მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელება ხდება... გადამწვარია სახლები, ჯერჯერობით ცეცხლი ჩვენამდე ვერ აღწევს" - რას ჰყვება ქართველი, რომელიც მასშტაბური ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება
"საშინელება ხდება... გადამწვარია სახლები, ჯერჯერობით ცეცხლი ჩვენამდე ვერ აღწევს" - რას ჰყვება ქართველი, რომელიც მასშტაბური ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მძვინ­ვა­რე ტყის ხან­ძარს სულ მცი­რე ხუთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ხან­ძრის გამო ასო­ბით სახ­ლი და სხვა ნა­გე­ბო­ბა გა­ნად­გურ­და.

ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის ოპე­რა­ცი­ებს ძლი­ე­რი ქარი აფერ­ხებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ხან­ძრის 5 სხვა­დას­ხვა კე­რაა და ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა მათ­გა­ნი 0%-ითაა შე­კა­ვე­ბუ­ლი.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კრის­ტინ კრო­უ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­ხან­ძრე­ებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ წყლის წნე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. AccuWeather-ის შე­ფა­სე­ბით, სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი 50 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს.

შო­რე­ნა ქე­ბუ­რია, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუდ­ში (ლოს-ან­ჯე­ლე­სის უბა­ნი (კა­ლი­ფორ­ნია, აშშ) მე­უღ­ლეს­თან ცხოვ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ხან­ძა­რია ლოს ან­ჯე­ლე­სის რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში ერ­თდრო­უ­ლად. ჩვენ­თან მშვი­დო­ბაა, ცე­ცხლი ვერ მო­აღ­წევს ჩვე­ნამ­დე. ხან­ძარ­მა სამ­წუ­ხა­როდ სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა რამ­დე­ნი­მე ოლქს, გა­დაწ­ვა სახ­ლე­ბი და სხვა და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­უ­ჩე­რებ­ლად ხდე­ბა ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია, ძლი­ე­რი ქა­რის გამო ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი კერა, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა".

ქარ­თვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან 15 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაა მდიდ­რუ­ლი ვი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ეკუთ­ვნით და რო­მე­ლიც ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა:

- ძი­რი­თა­დად მათი სახ­ლე­ბი და­იწ­ვა. ჰო­ლი­ვუდ ჰილ­სის ხან­ძა­რი ჩვენ­გან 5 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაა, და­ახ­ლო­ე­ბით.

- თქვენ­თან ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და?

- ჩვენ­თან ჯერ არა, არ სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ჰო­ლი­ვუდ ჰილ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ცხად­და. ჩემი მე­უღ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი ცხოვ­რობს ჰო­ლი­ვუდ ჰილსში და გა­აფრ­თხი­ლეს უკვე.

ჩვენ­თან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, სიმ­შვი­დეა ამ მხრივ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ღე­ლა­ვენ. გუ­შინ მთე­ლი დღე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი იყო, ხე­ე­ბიც კი მოგ­ლი­ჯა და ამან კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა ხან­ძა­რი, დღეს კი­დევ ახა­ლი კე­რე­ბიც გაჩ­ნდა. დღეს ქარ­მა და­იკ­ლო, ოღონდ სულ არ ჩამ­დგა­რა. ამ სა­ღა­მოს რა იქ­ნე­ბა კი არ ვიცი, ვა­რა­უ­დო­ბენ ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

- ოჯა­ხი არ აპი­რებთ სად­მე გა­დას­ვლას?

- არა არ ვა­პი­რებთ, აქ საფრ­თხე არ არის ჯერ და თუ ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა, რა თქმა უნდა გა­და­ვალთ.

- თქვენ­თან ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ჩვე­უ­ლი­სა­მებრ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს?

- დიახ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ჩემი მე­უღ­ლეც მუ­შა­ობს, მაგ­რამ იქ, ხან­ძრის ახ­ლომ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა, რა თქმა უნდა.

- სად მოღ­ვა­წე­ობთ თქვენ და თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ჩემი მე­უღ­ლე ლოს ან­ჯე­ლეს­ში სწავ­ლობ­და, ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს 2019 წლი­დან, ხმის ინ­ჟი­ნე­რია და სტუ­დი­ა­შია, მუ­სი­კებს ქმნის. მე 10 დღეა, რაც ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვე­დი...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"საშინელება ხდება... გადამწვარია სახლები, ჯერჯერობით ცეცხლი ჩვენამდე ვერ აღწევს" - რას ჰყვება ქართველი, რომელიც მასშტაბური ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება

"საშინელება ხდება... გადამწვარია სახლები, ჯერჯერობით ცეცხლი ჩვენამდე ვერ აღწევს" - რას ჰყვება ქართველი, რომელიც მასშტაბური ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება

ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, მეხანძრეებს პრობლემები აქვთ წყლის წნევასთან დაკავშირებით. AccuWeather-ის შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

შორენა ქებურია, რომელიც ჰოლივუდში (ლოს-ანჯელესის უბანი (კალიფორნია, აშშ) მეუღლესთან ცხოვრობს სოციალურ ქსელში წერს:

"გამანადგურებელი ხანძარია ლოს ანჯელესის რამდენიმე ოლქში ერთდროულად. ჩვენთან მშვიდობაა, ცეცხლი ვერ მოაღწევს ჩვენამდე. ხანძარმა სამწუხაროდ სერიოზული ზიანი მიაყენა რამდენიმე ოლქს, გადაწვა სახლები და სხვა და სხვა დაწესებულებები, გაუჩერებლად ხდება ხალხის ევაკუაცია, ძლიერი ქარის გამო ჩნდება ახალ-ახალი კერა, საშინელება ხდება".

ქართველის ინფორმაციით, მათგან 15 კილომეტრის დაშორებითაა მდიდრული ვილები, რომელიც ცნობილ ადამიანებს ეკუთვნით და რომელიც ხანძარმა გაანადგურა:

- ძირითადად მათი სახლები დაიწვა. ჰოლივუდ ჰილსის ხანძარი ჩვენგან 5 კილომეტრის დაშორებითაა, დაახლოებით.

- თქვენთან ევაკუაცია გამოცხადდა?

- ჩვენთან ჯერ არა, არ საჭიროებს, მაგრამ ჰოლივუდ ჰილსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადდა. ჩემი მეუღლის თანამშრომელი ცხოვრობს ჰოლივუდ ჰილსში და გააფრთხილეს უკვე.

ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, სიმშვიდეა ამ მხრივ, მაგრამ ადამიანები ძალიან ღელავენ. გუშინ მთელი დღე ძალიან ძლიერი ქარი იყო, ხეებიც კი მოგლიჯა და ამან კიდევ უფრო გააძლიერა ხანძარი, დღეს კიდევ ახალი კერებიც გაჩნდა. დღეს ქარმა დაიკლო, ოღონდ სულ არ ჩამდგარა. ამ საღამოს რა იქნება კი არ ვიცი, ვარაუდობენ ქარის გაძლიერებას.

- ოჯახი არ აპირებთ სადმე გადასვლას?

- არა არ ვაპირებთ, აქ საფრთხე არ არის ჯერ და თუ ვითარება შეიცვლება, რა თქმა უნდა გადავალთ.

- თქვენთან ყველა დაწესებულება ჩვეულისამებრ ფუნქციონირებს?

- დიახ, ჩვეულებრივად, ჩემი მეუღლეც მუშაობს, მაგრამ იქ, ხანძრის ახლომდებარე ტერიტორიაზე არა, რა თქმა უნდა.

- სად მოღვაწეობთ თქვენ და თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე ლოს ანჯელესში სწავლობდა, ცხოვრობს და მუშაობს 2019 წლიდან, ხმის ინჟინერია და სტუდიაშია, მუსიკებს ქმნის. მე 10 დღეა, რაც ამერიკაში ჩამოვედი...

წაიკითხეთ ასევე: