პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შონ პენთან ვიმღერეთ და წამოვიდა შენიშვნები... თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და ნუ გადაირევით მის მაგივრად" - რას წერს გიორგი უშიკიშვილი
"შონ პენთან ვიმღერეთ და წამოვიდა შენიშვნები... თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და ნუ გადაირევით მის მაგივრად" - რას წერს გიორგი უშიკიშვილი

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბი შონ პენი სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობს. მსა­ხი­ო­ბი ფეს­ტი­ვალ ZEG-ის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ვი­და და ფეს­ტი­ვალ­ზე ოკუ­პა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზი­ტი­სას ის გა­ეც­ნო რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე შე­დე­გებს, იმას, თუ რა გა­მო­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლომ აფხა­ზე­თის ომში.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, რე­ჟი­სორს მთაწ­მინ­და­ზე, "აჭა­რა გრუ­პის" პა­ვი­ლი­ონ­ში ქარ­თუ­ლი სუფ­რით უმას­პინ­ძლეს, სა­დაც სტუმ­რებს გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­მა სხვა შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი შე­დევ­რი "ორო­ვე­ლა" შე­უს­რუ­ლა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"შონ პენ­თან ვიმ­ღე­რეთ და სიმ­ღე­რა კი მო­ე­წო­ნა ყვე­ლას, მად­ლო­ბა, მაგ­რამ წა­მო­ვი­და შე­ნიშ­ვნე­ბი. ნუ, აბა ისე რო­გორ იქ­ნე­ბო­და:

1. რა თავ­ზე და­ად­გნენ

2. კაცს საჭ­მე­ლი მა­ინც ეჭა­მა და მერე ემ­ღე­რათ

3. სუფ­რას­თან მა­ინც და­ეს­ვათ მომ­ღერ­ლე­ბი

4. რა ყურ­ში ჩაყ­ვი­რი­ან

5. შონ პენს არა­ფე­რი ეტყო­ბო­და, რომ მო­ე­წო­ნა სიმ­ღე­რა

6. რამე სხვა სიმ­ღე­რა ემ­ღე­რათ, უფრო ხმა­მა­ღა­ლი.

მოკ­ლედ, ვი­საც ეს კი­თხვე­ბი აწუ­ხებს, გე­ტყვით, რომ სუფ­რას­თან ვის­ხე­დით მთე­ლი 2 სა­ა­თი. შონ პენი უკვე ნა­ჭა­მი იყო, "ორო­ვე­ლა" რომ ვიმ­ღე­რეთ. სხვა ბევ­რი სიმ­ღე­რაც ვიმ­ღე­რეთ დაჯ­დო­მი­ლი და ყურ­ში რომ არ ჩაგ­ვეყ­ვი­რა, ამი­ტომ ვიმ­ღე­რეთ ორო­ვე­ლა. თავ­ზე და­ვა­დე­ქით იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნის სა­დღეგ­რძე­ლო და­ლია და მი­სი­ვე თხოვ­ნით ახ­ლოს მი­ვე­დით და და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ ვიმ­ღე­რეთ. ახლა თა­ვად არ შე­წუ­ხე­ბუ­ლა ჩვე­ნი იქ ყოფ­ნით და ნუ გა­და­ი­რე­ვით მის მა­გივ­რად და ბო­ლოს, ვი­საც გო­ნია, რომ შონ პენს არ მო­ე­წო­ნა, დაგ­ვე­ლო­დეთ! ყურ­თან უფრო ახ­ლოს ვა­პი­რებთ სიმ­ღე­რას", - წერს გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქვეყნის გულშემატკივარი
21

სიმღერა მართლაც დიდებულია, (უდიდებულესი,ულამაზესი,უზღაპრესი),მაგრამ ნეტავ ყველა შონის მსგავსმა დაგვანებოს თავი. არ გვინდა უკრაინასთან გატოლება-დატოლება-შედარება. დარწმუნებული ვარ ამ ძველი, საუკუნეების მანძილზე მოტანილი, ქართველი გლეხის სულიდან ამოძახილისა შონმა ვერაფერი გაიგო.ზრდილობის გამო ალბათ ზერელედ ვითომ მოიხიბლა. ვინ ჩამოიყვანა? რა საჭიროა? დაგვანებეთ თავი!

მაია
9

მარტო მე არ მომსვლია ესეიგი ეგ აზრი,თავის მარტლება არ უნდა მაგას.გაიწიე ყურში ნუ ჩამყვირიო ხომ არ გეტყოდა ვიროოო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

"შონ პენთან ვიმღერეთ და წამოვიდა შენიშვნები... თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და ნუ გადაირევით მის მაგივრად" - რას წერს გიორგი უშიკიშვილი

"შონ პენთან ვიმღერეთ და წამოვიდა შენიშვნები... თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და ნუ გადაირევით მის მაგივრად" - რას წერს გიორგი უშიკიშვილი

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი საქართველოს სტუმრობს. მსახიობი ფესტივალ ZEG-ის ფარგლებში ჩამოვიდა და ფესტივალზე ოკუპაციისა და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.

ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისას ის გაეცნო რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს, იმას, თუ რა გამოიარა საქართველომ აფხაზეთის ომში.

ვიზიტის ფარგლებში, რეჟისორს მთაწმინდაზე, "აჭარა გრუპის" პავილიონში ქართული სუფრით უმასპინძლეს, სადაც სტუმრებს გიორგი უშიკიშვილმა სხვა შემსრულებლებთან ერთად ქართული მრავალხმიანობის ერთ-ერთი შედევრი "ოროველა" შეუსრულა.

ამასთან დაკავშირებით მომღერალი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"შონ პენთან ვიმღერეთ და სიმღერა კი მოეწონა ყველას, მადლობა, მაგრამ წამოვიდა შენიშვნები. ნუ, აბა ისე როგორ იქნებოდა:

1. რა თავზე დაადგნენ

2. კაცს საჭმელი მაინც ეჭამა და მერე ემღერათ

3. სუფრასთან მაინც დაესვათ მომღერლები

4. რა ყურში ჩაყვირიან

5. შონ პენს არაფერი ეტყობოდა, რომ მოეწონა სიმღერა

6. რამე სხვა სიმღერა ემღერათ, უფრო ხმამაღალი.

მოკლედ, ვისაც ეს კითხვები აწუხებს, გეტყვით, რომ სუფრასთან ვისხედით მთელი 2 საათი. შონ პენი უკვე ნაჭამი იყო, "ოროველა" რომ ვიმღერეთ. სხვა ბევრი სიმღერაც ვიმღერეთ დაჯდომილი და ყურში რომ არ ჩაგვეყვირა, ამიტომ ვიმღერეთ ოროველა. თავზე დავადექით იმიტომ, რომ უკრაინის სადღეგრძელო დალია და მისივე თხოვნით ახლოს მივედით და დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ ვიმღერეთ. ახლა თავად არ შეწუხებულა ჩვენი იქ ყოფნით და ნუ გადაირევით მის მაგივრად და ბოლოს, ვისაც გონია, რომ შონ პენს არ მოეწონა, დაგველოდეთ! ყურთან უფრო ახლოს ვაპირებთ სიმღერას", - წერს გიორგი უშიკიშვილი.

ასევე იხილეთ: