პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას" - როგორ ულოცავს აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
"შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას" - როგორ ულოცავს აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სი­ა­მა­ყით გა­აგ­რძე­ლებს თქვენს პარტნი­ო­რო­ბას, ისე­ვე, რო­გორც ოც­და­ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რომ­ლი­თაც ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ულო­ცავს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის ბრძო­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოკ­ვე­თი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბა­ში, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რი.

"ქარ­თველ ხალ­ხს ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის­გან: თქვე­ნი მდი­და­რი, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძო­დით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის და უფრთხილ­დე­ბო­დით მას. ეს სუ­ლის­კვე­თე­ბა ისე­ვეა ცო­ცხა­ლი თქვენ­ში, რო­გორც ოდეს­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით თქვენს მის­წრა­ფე­ბა­ში, გახ­დეთ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოთ უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სი­ა­მა­ყით გა­აგ­რძე­ლებს თქვენს პარტნი­ო­რო­ბას, ისე­ვე, რო­გორც ოც­და­ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გი­ლო­ცავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, სა­ქარ­თვე­ლო!”- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აშშ-ის სა­ელ­ჩო გან­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად აზი­ა­რებს ფო­ტოს, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ფრა­ზით: "ჩვე­ნის მხრით, ამა­ზედ უკე­თესს სა­განს, ამა­ზედ უკე­თესს გზას, უკვე სხვა­გან გა­მოც­დილს და გა­მო­ყე­ნე­ბულს სხვას ვე­რას ვუჩ­ვე­ნებთ ჩვენსს სა­ი­მე­დო ყმაწ­ვილ-კა­ცო­ბას“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
13
0

უვიზო მიმოსვლას (ან პირდაპირ ფრენებს) რატო არ აწესებთ საქართველოსთან ? ყველაზე დიდი, შეიძლება 1,5 მილიონი კაცი წავიდეს... ამით რამე დაეტყობა ამერიკელი ხალხის ყველანაირ სიჭრელეს ???

დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში რად რ გვეხმარებით?

რაღაც არ ეტყობა ამერიკას, საქართველოს სიკეთე რომ უნდოდეს... ერთ დღეს რომ გაწყდეს ყველა ქართველი (იმრავლოს ქართველობამ მტრების ჯინაზე), წარბს არ შეათამაშებენ...

ალეკსანდრე
1

სიამაყით ვიზები გააუქმეთ სჯობს!

ავტორი:

"შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას" - როგორ ულოცავს აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

"შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას" - როგორ ულოცავს აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ამერიკელი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

განცხადების თანახმად, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის სულისკვეთება განსაკუთრებით გამოკვეთილია საქართველოს მისწრაფებაში, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით: "ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენსს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“.