სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ "რუსულ ოცნებას” - ლევან ხაბეიშვილი
"ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ "რუსულ ოცნებას” - ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ ვა­პი­რებთ 160 სო­ფელ­ში, ქა­ლაქ­სა და რა­ი­ონ­ში შევ­ხვდეთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, შევ­ქმნათ ფაქ­ტობ­რი­ვად არ­მია იმის­თვის, რომ ვებ­რძო­ლოთ "რუ­სულ ოც­ნე­ბას” და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ამის­თვის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ხელ­ვა­ჩა­ურ­ში გა­ნა­ცხა­და.

"სა­ბან­კო ოლი­გარ­ქია, “მა­ფია”, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, ჟარ­გო­ნად რომ ვთქვათ, "წე­წავს ხალ­ხს“. ეს აწუ­ხებს ხელ­ვა­ჩა­უ­რის მო­სახ­ლე­ო­ბას. და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა, და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი, და­ბა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ათი მეტ­რი ხიდი ვერ გა­ა­კე­თეს ბა­თუ­მი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი. უკი­დუ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს ად­გი­ლობ­რი­ვებს და ცხა­დია, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა. ჩვენ ვა­პი­რებთ 160 სო­ფელ­ში, ქა­ლაქ­ში, რა­ი­ონ­ში შევ­ხვდეთ მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, შევ­ქმნათ ფაქ­ტობ­რი­ვად არ­მია იმის­თვის, რომ ვებ­რძო­ლოთ "რუ­სულ ოც­ნე­ბას”. მეს­მის, რომ შე­იძ­ლე­ბა ბრუ­ტა­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ დიახ, გვჭირ­დე­ბა დიდი მო­ბი­ლი­ზე­ბა იმის­თვის, რომ და­ვა­მარ­ცხოთ რუ­სუ­ლი პარ­ტია და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ამის­თვის ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხელ­ვა­ჩა­უ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მიშა ბოლ­ქვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "ენმ არის ძალა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­ა­მარ­ცხოს რუსი ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი“.

"ჩვენ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით რო­გორც ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე, ისე დე­და­ქა­ლაქ­შიც, რომ "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა” გვე­ი­ძუ­ლე­ბი­ნა უკან და­ე­ხი­ათ. მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი იხარ­ჯე­ბა ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში წყლის სის­ტე­მებ­ზე, გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა­ზე, ას­ფალტზე, თუმ­ცა ეს მი­ლი­ო­ნე­ბი მი­დის მხო­ლოდ მათ ჯი­ბე­ში, მაგ­რამ ვე­რა­ნა­ირ სარ­გე­ბელს ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამი­ტომ, ჩვენ აქ­ტი­უ­რად, კარ­და­კარ, სო­ფელ-სო­ფელ დავ­დი­ვართ და აუ­ცი­ლებ­ლად, ძა­ლი­ან მალე შევ­ცვლით რუ­სულ რე­ჟიმს ხალ­ხთან ერ­თად“, - გა­ნა­ცხა­და მიშა ბოლ­ქვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შენ დაუკა
1

ხაბე ნუ ბჟუტურობ თუ კაცი ხარ არაა მაი პოლიტიკაა თუ რაცხაა შენი საქმე და წაი თოხს მოკიდე ხელი ბიძია, მეტი ფასი გექნება მამაჩემის ცხონებას 

ქოცი
1

შენ ხო არ იყო და შენნაირები აქამე ვერ გავძლებდით მთავრობაში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ "რუსულ ოცნებას” - ლევან ხაბეიშვილი

"ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ "რუსულ ოცნებას” - ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ "რუსულ ოცნებას” და "ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელვაჩაურში განაცხადა.

"საბანკო ოლიგარქია, “მაფია”, რომელიც ფაქტობრივად, ჟარგონად რომ ვთქვათ, "წეწავს ხალხს“. ეს აწუხებს ხელვაჩაურის მოსახლეობას. დაბალი ანაზღაურება, დაბალი ხელფასები, დაბალი შემოსავალი, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ათი მეტრი ხიდი ვერ გააკეთეს ბათუმისა და ხელვაჩაურის დამაკავშირებელი. უკიდურესად სერიოზული პრობლემები აქვს ადგილობრივებს და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა. ჩვენ ვაპირებთ 160 სოფელში, ქალაქში, რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ფაქტობრივად არმია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ "რუსულ ოცნებას”. მესმის, რომ შეიძლება ბრუტალურად ჟღერს, მაგრამ დიახ, გვჭირდება დიდი მობილიზება იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია და "ნაციონალური მოძრაობა” ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ "ენმ არის ძალა, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“.

"ჩვენ ამ წლების განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდით როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე დედაქალაქშიც, რომ "რუსული ოცნება” გვეიძულებინა უკან დაეხიათ. მილიონობით ლარი იხარჯება ჩვენს მუნიციპალიტეტში წყლის სისტემებზე, გაზიფიცირებაზე, ასფალტზე, თუმცა ეს მილიონები მიდის მხოლოდ მათ ჯიბეში, მაგრამ ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობენ აქ მცხოვრები ადამიანები. ამიტომ, ჩვენ აქტიურად, კარდაკარ, სოფელ-სოფელ დავდივართ და აუცილებლად, ძალიან მალე შევცვლით რუსულ რეჟიმს ხალხთან ერთად“, - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.