პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"
ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"

მან­ქა­ნის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის შე­მოწ­მე­ბა აუ­ცი­ლე­ბელ სერ­ვი­სებს შო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლია. არას­წო­რი რე­ლი­ე­ფი, ორ­მო­ე­ბი გზა­ზე და ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლი ნა­წი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. თუმ­ცა ხში­რად ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა აღ­ნიშ­ნულ დე­ტა­ლებ­ზე მხო­ლოდ მა­შინ იწყებს ზრუნ­ვას, როცა ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას თავს იჩენს სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა:

  • ვიბ­რა­ცია მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბი­სას
  • სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი­დან უჩ­ვე­უ­ლო ხმა­უ­რი
  • გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მარ­თვა
  • სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნო­ბა
  • სა­ბუ­რა­ვე­ბის სწრა­ფი და არა­თა­ნა­ბა­რი ცვე­თა
  • დის­კომ­ფორ­ტი უს­წორ­მას­წო­რო გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას და ა.შ.

სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რავ მე­ქა­ნიზ­მთა ნაკ­რე­ბია, რომ­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია უსაფრ­თხო­ე­ბას­თან. ნე­ბის­მი­ე­რი ერთი დე­ტა­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი სის­ტე­მა მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვით, სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა, მარ­თვის სტი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პე­რი­ო­დუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­ვა­ლი ნა­წი­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ შემ­დეგ დე­ტა­ლებ­ზე:

სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დე­ბი და დის­კე­ბი

სა­ვა­ლი ნა­წი­ლის შე­მოწ­მე­ბი­სას, პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­მოწ­მდეს ხუნ­დე­ბის რე­სურ­სი და დის­კის მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ჩვე­ნი უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­რან­ტია. შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ნაც­ვლდეს ისე­თი სწრა­ფად ცვე­თა­დი დე­ტა­ლე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დი და დის­კი. ამ დე­ტა­ლე­ბის რე­სურ­სის ამო­წურ­ვა/გა­უ­მარ­თა­ო­ბა იწ­ვევს არა­ე­ფექ­ტურ მუხ­რუ­ჭს, გაზ­რდილ სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძილს და ა.შ.

ბერ­კე­ტე­ბი და მი­ლი­სე­ბი

ბევ­რი მძღო­ლი­სათ­ვის შე­საძ­ლოა რთუ­ლი გა­სა­გე­ბი იყოს ბერ­კე­ტე­ბი­სა და მი­ლი­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მაგ­რამ უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს დე­ტა­ლე­ბი სა­ვა­ლი ნა­წი­ლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბია. მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მა­ნევ­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლის მდგრა­დო­ბა და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა. ბერ­კე­ტის ან ბერ­კე­ტის მი­ლი­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, ავ­ტო­მო­ბილს აე­რი­ოს თვლე­ბის ნა­ხა­რი. ასეთ დროს კი იმა­ტებს სა­ბუ­რა­ვის ცვე­თა, უს­წორ­მას­წო­რო გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას გა­მოს­ცემს ხმებს და მგზავ­რო­ბა ხდე­ბა არა­კომ­ფორ­ტუ­ლი.

ამორ­ტი­ზა­ტო­რი

ამორ­ტი­ზა­ტო­რის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა უს­წორ­მას­წო­რო გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, რა­ი­მე დაბ­რკო­ლე­ბა­ზე ან გზა­ზე გა­ჩე­ნილ ჩაღ­რმა­ვე­ბულ ად­გილ­ზე გა­დავ­ლი­სას სა­ბუ­რავ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი დარ­ტყმი­თი ძა­ლის შთან­თქმა, გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. სწო­რედ ამორ­ტი­ზა­ტო­რის ეს თვი­სე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს კომ­ფორ­ტულ მგზავ­რო­ბას ნე­ბის­მი­ერ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამორ­ტი­ზა­ტო­რი და­ზი­ან­და, თუ და­კარ­გა სი­თხე, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუ და­ზი­ან­და მისი აგე­ბუ­ლე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დე­ტა­ლი - ზამ­ბა­რა, მა­შინ სა­ბუ­რავ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი დარ­ტყმი­თი ძალა ვე­ღარ გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა და ეს ძალა ავ­ტო­მო­ბი­ლის ძა­რა­სა და სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე მი­ე­მარ­თე­ბა, რაც მათ და­ზი­ა­ნე­ბა­საც გა­მო­იწ­ვევს.

სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რი, სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რის კრონშტე­ი­ნე­ბი და მი­ლი­სე­ბი

ალ­ბათ რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს სტა­ბი­ლი­ზა­ტორს. სტა­ბი­ლი­ზა­ცია - ესაა მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია. მა­ნევ­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას ინერ­ცი­ის ძა­ლით ავ­ტო­მო­ბი­ლი იხ­რე­ბა მა­ნევ­რის შეს­რუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხა­რეს და თუ მა­ნევ­რი არის მკვეთ­რი და სიჩ­ქა­რე მა­ღა­ლი, დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი ძა­ლი­ან გა­და­ი­ხა­როს და ეს გა­დახ­რა არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით დას­რულ­დეს. სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რი ინერ­ცი­ით წარ­მოქ­მნილ ძა­ლას თა­ნაბ­რად ანა­წი­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა მხა­რეს, გვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ მოხ­ვე­ვი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რად გა­და­ი­ხა­როს. რაც უფრო ნაკ­ლე­ბია გა­დახ­რის კუ­თხე, მით უფრო მა­ღა­ლია ოთხი­ვე სა­ბუ­რა­ვის გზას­თან მო­ჭი­დე­ბის ხა­რის­ხი და გა­და­ად­გი­ლე­ბაც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი და უსაფრ­თხოა. ასე რომ, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რით გა­და­ად­გი­ლე­ბა არ­ცთუ ისე უსაფრ­თხოა.

სა­ვა­ლი ნა­წი­ლის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შე­მოწ­მე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მე­ქა­ნი­კო­სე­ბი, სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას­თან ერ­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლის ნა­წი­ლე­ბის დრო­უ­ლი რე­მონ­ტის­თვის ზუსტ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას გთა­ვა­ზო­ბენ.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში ავ­ტო­მო­ბილს ქარ­ხა­ნა-მწარ­მო­ებ­ლის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით შე­გი­კე­თე­ბენ.

--

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"

ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"

მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება აუცილებელ სერვისებს შორის ერთ-ერთი პირველია. არასწორი რელიეფი, ორმოები გზაზე და ბუნებრივი პირობები შეიძლება სავალი ნაწილის დაზიანების მიზეზი გახდეს. თუმცა ხშირად ავტომფლობელების უმეტესობა აღნიშნულ დეტალებზე მხოლოდ მაშინ იწყებს ზრუნვას, როცა ავტომობილით გადაადგილებისას თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემა:

  • ვიბრაცია მაღალი სიჩქარით მოძრაობისას
  • სავალი ნაწილებიდან უჩვეულო ხმაური
  • გართულებული მართვა
  • სამუხრუჭე სისტემის არაეფექტიანობა
  • საბურავების სწრაფი და არათანაბარი ცვეთა
  • დისკომფორტი უსწორმასწორო გზებზე მოძრაობისას და ა.შ.

სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი ერთი დეტალის გაუმართაობამაც კი შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.

სპეციალისტების რჩევით, სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა, მართვის სტილის გათვალისწინებით, პერიოდულად აუცილებელია. სავალი ნაწილის შემოწმებისას დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ დეტალებზე:

სამუხრუჭე ხუნდები და დისკები

სავალი ნაწილის შემოწმებისას, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ხუნდების რესურსი და დისკის მდგომარეობა, ვინაიდან ისინი ჩვენი უსაფრთხო გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. შემოწმების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს ისეთი სწრაფად ცვეთადი დეტალები, როგორებიცაა სამუხრუჭე ხუნდი და დისკი. ამ დეტალების რესურსის ამოწურვა/გაუმართაობა იწვევს არაეფექტურ მუხრუჭს, გაზრდილ სამუხრუჭე მანძილს და ა.შ.

ბერკეტები და მილისები

ბევრი მძღოლისათვის შესაძლოა რთული გასაგები იყოს ბერკეტებისა და მილისების მნიშვნელობა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დეტალები სავალი ნაწილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია. მათზეა დამოკიდებული სხვადასხვა მანევრის შესრულებისას ავტომობილის მდგრადობა და კომფორტული გადაადგილება. ბერკეტის ან ბერკეტის მილისების დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა, ავტომობილს აერიოს თვლების ნახარი. ასეთ დროს კი იმატებს საბურავის ცვეთა, უსწორმასწორო გზებზე გადაადგილებისას გამოსცემს ხმებს და მგზავრობა ხდება არაკომფორტული.

ამორტიზატორი

ამორტიზატორის უმთავრესი დანიშნულებაა უსწორმასწორო გზაზე გადაადგილებისას, რაიმე დაბრკოლებაზე ან გზაზე გაჩენილ ჩაღრმავებულ ადგილზე გადავლისას საბურავზე წარმოქმნილი დარტყმითი ძალის შთანთქმა, განეიტრალება. სწორედ ამორტიზატორის ეს თვისება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ნებისმიერ გზაზე გადაადგილებისას. იმ შემთხვევაში, თუ ამორტიზატორი დაზიანდა, თუ დაკარგა სითხე, რომლის დახმარებითაც ფუნქციონირებს, თუ დაზიანდა მისი აგებულების უმნიშვნელოვანესი დეტალი - ზამბარა, მაშინ საბურავზე წარმოქმნილი დარტყმითი ძალა ვეღარ განეიტრალდება და ეს ძალა ავტომობილის ძარასა და სხვადასხვა ნაწილზე მიემართება, რაც მათ დაზიანებასაც გამოიწვევს.

სტაბილიზატორი, სტაბილიზატორის კრონშტეინები და მილისები

ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რა დანიშნულება აქვს სტაბილიზატორს. სტაბილიზაცია - ესაა მისი მთავარი ფუნქცია. მანევრის შესრულებისას ინერციის ძალით ავტომობილი იხრება მანევრის შესრულების საწინააღმდეგო მხარეს და თუ მანევრი არის მკვეთრი და სიჩქარე მაღალი, დიდია ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი ძალიან გადაიხაროს და ეს გადახრა არასასურველი შედეგით დასრულდეს. სტაბილიზატორი ინერციით წარმოქმნილ ძალას თანაბრად ანაწილებს ავტომობილის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, გვეხმარება იმაში, რომ მოხვევისას ავტომობილი მინიმალურად გადაიხაროს. რაც უფრო ნაკლებია გადახრის კუთხე, მით უფრო მაღალია ოთხივე საბურავის გზასთან მოჭიდების ხარისხი და გადაადგილებაც უფრო კომფორტული და უსაფრთხოა. ასე რომ, დაზიანებული სტაბილიზატორით გადაადგილება არცთუ ისე უსაფრთხოა.

სავალი ნაწილის საფუძვლიანი შემოწმება პროფესიული ცოდნის, პროფესიონალიზმისა და აუცილებელი ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მექანიკოსები, სავალი ნაწილების დიაგნოსტირებასთან ერთად, ავტომობილის ნაწილების დროული რემონტისთვის ზუსტ რეკომენდაციებსა და შესაბამის მომსახურებას გთავაზობენ.

„თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში ავტომობილს ქარხანა-მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით შეგიკეთებენ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS