მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში, ბიუჯეტურად
როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში, ბიუჯეტურად

სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სუში გა­ცი­ლე­ბით ია­ფია, ვიდ­რე რეს­ტო­რან­ში. ამას გარ­და, მისი მომ­ზა­დე­ბა ად­ვი­ლი და სა­ხა­ლი­სო პრო­ცე­სია. თა­ნაც, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­არ­ჩი­ოთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი, სრულ­ყო­ფი­ლი რო­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. სუ­შის ოს­ტა­ტე­ბის აზ­რით, ამ კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა მთე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა და საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ცე­რე­მო­ნი­აა. ჩვენ გას­წავ­ლით, თუ რო­გორ მო­ამ­ზა­დოთ სუ­შის რო­ლე­ბი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, ბი­უ­ჯე­ტუ­რად.

სუ­შის სახ­ლში მომ­ზა­დე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, მთა­ვა­რია სწო­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა:

  • ია­პო­ნუ­რი ძმა­რი (თუ ვერ იყი­დით, შე­გიძ­ლი­ათ თა­ვა­დაც გა­ა­კე­თოთ. ამი­სათ­ვის დაგ­ჭირ­დე­ბათ 2 ს/კ. შა­ქა­რი, 1 ჩ/კ. მა­რი­ლი, 1/3 ჭიქა ვაშ­ლის ძმა­რი.
  • ვა­სა­ბი. ეს ძა­ლი­ან ცხა­რე პას­ტაა, ია­პო­ნუ­რი პირ­შუშ­ხით მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ის იყი­დე­ბა მზა სა­ხით.
  • სო­ი­ოს სო­უ­სი.
  • ნორი. ეს არის გა­მომშრა­ლი და დაპ­რე­სი­ლი ზღვის წყალმცე­ნა­რის ფირ­ფი­ტე­ბი, რა­შიც ახ­ვე­ვენ ბრინჯს.
  • ია­პო­ნუ­რი ბრინ­ჯი. სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრინ­ჯია, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წე­ბო­ვა­ნას, რაც ეხ­მა­რე­ბა სუ­შის ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ბრინ­ჯი პა­ტა­რა და მრგვა­ლი უნდა იყოს.

ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი. ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლო თევ­ზია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა სუ­შის. მისი შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ შე­ფუ­თუ­ლი სა­ხით, დაჭ­რი­ლი ნაჭ­რე­ბით, რო­მელ­საც აწარ­მო­ებს ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“. დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით ეს არის ბუ­ნებ­რივ ნა­ხერ­ხზე ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი პრო­დუქ­ტი. ტექ­ნო­ლო­გი­ის ეს მე­თო­დი უნარ­ჩუ­ნებს პრო­დუქტს გე­მოს, სიმ­კვრი­ვე­სა და ვი­ტა­მი­ნებს. „ოკე­ა­ნეს“ ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლის შე­და­რე­ბით ბი­უ­ჯე­ტურ ფა­სად შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში. ყო­ველ ხუთ­შა­ბათს, „ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში“ შე­ფუ­თუ­ლი ნორ­ვე­გი­ულ ორა­გულ­ზე 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბაა.

ასე­ვე დაგ­ჭირ­დე­ბათ:

  • მა­კი­ტა (ბამ­ბუ­კის ხა­ლი­ჩა)
  • ბას­რი დანა (რო­ლე­ბის და­საჭ­რე­ლად)
  • საკ­ვე­ბი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი (მა­კი­ტა­ზე და­სა­ფე­ნად)

და­ვი­წყოთ სუ­შის მომ­ზა­დე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, მო­ამ­ზა­დეთ ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • მრგვა­ლი ბრინ­ჯი 2 ჭიქა
  • ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი 1 შე­ფუთ­ვა
  • კიტ­რი 1 ცალი (მოზ­რდი­ლი)
  • 1 ს/კ. ია­პო­ნუ­რი ძმა­რი
  • 2,5 ს/კ. შა­ქა­რი
  • 2 ჩ/კ. მა­რი­ლი
  • ვა­სა­ბი
  • ნორი ერთი შე­ფუთ­ვა
  • სო­ი­ოს სო­უ­სი
  • ავო­კა­დო 1 ცალი.
  • კრემყვე­ლი სურ­ვი­ლი­სა­მებრ

რო­გორ მო­ამ­ზა­დოთ:

1. პირ­ველ რიგ­ში, ბრინ­ჯი კარ­გად უნდა გა­რე­ცხოთ. გა­ავ­ლეთ იქამ­დე, სა­ნამ წყა­ლი მთლი­ა­ნად გამჭვირ­ვა­ლე არ გახ­დე­ბა. ბრინჯს პუდ­რი მთლი­ა­ნად უნდა მო­ცილ­დეს.

2. შემ­დეგ, და­ას­ხით ბრინჯს ცივი წყა­ლი, პრო­პორ­ცი­ით 1:1-ზე. ანუ, თუ გაქვთ 2 ჭიქა ბრინ­ჯი, და­ას­ხით 2 ჭიქა წყა­ლი.

3. ბრინ­ჯი მი­იყ­ვა­ნეთ ადუ­ღე­ბამ­დე, შემ­დეგ, და­ა­ხუ­რეთ ქვაბს თავ­სა­ხუ­რი და ხარ­შეთ ძლი­ერ ცე­ცხლზე 1 წთ. შემ­დეგ, და­უ­წი­ეთ ცე­ცხლს და ხარ­შეთ ბრინ­ჯი 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ წყა­ლი მთლი­ა­ნად არ ამოშ­რე­ბა.

4. გად­მოდ­გით ქვა­ბი ცე­ცხლი­დან, არ ახა­დოთ თავ­სა­ხუ­რი, გა­ა­ჩე­რეთ ასე 10 წთ.

5. ამავდრო­უ­ლად, სა­ნამ ბრინ­ჯი გრილ­დე­ბა, მო­ამ­ზა­დეთ ნა­ზა­ვი ბრინ­ჯის შე­სა­კაზ­მად. ამი­სათ­ვის, 2 ს/კ. ია­პო­ნურ ძმარ­ში გახ­სე­ნით 1, 5 ს/კ. შა­ქა­რი და 2 ჩ/კ. მა­რი­ლი.

6. ბრინ­ჯი გა­და­ი­ტა­ნეთ ღრმა ფარ­თო ჭურ­ჭელ­ში და ყუ­რა­დღე­ბა! - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ამო­უ­რი­ოთ! და­უ­მა­ტეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ზა­ვი ბრინჯს, გა­და­ა­ნა­წი­ლეთ თა­ნაბ­რად, ფრთხი­ლად ამო­უ­რი­ეთ ბრინჯს სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით, ხის ნიჩ­ბის დახ­მა­რე­ბით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბრინ­ჯი შე­იძ­ლე­ბა ფა­ფად გა­და­იქ­ცეს.

7. და­ა­ცა­დეთ ბრინჯს გაგ­რი­ლე­ბა, რომ მისი აღე­ბი­სას ხე­ლე­ბი არ და­იწ­ვათ.

8. მა­კი­ტა და­დეთ მა­გი­და­ზე, და­ა­ფი­ნეთ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი. ზე­მო­დან და­ა­დეთ ნო­რის ფურ­ცე­ლი. ნო­რის ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხა­ზე­ბი უნდა იყოს მა­კი­ტის ზო­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. თუ ნორი ძა­ლი­ან მშრა­ლი და მსხვრე­ვა­დია, არ შე­გე­შინ­დეთ. ბრინ­ჯი მას და­არ­ბი­ლებს და იდე­ა­ლუ­რად შე­ახ­ვევთ.

9. ხე­ლე­ბი და­ის­ვე­ლეთ წყლით ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც ბრინჯს ამო­ი­ღებთ, რომ ხელ­ზე არ მი­გეკ­როთ. თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ბრინ­ჯი ნო­რის ფურ­ცელ­ზე. კი­დე­ებ­ში და­ტო­ვეთ 0,5 – 1 სმ. ად­გი­ლი იმის­თვის, რომ დახ­ვე­ვი­სას, ბრინ­ჯმა არ შე­უ­შა­ლოს ხელი ნო­რის და­ფიქ­სი­რე­ბას.

10. ძა­ლი­ან თხელ ფე­ნად, ერთ ხაზ­ზე წა­უს­ვით ვა­სა­ბის პას­ტა. ის ძა­ლი­ან ცხა­რეა, ამი­ტომ ფრთხი­ლად იყა­ვით.

11. თუ გექ­ნე­ბათ კრემ ყვე­ლი, ერთ ზო­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლეტ ბრინ­ჯის ფე­ნა­ზე.

12. ორა­გუ­ლი და კიტ­რი და­ჭე­რით გრძელ ნაჭ­რე­ბად (ზო­ლე­ბად). და­დეთ ბრინ­ჯზე ერთ-ერთ კი­დეს­თან ახ­ლოს. თუ ავო­კა­დო გაქვთ, ისიც თხელ ზო­ლე­ბად და­ჭე­რით. და­ი­წყეთ რო­ლის დახ­ვე­ვა, მა­კი­ტის დახ­მა­რე­ბით. ეცა­დეთ, მჭიდ­როდ გა­და­ახ­ვი­ოთ.

13. თქვენ მი­ი­ღებთ გრძელ რუ­ლე­ტებს, რო­მე­ლიც წყალ­ში დას­ვე­ლე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ბას­რი და­ნით უნდა დაჭ­რათ. წე­სით, ნო­რის ერთი ფურ­ცლი­დან, 6-7 ნა­ჭე­რი უნდა გა­მო­გი­ვი­დეთ.

სო­ი­ოს სო­უ­სი ჩა­ას­ხით ღრმა პა­ტა­რა თას­ში და ჩა­ა­წეთ შიგ­ნით რო­ლე­ბი, ნო­რის ფურ­ცლის მხრი­დან. სო­ი­ოს სო­უს­ში ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ და­ა­მა­ტოთ ცო­ტა­ო­დე­ნი ვა­სა­ბი. მეტი პი­კან­ტუ­რო­ბის­თვის.

ბო­ნუს რჩე­ვა: ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სუ­შის სეტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ბი­უ­ჯე­ტუ­რია და შე­დის მა­კი­ტა, ვა­სა­ბი, ჯინ­ჯე­რის მა­რი­ნა­დი, ჩხი­რე­ბი და ნო­რის ფურ­ცლე­ბი.

გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვით!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

რანაირადაა ბიუჯეტური? მარტო ეგ ორაგული ღირს 30 ლარი

ლალუკა
1

მთელი დღე უნდა მოვუნდე კარფურში მაგათ ძებნას, მერე კიდე კეთებას

ავტორი:

როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში, ბიუჯეტურად

როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში, ბიუჯეტურად

სახლის პირობებში მომზადებული სუში გაცილებით იაფია, ვიდრე რესტორანში. ამას გარდა, მისი მომზადება ადვილი და სახალისო პროცესია. თანაც, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ შეარჩიოთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები, სრულყოფილი როლების მოსამზადებლად. სუშის ოსტატების აზრით, ამ კერძის მომზადება მთელი მეცნიერება და საკმაოდ საპასუხისმგებლო ცერემონიაა. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ სუშის როლები სახლის პირობებში, ბიუჯეტურად.

სუშის სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია, მთავარია სწორი ინგრედიენტების შერჩევა:

  • იაპონური ძმარი (თუ ვერ იყიდით, შეგიძლიათ თავადაც გააკეთოთ. ამისათვის დაგჭირდებათ 2 ს/კ. შაქარი, 1 ჩ/კ. მარილი, 1/3 ჭიქა ვაშლის ძმარი.
  • ვასაბი. ეს ძალიან ცხარე პასტაა, იაპონური პირშუშხით მომზადებული. ის იყიდება მზა სახით.
  • სოიოს სოუსი.
  • ნორი. ეს არის გამომშრალი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფირფიტები, რაშიც ახვევენ ბრინჯს.
  • იაპონური ბრინჯი. სპეციალური ბრინჯია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით წებოვანას, რაც ეხმარება სუშის ფორმის შენარჩუნებაში. ბრინჯი პატარა და მრგვალი უნდა იყოს.

ცივად შებოლილი ნორვეგიული ორაგული. ნორვეგიული ორაგული ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო თევზია, რომელიც ძალიან უხდება სუშის. მისი შეძენა შეგიძლიათ შეფუთული სახით, დაჭრილი ნაჭრებით, რომელსაც აწარმოებს ქართული კომპანია „ოკეანე“. დამზადების ტექნოლოგიით ეს არის ბუნებრივ ნახერხზე ცივად შებოლილი პროდუქტი. ტექნოლოგიის ეს მეთოდი უნარჩუნებს პროდუქტს გემოს, სიმკვრივესა და ვიტამინებს. „ოკეანეს“ ნორვეგიული ორაგულის შედარებით ბიუჯეტურ ფასად შეძენა შესაძლებელია „ნიკორას“ სუპერმარკეტებში. ყოველ ხუთშაბათს, „ნიკორა სუპერმარკეტებში“ შეფუთული ნორვეგიულ ორაგულზე 30%-იანი ფასდაკლებაა.

ასევე დაგჭირდებათ:

  • მაკიტა (ბამბუკის ხალიჩა)
  • ბასრი დანა (როლების დასაჭრელად)
  • საკვები პოლიეთილენის პარკი (მაკიტაზე დასაფენად)

დავიწყოთ სუშის მომზადება.

პირველ რიგში, მოამზადეთ ინგრედიენტები:

  • მრგვალი ბრინჯი 2 ჭიქა
  • ნორვეგიული ორაგული 1 შეფუთვა
  • კიტრი 1 ცალი (მოზრდილი)
  • 1 ს/კ. იაპონური ძმარი
  • 2,5 ს/კ. შაქარი
  • 2 ჩ/კ. მარილი
  • ვასაბი
  • ნორი ერთი შეფუთვა
  • სოიოს სოუსი
  • ავოკადო 1 ცალი.
  • კრემყველი სურვილისამებრ

როგორ მოამზადოთ:

1. პირველ რიგში, ბრინჯი კარგად უნდა გარეცხოთ. გაავლეთ იქამდე, სანამ წყალი მთლიანად გამჭვირვალე არ გახდება. ბრინჯს პუდრი მთლიანად უნდა მოცილდეს.

2. შემდეგ, დაასხით ბრინჯს ცივი წყალი, პროპორციით 1:1-ზე. ანუ, თუ გაქვთ 2 ჭიქა ბრინჯი, დაასხით 2 ჭიქა წყალი.

3. ბრინჯი მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ, დაახურეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ძლიერ ცეცხლზე 1 წთ. შემდეგ, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ ბრინჯი 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ წყალი მთლიანად არ ამოშრება.

4. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, არ ახადოთ თავსახური, გააჩერეთ ასე 10 წთ.

5. ამავდროულად, სანამ ბრინჯი გრილდება, მოამზადეთ ნაზავი ბრინჯის შესაკაზმად. ამისათვის, 2 ს/კ. იაპონურ ძმარში გახსენით 1, 5 ს/კ. შაქარი და 2 ჩ/კ. მარილი.

6. ბრინჯი გადაიტანეთ ღრმა ფართო ჭურჭელში და ყურადღება! - არავითარ შემთხვევაში არ ამოურიოთ! დაუმატეთ მომზადებული ნაზავი ბრინჯს, გადაანაწილეთ თანაბრად, ფრთხილად ამოურიეთ ბრინჯს სწრაფი მოძრაობით, ხის ნიჩბის დახმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრინჯი შეიძლება ფაფად გადაიქცეს.

7. დააცადეთ ბრინჯს გაგრილება, რომ მისი აღებისას ხელები არ დაიწვათ.

8. მაკიტა დადეთ მაგიდაზე, დააფინეთ პოლიეთილენის პარკი. ზემოდან დაადეთ ნორის ფურცელი. ნორის ჰორიზონტალური ხაზები უნდა იყოს მაკიტის ზოლების პარალელურად. თუ ნორი ძალიან მშრალი და მსხვრევადია, არ შეგეშინდეთ. ბრინჯი მას დაარბილებს და იდეალურად შეახვევთ.

9. ხელები დაისველეთ წყლით ყოველ ჯერზე, როდესაც ბრინჯს ამოიღებთ, რომ ხელზე არ მიგეკროთ. თანაბრად გადაანაწილეთ ბრინჯი ნორის ფურცელზე. კიდეებში დატოვეთ 0,5 – 1 სმ. ადგილი იმისთვის, რომ დახვევისას, ბრინჯმა არ შეუშალოს ხელი ნორის დაფიქსირებას.

10. ძალიან თხელ ფენად, ერთ ხაზზე წაუსვით ვასაბის პასტა. ის ძალიან ცხარეა, ამიტომ ფრთხილად იყავით.

11. თუ გექნებათ კრემ ყველი, ერთ ზოლად გადაანაწილეტ ბრინჯის ფენაზე.

12. ორაგული და კიტრი დაჭერით გრძელ ნაჭრებად (ზოლებად). დადეთ ბრინჯზე ერთ-ერთ კიდესთან ახლოს. თუ ავოკადო გაქვთ, ისიც თხელ ზოლებად დაჭერით. დაიწყეთ როლის დახვევა, მაკიტის დახმარებით. ეცადეთ, მჭიდროდ გადაახვიოთ.

13. თქვენ მიიღებთ გრძელ რულეტებს, რომელიც წყალში დასველებული, ძალიან ბასრი დანით უნდა დაჭრათ. წესით, ნორის ერთი ფურცლიდან, 6-7 ნაჭერი უნდა გამოგივიდეთ.

სოიოს სოუსი ჩაასხით ღრმა პატარა თასში და ჩააწეთ შიგნით როლები, ნორის ფურცლის მხრიდან. სოიოს სოუსში ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი ვასაბი. მეტი პიკანტურობისთვის.

ბონუს რჩევა: ჰიპერმარკეტებში შეგიძლიათ შეიძინოთ სუშის სეტი, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურია და შედის მაკიტა, ვასაბი, ჯინჯერის მარინადი, ჩხირები და ნორის ფურცლები.

გემრიელად მიირთვით!