სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 გარდაცვლილი და 35 დაშავებული - რა არის ცნობილი თავდამსხმელზე, რომელიც ახალ წელს აშშ-ში პიკაპით ხალხში შევარდა და რა ვიდეო გამოაქვეყნა თავდასხმამდე?
15 გარდაცვლილი და 35 დაშავებული - რა არის ცნობილი  თავდამსხმელზე, რომელიც ახალ წელს აშშ-ში პიკაპით ხალხში შევარდა და რა ვიდეო გამოაქვეყნა თავდასხმამდე?

აშშ-ში, ნიუ ორ­ლე­ა­ნის ფრან­გულ კვარ­ტალ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 3 სა­ათ­ზე სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი ხალ­ხში შე­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 35 და­შავ­და.

FBI მომ­ხდარს, რო­გორც "ტე­რო­რის­ტულ აქტს" ისე იძი­ებს.

  • თავ­დას­ხმის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს დას­ჯა­ხე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ნიუ ორ­ლე­ა­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ენ კირკპატ­რიკ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პი­კაპს მარ­თავ­და ბურ­ბო­ნის ქუ­ჩა­ზე ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და ეს წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი საქ­ცი­ე­ლი იყო. ეს კაცი ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის­თვის და­ერ­ტყა“, - გა­ნა­ცხა­და ნიუ ორ­ლე­ა­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი თავ­დამ­სხმე­ლის შე­სა­ხებ?

თავ­დამ­სხმე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ის არის 42 წლის ტე­ხა­სე­ლი არ­მი­ის ვე­ტე­რა­ნი, შამ­სუდ დინ ჯა­ბა­რი, რო­მე­ლიც რო­გორც ირ­კვე­ვა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" იდე­ე­ბით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი. მის ავ­ტო­მო­ბილ­ში იპო­ვეს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს დრო­შა. FBI-ის ცნო­ბით, ჯა­ბა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ტო არ მოქ­მე­დებ­და და შე­საძ­ლოა, მას კავ­ში­რი ჰქო­ნო­და ტე­რო­რის­ტულ ჯგუ­ფებ­თან.

პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­ბარ­მა თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც სა­უბ­რობ­და რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" იდე­ე­ბით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვლა სურ­და.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე ნა­პოვ­ნია ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. ამო­ღე­ბუ­ლია ასე­ვე ცე­ცხსას­რო­ლი ია­რა­ღი.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ბა­რი მუ­შა­ობ­და აშშ-ის არ­მი­ა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებ­სა და IT-ში. ის ავ­ღა­ნეთ­ში 2009 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2010 წლის იან­ვრამ­დე პე­რი­ოდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

2015-2017 წლებ­ში სწავ­ლობ­და ჯორ­ჯი­ის შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კომ­პი­უ­ტე­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებს. ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და 2012 წელს, ხოლო მე­ო­რე 2017 წლი­დან 2022 წლამ­დე გაგ­რძელ­და.

რო­გორც ჩანს, ის ასე­ვე მუ­შა­ობ­და უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში, ფლობ­და ლი­ცენ­ზი­ას, რო­მელ­საც ვადა გა­უ­ვი­და 2021 წელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

15 გარდაცვლილი და 35 დაშავებული - რა არის ცნობილი თავდამსხმელზე, რომელიც ახალ წელს აშშ-ში პიკაპით ხალხში შევარდა და რა ვიდეო გამოაქვეყნა თავდასხმამდე?

15 გარდაცვლილი და 35 დაშავებული - რა არის ცნობილი  თავდამსხმელზე, რომელიც ახალ წელს აშშ-ში პიკაპით ხალხში შევარდა და რა ვიდეო გამოაქვეყნა თავდასხმამდე?

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.

FBI მომხდარს, როგორც "ტერორისტულ აქტს" ისე იძიებს.

  • თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა, - ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო. ეს კაცი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაერტყა“, - განაცხადა ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა.

  • რა არის ცნობილი თავდამსხმელის შესახებ?

თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. ის არის 42 წლის ტეხასელი არმიის ვეტერანი, შამსუდ დინ ჯაბარი, რომელიც როგორც ირკვევა "ისლამური სახელმწიფოს" იდეებით იყო შთაგონებული. მის ავტომობილში იპოვეს "ისლამური სახელმწიფოს დროშა. FBI-ის ცნობით, ჯაბარი სავარაუდოდ, მარტო არ მოქმედებდა და შესაძლოა, მას კავშირი ჰქონოდა ტერორისტულ ჯგუფებთან.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ჯაბარმა თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც საუბრობდა რომ "ისლამური სახელმწიფოს" იდეებით იყო შთაგონებული და ადამიანების მოკვლა სურდა.

ტერიტორიაზე ასევე ნაპოვნია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამოღებულია ასევე ცეცხსასროლი იარაღი.

  • არსებული ინფორმაციით, ჯაბარი მუშაობდა აშშ-ის არმიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის ადამიანურ რესურსებსა და IT-ში. ის ავღანეთში 2009 წლის თებერვლიდან 2010 წლის იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა.

2015-2017 წლებში სწავლობდა ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს. ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება დასრულდა 2012 წელს, ხოლო მეორე 2017 წლიდან 2022 წლამდე გაგრძელდა.

როგორც ჩანს, ის ასევე მუშაობდა უძრავ ქონებაში, ფლობდა ლიცენზიას, რომელსაც ვადა გაუვიდა 2021 წელს.