მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ხდება მეტროში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა - რას ჰყვებიან ტრაგედიის თვითმხილველები (ვიდეო)
ცნობილი ხდება მეტროში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა - რას ჰყვებიან ტრაგედიის თვითმხილველები (ვიდეო)

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ასე­ვე მეტ­როს მე­მან­ქა­ნე, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ აღიქ­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ ის და­მუხ­რუ­ჭე­ბას ვერ შეძ­ლებ­და, რად­გან მა­მა­კაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე სად­გურ­ში იყო შე­მო­სუ­ლი.

  • რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მეტ­რო­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლია.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, ლაშა 30 წლის იყო, უცო­ლო, რო­გორც ვიცი არ მუ­შა­ობ­და... მამა მუ­სი­კო­სია, სოსო ამი­რე­ზაშ­ვი­ლი. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით" - გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

  • რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, უც­ნობ­მა პირი, რო­მელ­მაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემ­დეგ იცი­ნო­და. მან ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა მეტ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა და ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, მე­მან­ქა­ნე ფი­ზი­კუ­რად ვე­რა­ფერს იზამ­და. ეტყო­ბა, რომ და­ი­ნა­ხა მა­ტა­რე­ბე­ლი მო­დი­ო­და, მა­შინ ჰკრა ხელი და ჩა­აგ­დო მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ­ბო­ბენ, რომ იქ­ნე­ბა 40 წლამ­დე. დამ­ნა­შა­ვე იქვე და­უ­კა­ვე­ბი­ათ, არ ვიცი, იც­ნობ­და თუ არა გარ­დაც­ვლილს დამ­ნა­შა­ვე. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ფაქტს. რო­გორც მი­თხრეს, მე­მან­ქა­ნე სა­შინ­ლად გა­ნიც­დის. ფი­ზი­კუ­რად და­მუხ­რუ­ჭე­ბას ვერ შეძ­ლებ­დაო ამ­ბო­ბენ, ამ მე­მან­ქა­ნეს ეს სტრე­სი უნ­დო­და ახლა, მა­საც თავს გა­დახ­და ტრა­გე­დია. შვი­ლი ჰყავს გარ­დაც­ვლი­ლი - მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და ავა­რი­ით და­ე­ღუ­პა. ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია გა­დახ­და თავს და ახლა ამ სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლია. ყვე­ლა ამ­ბობს, ვე­რა­ფერს იზამ­და, ისე ახ­ლოს იყო უკვე მა­ტა­რე­ბე­ლი. სხვა არა­ფე­რი ვიცი. იმე­დია და­ის­ჯე­ბა დამ­ნა­შა­ვე" - ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ცნობილი ხდება მეტროში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა - რას ჰყვებიან ტრაგედიის თვითმხილველები (ვიდეო)

ცნობილი ხდება მეტროში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა - რას ჰყვებიან ტრაგედიის თვითმხილველები (ვიდეო)

ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლიანდაგებში ჩააგდეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

თვითმხილველები გვიყვებიან, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ასევე მეტროს მემანქანე, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმედ აღიქვა. ამბობენ, რომ ის დამუხრუჭებას ვერ შეძლებდა, რადგან მამაკაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მატარებელი უკვე სადგურში იყო შემოსული.

  • როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მეტროში მოკლული ახალგაზრდა 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია.

"საშინელი ამბავი მოხდა, ლაშა 30 წლის იყო, უცოლო, როგორც ვიცი არ მუშაობდა... მამა მუსიკოსია, სოსო ამირეზაშვილი. სხვა ვერაფერს გეტყვით" - გვიყვება მოკლულის ახლობელი.

  • როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, უცნობმა პირი, რომელმაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემდეგ იცინოდა. მან ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მეტროს თანამშრომელმა ქალმა და ერთ-ერთმა მგზავრმა ამის საშუალება არ მისცეს.

"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, მემანქანე ფიზიკურად ვერაფერს იზამდა. ეტყობა, რომ დაინახა მატარებელი მოდიოდა, მაშინ ჰკრა ხელი და ჩააგდო მამაკაცი, რომელიც ამბობენ, რომ იქნება 40 წლამდე. დამნაშავე იქვე დაუკავებიათ, არ ვიცი, იცნობდა თუ არა გარდაცვლილს დამნაშავე. ძალიან განვიცდით ამ ფაქტს. როგორც მითხრეს, მემანქანე საშინლად განიცდის. ფიზიკურად დამუხრუჭებას ვერ შეძლებდაო ამბობენ, ამ მემანქანეს ეს სტრესი უნდოდა ახლა, მასაც თავს გადახდა ტრაგედია. შვილი ჰყავს გარდაცვლილი - მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ავარიით დაეღუპა. ამხელა ტრაგედია გადახდა თავს და ახლა ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველია. ყველა ამბობს, ვერაფერს იზამდა, ისე ახლოს იყო უკვე მატარებელი. სხვა არაფერი ვიცი. იმედია დაისჯება დამნაშავე" - ჰყვება თვითმხილველი.

წაიკითხეთ ასევე: