სამართალი
პოლიტიკა

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
კონფლიქტები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე მეხუმრება ხოლმე, კონსტიტუციური სიმშვიდის გარანტი ხომ ვარ შენთვისო“ - ვინ არის ახალბედა პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილი: დეპუტატის აპოლიტიკური პორტრეტი
"მეუღლე მეხუმრება ხოლმე, კონსტიტუციური სიმშვიდის გარანტი ხომ ვარ შენთვისო“ -  ვინ არის ახალბედა პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილი: დეპუტატის აპოლიტიკური პორტრეტი

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ სიის მე­სა­მე ნო­მე­რი ქეთი თუ­რა­ზაშ­ვი­ლი მას შემ­დეგ გახ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, რაც ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ნამ­დე ვიცე-სპი­კე­რის აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და, ამ­ბობს, რომ სი­ახ­ლეს­თან შე­გუ­ე­ბა იოლი არ იყო. "ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუ გრძნობ, დე­პუ­ტა­ტო­ბა მარ­ტი­ვი არ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტში ახლა რთუ­ლი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის არა­ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია, არის და­ძა­ბუ­ლო­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, მაქვს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნა და უფრო ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კო იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რა­ზეც მა­ნამ­დე ისე­დაც ვმუ­შა­ობ­დი“.

მის­თვის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი ერ­თგუ­ლე­ბა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბაა და ელო­დე­ბა დროს, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის არა­ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა და სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა ცუდ ტო­ნად ჩა­ით­ვლე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

სამი ვა­ჟის პარ­ლა­მენ­ტა­რი დედა და ჟურ­ნა­ლისტ გოგი ახალ­კა­ცის მე­უღ­ლე მის ცხოვ­რე­ბა­ზე, გა­ტა­ცე­ბა­სა და ინო­ვა­ცი­ურ წა­მო­წყე­ბა­ზე ambebi.ge-ს ესა­უბ­რე­ბა:

  • "აღარ გავ­ყე­ვი დე­დას, ვერ გავ­ბე­დე“...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ 6 თა­ო­ბით გო­რე­ლი ვარ. მე-10 კლა­სამ­დე გორ­ში ვცხოვ­რობ­დი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მყავს ერთი და, მა­რი­ა­მი. მამა, ალექ­სან­დრე თუ­რა­ზაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მის­ტია, დედა ნინო ხუ­ციშ­ვი­ლი 35 წელი მღე­რო­და შალ­ვა მო­სი­ძის "გო­რის ქალ­თა გუნდში“, მეც ხში­რად დავ­ყავ­დი რე­პე­ტი­ცია-კონ­ცერ­ტებ­ზე და კარ­გად მახ­სოვს ყვე­ლა მათი წარ­მა­ტე­ბა. რო­დე­საც დედა გას­ტო­ლებ­ზე იყო, ვრჩე­ბო­დით დე­დის დე­დას­თან, რო­მელ­საც დი­დე­დას ვე­ძა­ხით, ის დღეს 96 წლი­საა და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ადა­მი­ა­ნია ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

სიმ­ღე­რა მეც მიც­დია, დე­დამ წა­მიყ­ვა­ნა კი­დეც რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და როცა ჩემი ჯერი მო­ვი­და და შალ­ვამ მი­თხრა, ახლა შენ წაგ­ვიმ­ღე­რეო, შემ­რცხვა და ვუ­თხა­რი, შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე-თქო, თუმ­ცა შემ­დეგ აღარ გავ­ყე­ვი დე­დას, ვერ გავ­ბე­დე... მერე ვნა­ნობ­დი.. როცა უკვე წლე­ბის შემ­დეგ ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი - სან­დრო ლაშ­ხი "ვო­ის­ში“გა­ვი­და და კარ­გად იმ­ღე­რა, ეს სი­ნა­ნუ­ლი სა­დღაც გაქ­რა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სან­დროს უყ­ვარს სიმ­ღე­რა და წარ­მა­ტე­ბუ­ლია ამ სფე­რო­ში. შვი­ლებს, სხვა­თა შო­რის, პა­ტა­რო­ბი­დან ვუმ­ღე­რო­დი და როცა სან­დრო პრო­ექ­ტში გა­ვი­და, ბებო ეუბ­ნე­ბო­და, ეს დე­დას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ჩვი­ლო­ბი­დან გიმ­ღე­რო­და, ამი­ტომ გაქვს ასე­თი კარ­გი სმე­ნაო. სან­დრომ სიმ­ღე­რა რომ და­ი­წყო, რა­ტომ­ღაც არ მი­თხრა, 6 თვე ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი იყო. არ ვიცი, რა­ტომ და­მი­მა­ლა... როცა შე­ვი­ტყვე, უზო­მოდ გა­მი­ხარ­და და ამ სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ხელი შე­ვუ­წყე, ის ახ­ლაც და­დის ვო­კა­ლის­ტთან. როცა "ვო­ის­ში“ გა­და­წყვი­ტა გას­ვლა, მე­ცხრე ცაზე ვი­ყა­ვი, გა­მი­ხარ­და, რომ ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­ბე­და და ხმა ამო­ი­ღო.

  • "საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სია ვი­პო­ვე“

- როცა პრო­ფე­სია უნდა ამერ­ჩია, სამ­წუ­ხა­როდ, არ იყო ისე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი, რო­გო­რიც დღეს აქვთ ბავ­შვებს. იყო სა­ბან­კო საქ­მე, სა­მე­დი­ცი­ნო ან იუ­რი­დი­უ­ლი. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან იუ­რი­დი­ულ­ზე გა­დავ­წყვი­ტე ჩა­ბა­რე­ბა. ახლა რომ იმ ასაკ­ში ვიყო, აუ­ცი­ლებ­ლად ავირ­ჩევ­დი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინს. იმ­ხა­ნად რთუ­ლი იყო უფა­სო­ზე მოხ­ვედ­რა, იყო დიდი კონ­კურ­სი, მაგ­რამ შევ­ძე­ლი, ჩა­ვა­ბა­რე და და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა - უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში და­ვი­წყე სტა­ჟი­ო­რო­ბი­დან, ცოტა დიდ­ხანს, 2 წელი მო­მი­წია ამ პო­ზი­ცი­ა­ზე დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. მერე, როცა ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე, 2005 წელს, შე­კი­თხვაც არ და­მის­ვამს, რა რო­გორ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან ვი­ყა­ვი, იქ მა­შინ 1000-ზე მეტი ად­ვო­კა­ტი იყო და ყვე­ლას პი­რა­დი საქ­მე ჩემს ხელ­ში იყო, მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვა და ბევ­რი ისე­თი სა­კი­თხი მე­ვა­ლე­ბო­და, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვას და­უ­კავ­შირ­და. მა­შინ არ მქონ­და გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ ეს საქ­მე თურ­მე მომ­წონ­და, მაგ­რამ მერე როცა მივ­ხვდი, რომ რა­ღა­ცა სხვას ვა­კე­თებ, რა­საც აშ­კა­რად სა­ხე­ლი ჰქვია, გა­ე­როს სკო­ლა­ში გა­ვი­ა­რე ეი­ჩარ-მე­ნე­ჯმენ­ტის კურ­სი (ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის). ამ პე­რი­ოდ­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან“ მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა კად­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ა­ზე. ეს ჩემ­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ იყო სა­შუ­ა­ლე­ბა, თუნ­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მე ამას შევ­ძლებ­დი. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 7 წელი ვი­მუ­შა­ვე. გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი 7-ჯერ შე­იც­ვა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, 7 სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე-მეთ­ქი, ვამ­ბობ­დი. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში პრო­ფე­სი­უ­ლად ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე, დღე­საც ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობს იქ და დღემ­დე მიყ­ვარს. ბევ­რი კომ­პა­ნია და ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მო­ვი­ა­რე, მათ შო­რის ტე­ლე­ინ­დუსტრია, სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბი, წარ­მო­ე­ბა, ასე­ვე, ვი­ყა­ვი სა­ჯა­რო სექ­ტორ­შიც და ყვე­ლა ჩემი პო­ზი­ცია უკავ­შირ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვას. ჩემს იუ­რი­დი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მთლად უარი რომ არ მეთ­ქვა და არ დავ­შო­რე­ბო­დი, საკ­რე­ბუ­ლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სამ­დივ­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ას დავ­თან­ხმდი. თუმ­ცა მა­ლე­ვე ისევ HR-ს და­ვუბ­რუნ­დი. საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­მიგ­როვ­და ამ სფე­რო­ში.

წელს გა­ვი­ა­რე კა­რი­ე­რის კონ­სულ­ტან­ტის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ეს ახა­ლი პრო­ფე­სი­აა, ახლა იკი­დებს ფეხს... ასე­ვე, ვარ მე­დი­ა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი და ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტად არას­დროს მი­მუ­შა­ვია. როცა იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, პირ­ველ კურ­სზე მქონ­და მოვ­ლი­თი სურ­ვი­ლე­ბი - ხან პრო­კუ­რო­რო­ბა, ხა­ნაც მო­სა­მარ­თლე­ო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­ვი­ვი­წყე და ვი­ცო­დი, რომ ვი­მუ­შა­ვებ­დი ბიზ­ნე­სის­თვის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე - ეს უფრო მომ­წონ­და. მერე თან­და­თან გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ეი­ჩა­რო­ბა უფრო მი­ზი­დავ­და და მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, თუმ­ცა აქაც ძა­ლი­ან მად­გე­ბო­და ჩემი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

  • ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­დან - პო­ლი­ტი­კა­ში

- პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ­დე პირ­ველ სამ­სა­ხურს - ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას და­ვუბ­რუნ­დი, სას­წავ­ლო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც 3 წელი ვი­მუ­შა­ვე. ამ პე­რი­ოდ­ში "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან“, კონ­კრე­ტუ­ლად კი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის­გან მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ლე­ვა­ნი ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის, სან­დროს ნათ­ლი­აა. მას­თან და მის მე­უღ­ლეს­თან სტუ­დენ­ტო­ბი­დან ვმე­გობ­რობ. ბი­ჭე­ბი (ლე­ვა­ნი და ალე­კო) ერ­თად გა­ვი­ცა­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 1998 წელს და მას შემ­დეგ ვმე­გობ­რობთ. ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო მე­ბა­რა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ არ მომ­წონ­და, მა­გა­ლი­თად, ქა­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ბევ­რის მტკი­ცე­ბა გვჭირ­დე­ბო­და, რა­ტომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ად­ვო­კა­ტი მსხვერ­პლის მი­მართ სენ­სი­ტი­უ­რი და ა.შ. ვი­ფიქ­რე, რომ მჭირ­დე­ბო­და მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნა, რათა ასეთ თე­მებ­ზე თვი­თონ მე­სა­უბ­რა. ჩემს შვი­ლებ­საც სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ რო­დე­საც რა­ღაც არ მოგ­წონთ, იცო­დეთ, რომ თქვენს ნაც­ვლად ამას არა­ვინ შეც­ვლის, თუ გვინ­და რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს, ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თა­ვად უნდა ვი­ყოთ. ლე­ვან­მა ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე მი­თხრა, აბა, პო­ლი­ტი­კა­ზეც იფიქ­რეო. ბევ­რი ფიქ­რი არც დამ­ჭირ­ვე­ბია...

ერ­თია, რას გა­ვა­კე­თებ­დი და მე­ო­რე, ვის­თან ერ­თად მო­მი­წევ­და ამ საქ­მის კე­თე­ბა, ანუ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც ვენ­დო­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ღიაა და ხე­ლის­გულ­ზე დევს. ჩემი ნდო­ბა ბი­ჭე­ბის მი­მართ იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო, რომ ალ­ბათ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რო­დე­საც "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ, ლე­ვა­ნი გახ­და ვიცე-სპი­კე­რი და მას სჭირ­დე­ბო­და აპა­რა­ტის უფ­რო­სი. მის­გან მე­ო­რე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო პარ­ლა­მენ­ტში მას­თან გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. თით­ქმის 3 წელი ვი­ყა­ვი აპა­რა­ტის უფ­რო­სი, ახლა კი, როცა ლე­ვა­ნი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე აირ­ჩი­ეს, მე რო­გორც მისი უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე, ავ­ტო­მა­ტუ­რად გავ­ხდი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. არ და­გი­მა­ლავთ და, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი იყო სტრე­სუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შო­რი­დან არ მოვ­სულ­ვარ - ვი­ყა­ვი იმა­ვე შე­ნო­ბა­ში, მე და ჩემი აპა­რა­ტი "ბექ­ში“ ვმუ­შა­ობ­დით ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რომ­ლე­ბიც ლე­ვან­სა და ალე­კოს სა­ჯა­როდ გა­მოჰ­ქონ­დათ... ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამომ­რჩევ­ლის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუ გრძნობ, დე­პუ­ტა­ტო­ბა მარ­ტი­ვი არ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტში ახლა რთუ­ლი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის არა­ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია, არის და­ძა­ბუ­ლო­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, მაქვს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნა და უფრო ხმა­მაღ­ლა შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რა­ზეც მა­ნამ­დე ისე­დაც ვმუ­შა­ობ­დი - მა­გა­ლი­თად, სა­პენ­სიო სეს­ხე­ბი, მარ­ტო­ხე­ლა და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მშობ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ა.შ. მა­ნამ­დე, როცა სად­მე წე­რილს ჩემი სა­ხე­ლით ვაგ­ზავ­ნი­დი, ხში­რად პა­სუ­ხიც არ მიბ­რუნ­დე­ბო­და, ან ის ძალ­ზე შაბ­ლო­ნუ­რი იყო. ახლა, რო­დე­საც რა­მეს ვკი­თხუ­ლობ, ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია ამომ­წუ­რა­ვად მი­პა­სუ­ხოს, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყე­ნებ ტრი­ბუ­ნას სა­ჭირ­ბო­რო­ტო და ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მე­ბის­თვის.

  • "არ მინ­და ჩემ­მა შვი­ლებ­მა და მათ­მა თა­ო­ბამ ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე იფიქ­რონ“

- ჩემ­თვის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი ერ­თგუ­ლე­ბა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბაა. ვე­ლო­დე­ბი დროს, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის არა­ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა და სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა ცუდ ტო­ნად ჩა­ით­ვლე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. მჯე­რა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მუ­შა­ო­ბა ოპო­ნენ­ტებ­თა­ნაც და­პი­რი­პი­რე­ბის გა­რე­შე, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა აი­სა­ხოს. დღეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ყვე­ლას გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გარ­შე­მო. ასე­ვე, არ შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლან­ძღვა, პი­რი­ქით, მათ­თან მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია და მათი დარ­წმუ­ნე­ბაა სა­ჭი­რო იმა­ში, თუ რა პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბას, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე, ჯან­დაც­ვი­სა თუ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე. ასე­ვე, ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით უნდა ავუხ­სნათ ჩვენ ზო­გი­ერთ მო­ქა­ლა­ქეს, რა საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს რუ­სეთ­თან "ჩა­ხუ­ტე­ბა“. მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და არ მინ­და ჩემ­მა შვი­ლებ­მა და მათ­მა თა­ო­ბამ ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე იფიქ­რონ. მინ­და მთე­ლი მათი რე­სურ­სი ამ ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გეს, მინ­და აქ შეძ­ლონ რე­ა­ლი­ზე­ბა და აქ იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი. სა­სე­ირ­ნოდ, სა­დაც უნ­დათ იქ ია­რონ.

  • "მე­უღ­ლე ხუმ­რო­ბით მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სიმ­შვი­დის გა­რან­ტი ხომ ვარ შენ­თვი­სო“

- სამი ვაჟი მყავს - სან­დრო 22 წლი­საა, გი­ორ­გი - 19-ის ხდე­ბა ივ­ნის­ში და პა­ტა­რა, თემო - 8 წლის. დედა პა­ტა­რა ასაკ­ში გავ­ხდი, 20 წლი­საც არ ვი­ყა­ვი. უფ­რო­სი ვა­ჟე­ბი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მყავს, მე­სა­მე - გი­ორ­გი ახალ­კაც­თან შე­მე­ძი­ნა. გოგი ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და მა­თე­მა­ტი­კო­სია.

სან­დროს­თან ერ­თად

სა­მი­ვე შვი­ლი ერ­თად იზ­რდე­ბა, რა თქმა უნდა, ჩვენ­თან. ერ­თად ყოფ­ნის პირ­ვე­ლი დღი­დან გოგი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, უფ­რო­სი ბი­ჭე­ბის გაზ­რდა ასე არ გა­მი­მარ­ტივ­დე­ბო­და, რომ არა მისი გვერ­დში დგო­მა. შვი­ლე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი ხდე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ერ­თად ყოფ­ნა გა­დავ­წყვი­ტეთ, გო­გის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ბი­ჭებ­ზე დიდი ამა­გი და გავ­ლე­ნა აქვს. მე­უღ­ლე ხუმ­რო­ბით მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სიმ­შვი­დის გა­რან­ტი ხომ ვარ შენ­თვი­სო. მხარ­ში მიდ­გას და ყვე­ლა­ნა­ი­რად მაძ­ლი­ე­რებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში გო­გის დედა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ჩვენ­თან აღარ არის. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, რაც ბავ­შვებს უკავ­შირ­დე­ბა, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და გვეხ­მა­რე­ბი­ან რო­გორც ჩემი მშობ­ლე­ბი, ასე­ვე გო­გის მამა და მა­მი­და.

თემო და გი­ორ­გი

  • "ამ დროს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ვი­კარ­გე­ბი“

- მაქვს სხვადსახ­ვა გა­ტა­ცე­ბა - ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი და უქმე დღე­ებ­ში, კარგ ამინ­დებ­ში აი­ვან­ზე თუ გავ­დი­ვარ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ვი­კარ­გე­ბი. ჩემი აი­ვა­ნი დიდი არაა, მაგ­რამ ყვა­ვი­ლე­ბით სავ­სეა. ახლა ვარ­დის ნერ­გე­ბის შეკ­ვე­თა მი­ვე­ცი და აგა­რაკ­ზე ვა­პი­რებ გა­ვა­ხა­რო. 40 წელ­ზე მე­ტია, რაც აგა­რა­კი გვაქვს ატე­ნის სი­ო­ნი­დან 20 კმ-ში, სო­ფელ ბი­ის­ში. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლი, დე­დის მა­მამ, პაპა ედი­კომ მო­ძებ­ნა. იქ­ვეა მდი­ნა­რე, ეზო­შია წყა­რო, 4კმ-ში ჩანჩქე­რი, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში იყი­ნე­ბა და მთამ­სვლე­ლე­ბი ზედ ადი­ან. ბი­ის­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბაა, ერთ რა­მედ ღირს, როცა იქ ნა­თე­სა­ო­ბა ვიკ­რი­ბე­ბით, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს აგა­რაკ­ზე ყოფ­ნა.

კი­დევ... ძა­ლი­ან მიყ­ვარს თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი, გუ­და­უ­რი გვიყ­ვარს ძა­ლი­ან, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი თუ გვახ­ლავს, გან­სა­კუთ­რე­ბით - პა­ტა­რა, ბა­კუ­რი­ანს ვსტუმ­რობთ ხოლ­მე. წელს მე და გოგი მე­გო­ბარ­მა დაგვპა­ტი­ჟა საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში - ვალ­დი­ზერ­ში ვი­ყა­ვით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო.

  • "ასე და­ვი­წყე ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვა“

- გა­ტა­ცე­ბა­ზე გა­მახ­სენ­და - და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებს ვა­ხა­რის­ხებ და პლას­ტი­კის ბოთ­ლებ­სა და ცე­ლოფ­ნებს ნა­გავ­ში არ ვყრი. ნაჭ­რის პარ­კით დავ­დი­ვარ მა­ღა­ზი­ა­ში და ვცდი­ლობ, ბევ­რი ცე­ლო­ფა­ნი არ და­ვაგ­რო­ვო. რაც გროვ­დე­ბა, იმას ნა­გავ­ში არ ვყრი. თა­ვი­დან სახ­ლში მე­ჯუ­ჯღუ­რე­ბოდ­ნენ, ჩვენ ძლივს ვე­ტე­ვით, ამის ად­გი­ლი არ არი­სო, მაგ­რამ ბო­ლოს მი­ეჩ­ვივ­ნენ. ამ ყვე­ლა­ფერს ვა­ბა­რებ კომ­პა­ნია "ტენე“-ს, სო­ხუ­მის ქ. N4 - ში. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, როცა ვიცი, რომ ჩემი გა­დაგ­დე­ბუ­ლი პლას­ტი­კის ბოთ­ლი სა­დღაც არ მოხ­ვდე­ბა და გა­რე­მოს არ და­ა­ბინ­ძუ­რებს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩავ­რთე ამა­ში, ამ თე­მა­ზე ვი­დე­ოც ჩავ­წე­რე და გა­ვავ­რცე­ლე. ახ­ლაც იმ­დე­ნი ბოთ­ლი და ცე­ლო­ფა­ნი და­მიგ­როვ­და, ახა­ლი ვი­დე­ოს ჩა­წე­რა მო­მი­წევს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა ჯამბრიშვილი
0

წავიკითხე თუ არა სახელი და გვარი , გავიფიქრე ეს ხომ გორელი ქეთია, მიხარია ასეთი წინსვლა, წარმატებას გისურვებ!

ირინა
0

არაჩვეულებრივი ხარ ქეთი, ბევრი შენნაირი ჭირდება ამ ქვეყანას და მერე იქნებ მართლა ეშველოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

"მეუღლე მეხუმრება ხოლმე, კონსტიტუციური სიმშვიდის გარანტი ხომ ვარ შენთვისო“ - ვინ არის ახალბედა პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილი: დეპუტატის აპოლიტიკური პორტრეტი

"მეუღლე მეხუმრება ხოლმე, კონსტიტუციური სიმშვიდის გარანტი ხომ ვარ შენთვისო“ -  ვინ არის ახალბედა პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილი: დეპუტატის აპოლიტიკური პორტრეტი

"მოქალაქეების“ სიის მესამე ნომერი ქეთი თურაზაშვილი მას შემდეგ გახდა პარლამენტის წევრი, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოზიციაზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვიცე-სპიკერის აპარატში მუშაობდა, ამბობს, რომ სიახლესთან შეგუება იოლი არ იყო. "ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას თუ გრძნობ, დეპუტატობა მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ახლა რთული და თანამშრომლობისთვის არახელსაყრელი პერიოდია, არის დაძაბულობა, პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, მაქვს პარლამენტის ტრიბუნა და უფრო ხმამაღლა შემიძლია ვილაპარაკო იმ პრობლემებზე, რაზეც მანამდე ისედაც ვმუშაობდი“.

მისთვის ურთიერთობაში მთავარი ერთგულება და კეთილსინდისიერებაა და ელოდება დროს, როდესაც ერთმანეთის არაჯანსაღი კრიტიკა და სიძულვილის ენის გამოყენება ცუდ ტონად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში.

სამი ვაჟის პარლამენტარი დედა და ჟურნალისტ გოგი ახალკაცის მეუღლე მის ცხოვრებაზე, გატაცებასა და ინოვაციურ წამოწყებაზე ambebi.ge-ს ესაუბრება:

  • "აღარ გავყევი დედას, ვერ გავბედე“...

- თბილისში დავიბადე, მაგრამ 6 თაობით გორელი ვარ. მე-10 კლასამდე გორში ვცხოვრობდი და უნივერსიტეტისთვის მოსამზადებლად თბილისში წამოვედი. მყავს ერთი და, მარიამი. მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი ეკონომისტია, დედა ნინო ხუციშვილი 35 წელი მღეროდა შალვა მოსიძის "გორის ქალთა გუნდში“, მეც ხშირად დავყავდი რეპეტიცია-კონცერტებზე და კარგად მახსოვს ყველა მათი წარმატება. როდესაც დედა გასტოლებზე იყო, ვრჩებოდით დედის დედასთან, რომელსაც დიდედას ვეძახით, ის დღეს 96 წლისაა და უმნიშვნელოვანესი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში.

სიმღერა მეც მიცდია, დედამ წამიყვანა კიდეც რეპეტიციაზე და როცა ჩემი ჯერი მოვიდა და შალვამ მითხრა, ახლა შენ წაგვიმღერეო, შემრცხვა და ვუთხარი, შემდეგ რეპეტიციაზე-თქო, თუმცა შემდეგ აღარ გავყევი დედას, ვერ გავბედე... მერე ვნანობდი.. როცა უკვე წლების შემდეგ ჩემი უფროსი შვილი - სანდრო ლაშხი "ვოისში“გავიდა და კარგად იმღერა, ეს სინანული სადღაც გაქრა. ძალიან მიხარია, რომ სანდროს უყვარს სიმღერა და წარმატებულია ამ სფეროში. შვილებს, სხვათა შორის, პატარობიდან ვუმღეროდი და როცა სანდრო პროექტში გავიდა, ბებო ეუბნებოდა, ეს დედას დამსახურებაა, ჩვილობიდან გიმღეროდა, ამიტომ გაქვს ასეთი კარგი სმენაო. სანდრომ სიმღერა რომ დაიწყო, რატომღაც არ მითხრა, 6 თვე ქუჩის მუსიკოსი იყო. არ ვიცი, რატომ დამიმალა... როცა შევიტყვე, უზომოდ გამიხარდა და ამ სფეროში განვითარებისთვის ხელი შევუწყე, ის ახლაც დადის ვოკალისტთან. როცა "ვოისში“ გადაწყვიტა გასვლა, მეცხრე ცაზე ვიყავი, გამიხარდა, რომ ჩემგან განსხვავებით, გაბედა და ხმა ამოიღო.

  • "საყვარელი პროფესია ვიპოვე“

- როცა პროფესია უნდა ამერჩია, სამწუხაროდ, არ იყო ისეთი მრავალფეროვანი არჩევანი, როგორიც დღეს აქვთ ბავშვებს. იყო საბანკო საქმე, სამედიცინო ან იურიდიული. ამ მოცემულობიდან იურიდიულზე გადავწყვიტე ჩაბარება. ახლა რომ იმ ასაკში ვიყო, აუცილებლად ავირჩევდი ინტერიერის დიზაინს. იმხანად რთული იყო უფასოზე მოხვედრა, იყო დიდი კონკურსი, მაგრამ შევძელი, ჩავაბარე და დავამთავრე. შემდეგ ამ მიმართულებით გავაგრძელე მუშაობა - უზენაეს სასამართლოში დავიწყე სტაჟიორობიდან, ცოტა დიდხანს, 2 წელი მომიწია ამ პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ არ ვნანობ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, არაჩვეულებრივ მოსამართლეებთან მომიწია მუშაობა. მერე, როცა ადვოკატთა ასოციაციაში პირველი სამსახური დავიწყე, 2005 წელს, შეკითხვაც არ დამისვამს, რა როგორ გამეკეთებინა. ადვოკატთა ასოციაციაში დაფუძნების დღიდან ვიყავი, იქ მაშინ 1000-ზე მეტი ადვოკატი იყო და ყველას პირადი საქმე ჩემს ხელში იყო, მათ მოტივაციაზე ზრუნვა და ბევრი ისეთი საკითხი მევალებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანური რესურსების მართვას დაუკავშირდა. მაშინ არ მქონდა გააზრებული, რომ ეს საქმე თურმე მომწონდა, მაგრამ მერე როცა მივხვდი, რომ რაღაცა სხვას ვაკეთებ, რასაც აშკარად სახელი ჰქვია, გაეროს სკოლაში გავიარე ეიჩარ-მენეჯმენტის კურსი (ადამიანური რესურსების მართვის). ამ პერიოდში, ტელეკომპანია "იმედიდან“ მივიღე შემოთავაზება კადრების სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ მეორეს მხრივ იყო საშუალება, თუნდაც საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე ამას შევძლებდი. ამ ორგანიზაციაში 7 წელი ვიმუშავე. გენერალური დირექტორი 7-ჯერ შეიცვალა, ფაქტობრივად, 7 სხვადასხვა კომპანიაში ვიმუშავე-მეთქი, ვამბობდი. ტელეკომპანიაში პროფესიულად ძალიან გავიზარდე, დღესაც ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს იქ და დღემდე მიყვარს. ბევრი კომპანია და ორგანიზაცია გამოვიარე, მათ შორის ტელეინდუსტრია, საცალო გაყიდვები, წარმოება, ასევე, ვიყავი საჯარო სექტორშიც და ყველა ჩემი პოზიცია უკავშირდებოდა ადამიანური რესურსების მართვას. ჩემს იურიდიულ მიმართულებაზე მთლად უარი რომ არ მეთქვა და არ დავშორებოდი, საკრებულოში იურიდიული კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციას დავთანხმდი. თუმცა მალევე ისევ HR-ს დავუბრუნდი. საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დამიგროვდა ამ სფეროში.

წელს გავიარე კარიერის კონსულტანტის სერტიფიცირება, ეს ახალი პროფესიაა, ახლა იკიდებს ფეხს... ასევე, ვარ მედიატორთა ასოციაციის წევრი და ადვოკატთა ასოციაციის წევრი, თუმცა ადვოკატად არასდროს მიმუშავია. როცა იურიდიულზე ჩავაბარე, პირველ კურსზე მქონდა მოვლითი სურვილები - ხან პროკურორობა, ხანაც მოსამართლეობა მინდოდა, მაგრამ მალევე დავივიწყე და ვიცოდი, რომ ვიმუშავებდი ბიზნესისთვის და ხელშეკრულებებზე - ეს უფრო მომწონდა. მერე თანდათან გამოიკვეთა, რომ ეიჩარობა უფრო მიზიდავდა და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე, თუმცა აქაც ძალიან მადგებოდა ჩემი იურიდიული განათლება.

  • ადვოკატთა ასოციაციიდან - პოლიტიკაში

- პოლიტიკაში წასვლამდე პირველ სამსახურს - ადვოკატთა ასოციაციას დავუბრუნდი, სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე, სადაც 3 წელი ვიმუშავე. ამ პერიოდში "მოქალაქეებისგან“, კონკრეტულად კი ლევან იოსელიანისგან მივიღე შემოთავაზება. ლევანი ჩემი უფროსი შვილის, სანდროს ნათლიაა. მასთან და მის მეუღლესთან სტუდენტობიდან ვმეგობრობ. ბიჭები (ლევანი და ალეკო) ერთად გავიცანი უნივერსიტეტში 1998 წელს და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ადვოკატთა ასოციაციაში განათლების სფერო მებარა და ამ მიმართულებით ბევრი რამ არ მომწონდა, მაგალითად, ქალების მიმართ დამოკიდებულება, ბევრის მტკიცება გვჭირდებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო ადვოკატი მსხვერპლის მიმართ სენსიტიური და ა.შ. ვიფიქრე, რომ მჭირდებოდა მეტი შესაძლებლობა, მაღალი ტრიბუნა, რათა ასეთ თემებზე თვითონ მესაუბრა. ჩემს შვილებსაც სულ ვეუბნები, რომ როდესაც რაღაც არ მოგწონთ, იცოდეთ, რომ თქვენს ნაცვლად ამას არავინ შეცვლის, თუ გვინდა რაღაც შეიცვალოს, ამ პროცესის მონაწილეები თავად უნდა ვიყოთ. ლევანმა ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა, აბა, პოლიტიკაზეც იფიქრეო. ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია...

ერთია, რას გავაკეთებდი და მეორე, ვისთან ერთად მომიწევდა ამ საქმის კეთება, ანუ ისეთ ადამიანებთან, ვისაც ვენდობი, სადაც ყველაფერი ღიაა და ხელისგულზე დევს. ჩემი ნდობა ბიჭების მიმართ იმდენად მაღალი იყო, რომ ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. როდესაც "მოქალაქეები“ პარლამენტში შევიდნენ, ლევანი გახდა ვიცე-სპიკერი და მას სჭირდებოდა აპარატის უფროსი. მისგან მეორე შემოთავაზება იყო პარლამენტში მასთან გამეგრძელებინა მუშაობა. თითქმის 3 წელი ვიყავი აპარატის უფროსი, ახლა კი, როცა ლევანი სახალხო დამცველის პოზიციაზე აირჩიეს, მე როგორც მისი უფლებამონაცვლე, ავტომატურად გავხდი პარლამენტის წევრი. არ დაგიმალავთ და, განსაკუთრებით პირველი დღეები იყო სტრესული, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან არ მოვსულვარ - ვიყავი იმავე შენობაში, მე და ჩემი აპარატი "ბექში“ ვმუშაობდით ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ლევანსა და ალეკოს საჯაროდ გამოჰქონდათ... ამის მიუხედავად, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას თუ გრძნობ, დეპუტატობა მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ახლა რთული და თანამშრომლობისთვის არახელსაყრელი პერიოდია, არის დაძაბულობა, პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, მაქვს პარლამენტის ტრიბუნა და უფრო ხმამაღლა შემიძლია ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაზეც მანამდე ისედაც ვმუშაობდი - მაგალითად, საპენსიო სესხები, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების პრობლემები და ა.შ. მანამდე, როცა სადმე წერილს ჩემი სახელით ვაგზავნიდი, ხშირად პასუხიც არ მიბრუნდებოდა, ან ის ძალზე შაბლონური იყო. ახლა, როდესაც რამეს ვკითხულობ, ყველა ვალდებულია ამომწურავად მიპასუხოს, ამიტომ მაქსიმალურად ვიყენებ ტრიბუნას საჭირბოროტო და ჩემთვის პრიორიტეტული თემებისთვის.

  • "არ მინდა ჩემმა შვილებმა და მათმა თაობამ ამ ქვეყნიდან წასვლაზე იფიქრონ“

- ჩემთვის ურთიერთობაში მთავარი ერთგულება და კეთილსინდისიერებაა. ველოდები დროს, როდესაც ერთმანეთის არაჯანსაღი კრიტიკა და სიძულვილის ენის გამოყენება ცუდ ტონად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში. მჯერა, რომ შესაძლებელია მუშაობა ოპონენტებთანაც დაპირიპირების გარეშე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მუშაობის შედეგი, ქვეყნის განვითარებაზე უნდა აისახოს. დღეს უმნიშვნელოვანესია ყველას გაერთიანება ევროინტეგრაციის პროცესის გარშემო. ასევე, არ შეიძლება განსხვავებული აზრის მქონე საკუთარი მოქალაქეების ლანძღვა, პირიქით, მათთან მეტი კომუნიკაცია და მათი დარწმუნებაა საჭირო იმაში, თუ რა პოზიტიური გავლენა ექნება საქართველოს ევროპასთან დაახლოებას, როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაზე, ჯანდაცვისა თუ განათლების სისტემაზე. ასევე, ხშირი კომუნიკაციით უნდა ავუხსნათ ჩვენ ზოგიერთ მოქალაქეს, რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთთან "ჩახუტება“. მიყვარს საქართველო და არ მინდა ჩემმა შვილებმა და მათმა თაობამ ამ ქვეყნიდან წასვლაზე იფიქრონ. მინდა მთელი მათი რესურსი ამ ქვეყანას გამოადგეს, მინდა აქ შეძლონ რეალიზება და აქ იყვნენ წარმატებულები. სასეირნოდ, სადაც უნდათ იქ იარონ.

  • "მეუღლე ხუმრობით მეკითხება ხოლმე, კონსტიტუციური სიმშვიდის გარანტი ხომ ვარ შენთვისო“

- სამი ვაჟი მყავს - სანდრო 22 წლისაა, გიორგი - 19-ის ხდება ივნისში და პატარა, თემო - 8 წლის. დედა პატარა ასაკში გავხდი, 20 წლისაც არ ვიყავი. უფროსი ვაჟები პირველი ქორწინებიდან მყავს, მესამე - გიორგი ახალკაცთან შემეძინა. გოგი ყოფილი ჟურნალისტი და მათემატიკოსია.

სანდროსთან ერთად

სამივე შვილი ერთად იზრდება, რა თქმა უნდა, ჩვენთან. ერთად ყოფნის პირველი დღიდან გოგი ძალიან მეხმარება, უფროსი ბიჭების გაზრდა ასე არ გამიმარტივდებოდა, რომ არა მისი გვერდში დგომა. შვილები თინეიჯერები ხდებოდნენ, როდესაც ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, გოგის ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო, ბიჭებზე დიდი ამაგი და გავლენა აქვს. მეუღლე ხუმრობით მეკითხება ხოლმე, კონსტიტუციური სიმშვიდის გარანტი ხომ ვარ შენთვისო. მხარში მიდგას და ყველანაირად მაძლიერებს. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემ ცხოვრებაში გოგის დედა, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან აღარ არის. ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც ბავშვებს უკავშირდება, აქტიურად არიან ჩართულები და გვეხმარებიან როგორც ჩემი მშობლები, ასევე გოგის მამა და მამიდა.

თემო და გიორგი

  • "ამ დროს ოჯახის წევრებისთვის ვიკარგები“

- მაქვს სხვადსახვა გატაცება - ძალიან მიყვარს ყვავილები და უქმე დღეებში, კარგ ამინდებში აივანზე თუ გავდივარ, ოჯახის წევრებისთვის ვიკარგები. ჩემი აივანი დიდი არაა, მაგრამ ყვავილებით სავსეა. ახლა ვარდის ნერგების შეკვეთა მივეცი და აგარაკზე ვაპირებ გავახარო. 40 წელზე მეტია, რაც აგარაკი გვაქვს ატენის სიონიდან 20 კმ-ში, სოფელ ბიისში. ეს არაჩვეულებრივი ადგილი, დედის მამამ, პაპა ედიკომ მოძებნა. იქვეა მდინარე, ეზოშია წყარო, 4კმ-ში ჩანჩქერი, რომელიც ზამთარში იყინება და მთამსვლელები ზედ ადიან. ბიისში არაჩვეულებრივი ბუნებაა, ერთ რამედ ღირს, როცა იქ ნათესაობა ვიკრიბებით, ძალიან გვიყვარს აგარაკზე ყოფნა.

კიდევ... ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი, გუდაური გვიყვარს ძალიან, მაგრამ ბავშვები თუ გვახლავს, განსაკუთრებით - პატარა, ბაკურიანს ვსტუმრობთ ხოლმე. წელს მე და გოგი მეგობარმა დაგვპატიჟა საფრანგეთის ალპებში - ვალდიზერში ვიყავით, არაჩვეულებრივი იყო.

  • "ასე დავიწყე ეკოლოგიაზე ზრუნვა“

- გატაცებაზე გამახსენდა - დაახლოებით წელიწადნახევარია, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ვახარისხებ და პლასტიკის ბოთლებსა და ცელოფნებს ნაგავში არ ვყრი. ნაჭრის პარკით დავდივარ მაღაზიაში და ვცდილობ, ბევრი ცელოფანი არ დავაგროვო. რაც გროვდება, იმას ნაგავში არ ვყრი. თავიდან სახლში მეჯუჯღურებოდნენ, ჩვენ ძლივს ვეტევით, ამის ადგილი არ არისო, მაგრამ ბოლოს მიეჩვივნენ. ამ ყველაფერს ვაბარებ კომპანია "ტენე“-ს, სოხუმის ქ. N4 - ში. ძალიან კმაყოფილი ვარ, როცა ვიცი, რომ ჩემი გადაგდებული პლასტიკის ბოთლი სადღაც არ მოხვდება და გარემოს არ დააბინძურებს. ბევრი ადამიანი ჩავრთე ამაში, ამ თემაზე ვიდეოც ჩავწერე და გავავრცელე. ახლაც იმდენი ბოთლი და ცელოფანი დამიგროვდა, ახალი ვიდეოს ჩაწერა მომიწევს.