პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას - თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები" - ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს
"გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას - თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები" - ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს

შეგ­ნე­ბუ­ლად, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად მხარს ვუ­ჭერთ რეგ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს და ახალ-ახალ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს ვე­ლით - თქვენ გე­ნაც­ვა­ლეთ, აბა წარ­მა­ტე­ბე­ბი! - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გა რო­მან გო­ცი­რი­ძეს მისი ავ­ტო­რო­ბით წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას.

ზარ­ქუ­ამ გო­ცი­რი­ძეს “ტყვე­ო­ბი­დან დახ­სნა“ მი­უ­ლო­ცა.

“ბა­ტო­ნო რო­მან, გი­ლო­ცავთ ტყვე­ო­ბი­დან დახ­სნას! წლე­ბია გე­უბ­ნე­ბო­დით: გადი ამ ბლო­კი­დან, გა­მო­დით ამ “ნა­ცე­ბი­დან“. ბა­ტო­ნო რო­მან, იქ სი­მარ­თლის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გქონ­დათ. ჩვენ ამ თე­მა­ზე ბევ­რჯერ გვი­კა­მა­თია. ახლა უმ­რავ­ლე­სო­ბის გვერ­დით დგო­მით თქვენც და სხვებ­საც, ვინც იქ ტყვე­ო­ბა­ში არი­ან, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცათ გა­მოხ­ვი­დეთ და თა­მა­მად და ობი­ექ­ტუ­რად ილა­პა­რა­კოთ - თეთრზე თეთ­რი თქვათ, შავ­ზე - შავი და არ ჰქონ­დეთ ჩემი ხა­ბეს და კე­ზე­რას რიდი სი­მარ­თლე თვქვათ თუ არა!“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ რო­მან გო­ცი­რი­ძის მი­სა­მარ­თით.

91-ხმით ერ­თხმად - პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის რო­მან გო­ცი­რი­ძი­სა და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

რო­მან გო­ცი­რი­ძის და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის სიით გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი წარმდგე­ნი პარ­ტი­ი­სა და ფრაქ­ცი­ის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის შექ­მნას შეძ­ლე­ბენ.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბამ­დე, ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის წარ­დგე­ნით არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, თუ იმა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის წარ­დგე­ნით არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს შექ­მნი­ლი აქვთ ფრაქ­ცია, ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შექ­მნან პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი, თუ მათ შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ის წევ­რო­ბა და­ტო­ვეს.

ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მას მმარ­თვე­ლი გუნ­დი მხარს უჭერს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dou you speak """""""" oeeee
43

ზარქუა "go home"

რაშისტი ყველგან რაშისტია
6

სამაგიეროდ თქვენ წვალობთ 11 წელია >> საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების გარეშე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას - თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები" - ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს

"გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას - თქვენ გენაცვალეთ, აბა, წარმატებები" - ირაკლი ზარქუა რომან გოცირიძეს

შეგნებულად, არგუმენტირებულად მხარს ვუჭერთ რეგლამენტში ცვლილებების პროექტს და ახალ-ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ველით - თქვენ გენაცვალეთ, აბა წარმატებები! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგა რომან გოცირიძეს მისი ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვისას.

ზარქუამ გოცირიძეს “ტყვეობიდან დახსნა“ მიულოცა.

“ბატონო რომან, გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას! წლებია გეუბნებოდით: გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“. ბატონო რომან, იქ სიმართლის თქმის საშუალება არ გქონდათ. ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია. ახლა უმრავლესობის გვერდით დგომით თქვენც და სხვებსაც, ვინც იქ ტყვეობაში არიან, შესაძლებლობა მოგეცათ გამოხვიდეთ და თამამად და ობიექტურად ილაპარაკოთ - თეთრზე თეთრი თქვათ, შავზე - შავი და არ ჰქონდეთ ჩემი ხაბეს და კეზერას რიდი სიმართლე თვქვათ თუ არა!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ რომან გოცირიძის მისამართით.

91-ხმით ერთხმად - პარლამენტმა პირველი მოსმენით ოპოზიციონერი დეპუტატების რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.

ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება და მას მმართველი გუნდი მხარს უჭერს.