პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში" - ვიქტორ ბონდარევი
"რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში" - ვიქტორ ბონდარევი

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვიქ­ტორ ბონ­და­რე­ვი მიჩ­ნევს, რომ მოს­კო­ვი ვალ­დე­ბუ­ლია გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი ყოფ­ნა კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის, ასე­ვე რეს­პუბ­ლი­კებ­ში - აფხა­ზეთ­ში, სამ­ხრეთ ოსეთ­სა და დნესტრის­პი­რეთ­ში.

„რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ აშშ-ის მტრუ­ლი პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა იწ­ვევს სა­ზღვარ­გა­რეთ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ცივი ომის დროს სსრკ-ს ჰქონ­და სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის ფარ­თო ქსე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ასე­ვე სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში (ვი­ეტ­ნა­მი) და კუ­ბა­ში“, - წერს სე­ნა­ტო­რი თა­ვის „ტე­ლეგ­რა­მის“ არხში.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­თან კავ­ში­რე­ბი მყარ­დე­ბა. ამ­რი­გად, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კამ, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც 2008 წლი­დან 2010 წლამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი, თა­ვი­სი ელ­ჩის მეშ­ვე­ო­ბით, გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის გან­თავ­სე­ბა­ზე.

"რუ­სე­თი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სტა­ბი­ლურ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს და შე­უძ­ლია სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტა, ცალ­კე­ულ ქვეყ­ნებ­ში და მთელ რე­გი­ო­ნებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­რე­ბა. აფ­რი­კა­ში კი ეს უკვე აქ­სი­ო­მაა“, - დას­ძი­ნა მან.

რუს­მა სე­ნა­ტორ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ადრე სუ­დან­თან გა­ფორმ­და შე­თან­ხმე­ბა 300-მდე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე გათ­ვლი­ლი ბა­ზის გან­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მო­ემ­სა­ხუ­როს ოთხამ­დე სამ­ხედ­რო ხო­მალდს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*****
3

დიდება საქართველოოოოს!!!!

ვახმე
2

ხალხოოო რა მოგივიდათ ნუ ანერვიულებთ ქოცებს.. ცოდვანი არიან. თქვენ როდესაც ამ რუს ღერალს დასცინით ისინი ჭკუაზე გადადიან.. როგორ გამოტვინდნენ.. რომელიღაცა წერდა უიო ზელინსკის რომ გმირად აღიარებს ეს ევროპაო.. აბა რა უნდათ პუტუს ( კარგად დაარქვა ჰეი ჰეი ვიქტორმ)ა!!!აღიარება!?? თუ ბორიასი ჩირგვში რომ ზის და კანკალებს!

ავტორი:

"რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში" - ვიქტორ ბონდარევი

"რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში" - ვიქტორ ბონდარევი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ვიქტორ ბონდარევი მიჩნევს, რომ მოსკოვი ვალდებულია გააძლიეროს თავისი ყოფნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, ასევე რესპუბლიკებში - აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში.

„რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მტრული პოლიტიკის გაძლიერება იწვევს საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზების შექმნის აუცილებლობას. ცივი ომის დროს სსრკ-ს ჰქონდა სამხედრო ბაზების ფართო ქსელი აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ვიეტნამი) და კუბაში“, - წერს სენატორი თავის „ტელეგრამის“ არხში.

მანვე აღნიშნა, რომ აფრიკის ქვეყნებთან კავშირები მყარდება. ამრიგად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, რომლის ტერიტორიაზეც 2008 წლიდან 2010 წლამდე იმყოფებოდა რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, თავისი ელჩის მეშვეობით, გამოთქვა სურვილი მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე.

"რუსეთი განასახიერებს სტაბილურ სახელმწიფო ინსტიტუტს და შეუძლია სამხედრო კონფლიქტების ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა, ცალკეულ ქვეყნებში და მთელ რეგიონებში უსაფრთხოების გარანტირება. აფრიკაში კი ეს უკვე აქსიომაა“, - დასძინა მან.

რუსმა სენატორმა გაიხსენა, რომ ადრე სუდანთან გაფორმდა შეთანხმება 300-მდე სამხედრო მოსამსახურეზე გათვლილი ბაზის განთავსების შესახებ, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს ოთხამდე სამხედრო ხომალდს.