ კი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს.

"ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ორ­გა­ნოს სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ობი­ექ­ტებ­ზე თა­ვი­სუფ­ლად, წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­რე­შე, ნე­ბის­მი­ერ დროს შეს­ვლის, მა­სა­ლის, ნივ­თის და ა.შ. გა­მო­თხო­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ასე­ვე სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ობი­ექ­ტის (ან მისი ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წი­ლის) დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის, ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნის, და­ლუქ­ვის და ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი ენი­ჭე­ბა.

მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ორ­გა­ნოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, ელექტრო­ნუ­ლი სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ­ლის ფორ­მას, შევ­სე­ბი­სა და წარ­დგე­ნის წესს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ამ­ტკი­ცებს.

სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს შე­ეძ­ლე­ბა მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის მიმ­წო­დე­ბელს საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა შე­უ­ჩე­როს.

კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ეტაპ­ზე სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სას­რუ­ლებ­ლად მი­ექ­ცე­ვა და მათ აღ­სრუ­ლე­ბას გა­სა­ჩივ­რე­ბა არ გა­ა­ჩე­რებს, თუ სა­სა­მარ­თლომ სხვაგ­ვა­რად არ და­ად­გი­ნა.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტულ სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი იზ­რდე­ბა.

სან­ქცი­ე­ბის ზრდის გარ­და, ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, სა­სა­მარ­თლოს­თან ერ­თად, მო­ცე­მულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მე­ებ­ზე რო­გორც ოქ­მის შედ­გე­ნის, ისე საქ­მის გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

ასე­ვე, სა­ა­გენ­ტოს მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას ელექტრო­ნუ­ლი და­ჯა­რი­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­მო­დის.

კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დისკრიმინაციული განცხადებაა
1

რას ნიშნავს მაინცდანაინც ექთანთან. რატომაა დაკონკრეტებული ვისთან.. მიაჩნია რომ ექთანთან სექსი ძალიან ბუნებრივი რამეა თუ რა.. სად ხართ ექთნებო ამოიღეთ ხმა. 

მომპირკეთებელი
2

"სექსი გაქვს" არა ბუშტი! თუ არ გაჩუმდები და სისულელეებს განაგრძობ, არიან შენი "სექსგიგანტობის" ეპიზოდების მომყოლებიც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"წარმოიდგინეთ, მაქვს საავადმყოფო, სადაც ვცხოვრობ - ექთანთან მქონდეს სექსი და ამ დროს ვიღაცას შემოსვლის უფლება აქვს" - მეგრელიშვილი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე

"წარმოიდგინეთ, მაქვს საავადმყოფო, სადაც ვცხოვრობ - ექთანთან მქონდეს სექსი და ამ დროს ვიღაცას შემოსვლის უფლება აქვს" - მეგრელიშვილი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე

წარმოიდგინეთ, მაქვს საავადმყოფო, სადაც ვცხოვრობ - ფაქტობრივად, ის ჩემი სახლია, ექთანთან მქონდეს სექსი და ამ დროს ვიღაცას შემოსვლის უფლება აქვს, რათა დამაჯარიმოს! - ასე განმარტა “გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების არსი.

როგორც მეგრელიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილი რეგულაციებით სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებაში კერძო საკუთრების უფლება იზღუდება.

მეგრელიშვილი დაინტერესდა, რამდენ კლინიკას შეიძლება შეეხოს ახალი რეგულაციები და რამდენ კლინიკას დაემუქრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებიდან “გამოვარდნის“ ან სამედიცინო საქმიანობის დაკარგვის საფრთხე.

“ასეთი რამ სახლზე რომ დავწეროთ, წარმოგიდენიათ?! კლინიკებში განყოფილებები უნდა დაინგრეს, დაიწყოს რემონტები იმისთვის, რომ რეგულაციებში ჩასხდნენ, ხოლო თუ არ ჩასხდებიან - დაიხურებიან“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

პარლამენტში, დაჩქარებული წესით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

კანონის პროექტს ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

მაკონტროლებელ ორგანოს უფლებამოსილება ეძლევა, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიყენოს, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს ჯანდაცვის მინისტრი დაამტკიცებს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეეძლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს საქმიანობის უფლება შეუჩეროს.

კანონის პროექტის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა და მათ აღსრულებას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.

ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები იზრდება.

სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება.

ასევე, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას ელექტრონული დაჯარიმების შესაძლებლობა შემოდის.

კანონის პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.